|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეთოთხმეტე
1.
54. დ. საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა
2. ისმინჱ ლოცვაჲ და ვედრებაჲ დედისა შენისა მარიამისი, რომელი ღაღადებს შენდამი: ძეო და
ღმერთო, შემოქმედო ჩემო, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და მოავლინე ჩემდა სათნოებაჲ შენი და ნუცამცა ერთი
ჴელმწიფებაჲ მოვალს წინაშე ჩემსა ჟამსა მას, რომელსა განვიდოდი მე ჴორცთაგან. 3. არამედ
აღასრულე თქუმული იგი ჩემდა მომართ შენმიერი, რაჟამს-იგი ვტიროდე წინაშე შენსა და ვიტყოდე: რაჲ-მე ვყო,
რაჲთა წარვლნე ჴელმწიფებანი მომავალნი სულსა ჩემსა ზედა? 4. რამეთუ აღმითქუ მე და
მარქუ: ნუ მწუხარე ხარ, ნუცა იურვი, მარიამ, დედაო ჩემო, რამეთუ არა ანგელოზნი მოვიდენ შენ ზედა, არცა
ქერობინნი, არცა სერაბინნი, არცა სხუაჲ ჴელმწიფებაჲ, არამედ მე თჳთ თავადი მოვიდე და წარგიყვანო. 5. აწ ესერა, მოახლებულ არს სალმობაჲ შობადისაჲ, რომელ არს განსლვაჲ სულისაჲ.
6. და იწყო ვედრებად და თქუა: ისმინე ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ და გზასა მას, რომელსა სულნი
უკეთურნი სცვენ და შეიპყრობენ მას, მშჳდობით განარინე სული ჩემი. 7. და ესე ვითარცა
წართქუა მარიამ, გამოვიდა და ჰრქუა მჴევალსა სახლისა მისისასა: წარვედ და მოუწოდე ნათესავთა ჩემთა და
მეცნიერთა ჩემთა და არქუ მათ, ვითარმედ: მარიამ გიწესს თქუენ. 8. ხოლო მჴევალი იგი
წარვიდა და მოუწოდა ყოველთა, ვითარცა-იგი ამცნო მას. 9. და შე-რაჲ-ვიდეს იგინი,
ჰრქუა მათ მარიამ: მამანო და ძმანო, შეეწიენით თავთა თჳსთა, რამეთუ მე ხვალე განვალ ჴორცთა ჩემთა და
წარვალ განსასუენებელსა მას ჩემსა, საუკუნესა მას ცხორებასა, ნათელსა მას დაუსრულებელსა. 10.
აწ აღდეგით და ყავთ ჩემ თანა დიდი კაცთმოყუარებაჲ. 11. არა ოქროსა ვითხოვ
თქუენგან, არცა ვეცხლსა, რამეთუ ესე ყოველი ამაო არს და განსაყურნელ, არამედ ამას ხოლო ვითხოვ თქუენგან
კაცთმოყუარებასა, რაჲთა ჩემ თანა დაადგრეთ ორთა ამათ ღამეთა. 12. და კაცად-კაცადმან
თქუენმან აღიღენ სანთელი და ნუ უტევებნ მათ დაშრეტად ორთა ამათ დღეთა. 13. და
გითხრა თქუენ გულისა ჩემისა ვიდრე განშორებადმდე ჩემდა ამის ადგილისაგან. 14. და ეგრე
ყვეს ყოველთა, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ. 15. და მიმოეფინა ჰამბავი ესე ყოველთა მეცნიერთა
მარიამისთა და ერთგულთა მისთა და მიჰხედა მარიამ და იხილნა გარემოდგომილნი მისა და აღაღო პირი თჳსი
ჴმითა ტკბილითა 16. და იტყოდა: მამანო და ძმანო, დედანო, დანო ჩემნო, შეეწიენით
თავთა თჳსთა, აღანთენით სანთელნი და იღჳძებდით, რამეთუ არა უწყით, რომელსა ჟამსა მპარავი იგი
მოვიდეს. 17. რამეთუ მეუწყა მე, ძმანო, რომელსა ჟამსა განდევნებად ვარ, არამედ არა
ვიცი ისარი იგი, რომელ არს ჴელსა მისსა. 18. ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მესწავა,
რომელსა ჟამსა განსლვად ვარ და არა მეშინის, რამეთუ სიკუდილი სოფლივი არს ყოველთაჲ, არამედ გარნა მეშინის
მბრძოლისა მის, რომელი-იგი ჰბრძავს ყოველთა, 19. რამეთუ ვერ უძლავს მართალთა
მიმართ და მოწმუნეთა, ხოლო ერევინ ურწმუნოთა და აღასრულის ნებაჲ მისი მათ შორის, ხოლო მართალთა ვერ
სძლევს, რამეთუ არარაჲ აქუნ მათა მიმართ მიზეზი და სირცხჳლეული განეშორის მათგან. 20.
რამეთუ ორნი ანგელოზნი მოვიდიან კაცსა ზედა, ერთი სამართლისაჲ და ერთი უკუთურებისაჲ და შევიდიან
სიკუდილსა თანა. 21. და ვითარ-იგი აურვებნ სიკუდილი სულსა, მოვიდიან ორნი იგი
ანგელოზნი, და განიხილნიან გუამნი წარმართთანი სოფლით. 22. და უკუეთუ ექმნის საქმე
სიმართლისაჲ, უხარინ ანგელოზსა მას სიმართლისასა, რამეთუ არარაჲ საქმჱ აქუს ერთსა მას მის თანა და მოუწესნ
სხუათა მრავალთა, მოვიდიან სულსა მას ზედა და გალობედ წინაშე მისსა ვიდრე მისლვადმდე ადგილსა მას
ყოველთა მართალთასა. 23. მაშინ ტირნ ანგელოზი იგი უკეთუ, რომელ არს სატანა, რამეთუ
არარაჲ აქუს ნაწილი მის თანა, უკუეთუ ვინმე არნ მოქმედი ბოროტისაჲ და ექმნის საქმჱ უკეთური, უხარინ
უკეთურსა მას მის ზედა. 24. და მოიყვანნის შჳდნიღა სხუანი სულნი ბოროტნი და
წარიყვანის სული იგი და განშჭრიედ მას, და ტირნ ანგელოზი იგი სიმართლისაჲ. 25. ხოლო
აწ, ძმანო და მამანო, შეეწიენით თავთა თჳსთა და ნუმცა რაჲ ბოროტი იპოების ჩუენ თანა. 26.
ამას რაჲ იტყოდა მარიამ, ჰრქუეს დედათა მათ: დაო ჩუენო, რომელი იქმენ დედად ყოვლისა სოფლისა,
დაღათუ ჩუენ ყოველთა გუეშინოდის სამართლად, შენ რაჲსა გეშინის? 27. – დედაჲ ხარ
უფლისაჲ. 28. ხოლო ვაჲ ჩუენდა, ვიდრე-მე ვივლტოდით, უკუეთუ შენ უჴრწნელი და
ქალწული ამას იტყჳ, მოსალოდებელო და მეოხო ჩუენო და განმამჴნობელო ჩუენო? 29.
რომელსა არარაჲ გიცოდავს, ჩუენ საწუნელთა ამათ რაჲ-მე ვყოთ, ვიდრე-მე ვივლტოდით? 30.
უკუეთუ მწყემსსა ეშინოდის მგლისაგან, ვიდრემე ივლტოდიან ცხოვარნი? 31. და
ტიროდეს ყოველნი გარჱმო მისსა და ჰრქუა მათ მარიამ: დუმენით, ძმანო და ნუ ჰსტირთ, დანო, არამედ
ადიდებდით მას რომელი-იგი თქუენ შორის არს- ჟამსა ამას. 32. გლოცავ თქუენ, ნუ
სტირთ ამით სახითა ქალწულსა, არამედ გალობდით ტირილისა წილ, რაჲთა მიეფინოს ყოველსა ნათესავსა
ქუეყანისასა და ყოველსა კაცსა ღმრთისასა და იყოს ტირილისა წილ კურთხევაჲ. 33. ხოლო
მე, ძმანო და დანო, ხოლო ამით ჯერითა მეშინის, რამეთუ ურწმუნო ვიქმენ მე უფლისა ჩემისათჳს, ერთსა შინა
დღესა... 34. სერსა მას საიდუმლოჲსასა და ინაჴითა ჯდომასა ქორწილსა მას
სულიერსა. 35. ამისთჳს წარმოდგეს და მოიწინეს მსახურნი იგი სიტყჳსანი და თუალითა
მხილველნი, რაჲთა ჰმსახურონ წმიდასა მას დედასა მისსა, ვითარცა ღირსსა მსახურებისასა და ვითარცა საფასესა
პატიოსანსა. 36. არამედ რაჲთა არა დააკლდეს თჳთოეული გულსმოდგინებით გალობასა
ღმრთისასა და პატივისცემასა მშობელისა მისასასა. 37. მაშინ ადამ და ევა ღაღადებდეს და
იტყოდეს: ჵ შენ, ასულო, ნეტარებასა ღირსა ხარ, რამეთუ დაჰჴსენ პატიჟი ურჩებისა ჩუენისაჲ.
38. ეჰა შენდა, ჭეშმარიტად ნეტარ ხარ, შენ, ღირსო ყოვლისა ნეტარებისაო, ჵ დედაო, სახიერისა
ღმრთისაო. 39. ამას ესევითარსა სიტყუასა მრავალს ვჰგონებ, ვითარმედ მოციქულნი ყოვლით
კრებულითურთ ქალწულსა ეტყოდეს. 40. არამედ ვითარცა იხილეს იგი წადიერად და
მოსურნედ განსლვად ამიერ სოფლით, შეცვალჱს სიტყუაჲ იგი მათი გალობად მიცვალებისა და შესხმით ნიჭთა მათ
სულისა წმიდისათა იტყოდეს. 41. და ვითარცა აღასრულეს თანანადები იგი შჯულისაჲ მის,
შეთხზეს გჳრგჳნი გალობისაჲ მრავალფერითა ყუავილითა. 42. მაშინ შეიწყნარჱს კურთხევაჲ
ღმრთისა მიერ მოცემული. 43. და მას ჟამსა მოიწია მეუფჱ იგი დიდებისა თჳსისაჲ და
შეიწყნარა უბიწოჲ სული მისი ჴელთა შინა მისთა საღმრთოთა. 44. და ჰრქუა წმიდამან
მარიამ: ჴელთა შენთა, ჵ ძეო ჩემო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა. 45. შეიწყნარე სული ჩემი
შენდა მიმართ მოყუარჱ, რომელი დავჰმარხჱ უბიწოდ. 46. მიმიყვანე მე შენ თანა, ძეო
ჩემო, რაჲთა სადა არს ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ, ვიყო მუნ მეცა დამკჳდრებული. 47. შენ
გევედრები, ჵ ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელი მამისაგან განუყოფელად გარდამოჰჴედ ჩემდა, რაჲთა
დიდებულ ჰყვნე შვილნი ჩემნი საყუარელნი, რომელთაჲ სათნო-იყავ ძმად წოდებაჲ მათი შენდა.
48. შესძინე მათ კურთხევაჲ კურთხევასა ზედა დასხმითა ჴელთა შენთაჲთა მათ ზედა. 49.
მას ჟამსა აღიპყრნა ჴელი თჳსნი და აკურთხნა ყოველნი მუნ მდგომარენი შემდგომად ვედრებისა მის და
ანდერძისა, და მაშინ ესმა ჴმაჲ: 50. მოვედ, ჵ დედაო ჩემო კეთილო, განსასუენებელად
შენდა, აღდეგ და მოვედ, ჵ საუნჯეო ჩემო, გამორჩეულო დედათაგან, ჵ სამკჳდრებელო ჩემო, რამეთუ
„სულნელებაჲ შენი უზეშთაჱს არს ყოველთა ნელსაცხებელთასა“. 51. და ვითარცა ესმა ესე
წმიდასა მას, მისცა სული თჳსი ჴელთა ძისა თჳსისათა. 52. და ჟამსა მას შეიძრნეს ნივთნი
იგი ზეცისანი და გალობდეს ანგელოზნი ძლიერად და წინა-უძღოდეს. 53. და რომელნიმე
უკუანა შეუდგეს და რომელნიმე გარე-მოადგეს სულსა მას უბიწოსა წმიდისა ქალწულისასა და აჰყვებოდეს და
წარჰგზავნიდეს, ვიდრემდის მიაწიეს წმიდაჲ დედუფალი საყდართა სამეუფოთა. 54. ხოლო
სულნი გარე-მოადგეს გუამსა მას წმიდასა და უბიწოსა და ადიდებდეს, ვითარცა დედასა ღმრთისასა, გალობითა
მით ანგელოზებრითა, ვითარ-იგი ჯერ-იყო დიდებაჲ. 55. და დგეს წმიდანი და მოეცვა
გუამი იგი უბიწოჲ. 56. შიშით ამბორს-უყოფდეს გუამსა მას წმიდასა სავსენი
კურთხევითა. 57. მას ჟამსა შინა სალმობათა სენნი ივლტოდეს, სამყარონიცა თანააღსლვითა
სულისა მისისაჲთა განწმდებოდეს და ქუეყანაჲ იკურთხეოდა უბიწოჲსა მისგან. 58. ამისსა
შემდგომად საგრაგნილითა წმიდითა წმიდაჲ იგი გუამი მისი შემოსჱს, და ნელსაცხებელითა და საკუმელითა შემურეს
და ცხედარსავე მას ზედა დადვეს და ლამპრითა გალობითა წინა-უძღოდეს ანგელოზნი და ადიდებდეს ენითა მით
ცეცხლისაჲთა. 59. ხოლო მოციქულნი სცემდეს ნესტუსა მხიარულნი და აქებდეს ღმერთსა,
ვითარცა სულისა წმიდისა მიერ განსწავლულნი. 60. მაშინ მოციქულთა აღიღეს მჴართა თჳსთა
ზედა კიდობანი იგი ღმრთისაჲ და მთით სიონით მიაქუნდა იგი, დადებითა საფლავისაჲთა, ზეცისა სასძლოსა
აღმაღლდა. 61. არამედ პირველად, ვითარცა სძალი შუენიერი, შემკული ნათლითა სულისა
წმიდისაჲთა, შორის ქალაქსა მიაქუნდა და ესრჱთ მიიღეს საფლავსა მას წმიდასა გესამანიას და ანგელოზნი წინა-
უძღოდეს და ფრთითა...
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|