|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეოთხე
1. 44. ბ. საკითხავი, თქუმული იოვანჰ ეპისკოპოსისაჲ 2. და ვითარცა აღჴდა იესუ ნავსა მას პეტრჱსსა, უბრძანა მცირედ შესლვაჲ
ნავისაჲ მის ზღუასა. 3. აწ იხილე, ვითარ აღვალს ნავსა მას, რომელსა არა უჴმს ნავი,
რაჲთა უფალი ნავისაჲ მის შეიძინოს. 4. რაჲსათჳს უფალი ჰლოცავს სიმონს-პეტრჱს და
ეტყჳს: ყოველსა ღამესა დავშუერით ცუდად და იურვოდე ფრიად და ცალიერად განჰრცხენ ჴელითა შენითა ბადენი
შენნი. 5. შრომაჲ შენი დიდ იყო, ხოლო შესაძინელსა არას ვხედევდ. 6.
მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა: ვინაჲ მოსრულ ხარ შენ, კაცო, უცხო პირო, ანუ რაჲსა მაურვებ მე? 7. სხუაჲ ნავი იხილე, უკუეთუ გნებავს ზღუასა მას წიაღსლვად. 8. არა
უმჯობჱს არსა, რაჲთა ვიხილო და მცირედ კერმანი ვივასხნე და სახლეულნი ჩემნი გამოვზარდნე, ანუ ვითარ ნავი
ჩემი შენ მიგცე? 9. უკუეთუ აწ გაქუს ნავი სასყიდლით, აღმოჴედ ნავსა ამას.
10. უკუეთუ არ გაქუს – განმეშორე ჩემგან. 11. გევედრები შენ და ნუ შრომასა
შემამთხუევ მე. 12. მიუგო იესუ და ჰრქუა პეტრჱს: ჭეშმარიტად, სიმონ-პეტრე, ვითარცა
მენავე, მეტყჳ მე, რამეთუ ღმრთისა სიტყუაჲ გამომზრდელ არს უფროჲს პურისა და გამოგზარდოს შენ, რამეთუ
„მე ვარ პური ცხორებისაჲ“, და რომელმან მიიღოს ჩემგან, მას არა ჰშიოდის უკუნისამდე. 13.
ნუ მოსლვასა ამას ჩემსა ცუდად შეჰრაცხ. 14. სასყიდელსა ითხოვ?
15. რაოდენ გნებავს, მიიღე, რამეთუ მდიდრისა მამისაჲ ვარი მე, შვილო. 16.
ვითარცა ესმა ესე პეტრჱს, მცირედ განიმხიარულა პირი მისი და ნავსა თჳსსა შეიწყნარა ქრისტჱ.
17. და ნავსა მას ავლინებდა, ეგრჱთ ჰგონებდა, ვითარმცა კაცი მიაქუნდა ნავითა მით და არა უწყოდა
მან, რამეთუ რომელსა ყოველივე აქუს, მიჰყვანდა იგი. 18. იწყო სიტყუად პეტრე
ბრძანებითა უფლისა და ჰრქუა: მოძღუარ, შუვა ნავსა დაჯედ, რამეთუ უცნებს მგონიეს მე ნავისათჳს, ნუუკუე
კიდით კერძო დაშჯდე და ნავი გარდააქციო. 19. არა უწყოდა, რამეთუ იგი თავადი არს,
რამეთუ ნოვეს კიდობანსა მას შინა უძღოდა და ზღუაჲ ნავითურთ მას თავადსა უტჳრთავს. 20.
ხოლო იესუ, ვითარცა დაჯდა ნავსა მას შინა, ასწავებდა ერსა მას და ეტყოდა: 21.
სიყუარული შეუორგულებელი, ძმათმოყუარებაჲ განუქარვებელი, მშჳდობაჲ უზაკუველი, ღმრთისმსახურებაჲ
უსასყიდლოდ, ღმრთისა ცნობაჲ უფასოდ, სიბრძნჱ შეუგინებელად, ქალწულებაჲ უცოდველი, მეუღლებაჲ
განუყენებელ, მარხვაჲ უდრტჳნველ და ყოველი შრომაჲ ჭეშმარიტებისათჳს. 22. და ნუ
გეშინინ მათგან, „რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულთა თქუენთა ვერ შემძლებელ არიედ
მოწყუედად“. 23. მერმე შესძინა და თქუა: „რომელსა უყუარდეს თავი თჳსი, წარიწყმიდოს
იგი, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს და სახარებისათჳს, ამან პოვოს იგი“. 24.
მერმე თქუა: „რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და
შემომიდეგინ მე“. 25. და ნუ მოიპოვებთ „ნუცა ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა
სარტყელთა თქუენთა, ნუცა ბალანტსა, ნუცა ვაშკარანსა“, ნუცა რასავე. 26. და ვითარ
წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, სიმონ-პეტრჱ ჰგონებდა, ვითარმედ ნავი სასყიდლით მიმიცემია უფლისა, იწყო
გულსა თჳსსა დრტჳნვად და თქუა: ამისგან მე ვითარ ველი სასყიდელსა მოღებად, რამეთუ შრომასა დიდსა
შევვარდი დღჱ და ღამჱ და არა რაჲ მაქუს? 27. ვაჲმე, რომელსა-ესე მასწავებს მე, უნებს
ამას, რაჲთამცა ნავი ჩემი განვყიდე და გლახაკთა მივეც. 28. მიუგო სიმონ-პეტრჱ და
ჰრქუა: მოძღუარ, სიტყუანი შენნი კეთილ არიან, ჴმაჲ შენი – ტკბილ და მოძღურებაჲ შენი – პატიოსან. 29. არამედ რაჲ-იგი აღმითქუ, მომეც მე და ბრძანე სასყიდლისა ჩემისაჲ მოღებად, რაჲთა მეცა
მხიარულებითა დიდითა სახიდ ჩემდა წარვიდე. 30. მიუგო იესუ და ჰრქუა პეტრეს: ნუ
ჴელთა ჩემთა და წიაღთა ჩემთა განიცდი, არა თუ ჴელთა ჩემთა მაქუს სასყიდელი შენი, არამედ პირსა
ჩემსა. 31. რამეთუ ღამე ყოველ დაშუერ ურგებად და იურვოდე ფრიად და ცალიერითა
ჴელითა შენითა განჰრცხენ ბადენი შენნი და შრომითა ცუდითა შურებოდე და შესაძინელსა შრომისა შენისასა და
საქმისა შენისასა არას ჰხედევდ. 32. ხოლო აწ განიშორე შენგან ჰურიათა იგი გონებაჲ და
ამას დღესა მადლისასა შემომიდეგ და განუტევენ ბადენი შენნი სათევზურნი, რამეთუ ნათელ ნაყოფიერების არს
ქრისტჱანეთა საწრმუნოებაჲ. 33. მიუგო პეტრე უფალსა და ჰრქუა: მერმე ვითევზობდე და
ბადენი ჩემნი განუტევნეა? 34. და შრომასა დიდსა შევვარდე, ცალიერითა რაჲ-მე ჴელითა
გამოვიხუნე ბადენი ჩემნი? 35. ნუ შენ უმეცნიერჱს ხარ ჩემისა ამის მეცნიერებისა, ანუ
მბაძავ ჩემსა ამას მენავებასა, შენ შემძლებელ ხარ მოძღუარ ყოფად, ნუ თევზთაცა მოინადირეა?
36. განვედ ნავისა ჩემისაგან, გევედრები შენ. 37. აწ ვცან, რაჲ ესე შემამთხჳე მე
დღეს. 38. არა პირველადვე გეტყოდეა შენ და გარქუ: უკუეთუ გაქუს სანავედ სასყიდელი,
აღმოჴედ! 39. უკუეთუ არა გაქუს, წარვედ ჩემგან, გევედრები შენ? 40.
მიუგო იესუ და ჰრქუა: სიმონ-პეტრე, შეავლინე ნავი ეგე და ბადენი ეგე სათევზენი განჰმარტენ და მიიღე
სასყიდელი ჩემგან, რომელი აღგითქუ შენ. 41. ხოლო პეტრე ჰრქუა უფალსა: „ღამე ყოველ
დავშუერ და არცაღათუ ერთი თევზი შევიპყარ“, და აწ, აჰა ესერა, სიტყჳთა შენითა განუტევნე ბადენი ჩემნი
სათევზურნი და არა განვჰმარტო ეგე მეცნიერად, არამედ შთაუტევნე იგინი სარწმუნოებით და ვიხილო.
42. ვითარ არს სარწმუნოებაჲ, ანუ ვითარ არს მეცნიერებაჲ. 43. და ვითარ ესე
თქუა, შთაუტევნა ბადენი იგი ზღუასა და სთქდებოდეს ბადენი იგი სიმრავლითა მით თევზთაჲთა.
44. პეტრე ქრისტესა ხედვიდა და თევზთა განიცდიდა და სარწმუნოებასა გულისხმა-ჰყოფ და და ვერ
შემძლებჱლ იყო სიმრავლითა მით თევზთაჲთა მოზიდვად. 45. შემწესა ჰხადოდა და
თუალთ-უყოფდა მათ, რომელნი-იგი სხუასა შინა ნავსა სხდეს. 46. თუალ-ხოლო-უყოფდა
და არა ღაღადებდა, ხოლო მათ თჳნიერ ღაღადებისა და შფოთისა არა თუ საქმესა რასმე ხედვიდეს, არამედ
უკჳრდა, რომელნი-იგი ნავსა შინა სხდეს, ვითარ-იგი თუალთ-უყოფდა და არა ჴმობდა. 47.
რამეთუ რომელნი-იგი ნავსა შინა იყვნეს, უცხოდ რაჲ-მე ერთობით შეკრბებოდეს, რამეთუ ღმრთისა საიდუმლოსა
ხედვიდეს, და მოისწრაფდეს, რომელნი-იგი სხუასა ნავსა შინა იყვნეს, სადაცა იყვნეს იაკობ და იოვანე. 48. და იწყეს შეკრებად თევზთა მათ და რაოდენნი შეკრბებოდეს, უფროჲსღა
განმრავლდებოდეს, 49. რამეთუ ისწრაფდეს თევზნი იგი, ვინ მათგანმან პირველად
აღასრულოს ბრძანებაჲ უფლისაჲ – მცირენი დიდთა წარსთქდებოდეს და შთავიდოდეს ნავსა მას თავით თჳსით,
სიღრმე ზღჳსაჲ აღირღუეოდა და არავის თევზთაგანსა ზღუასა შინა უნდა დადგომის. 50.
მაშინ გულისხმა-ყო სიმონ-პეტრე, რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან ჰრქუა: „გამოეცით წყალთა მცურვალნი
სულნი მშინვიერნი“. 51. აწ რაჲ არს, სიმონ-პეტრე, რამეთუ ყოველსა ღამესა დაშუერ
ცუდად და არცაღათუ ერთი თევზი შეიპყარ, ხოლო სიტყჳთა იესუჲსითა ყოველნი თევზნი ზღჳსანი მოინადირე? 52. ვითარცა იხილა პეტრე, რამეთუ ბადენი იგი არა განსთქდებიან და თევზნი იგი უფროჲს
შეკრბებიან თჳნიერ ბადისა და რომელნიმე თავით თჳსთ შთაცჳოდეს ნავსა მას, შეურდა უფალსა სიმონ-პეტრჱ და
ჰრქუა: „განეშორე ჩემგან, უფალო, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე“. 53. განმეშორე
ჩემგან, რამეთუ დავითქმი, განვედ ჩემგან, უფალო, რამეთუ ზღუასა ამასცა უნებს, რაჲთამცა შთამოჴდა ნავსა
ამას ჩემსა. 54. განვედ ჩემგან, უფალო, არა თუ ურჩ გექმნები შენ, არამედ თავსა ჩემსა
ვჰყუედრი. 55. განვედ ჩემგან, აწ გიცან, ვინ ხარ. 56. მიუგო იესუ
და ჰრქუას პეტრჱს: ჭეშმარიტად, სიმონ-პეტრე, ნავისა შენისაგან გან-სადმე-ვიდე, ხოლო გულსა შენსა შევიდე,
რამეთუ ამის მადლისათჳს მოვედ შენდა, 57. რაჲთა მონადირე ეგე მოგნადირო შენ,
რომელსა-იგი იქმოდე, იგიცა ჰყავ, არამედ არა სწორად, რამეთუ შენ თევზთა ცხორებით სიკუდილად
მოჰნადირებდ, ხოლო მე ყოველსა კაცსა სიკუდილით ცხორებად მოვჰნადირებ. 58. დაუტევე
ზღუაჲ და ყოველი სოფელი მონადირე. 59. ლერწამი დამუსრე და ჯუარი ჩემი აღჰმართჱ,
სამჭედური გარდააგდე და ყოველნი სნეულნი განკურნენ, ბადის პირნი განხეთქენ და ღმრთისმსახურებაჲ ქადაგე,
ბადენი დასთხიენ და კლიტენი სასუფეველისანი აიხუენ. 60. განვედ ნავისა შენისაგან და
შევედ ეკლესიასა ჩემსა, ნუ გეშინინ, პეტრე, ამიერითგან მადლი ჩემი შენ თანა არს. 61.
და პეტრე დაუტევა ყოველი და შეუდგა მიერ ჟამითგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|