|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეცამეტე
1.
53. თთუესა აგჳსტოსა იე. გარდაცვალებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ. 2. საკითხავი,
თქუმული წმიდისა იოვანჱ ღმრთისმეტყუელისაჲ და მახარებლისაჲ 3. ყოვლად წმიდაჲ,
დიდებული ღმრთისმშობელი და მარადის ქალწული მარიამ ჩუეულებისაებრ თჳსისა წმიდასა საფლავსა უფლისა ჩუენისა
მოვიდა საკუმეველისა კუმევად და მოიდრიკნა წმიდანი მისნი მუჴლნი, ევედრებოდა მისგან შობილსა ქრისტჱსა,
ღმერთსა ჩუენსა, მისსა მიცვალებად. 4. ხოლო ჰხედვიდეს ჰურიანი, რამეთუ მოვიდოდა
ღმრთისა საფლავსა დაუცადებელად, მოუჴდეს მღდელთმოძღუართა და ჰრქუეს, ვითარმედ: მარიამ დღითი-დღედ
მოვალს საფლავად. 5. მოუწოდეს მღდელთმოძღუართა, რომელნი განეწესნეს მათ მცველად,
რაჲთა არა შეუნდონ ვის ლოცვად წმიდასა საფლავსა და ჰკითხვიდეს მათ მისთჳს, უკუეთუ ჭეშმარიტად ესრჱ
არს. 6. ხოლო მცველთა მათ ჰრქუეს: არაჲ ესევითარი გჳხილავს. 7.
ხოლო ღმერთი არა შეუნდობდა მათ პატიოსანსა მისსა ხილვასა. 8. ხოლო ერთსა უკუე
დღესა პარასკევსა, მოვიდა ჩუეულებისაებრ წმიდაჲ მარიამ ღმრთისმშობელი საფლავად და ლოცვასა ოდენ მისსა
განეხუნეს ცანი და მთავარანგელოზი გაბრიელ გარდამოჴდა მისსა და ჰრქუა მას: გიხაროდენ, რომელმან ჰშევ
ღმერთი ჩუენი. 9. ლოცვანი შენნი ზეცად აღვიდეს შენგან შობილისა და შეიწირნეს. 10. და ამიერითგან მსგავსად თხოვისა შენისა დაუტევებ სოფელსა და ზეცად მიიცვალები ძისა
შენისა ცხორებასა ჭეშმარიტსა. 11. ესმა რაჲ ესე მთავარანგელოზისაგან, მიიქცა
ბეთლემდ. 12. და ჰყვანდეს მის თანა სამნი ქალწულნი, რომელნი-იგი ჰმსახურებდეს მას,
და წარმოჯდა და ჰრქუა ქალწულთა მათ: მომართჳთ მე სასაკუმევლჱ, რაჲთა ვილოცო. 13.
და მოართუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ და ილოცვიდა და თქუა: უფალო იესუ ქრისტჱ, რომელმან ღირს-
იჩინე შენითა სახიერებითა უჴრწნელად ჩემგან შობაჲ, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ და მომივლინე მოციქული იოვანე,
რაჲთა იხილოს, რაჲ-იგი ვიწყო სიხარულად. 14. და მომივლინენ მე წმიდანი მოციქულნი
და რომელნი შენ წინაშე მიცვალებულ არიან და რომელნი აწ სოფელსა შინა არიან და სადაცა არიან სოფლებსა
წმიდისა ბრძანებისა შენისაებრ, 15. რაჲთა ესენი ვიხილნე, რაჲ-იგი ვაკურთხო
მრავალსაგალობელი სახელი შენი, რამეთუ ვესავ, ვითარმედ ისმენ მჴევლისა შენისასა ყოვლადვე.
16. და ვითარცა ილოცვიდა იგი, მოვედ მე, იოვანჱ. 17. სულმან წმიდამან
აღმიტაცა მე ღრუბლითა ეფესოჲთ და დამადგინა მე ადგილსა მას, სადა მიწოლილ იყო დედაჲ უფლისა
ჩემისაჲ. 18. და შე-რაჲ-ვედ, ვადიდე მისგან შობილი და ვთქუ: გიხაროდენ, დედაო
უფლისა ჩემისაო, რომელმან ჰშევ ქრისტჱ, ღმერთი ჩუენი. 19. იხარებდ, რამეთუ
დიდებითა დიდითა განხუალ ცხორებისა ამისგან. 20. და ადიდებდა ღმერთსა წმიდაჲ მარიამ,
რამეთუ მოვედ მე, იოვანე, მისა. 21. და მომეჴსენა ჴმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა: „აჰა,
დედაჲ შენი და აჰა, ძჱ შენი“. 22. და მოვიდეს სამნი იგი ქალწულნი და თაყუანის-მცეს
მე, და მრქუა მე წმიდამან ღმრთისმშობელმან: ლოცვა-ყავ და დაასხ საკუმეველი და ილოცე ესრჱთ:
23. უფალო, იესუ ქრისტე, რომელმან ჰყვი საკჳრველი, და აწ ყავ საკჳრველი წინაშე მშობელისა შენისა,
რაჲთა განვიდეს დედაჲ შენი ცხორებისა ამისგან და შეძრწუნდენ ჯუარისმცუმელნი იგი, რომელთა არა ჰრწმენა
შენდა მიმართ. 24. და ვითარცა დავასრულე ლოცვაჲ, მრქუა მე წმიდამან მარიამ: მომართუ
მეცა სასაკუმევლჱ, და თქუა: დიდებაჲ შენდა, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, 25.
რამეთუ აღესრულა ჩემ ზედა, რავდენი აღმითქუ მე პირველ აღსლვისა შენისა ზეცად, რამეთუ: რაჟამს
გამოვიდოდი სოფლისა ამისგან, მოხჳდე შენ და სიმრავლჱ ანგელოზთა შენთაჲ დიდებით ჩემდა.
26. და ჰრქუა მას იოვანე: მოვალს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და ღმერთი ჩუენიდა დახედავს მას,
ვითარცა-იგი მას მიუგო წმიდამან მარიამ და ჰრქუა მას: ჰურიათა ფიცეს, ვითარმედ ოდეს აღვისრულო მე,
ჴორცნი ჩემნი დაწუნენ. 27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მას: არა იხილონ განსაჴრწნელი
წმიდათა და პატიოსანთა ჴორცთა შენთა. 28. მიუგო წმიდამან მარიამ და ჰრქუა მას: მოიღე
საცეცხური და დაასხ საკუმეველი და ლოცვა-ყავ. 29. და იყო, ვითარცა დავასრულე
ლოცვაჲ, ჴმაჲ ზეცით და თქუა უფალმან. 30. და მესმა მე, იოვანეს, ჴმაჲ ესე, რომელი
ითქუა ზეცით და შემდგომად დასრულებისა შენისა ლოცვისა და მიუგე და ვარქუ და მესმა, 31.
და მრქუა მე სულმან წმიდამან: ესე ჴმაჲ, რომელი გესმა, აუწყებს მოსლვასა ძმათა შენთა მოციქულთასა და
წმიდათა ძალსა და რამეთუ დღეს მოვლენ აქა, ხოლო მე, იოვანე, ამას ვილოცევდ. 32.
და სულმან წმიდამან თქუა მოციქულთა მიმართ: ყოველნი, ერთბამად ღრუბელთა ზედა მსხდომარენი, კიდითგან
ქუეყანისაჲთ შემოკერბით წმიდასა ბეთლემსა დედისათჳს უფლისა და მაცხოვრისა თქუენისა. 33.
სიმონ-პეტრე – ჰრომით, პავლე – ტიბერიოთით, თომა – ჰინდოეთით უშინაგანჱთ, იაკობ –
იერუსალჱმით. 34. ანდრია, ძმაჲ პეტრესი, და ფილიპე, ლუკა, სიმონ კანანელი
დაძინებულ იყვნეს და სულმან წმიდამან აღადგინნა იგინი საფლავთაგან, რომელთა სულმან წმიდამან ჰრქუა: ნუ
ჰგონებთ თუ აღდგომაჲ, 35. არამედ მადლისა მისთჳს აღსდეგით საფლავით, რაჲთა
წარხჳდეთ მოკითხვად და საკურველთ-მოქმედებად დედისათჳს უფლისა და ღმრთისა, მაცხოვრისა თქუენისა იესუ
ქრისტჱსა, რამეთუ მოახლებულ არს დღჱ განსვლისაჲ და მიცვალებისაჲ მისისა ზეცად. 36.
ხოლო მარკოზ, ეგრევე სადა იყო, ეგრევე მსგავსად იგიცა ალექსანდრიით მოვიდა სხუათა თანა, ვითარცა პირველ
თქუმულ არს თითოეულისა სოფლებისაგან. 37. ხოლო პეტრჱ აღიტაცა ღრუბლითა და იყო
შოვა ცასა და ქუეყანასა. 38. სულსა წმიდასა განემტკიცა იგი და თანამოგზაურ სხუათა
მოციქულთა, და იგინიცა აღტაცებულნი ღრუბლითა იპოვნეს პეტრეს თანა და ესრჱთ სულისა მიერ წმიდისა, 39. ვითარცა თქუმულ არს, ყოველნი ერთბამად იყვნეს და შევიდეს დედასა თანა უფლისა და
ღმრთისა ჩუენისა და თაყუანის-სცეს და ჰრქუეს: ნუ გეშინინ, ნუცა იურვი, უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი
იშვა შენგან, მას განჰყავ სოფლისა ამისგან დიდებითა. 40. და მხიარულ იქმნა ღმრთისა
მაცხოვრისა თჳსისა, წარმოჯდა ცხედარსა ზედა და ჰრქუა მოციქულთა: აწ მრწამს, 41.
რამეთუ მოვალს მოძღუარი თქუენი და ღმერთი ზეცით და ვხედავ მას და ესრჱთ განვიდე სოფლისა ამისგან,
ვითარცა გიხილენ თქუენ მოსრულნი და მნებავს, რაჲთა მითხრათ მე ვინაჲ სცანთ, რამეთუ მივიცვალები და
მოხუედით ჩემდა? 42. და რომლით სოფლით და რაოდენსა ჟამსა მოიწიენით აქა, რამეთუ
ესრჱთ ისწრაფეთ ჩემთჳს მოხედვისა? 43. რამეთუ არარაჲ დამიფარა ჩემგან შობილმან
უფალმან ჩემმან, იესუ ქრისტემან, რომელ არს ყოველთა ღმერთი, რამეთუ მრწმენა მე აწ, რამეთუ ჭეშმარიტად
ესე არს ძჱ მაღლისაჲ. 44. და მიუგო პეტრჱ და ჰრქუა მოციქულთა თითოეულსა: ვითარ
სულმან წმიდამან გახარა და გიბრძანა თქუენ და არწმუნეთ დედასა უფლისა ჩუენისასა? 45.
და მიუგო იოვანჱ და ჰრქუა: მე ვითარ შევიდოდე წმიდასა საკურთხეველსა ეფესოს ჟამისწირვად, სულმან
წმიდამან მრქუა მე, რამეთუ მოიწია ჟამი მიცვალებისა დედისა უფლისა შენისაჲ. 46. წარვედ
ბჱთლემდ მოკითხვად მისსა და ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და კართა ზედა, სადა-იგი იყო, დამადგინა
მე. 47. მიუგო პეტრჱ და თქუა: და მე ჰრომს ცისკრისა ოდენ ჟამსა მესმა ჴმაჲ სულისა
მიერ წმიდისა, იტყოდა: დედისაჲ უფლისა შენისაჲ ჟამი ახლოს არს და მიიქცევის. 48.
წარვედ ბეთლემს მოკითხვად მისა. 49. და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და
ვიხილენ სხუანიცა მოციქულნი ღრუბლითა მომავალნი ჩემდა და ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: ყოველნი წარვედით
ბეთლემდ. 50. მიუგო პავლჱ და თქუა: მე დიდად შორს ვიყავ ჰრომით, არა მცირედ
უტევან მისრულ ვიყავ ტიბერიონთა სოფელსა, 51. მესმა სულისა წმიდისაჲ მეტყოდა მე:
დედაჲ უფლისა შენისაჲ დაუტევებს სოფელსა ამას და ზეცისა მიცვალებისა სრბასა იქმს, არამედ წარვედ შენცა
მოკითხვად მისა ბეთლემდე. 52. და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და დამადგინა
მე, სადაცა თქუენ. 53. მიუგო თომა და თქუა: და მე ჰინდოეთისა სოფელსა მივედ
ქადაგებად უფლისა, მადლი მეპყრა და ძე დიდისა მეფისაჲ, სახელით ლაბდანუს, ჩემ მიერ ეგულებოდა აღბეჭდვაჲ
პალატსა შინა, 54. მყის სულმან წმიდამან მრქუა მე: და შენ, თომა, მივედ ბეთლემად
მოკითხვად დედასა უფლისა შენისასა, რამეთუ მიიცვალების. 55. და ღრუბელმან ნათლისამან
აღმიტაცა მე და დამადგინა თქუენ თანა. 56. მიუგო მარკოზ და თქუა: მე კანონსა სამ
ჟამისასა აღვასრულებდი ალექსანდრიას ქალაქსა და ვიდრე ვილოცევდი, სულმან წმიდამან აღმიტაცა მე და მომიყვანა
თქუენდა. 57. მიუგო იაკობ და თქუა: იერუსალჱმს ვიყავ, სულმან წმიდამან მიბრძანა მე
და მრქუა: წარვედ ბეთლემს, რამეთუ დედაჲ უფლისა შენისაჲ მიიცვალების. 58. და აჰა,
ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და დამადგინა მე თქუენ თანა. 59. მიუგო მათე და
თქუა: მე ვადიდებდი ღმერთსა, რამეთუ ვიყავ რაჲ ნავსა შინა და ვიჭირვოდე, რამეთუ ზღუაჲ აღდგომილ იყო
ღელვათაგან, მეყსეულად ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა ღელვათა ზამთრისათა და იქმნა დაყუდებაჲ, ხოლო მე
აღმიტაცა და დამადგინა მე თქუენ თანა. 60. მიუგეს ეგრევე პირველ წარსრულთა და
მიუთხრეს, ვითარ-იგი მივიდეს. 61. და ბართლომე თქუა: მე თებაიდას ვიყავ, ვქადაგებდი
სიტყუასა, და აჰა, სულმან წმიდამან თქუა ჩემდა მომართ: დედაჲ უფლისა შენისაჲ მიიცვალების, წარვედ უკუე
მოკითხვად მისა ბეთლემდ. 62. და აჰა, ღრუბელმან ნათლისამან აღმიტაცა მე და მომიყვანა
მე თქუენდა. 63. ე ყოველი თქუეს მოციქულთა წმიდისა მიმართ ღმრთისმშობელისა, თუ
ვითარ მოვიდეს და რომლითა სახითა. 64. და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, ილოცვიდა
და თქუა: თავყანის-გცემ და გიგალობ და ვადიდებ მრავალსაგალობელსა სახელსა შენსა, უფალო,
65. რამეთუ მოხედე სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა და ჰყავ ჩემ თანა დიდებული, ვითარცა
ძლიერმან, და აჰა, მნატრიან მე ყოველნი ნათესავნი. 66. და შემდგომად ლოცვისა ჰრქუა
მოციქულთა: დაასხთ საკუმეველი და ილოცეთ. 67. და ილოცვიდეს რაჲ იგინი, ქუხილი
იქმნა ზეცით და მოვიდა ჴმაჲ საშინელი, ვითარცა ეტლებისა მრავლისაჲ და აჰა სიმრავლჱ – მჴედრობაჲ
ანგელოზთაჲ 68. და ვითარცა ჴმაჲ ძისა კაცისაჲ ზეცით ესმა და სერაბინნი გარემოჲს სახლსა
მას, სადა-იგი მწოლარჱ იყო წმიდაჲ და უბიწოჲ ღმრთისა დედაჲ და ქალწული, ვიდრემდის ყოველთა მყოფთა
ბეთლემისათა იხილეს ყოველი საკჳრველებაჲ 69. და შევიდეს იერუსალჱმდ და მიუთხრეს
ყოველი, რაჲ-იგი იქმნა, ხოლო იყო, ესე რაჲ იქმნა, მეყსა შინა გამოჩნდა მზჱ და მთოვარჱ გარემოჲს სახლსა
მას და ეკლესიაჲ პირმშოთაჲ წმიდათაჲ წარმოდგა სახლსა მას, სადა-იგი იყო დედაჲ უფლისაჲ პატივად და
დიდებად მისსა. 70. ხოლო ხედვიდესცა ნიშებსა მრავალსა, რომელ იქმნებოდა: „ბრმანი
აღიხილვიდეს, ყრუთა ესმოდა, მკელობელნი ვიდოდეს, კეთროვანნი განწმდებოდეს“ და რომელნი შეპყრობილ იყვნეს
სულთაგან არაწმიდათა, განიკურნებოდეს. 71. და ყოველი კაცი, რომელი სნეულებითა და
არაძლებითა იყო, შეეხებოდა გარეგან კედელსა, სადა-იგი იყო წმიდაჲ მარიამ მშობელი ღმრთისაჲ და იტყოდეს:
შეგჳწყალჱნ ჩუენ, და მწრაფლ განიკურნებოდეს. 72. მრავალი სიმრავლჱ იერუსალჱმით
თითოეულისა სოფლისაგან ლოცვად მოვიდოდეს, რაჲ-იგი ესმა ბეთლემს შინა დედისათჳს უფლისა, რომელ
იქმნებოდა ნიშები. 73. მოვიდოდეს თითოეულით ადგილით სნეულნი და ითხოვდეს კურნებასა
და მიემთხუეოდეს. 74. და იქმნა სიხარული გამოუთქუმელი მას დღესა შინა სიმრავლესა მას
ზედა განკურნებულთასა. 75. და რომელნი ხედვიდეს, ადიდებდეს ქრისტესა, ღმერთსა
ჩუენსა, და მისსა დედასა. 76. ხოლო ყოველი იერუსალჱმი ბეთლემითგან ფსალმუნითა და
გალობითა და შესმითა სულიერითა დღესასწაულობდეს. 77. ხოლო მღდელნი ჰურიათანი
ერითურთ მათით განკჳრდეს, რომელ-იგი იქმნა, და შურითა მძიმითა აღვსნეს და კუალად ცუდითა სიბრძნისა
სიტყჳთა განზრახვაჲ ყვეს. 78. განიზრახეს წარვლინებაჲ წმიდასა ზედა ღმრთისმშობელსა და
მუნ მყოფთა მოციქულთა წმიდასა ბეთლემსა. 79. და აჰა, სიმრავლემან ჰურიათამან მიიმართა
ბეთლემს და ვითარ მიეახლნეს ვითარ მილიონ ერთ, იხილეს მათ ხილვაჲ საშინელი, შეიკრნეს ფერჴნი და ამისთჳს
შეიქცეს თჳსთა მიმართ ნათესავთა და ყოველი იგი საშინელი ხილვაჲ მღდელთმოძღუართა მიუთხრეს.
80. ხოლო იგინი უფროჲს აღდუღდებოდეს შურითა და აღვიდეს მთავარსა თანა, ჴმობდეს და იტყოდეს:
წარწყმდების ნათესავი ჰურიათაჲ დედაკაცისა მისგან. 81. განდევნე იგი ბეთლემით და
საბრძანებელისაგან იერუსალჱმისა, ხოლო მთავარი იგი განკჳრდა საკჳრველებასა მას და ჰრქუა მათ: მე არცა
ბეთლემით განვსდევნი მას და არცაღა სხჳთ სადაჲთ ადგილით. 82. ხოლო ჰურიანი ზედა
მიუჴდეს და ჴმობდეს, ცხორებასა კეისრისასა აფუცებდეს მას, რაჲთა მოიყვანნენ მოციქულნიცა ბეთლემით. 83. და უკუეთუ ესე არა ჰყოთ, მიუთხრათ კეისარსა ტიბერიოსს. 84. და
შეშჭირდა და წარავლინა ათასისთავი მოციქულთა ზედა ბეთლემს. 85. ხოლო სულმან
წმიდამან ჰრქუა მოციქულთა და დედასა უფლისასა: აჰა, მთავარსა წარმოუვლენია ათასისთავი თქუენ ზედა.
ჰურიათა აიძულეს მას. 86. გამოვედით უკუე ბეთლემით. ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა
ღრუბლითა წარგიყვანებ თქუენ იერუსალჱმდ, რამეთუ ძალი მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ თქუენ თანა
არს. 87. აღდგეს უკუე მოციქულნი და გამოვიდეს სახლით. 88.
ეტჳრთა ცხედარი წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და მიიმართეს იერუსალჱმდ. 89. მეყსეულად,
ვითარცა თქუა სულმან წმიდამან, ღრუბლითა აღიტაცნეს და იპოვნეს იერუსალჱმს, სახლსა დედოფლისასა. 90. და აღდგეს ხუთსა დღესა და ჰყოფდეს გალობასა. 91. რაჟამს მიიწია
ათასისთავი ბეთლემდ, არა პოვა მან დედაჲ უფლისაჲ, არცა მოციქულნი. 92. შეიპყრნა
ბეთლემელნი და ჰრქუა მათ: არა თქუენ მოხუედით და არქუთ მთავარსა და მღდელთა ყოველი, რომელი იქმნა
ნიშები და საკჳრველი? 93. მოვიდეს მოციქულნი ყოვლისაგან სოფლისა, სადა უკუე არიან?
94. აწ მოვედით და შევედით მთავრისა თანა იერუსალჱმს. 95.
რამეთუ არა იცნობდა ათასისთავი იგი ბეთლემელთა, შევიდა მთავრისა თანა და ჰრქუა: არცა ერთი ვინ
ვპოვე. 96. შემდგომად ხუთისა დღისა ცნა მთავარმან და მღდელთა და ყოველმან ქალაქმან,
ვითარმედ თჳსსა სახლსა ას იერუსალჱმს დედაჲ უფლისაჲ მოციქულთა თანა, 97. რომელი-
იგი იქმნებოდა სიმრავლჱ სასწაულთა მუნ და საკჳრველებათა, სიმრავლჱ მამათა და დედათა და ქალწულთაჲ შეკრბა
და ჴმობდეს: წმიდაო ქალწულო, რომელმან ჰშევ ქრისტჱ, ღმერთი ჩუენი, ნუ დაივიწყებ ნათესავსა კაცთასა. 98. ესე რაჲ იქმნა, უფროჲსად შურითა აღივსნეს. 99. მიიმართა ერმან
ჰურიათამან მღდელთა თანა, აღიღეს შეშაჲ და ცეცხლი და ზედა მიუჴდეს. 100. დაწუვაჲ
ეგულებოდა სახლისაჲ, სადა იყო დედაჲ უფლისაჲ და თანა მოციქულთაჲ, ხოლო მთავარი იგი დგა და ხედვიდა
შურით სახილველსა მას, 101. ხოლო მო-რაჲ-იწია ერთი იგი ჰურიათაჲ კართა სახლისათა
და აჰა, მეყსეულად ძალი ცეცხლი შინაჲთ გამოვიდა ან ანგელოზისა მიერ და დაწუა მრავალი სიმრავლჱ
ჰურიათაჲ. 102. და იქმნა ყოველსა ქუეყანასა შიში დიდ და ადიდებდეს ღმერთსა, რომელი
იშვა მისგან. 103. ხოლო რაჟამს იხილა მთავარმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჴმა-ყო ყოველსა
ზედა ერსა და თქუა: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ არს, რომელი იშვა ქალწულისაგან, რომლისაჲ თქუენ ჰგონებდით
განდევნასა, რამეთუ ნიშები ესე ღმრთისა ჭეშმარიტისაჲ არს. 104. და იქმნა განხეთქილებაჲ
შორის ჰურიათა და მრავალთა ჰრწმენა სახელი უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელ-იგი იქმნა ნიშები
შემდგომად საკჳრველთა მათ, რომელ იქმნნეს წმიდისა და დიდებულისა ღმრთისმშობლისა და მარადის ქალწულისა
მარიამის მიერ დედისა ღმრთისა ჩუენისა. 105. იყვნეს რაჲ მოციქულნი მის თანა
იერუსალჱმს, ჰრქუა სულმან წმიდამან: უწყითა, რამეთუ კჳრიაკესა ახარა ქალწულსა წმიდასა მარიამს წმიდისა მიერ
მთავარანგელოზისა გაბრიელისგან და კჳრიაკესა იშვა ბეთლემს მაცხოვარი 106. და კჳრიაკესა
შვილნი იერუსალჱმელთანი გამოვიდეს ბაიაჲთა მიგებებად მისსა და იტყოდეს: „ჵსანა მაღალთა შინა, კურთხეულ
არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“. 107. და კჳრიაკესა აღდგა მკუდრეთით და კჳრიაკესა
მოსლვად არს ზეცით დიდებად და პატივად გარდაცვალებისათჳს წმიდისა და დიდებულისა ქალწულისა
ღმრთისმშობლისა, რომელმან შვა იგი. 108. მასვე კჳრიაკესა ჰრქუა დედამან უფლისამან
მოციქულთა: დაასხთ საკჳჳმეველი, რამეთუ ქრისტჱ მოვალს მჴედრობითა ანგელოზთაჲთა. 109.
და აჰა მოვიდა მათა ქრისტჱ, მჯდომარეჲ საყდართა ზედა ქერობინთა. 110. და
მოციქულნი რაჲ ილოცვიდეს, გამოჩნდა ურიცხჳ სიმრავლეჱ ანგელოზთაჲ და უფალი მჯდომარეჲ ქერობინთა ზედა
ძალითა დიდითა და ნათელი გამობრწყინდა წმიდასა ზედა ქალწულსა მოსლვითა მხოლოდშობილისა ძისა
მისისაჲთა. 111. და შეურდეს და თაყუანის-სცეს ყოველთა ძალთა ცისათა.
112. და ჴმა-ყო დედისა მიმართ თჳსისა უფალმან და თქუა: მარიამ. 113.
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: აჰა ესერა მე, უფალო. 114. და ჰრქუა უფალმან: ნუ
მწუხარე ხარ, არამედ იხარებდინ გული შენი და მხიარულ იყავნ, რამეთუ ჰპოვე მადლი. 115.
იხილე დიდებაჲ, რომელი მომეცა მე მამისაგან. 116. და მიჰხედა წმიდამან ღმრთისა
დედამან და იხილა დიდებაჲ მისი, რომელი პირსა კაცისასა არა ჯერ-არს თქუმად, არცა მოგონებად.
117. ხოლო უფალი მის თანა დაადგრა და ჰრქუა: აჰა, ამიერითგან იყვნენ პატიოსანნი ჴორცნი
მიცვალებულ სამოთხესა. 118. ხოლო წმიდაჲ სული შენი ზეცას, საუნჯეთა მამისათა, სადა
არს ნათელი და სადა არს მშჳდობაჲ და სიხარული წმიდათა ანგელოზთაჲ. 119. მიუგო
დედამან უფლისამან და ჰრქუა: დამდევ მარჯუენჱ შენი და აკურთხჱ მე. 120. და
განჰმარტა უფალმან უჴრწნელი მარჯუენჱ თჳსი და აკურთხა იგი. 121. ხოლო მან შეუპყრა
და ამბორს-უყოფდა უხრწნელსა მისსა მარჯუენესა და იტყოდა: თაყუანის-ვსცემ მარჯუენესა ამას, რომელმან შექმნნა
ცანი და ქუეყანაჲ. 122. ვევედრები მრავალსაგალობელსა შენსა სახელსა, ქრისტჱ, ღმერთო,
მეუფეო ყოველთა საუკუნეთაო, მხოლოდშობილო ძეო მამისა. 123. შეიწყნარე მჴევალი შენი,
რომელმან ღირს იჩინე ჩემგან, მდაბლისა, ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა შობაჲ, შეუზღუდველითა შენითა
განგებულებითა ყოველი კაცი, რომელი გხადოდის, ანუ გევედრებოდის, ანუ სახელ-სდვას სახელსა მჴევლისა
შენისასა, მოეც მათ შეწევნაჲ მათი. 124. ესე რაჲ თქუა, მოუჴდეს მოციქულნი ფერჴთა
მისთა და თაყუანის-სცეს და იტყოდეს: დაუტევე სოფელსა კურთხევაჲ, რამეთუ განხუალ მისგან.
125. რამეთუ აკურთხჱ იგი და აღადგინე იგი წარწყმედული, უშევ ნათელი სოფელსა.
126. ხოლო ილოცა დედამან უფლისამან და თქუა ლოცვასა შინა მისსა ესრჱთ: ღმერთო, რომელმან
სახიერებითა შენითა ზეცით მოავლინე მხოლოდშობილი შენი ძჱ და დაემკჳდრა მდაბალთა ამათ ჴორცთა ჩემთა
ძჱ, 127. რომელმან ღირს იჩინა შობაჲ ჩემგან, შეიწყალე სოფელი და ყოველი სული,
რომელი ხადოდის სახელსა შენსა, რაჲთა იდიდოს შობაჲ იგი, და კუალად ილოცვიდა და თქუა: უფალო იესუ
ქრისტჱ, 128. რომელი ყოვლად ძლიერ ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ამას ვედრებასა
ვევედრები სახელსა შენსა წმიდასა: ყოველსა ჟამსა და ადგილსა, სადაცა იქმნებოდის საჴსენებელი სახელისა ჩემისაჲ,
წმიდა-ყავ ადგილი იგი და ადიდენ მადიდებელნი შენნი ჩემისა სახელისათჳს. 129.
შესწირვიდა ესევითარსა ყოველთათჳს მსხუერპლსა და ყოველთათჳს ვედრებასა და ყოველთათჳს ლოცვასა. ამას
რაჲ-იგი ილოცვიდა. 130. უფალმან თჳსისა მიმართ დედისა თქუა: იხარებდინ და იშუებდინ
გული შენი, რამეთუ ყოველი მადლი და ყოველი ნიჭი მოგეცა შენ მამისაგან ჩემისა ზეცათაჲსა და ჩემგან წმიდისაგან
სულისა. 131. ყოველი, რომელი ხადოდის სახელსა შენსა, არასადა ჰრცხუენეს, არამედ
პოვოს წყალობაჲ და შეწევნაჲ და ნუგეშინისცემაჲ და კადნიერებაჲ ამას საწუთროსა და მერმესა მას წინაშე მამისა
ჩემისა ზეცათაჲსა. 132. მოიქცა უფალი პეტრეს მიმართ და თქუა: მოიწია ჟამი, იწყე
გალობად! 133. ხოლო პეტრე იწყო გალობად და ყოველნი ძალნი ზეცათანი შეუჴმობდეს
ალელუჲათა. 134. და მაშინ პირი დედისა უფლისაჲ უფროჲს ნათლისა გამობრწყინდა, და
აღდგა და აკურთხა თჳსითა ჴელითა, თითოჱულად მოციქულნი. 135. და მისცეს ყოველთა
დიდებაჲ ღმერთსა და უფალმან განჰმარტნა ჴელნი თჳსნი და შეიწყნარა წმიდაჲ და უბიწოჲ სული მისი. 136. და გამოსლვასა წმიდისა მისისა სულისასა აღივსო სულნელებითა და გამოუთქუმელითა
ნათლითა ადგილი იგი. 137. და აჰა ესერა ჴმაჲ ესმა ზეცით, რომელი ეტყოდა: „ნეტარ
ხარ შენ დედათა შორის“. 138. და მირბიოდეს პეტრე და იოვანე და პავლე და თომა და
მოეხჳნეს პატიოსანთა ფერჴთა მისთა, რაჲთა განწმდენ. 139. ხოლო ათორმეტთა მოციქულთა
პატიოსანნი და წმიდანი მისნი ჴორცნი ცხედარსა ზედა დაესხნეს. 140. და იხილა ჰურიამან
ვინმე სახელით იოფანის, მიიმართა და იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა.
141. და აჰა ანგელოზმან უფლისამან უხილავითა ძალითა მახჳლითა ცეცხლისაჲთა მჴარნი მისნი ორივენი
მოჰკუეთნა და ჴელნი დამოეკიდნეს აერთა ზედა მახლობელად ცხედარსა მას. 142. ხოლო ესე
საკჳრველი რაჲ იქმნა, ჴმა-ყო ყოველმან ერმან ჰურიათამან, რომელთა იხილეს, რამეთუ ჭეშმარიტად ღმერთ არს,
რომელი იშვა შენგან, ღმრთისმშობელო ქალწულო მარიამ, და იგი თჳთ იოფანიას პეტრჱს ბრძანებითა,
143. რაჲთა აჩუენოს საკჳრველი, აღდგა უკუანა ცხედარსა და ჴმობდა: წმიდაო მარიამ, რომელმან ჰშევ
ქრისტჱ ღმერთი ჩუენი, შემიწყალე მე. 144. მოიქცა პეტრე და ჰრქუა მას: სახელითა
შობილისა მისისაჲთა დაეწებნედ ჴელნი შენნი, რომელნი მოეკუეთნეს შენგან. 145. და
მეყსეულად სიტყჳთა პეტრჱსითა ჴელნი იგი, რომელ ცხედარსა დედოფლისასა დამოკიდებული იყვნეს, წარვიდეს და
დაეწებნეს იოფანიას. 146. და ჰრწმენა მასცა და ადიდებდა ქრისტესა ღმერთსა, რომელი
იშვა მისგან. 147. ესე რაჲ იქმნა საკჳრველ, გამო-რაჲ-ვიდოდეს მოციქულნი ქალაქით
იერუსალჱმით და მოაქუნდა ცხედარი, მეყსეულად ათორმეტნი ღრუბელნი ნათლისანი მოვიდეს და აღიხუნეს
მოციქულნი ჴორცთა თანა დედოფლის ჩუენისათა და დასხნეს სამოთხესა შინა. 148. ხოლო
ესე ვითარ დასხნეს, ვიხილეთ ელისაბედ, დედაჲ წმიდისა იოვანესი, და ანა, დედაჲ მისი, და აბრაჰამ და ისაკ
და იაკობ, და დავით გალობდა ალილუჲათა 149. და ყოველმან ბანაკმან თაყუანის-სცა
პატიოსანთა ნაწილთა დედისა უფლისათა და ადგილი იგი იყო ნათელი ხილვითა, რომლისა ნათლისაჲ არა იყო
უბრწყინვალჱს. 150. და სავსე იყო ბრყინვალებითა ადგილი იგი, სადა მაცხოვარმან მიცვალა
პატიოსანნი წმიდანი მისნი ჴორცნი სამოთხესა და ჴმითა ტკბილითა უგალობდა მისგან შობილსა ქრისტესა. 151. ხოლო ქალწულთაჲ ოდენ არს ესევითარი ტკბილი ჴმაჲ, რომლისაჲ საზღვარი არა არს. 152. ხოლო ჩუენ, მოციქულთა, ვიხილენით რაჲ მეყსეულად წმიდანი ჴორცნი მისნი, პატივითა
მიცვალებულნი, ვადიდებდით ღმერთსა, რამეთუ გჳჩუენა ჩუენ საკჳრველი მიცვალებასა დედისა უფლისა და ღმრთისა
ჩუენისასა, 153. რომლისა ლოცვითა და მეოხებითა ღირს ვიქმნენით ყოველნი მისსა
სასუფეველსა და შეწევნასა და განზრახვასა ამას საწუთროსა და მერმესა მას, 154. რაჲთა
ვადიდებდით ყოველსა ჟამსა და ადგილსა მხოლოდშობილისა მისისა ძისასა, თავყანის-ვსცემდით თანა მამით და
სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|