|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეთხუთმეტე
1. 55
2. ...გეტყოდა: მოეც ძუძუჲ ძესა შენსა. 3. და შენ მეყსეულად მიეც მას ძუძუჲ
შენი, რაჟამს-იგი განხუედით მთად სივლტოლით ჰეროდჱსგან და მიხუედით ნერგსა ერთსა ქუეშე.
4. და არქუ შენ იოსებს: გუმშინ და არარაჲ გუაქუს, რაჲ ვჭამოთ უდაბნოსა ამას. 5.
რამეთუ გლალვიდა იგი შენ და გეტყოდა: რაჲ ძალ-მიც მე ყოფად აქა აწ შენდა, და გზრდიდე? 6. კმა არს შენდა, რამეთუ უცხო ვიქმენ მე თჳსთაგან მონაგებთა შენ ძლით, რამეთუ არა
დაიმარცხჱ ქალწულობაჲ შენი, რაჲთა არა ამას შინა იპოვოს, არა ხოლო შენ, არამედ მეცა და შვილნიცა ჩემნი,
რამეთუ აქა ვარ მე და ვცხომდები შენ თანა. 7. ხოლო არა ვიცი, თუ რაჲ შემთხუევად არს
სამთა მათ ძეთა ჩემთა. 8. ამას გეტყოდა შენ იოსებ მას ჟამსა. 9. აწ
მას გეტყჳ შენ, მარიამ, რაჲთა სცნა, ვინ ვარი მე და რომელი ძალი არს ჩემ თანა. 10.
მე ვარ, რომელმან ვახარჱ შობაჲ შენი იოვაკიმს და ზაქარიას – იოვანჱსთჳს, და მე ვარ, რომელ მოგართუ
ზეცით საიდუმლოჲ იგი დაფარული, მე ვარ, რომელმან მოვსრენ პირმშონი იგი ეგჳპტისანი ფარაოჲს ზე. 11. და მაშინ გრქუა შენ იოსებ: არა არს ნერგი, რომლისაგან ვჭამოთ ესოდენთა შორის, გარნა
ესე ხოლო დანაკისკუდი და ვერ ძალ-მიც აღსლვაჲ მას ზედა. 12. ხოლო გეტყჳ შენ: არავინ
აღსრულ არს ამის ზედა და არცა ვინ იპოების კაცი უდაბნოსა ამას ზედა. 13. და ყოვლით
კერძოვე მჭირს, რამეთუ ქუეყანაჲ ჩემი დაუტევე. 14. და კუალად მეურვების, რამეთუ ყრმაჲ
ესე ვერ ვიცან, რომელი გაქუს, რამეთუ ჩემი არა არს ეგე. 15. არამედ რაჟამს მიდგომილ
იყავ, განვიზრახევდ გულსა ჩემსა, ვითარმედ რომლისა მიზეზისათჳს ვიპოვე ამას შინა, რამეთუ მცნებაჲ მაქუნდა
დამარხვად შენდა. 16. აწ ესერა განცხადებულ არს, რამეთუ არასადა უდებ-ვიქმნეთ შენ
ზედა, არამედ ხუთნი თთუენი არიან, ვინაჲთგან მომიყვანებია შენ დამარხვად, არცაღა ყრმაჲ ესე არს უმეტჱს
ხუთისა თთჳსა, არამედ გიყუარს ეგე სულითა შენითა. 17. ხოლო ესე უწყი, რამეთუ არა
არს ეგე ჩუენითა ბუნებითა შობილი, არამედ წმიდისაგან სულისა არს. 18. აწ ნუ გიტევებნ
სული იგი სიმშილად, არამედ ყავნ ჩემ თანა წყალობაჲ, გამომზარდენ მე და მოიჴსენე ესე, რამეთუ მწირ ვარი მე
შენდა და შენ ჩემდა მწირ. 19. ანუ არა ამას გეტყოდაა შენ იოსებ? 20.
და არა დასცხრა ყრმაჲ იგი ძუძუჲსაგან, რომელ არს ყოველთა უფროჲს, და ეტყოდა იოსებს: მამაო,
უკუეთუ შჯულისაგან არა ახუალ მაგას დანაკისკუდსა 21. და მუართუ და ჭამოს დედამან
ჩემმან, გრწმენინ შენ, რომელსა გეტყჳს იგი შენ და მე გამოგზარდნე თქუენ, არა ხოლო თქუენ, არამედ
ნაყოფიცა იგი, რომელ გამოვალს მისგან. 22. არა მშიოდის დღე ერთცა.
23. და მიექცა ყრმაჲ იგი და ჰრქუა დანაკისკუდსა მას: შენ გეტყჳ: დანაკისკუდო, მოიდრიკე თავი შენი
ნაყოფითურთ ქუეყანად და განაძღენ მამა-დედანი ესე ჩემნი. 24. და მეყსეულად მოდრკა
იგი. 25. ანუ არა მე ვარ ანგელოზი, რომელი გეტყჳ ამას, არამედ მის ყრმისაჲ არს
ჴელმწიფებაჲ, რომელი იქმნა ჩემ მიერ. 26. რომლითა-იგი განსძღით შენ და იოსებ,
რამეთუ რტონი მის დანაკისკუდისანი ნაყოფითურთ ქუეყანასა ზედა ისხნეს სავსენი ნაყოფითა ტკბილითა, რომელსა მე
ვყრიდ სიხარულით, მხიარულებით ხილვასა მას ზედა. 27. და მიექცა ყრმაჲ იგი
დანაკისკუდსა მას და ჰრქუა: „ჵ დანაკისკუდო, უფროჲს დიდო ყოველთა ნერგთა ეგჳპტისათაო, აღემართე და
აღმაღლდი ფრიად, რამეთუ დაიმდაბლჱ თავი თჳსი და ჰყავ მსახურებაჲ ესე. 28. აღმაღლდი
და იქმენ სასწაულ უმეტჱს ყოველთა ნერგთა, რამეთუ ყოველთა წმიდათა ჩემთა, რომელთა დაიმდაბლონ თავი
თჳსი, უფროჲს ამაღლდენ“. 29. და მეყსეულად აღემართნა დანაკისკუდი იგი და იქმნა,
ვითარცა პირველ და აკურთხა იგი ყრმამან მან და ჰრქუა: რომელი ღირს იქმენ დიდებულისა, რომელი წოდებულ
იყო შენდა ადამის ძჱ და მისსა ნათესავისა კაცისა, ჵ დანაკისკუდო, რაჲ შეგემთხჳა შენ, 30.
რამეთუ გამოჰვარდი სამოთხით და მოიყვანე შენ ეგჳპტედ ზაკუვით და დაენერგე ჴმელსა ზედა, რაჲთა რკინაჲ
უფლებდეს შენ ზედა, ვითარცა სხუასა ხჱსა, ვინაჲ ჰპოვე ადგილი ესე, არა თუმცა კაცობრივი ბუნებაჲ იქმნა
ყოველსა შინა. 31. აჰა ესერა ეგრევე იქმნა შენ თანა, რაჟამს უკუე წარვიდა ეშმაკი
ცთუნებისა შემდგომად ადამისა, ჰრქუა მას: აჰა ესერა განრისხნა შენთჳს უფალი და განგაძებს შენ სამოთხისაგან
ქუეყანად, რომელი სავსე არს მწუანითა საზრდელითა ნადირთაჲთა. 32. არამედ აღდეგ აწ
და მეც მე ყოველთაგან ნერგთა, რომელ არს სამოთხესა შინა, დავასხა იგი ქუეყანასა ზედა, რაჲთა, რაჟამს
გამოხჳდე სამოთხით, ჰპოვო საზრდელი მათგან. 33. რაჟამს-იგი მოიცვალჱ კეთილისაგან
ადგილისა, დაენერგჱ ქუეყანასა ზედა, არამედ ნუ გეშინინ თქუენ ნერგნო, რამეთუ ვითარცა მომავლინა მე მამამან
ჩემმან ცხორებად კაცთა და მოქცევად მათა და მამცნო მე ნერგთათჳსცა, 34. რაჲთა ჭამდენ
მათგან მეგობარნი და მოყუარენი ჩემნი, რომელთა მიიღონ მსგავსებაჲ ჩემი და ყონ მცნებაჲ ჩემი.
35. და რომელნი იყვნენ მთათა და უდაბნოთა განშორებულნი კაცნი, აქუნდე შენ მათ საზრდელად, შენ
უკუე, დანაკისკუდო, მიიცვალე აწ პირველსავე ადგილსა შენსა. 36. მაშინ აღდგა დანაკისკუდი
იგი წინაშე ჩუენსა და მიიცვალა სამოთხედ. 37. და ვინ არს, რომელმან აღიღო იგი, ჵ
მარიამ? 38. ანუ არა მე ვიყავ, არა ხოლო თუ ნერგთა მიღებად მუნ, არამედ კაცთა,
რომელთა დაიმდაბლიან თავი თჳსი წინაშე ღმრთისა? 39. მე აღვიღე და წარვიღე იგი
ადგილსა მას მართალთასა დღესა მას, რომელსა გამოვიდიან სულნი ჴორცთაგან და შენ, რაჟამს განეშორო
ჴორცთაგან, მე თავადი მოვიდე მეოთხესა დღესა, რამეთუ დაეტევების მეტი იგი დღჱ, რამეთუ მაცხოვარი ჩუენი
მესამესა დღესა აღდგა. 40. ხოლო წარგიყვანო მეოთხესა დღესა არა ხოლო შენ, არამედ
ყოველნი, რომელთა დაიმარხნენ სიტყუანი მაცხოვრისა ჩუენისანი. 41. მე კუალად მოვიდე
მათდა და წარვიყვანო იგინი სამოთხესა მას სიხარულისასა. 42. და ეგნენ მუნ ჴორცნი მათნი
ახლად და წმიდათა მათ კაცთა ჴორცთა არა აქუნდეს მყრალობაჲ, რამეთუ დაიმარხნეს თავნი მათნი ცოცხლად და
უცოდველად ქუეყანასა ზედა. 43. და მოვიდენ მუნ, სადაცა იყვნეს ადამ და ევა ადგილსა
მას ვიდრე დღემდე ადგომისა, და რაჟამს მოვიდეს უფალი ანგელოზთა მისთა თანა და მოიყვანნეს იგინი თჳსთა
ჴორცთა თანა და ჰრქუა მას მარიამ: უფალო ჩემო, რომლითა სახითა მოხუალ მათ ზედა, ანუ ვიეთნი
მიგყვანან? 44. ნუუკუე რომელთა შენ ზედა ხარ და მსხუერპლი მათი მოგართუან
სულნელებისაჲ და ესრჱთ მოხჳდე მათ ზედა? 45. ანუ უფროჲს მართალთა ზედა მიხუალ?
46. ანუ მოავლინის მათ ზედა სახიერმან? 47. ანუ არა რჩეულთა
ზედა ხოლო მოხჳდე? 48. ანუ ლოცვით ხადიედ სახლსა შენსა და მოვიდიან შენდა? 49. უკუეთუ ესრჱთ რაჲ-მე არს, მითხარ მე, რაჲთა მეცა ვყო ეგრჱთ სახედ და მოხჳდე და
წარმიყვანო მე უკუანაჲსკნელსა დღესა. 50. და ჰრქუა მას ანგელოზმან: რაჲ არს, დედაო,
რამეთუ, რაჟამს მოვივლინო შენდა, არა ხოლო მე, არამედ ყოველნი ერნი ანგელოზთანი მოვიდენ და გალობდენ
შენ წინაშე და მოვივლინე შენდა გულისხმის-ყოფად, რაჲთა უთხრა შენ მოციქულთა საიდუმლოჲ.
51. და რამეთუ მაშურალ არიან ამისსა ძიებასა მაცხოვრისაგან იესო ქრისტესა. 52.
და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, ვიდრე-მე დავსხნეთ ჴორცნი ჩუენნი? 53. რამეთუ არა
გუნებავნ იგი დატევებად ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ჭეშმარიტ ვიყვნეთ და ღირს ვართ დამკჳრდებად მას, რამეთუ
იგი მიჩუენა ჩუენ ადგილი, რამეთუ არა მნებავს ჴორცნი ჩუენნი ყოფად ადგილსა ამას. 54.
მაშინ ეტყოდა მათ სახიერი უფალი, რამეთუ: სიტყუასა მაგას, რომელსა თქუენ ეძიებთ, აწ დიდ არს და
„ვიდრე-ესე მე მივალ, თქუენ ვერ ძალ-გიც აწ მოსლვად“. 55. რაჲთა წარვიდე და
ვჰკითხო მამასა ჩემსა და განგიმზადოს ადგილი ჴორცთა თქუენთათჳს. 56. მაშინ ჯერ-უჩნდა
მამასა, რაჲთა მიიცვალნენ ჴორცნი თქუენნი სამოთხედ, სადაცა ჴორცნი შენნი დაისხნენ, უკუანაჲსკნელსა დღესა
აღვადგინნე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდრონ, 57. სადა მამაჲ სუფევს და ძესა
ჴელმწიფებაჲ აქუს და სული წმიდაჲ სუფევს მათ შორის და იდიდების უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|