|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეხუთე
1. 45. გ.
საკითხავი, თქუმული იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ, სამეოცდაათთა მათთჳს მოციქულთა
უფლისათა 2. დოროთეოზ ეპისკოპოსისა ტჳრელისაჲ, დაძუელებულისა კაცისაჲ, სულითა
შემოსილისა და მოწამეყოფილისაჲ ჟამთა, ივლიანოზ მეფისათა, ესე პირველმოჴსენებული დიდად განთქმული კაცი,
ერთად აღწერილი დაუტევა ჰრომაელებრი და ბერძული, 3. რამეთუ სხუათაცა ენათა სწავლულ
იყო და მრავლად მოსწავლჱ ყოფილ ჴელითა კეთილად მსახურებისაჲთა. 4. შემდგომად
სიკუდილისა დიოკლიტიანჱსისა, ლიკიანჱსიჲსა დაიპყრა მანცა თჳსი იგი სამკჳდრებელი მწყემსობით ტჳრელთა
სამწყსოისა ვიდრე ივლიანესადმდჱ მძლავრისა. 5. და არა თუ თჳთ ცხადად, არამედ
ფარულად ჴელითა მთავართაჲთა ივლიანოს მოსწყუედდა ქრისტჱანეთა. 6. მერმე კუალად
დორეთიოზ მიიწია ედესელთა ქალაქად, სადაცა-იგი შეპყრობილ იქმნა ივლიანოსის მთავართა მიერ და მრავალი
გუემაჲ იტჳრთა სიღრმესა მოხუცებულებისა მისისა ქრისტჱს მიერ აღსაარებისათჳს. 7. გუემითა
აღსრულებული მოკუდა, ას და შჳდისა წლისაჲ რაჲ იყო. 8. მაშინ მერმე მოხუცებულმან
დიდმან ერთად აღწერილი ჩუენ საეკლესიოჲ დაგჳტევა, რომლისათჳსცა სამეოცდაათთა მათთჳს მოწაფეთა მაცხოვრისათა
სათხრობელად აღწერა და ვითარცა ვინ სად, თითოეულთა წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ცხორებაჲ
აღასრულეს. 9. და პირველად სამეოცდაათთა მათთჳს მოწაფეთა მათსა იტყოდა ყოფად,
რომელთაგანცა მრავალნი ეპისკოპოსნი მათგანნი ადგილ-ადგილ იქმნნეს ქალაქთა შინა, რომელთაცა საღმრთოჲ იგი
მოციქული კითხვათა მათ მისთა აჴსენებს. 10. რამეთუ შემდგომად ჴსენებისა ჩუენისა
აღდგომისა მკუდრეთით ყოველთა მათ მოქცევასა აჩუენებს და მოციქულთა შერთვასა ძალთაცა სახელის წოდებასა
აჩუენებს თქუმით ესრჱთ: იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ და პირველი ეპისკოპოსი იერუსალჱმს, თჳთ უფლისაგან
კურთხეული. 11. კლეოპა, ნათესავ-მოდგამი უფლისაჲ და მეორჱ ეპისკოპოსი იერუსალჱმს,
რომელმანცა იხილა იგი შემდგომად ადგომისა მისისა მკუდრეთით. 12. მატათია, რომელმან
აღავსო რიცხჳ იგი ათორმეტთა მოციქულთაჲ. 13. თადეოს, რომელმან წიგნი იგი ავგაროს
მიართუა ედესად და განკურნა სენი იგი და ყოველი უძლურებაჲ მისი. 14. ანანია,
რომელმანცა ნათელ-სცა წმიდასა პავლჱს დამასკოს და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა ეპისკოპოს იქმნა
დამასკეს... 15. ...ლინა, რომელი შემდგომად პეტრე მოციქულისა ჰრომს იქმნა
ეპისკოპოს. 16. გაიოს, რომელსა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ეფესოს
შემდგომად ტიმოთჱსა, მოწაფისა პავლჱსისა. 17. ფილიოლოგე, რომლისათჳს მასცა
მოაჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა ანდრე მოციქულისაგან სინოპს. 18.
პოლონპოს. 19. როდიოს, რომლისათჳს მათცა მოციქული აჴსენებს, რომელთა პეტრეს თანა
მოციქულისა ნერონის მიერ კეისრის ჰრომს თავი წარეკუეთა. 20. ლუკა, რომლისათჳს მისცა
ჰრომაელთა წიგნსა აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ლავრიკიას ასურეთისასა. 21.
სოსიპატროს, რომლისათჳს მასცა პავლე მოციქული აჴსენებს ჰრომაელთასა, რომელი ეპისკოპოს იქმნა
იკონიელთასა. 22. იოსან, რომელსა მოციქული აჴსენებს წიგნსა შინა, რომელი ეპისკოპოს
იქმნა ხარსონს. 23. ტერენტიოს, რომელმან ჰრომაელთაჲ იგი დაწერა წიგნი, რომელი
ეპისკოპოს იქმნა მეორედ იკონიას შინა. 24. ერასტოს, რომლისათჳს მასცა აჴსენებს მასვე
წიგნსა, რომლისათჳს მგულებელცა იერუსალჱმს იქმნა ეკლესიასა და მერმე ეპისკოპოს იქმნა პანიდიას.
25. კუარტოს, რომელისათჳს მასცა აჴსენებს მასვე წიგნსა შინა, რომელი ეპისკოპოს იქმნა ბივრიტოს. 26. აპოლო, რომლისა სახელსა კორინთელთა პირველსა წიგნსა აჴსენებს მოციქული, რომელი
ეპისკოპოს იქმნა კესარიას. 27. კეფას, რომელსა მოციქულმან პავლჱ ანტიოქიას ამხილა,
რომელი ეპისკოპოს იქმნა იკონიას. 28. სოსთინე, მასცა აჴსენებს მოციქული, რომელი
ეპისკოპოს იქმნა კოლონფონიას. 29. ტჳქიკოს, რომლისათჳს მასცა მოციქული აჴსენებს,
რომელი ეპისკოპოს იქმნა მუნვე კოლონფონიას შინა. 30. ეპაფროდიტე, რომელსა მოციქული
აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა დორაქსს. 31. კესარ, რომელსა მოციქული აჴსენებს,
რომელი ეპისკოპოს იქმნა ადრიას. 32. მარკოზ თანანათესავი, რომელი ეპისკოპოს იქმნა
პოლინადას. 33. იუ, რომელსა ეწოდა იოსტოს, რომელსა აჴსენებს მოციქული, რომელი
ეპისკოპოს იქმნა პისტროსს. 34. არტემა, რომლისათჳს მასცა აჴსენებს მოციქული, რომელი
ეპისკოპოს იქმნა ელევთეროპოვლის შინა. 35. კლემენტოს, რომლისათჳს მასცა იგივე
მოციქული აჴსენებს, და იტყჳს კლემენტოჲთურთ და საქმის მოდგამით ჩემთაჲთურთ, რომელისაცა ნათესავთა შორის
წარმართთასა პირველად ჰრწმენა ქრისტჱ, რომელიცა მერმე ეპისკოპოს იქმნა სარდიკიას. 36.
ონესიფორე, რომლისათჳს მასცა აჴსენებს მოციქული, რომელი ეპისკოპოს იქმნა კორონოს ქალაქსა შინა. 37. ტჳქიკოს, რომლისათჳს მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ქალკიდონს
ბითჳნიაჲსასა. 38. კარპოს, რომელი ეპისკოპოს იქმნა ებერიას შინა არაკელისასა.
39. ევდიოს, რომელი პირველ ეპისკოპოს იქმნა პეტრჱს მიერ ანტიოქიას შინა დედაქალაქსა.
40. არისტაქოს, რომელსა მოციქული აჴსენებს, რომელი ეპისკოპოს იქმნა აპამიას ასურეთისასა. 41. მარკოზ, რომელსა იოვანეცა ეწოდა, რომელსა ლუკაცა საქმესა მოციქულთასა აჴსენებს,
რომელი ეპისკოპოს იქმნა ბაბილონსა. 42. ზენან შჯულის მწერალი, რომელი ეპისკოპოს იქმნა
დჳოსპოლიას. 43. ფილემონ, რომლისა წიგნი იგი მიწერა მოციქულმან, რომელი ეპისკოპოს
იქმნა გაზას შინა ქალაქსა. 44. არისტაქოს, კებოდი, ტროფიმოს – ესე სამნივე ყოველთა
მათ დევნათა მოციქულთა თანა იჭირვოდეს, აღესრულნეს ჰრომსვე მოციქულისა თანა, ნერონის კეისრისა მიერ თავი
წარეკუეთა. 45. ესე ყოველნი წმიდანი მოციქულნი სამგზის სანატრელმან და ყოვლითა
შუენიერებითა სავსემან დორეთიოზ, ჰრომსა შინ მყოფმან, ჴელითა ჰრომაელებრ მეტყუელებითა მოსაჴსენებელთა
დაუცვა, რომლისათჳს ჩუენ გარდავცვალეთ განმარტებით ბერძენთა ენად. 46. საცნაურად
ყოველთა ყავთ სამეოცდაათთა მათ მოწაფეთაჲ წესი და სარწმუნოებაჲ, ჭეშმარიტებით ესე შეიწყნარეთ, რამეთუ
მოციქულიცა პავლე მიწერით ამათთჳს იტყოდა, 47. თუ რომელნი იგი პირველ ჩემსა იყვნეს
მოწაფენი უფლისანი, ესე ყოველნი ეპისკოპოსნი არიან, რომელთა სახარებაჲ იგი ქრისტჱსი ყოველსა სოფელსა მიჰფინეს.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|