მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება მესამე

 

     1.     5. მეოთხე[სა] კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა საკითხავი, თქუმული იოანე ბოლნელ ეპისკოპოსისაჲ, თარგმანებაჲ სახარებისაჲ ლუკაჲს თავისაჲ „უძღებისა მისთჳს“, მწუხრისა ჟამსა საკითხავი: „მამაო მომეც მე, რომელი მხუდების სამკჳდრებელისა ჩემისაჲ...“
    2.     ყოვლადვე ვქადაგებთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, რაჲთა ღირს ვიქმნენით მისგან ცხორებად.
    3.     მოვიქცევით ეგრევე კუალად.
    4.     თანა-მაც მე ესე საქმედ ჩუენისა სარგებელისათჳს და მერმისა საუკუნოჲსა ემბაზისაგან.
    5.     გამობრწყინდეს ვარსკულავნი და რამეთუ მისგან...
    6.     ვცხომდეთ.
    7.     ვიტყოდით მისთჳს და ვთქუათ, რომელი-იგი თქუა მეუფემან ქრისტემან კაცთმოყუარემან კაცთმოყუარისა მამისაგან, რამეთუ ღირს მითხრობად სახიერებაჲ მამისაჲ.
    8.     ვიტყოდი კუალად იგავსა უძღებისა მისთჳს და ვისწავოთ, ვითარ-იგი ღირს ვედრებაჲ ჩუენთა ცოდვათა და ბრალთათჳს და რომლითა ვპოოთ მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ.
    9.     „კაცი ვინმე იყო და ესხნეს ორ ძჱ“ – იგავად იტყჳს მაცხოვარი, არა ცხადად ამისთჳს, რამეთუ თჳსისა მამისასა, ვითარცა კაცისა... ძემან მამასა თჳსსა.
    10.     და ვინ არს უმრწემჱსი იგი ძჱ?
    11.     არამედ რომელსა ჰქონან გულისსიტყუანი უთმინოებისანი და უმეცრებისანი.
    12.     და ვერ იცნა შემოქმედი შექმნულმან, რამეთუ არა პატივ-სცა...
    13.     და განეშორა ღმრთისაგან და ღმერთი განეშორა მისგან, რაჲთა არა უნებლებით მოიყვანის, რომელსა არა უნებ მსახურებაჲ მისი, რომელნი არა თჳსით ნებსით იქმან კეთილსა.
    14.     „და მუნ განაბნია ყოველი საცხორებელი მისი და ცხომდებოდა იგი არაწმიდად“.
    15.     და მუნ წარწყმიდა სული... იგი სიმდიდრჱ და მუნ განსცხრებოდა სიმღერითა და მთრვალობითა და გლახაკ იქმნა...
    16.     კეთილი არად სარგებელ არს.
    17.     სადა იეფობაჲ ბოროტისაჲ, მუნ მოკლებაჲ კეთილისაჲ.
    18.     და მერმე იგიცა მოკლებულ იქმნა, რამეთუ არაჲ დაშთა მის თანა სიბოროტითა და უთმინოებითა.
    19.     მერმე წარვიდა და „შეეყო ერთსა მოქალაქეთაგანსა მის სოფლისასა.
    20.     და წარავლინა მან ველსა გარე ძოვნად ღორთა“.
    21.     ესევითარი პატივი მისციან ეშმაკთა, რომელნი ჰმსახურებენ მათ.
    22.     ესეთი ნიჭი მისციან, რომელნი და(!) უნებნ განღებად მუცლისა...
    23.     მიმართ ვერ ძალ-უც, უკუეთუ ვხადო მამად ჩემდა, უკუეთუმცა არა შემინდო.
    24.     დაღაცათუ არა ღირს ვარ ხდად მამად ჩემდა საქმეთაგან, ვერ ძალ-უც, უკუეთუ შეურდე მას, თუმცა არა მომიტევნა ცოდვანი ჩემნი.
    25.     ვერ... ურჩულოებათა თჳსთა.
    26.     მოიხილა მისა, რომელი ჰხედავს ცოდვილთა და ელის სინანულსა.
    27.     „იხილა იგი მამამან მისმან და განიხარა“, რამეთუ მამაჲ არს მოწყალე და ღმერთი არს ბუნებათაჲ და მირბიოდა და მოეხჳა ყელსა მისსა.
    28.     არა მოელოდა, რომელი ელოდა შეწყალებასა, არამედ თჳთ იგი წინამიეგებვოდა მას.
    29.     არა სძაგდა სიძვითა შესუარული იგი ქედი მისი, არამედ წმიდათა ჴელთა მისთა გარე-მოასხმიდა და ფრიად ამბორს-უყოფდა მას.
    30.     საკჳრველი საქმჱ! ხოლო მოწყალებასა ღმრთისასა ვერ ჰხედავა მისსა მას სიტკბოებასა და აურაცხელსა მას მისსა სიმდაბლესა?
    31.     ვითარმედ იგი მიიწი... იხილა ღმერთი ყუავილად, ვინ იხილა მსაჯული ცოდვილთა ნუგეშინისმცემელად?
    32.     არამედ გარნა ვითარცა მოწყალესა ჰნებავს, იქმნების.
    33.     არა კმა იყოა მეძვისა მის ზედა ესოდენი კაცთმოყუარებაჲ, რომელ არს ჭეშმარიტად მჴსნელი?
    34.     არამედ ოდეს მოვიდოდა მეძავი იგი, ესრჱთ იტყოდა გულსა თჳსსა: ესრჱ ვჰრქუა მამასა ჩემსა.
    35.     და მერმე იტყოდა: მამაო, არა შეიგინების სახელი შენი.
    36.     მამაო, შეიწირე ვედრებაჲ ჩემი ცოდვილისაჲ.
    37.     მამაო, სიხარულით, შემოქმედო ბუნებით, არა დავფარო, რომელი შენ იხილე.
    38.     არა უვარ-ვყო, რომელი შენ იცი.
    39.     „მიცოდავს ცად მიმართ და შენ წინაშე და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა.“ არამედ თავით ჩემით გევედრები და თავსა ჩემსა ვშჯი და არა ღირს ვარ...
    40.     ვერ ვიკადრებ თუალთა აღხილვად წმიდასა წმიდათასა.
    41.     დამადგინე კათაკუმეველთა თანა კართა თანა ეკლესიისათა, რაჲთა ვიხილო, რომელი აღესრულების ეკლესიასა შინა.
    42.     და ვიხილო განყოფაჲ მადლთაჲ მათ შენთაჲ...
    43.     „ბეჭედი ჴელსა მისსა“, რომელ არს სულისაგან, და დაიფაროს მისგან, რაჲთა ჩემი ბეჭედი იყოს ყოველთა მბრძოლთა წინააღმდგომ.
    44.     და მისცენით „ჴამლნი ფერჴთა მისთა“, ნუუკუე პოვოს გუელმან მან ქუსლი მისი შიშუელი, რაჲთა შეიცუას ჴამლი ფერჴთა მისთა და დატკებნოს თავი ვეშაპისაჲ მის და ვიდოდის მცნებათა გზასა.
    45.     „და მოიბით ზუარაკი იგი წამებული და დაკალთ, რომელსა არა დადებულ არს უღელი ცოდვისაჲ.
    46.     ვჭამოთ და განვიხაროთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“.
    47.     და ჯერ-არს ჩემდა სიხარული და მხიარულებაჲ.
    48.     „და იწყეს განცხრომად, რომელ არს განცხრომაჲ სულისაჲ...
    49.     ესე განცხრომისაჲ?
    50.     ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ ძმაჲ შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოიყვანა იგი.
    51.     ხოლო განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად.
    52.     განრისხნა მართალი იგი, ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას“.
    53.     არა თუ შეურაცხ-ჰყოფს სიტყუასა მართლისასა მამაჲ, არამედ ღაღადებს და უჩუენებს ფრიადსა მოწყალებასა მისსა და მოაჴსენებს აურაცხელსა მისსა სახიერებასა.
    54.     რამეთუ მამაჲ მისი მოსრულ იყო და ევედრებოდა მას.
    55.     „და მან მიუგო და ჰრქუა: აჰა ესერა, ესოდენი ჟამი გმონე და არასადა მომეც თიკანი ერთი თხათაჲ, თუმცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.
    56.     და ოდეს მოვიდა ძმაჲ ესე ჩემი, რომელმან შეჭამა ყოველი მონაგები მეძავთა თანა, დაუკალ ზუარაკი იგი ჭამებული“ და შეჰმოსე სამოსელი იგი პირველი.
    57.     ხოლო რაჲ არს ზუარაკი იგი?
    58.     თჳთ თავადი ძჱ ღმრთისაჲ არს, რომელი...
    59.     და მოკუდა ცოდვათათჳს ყოვლისა სოფლისათა.
    60.     და სამოსელი იგი პირველი არს ნათლისღებაჲ და ორნი იგი ძენი ესე არიან მართალი იგი და ცოდვილი.
    61.     ცოდვილი შეიწყალა და მართალსა ქენებით ეტყჳს: შვილო, რომელი ქუე იდვა, აღადგინა და რომელი ზე იყო, არა უტევებს დაცემად, მიუგო და ჰრქუა მას: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ“ და წიაღთა ჩემთა არა განშორებულ იქმენ, ფსალმუნითა და ქებითა იყოფი.
    62.     შენ ყოვლადვე საკურთხეველსა ჩემსა წინაშე სდგა და ღაღადებ და იტყჳ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი".
    63.     ესე მოვიდა შეწუხებული და ქუეყანასა ზედა მდებარჱ, მდაბლითა ჴმითა შემოსილი ჴმობდა: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა“.
    64.     რაჲმცა მეყო, ოდეს მე მესმნეს სიტყუანი ესე?
    65.     ვითარმცა არა შევიწყალჱ ძჱ ჩემი, რომელი ჩემდა მოვიდა?
    66.     შენ დაისაჯები, რომელი განრისხებულ ხარ და არა გულისხმა-გიყოფიეს, ვითარმედ კაცთმოყუარე ვარ.
    67.     ვერ ძალ-მიც, უკუეთუ არა შევიწყალო, რომელი შევქმენ.
    68.     ვერ ძალ-მიც, უკუეთუ არა მიუტეო, რომელი მე მიშობიეს: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“.
    69.     ხოლო მე ვიქცეოდეს ნაკლულევანი უძლურებითა და ოდეს მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ჴბოჲ იგი ჭამებული და შენი სამოსელი შეჰმოსე მას და ბეჭედი ოქროჲ გამოუბრწყინვე მას, ჴამლითა მოჰზღუდე იგი გარჱ.
    70.     რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, განუღე და საკურთხეველი განუმზადე და ზუარაკი დაუკალ, რამეთუ ყოველთა...
    71.     „შვილო, შენ მარადის ჩემი ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“.
    72.     შენი არს ცაჲ, შენი არს მზჱ, შენი არს მთოვარჱ და ბრწყინვალებაჲ მისი.
    73.     შენი არს, რომელი ზრდის ყოველთა.
    74.     შენი არს ქუეყანაჲ და ნაყოფი მისი. შენი არს ზღუაჲ.
    75.     შენი არს ყოველი სოფელი, შენი არს შესაწირავი.
    76.     შენნი არიან ანგელოზნი. შენი არს მეუფებაჲ ცათაჲ.
    77.     შენი არს ყოველი, რომელი ჩას.
    78.     ჯერ-არს ჩემდა მოწყალებაჲ და შეწყნარებაჲ.
    79.     ხოლო შენ პატივ-გცემ, რამეთუ დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი.
    80.     ხოლო იგი შევიწყალჱ, რამეთუ სინანულად მოვიდა, არამედ „იხარებდი, რამეთუ ძმაჲ იგი შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, და წარწყმედულ იყო და იპოვა“.
    81.     ვინ იხილა მკუდარი აღდგომილი და არა იხარებდეს?
    82.     ვინ პოვა წარწყმედული და არა იხარებდეს?
    83.     მოვედ აწ ჩემ თანა და განსცხრებოდე ანგელოზთა თანა და ჩემ თანა.
    84.     ამბორს-უყოფდე ძმასა შენსა და შემომერთე ჩემ თანა ლოცვასა დავითისსა, რომელი-იგი სულიერად ღაღადებდა და იტყოდა: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი.
    85.     ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ“.
    86.     ისმინეთ აწ წმიდისა იგავისაჲ მის.
    87.     ცანთ ძალი მისი, ცანთ, რამეთუ კაცთმოყუარჱ არს უფალი.
    88.     მოვედით ყოველნი, ვღაღადებდით მისა მიმართ და ვიტყოდით: მეუფეო მშჳდობისაო ქრისტეჱ ძეო ღმრთისაო, ვცოდეთ ყოველთა ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვართ წოდებად მონად შენდა.
    89.     აწ გულისხმა-ვჰყოფთ შენსა მოწყალებასა და მოვიჴსენებთ შენსა სახიერებასა.
    90.     მოვიჴსენოთ პირველისა მის მეძვისაჲ.
    91.     მოვიჴსენოთ პირველისა მის ავაზაკისაჲ.
    92.     ყოველნი ცოდვილნი მოისწრაფიან შენსა მოწყალებასა, ვითარცა იგინი წმიდა იქმნეს.
    93.     და აღმადგინენ ჩუენცა, ვითარცა მკუდარნი.
    94.     ვითარცა შენ ასდეგ მკუდრეთით ჯუარსა შემშჭუალული, ეგრეცა ჩუენ აღმადგინენ მკუდრეთით, რომელნი ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა.
    95.     და კუალად, რომელთა გუეგულების ნათლისაჲ მის, ყოველნი გულისსიტყუანი კაცობრივნი განვიშორნეთ და სულნი ჩუენნი ცად მიმართ განვიწმიდნეთ, უფალი ახლოს არს, ნუ რასა ჰზრუნავთ, რამეთუ კართა ზედა მომტევებელი მოვიდა მკურნალი.
    96.     სამკურნალოჲ განღებულ არს, წამალნი განფენილ არიან, ემბაზი მადლისაჲ სავსჱ არს და ყოველთა მოხადის, სულიერი სამოსელი მამისაგან მოიქსოების.
    97.     ხოლო ჩუენ სარწმუნოებისა სანთელნი აღვანთნეთ და ზეთი სიმართლისაჲ განვიმზადოთ, რაჲთა ოდეს შუვა ღამეს ჴმაჲ იყოს,
    98.     ვითარმედ: „აჰა, ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით და მივეგებვოდით მას“, ძლიერითა სანთლითა და სიხარულით ვღაღადებდეთ
    99.     და ესრეთ ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეფე ისრაჱლისაჲ“, მდაბალი და მშჳდი, ჰხედავთა, საყუარელნო, ვითარ „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს?“
    100.     „ჰჱ, გეტყჳ თქუენ, საყუარელნო, ეგრეთ სიხარული იყოს წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა, ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს“.
    101.     ხოლო აწ მოვედით, მორწმუნენო, და ვილოცვიდეთ სიწმიდით და შევინანნეთ ცრემლითა შეცოდებანი ჩუენნი და ვევედრებოდით მრავალმოწყალესა მას...
    102.     ესე დღენი ორმეოცნი და სიხარულით მივიწინეთ ადგომასა მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტე და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და მადლი და პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი