მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამესამე

 

1.     43. დღესა ვარდობასა წამებაჲ ათენაგე მღდელთმოძღურისაჲ, ჰპოვო მოწამეთა შინა.
    2.     პირველ იკითხო: ა. საკითხავი მოციქულთაჲ, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა სებერიანე გაბალოვნელ ეპისკოპოსისაჲ, მოციქულთა საჴსენებელი
    3.     გუშინდელი იგი სიტყუაჲ თუალსაღა გუამისასა სანთლად იტყოდა.
    4.     დამაკჳრვა ჩუენ, შუენიებასა მას ბუნებისასა გჳთხრობდა და მეცნიერებასა ჴელოვანთმოძღუარსა დაჰკჳრდებოდა, რამეთუ რაჟამს ბუნებაჲ იგი გამოითარგმანებინ, შემოქმედი იგი იდიდებინ, და რაჟამს ქმნული იქის, შემოქმედისაჲ მის თავისსაყოფელ არნ.
    5.     და ვიდრე ამას ვიტყოდეთ, მწუხრისა იგი მსახურებისა წესი მოიწია.
    6.     ვიდრე-იგი თუალსა გუამისასა სანთლად ვიტყოდეთ, მუნქუჱსვე ნათელი იგი სამწუხროჲ სამსახურებელად ეკლესიისა წარმოჩნდა, და მათვე სანთელთა თანა მესამედ სანთლისაჲ მის საღმრთოჲთ კერძოჲსაჲ შჯულისაჲ დაერთო.
    7.     პირველსა ამას სანთელსა გუამისასა თჳთ მაცხოვრისა მისგან აქუს წამებაჲ, რამეთუ თქუა: სანთელი გუამისაჲ თუალი არს და რომელი-იგი ცეცხლისაგან სამსახურებელად აღინთის, ყოველთა საცნაურ არს.
    8.     და მესამჱ იგი სანთელი დავითისგან ითარგმანების, რამეთუ თქუა: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა სიტყუაჲ შენი, უფალო, და ნათელ ალაგთა ჩემთა“.
    9.     ხოლო ჩუენდა მომართ დღეს დიდებულისა ამის მოძღურებამან ახლისა სახარებისა სანთელი გჳჩუენა ჩუენ, სანთელი, რომელ არა მზისა მსგავს არს,
    10.     არამედ მზესა მას სიმართლისასა გჳთხრობს ჩუენ, ვითარმედ მოვიდა ქრისტჱ ნათლისღებად, იოვანე სცემდა არა თუ თჳსისა თავისა ჴელმწიფებითა, არამედ ღმრთისა ბრძანებასა ჰმონა.
    11.     და ყოველთა მაცხოვარსა და განმანათლებელსა და უფალსა კაცი ერთი, რომელი თჳთ ნათლისღებასა წადიერ იყო, ნათელ-სცემდა, და არა თუ წარმდებად რაჲ თავით თჳსით, არამედ ბრძანებასა მას დაემორჩილა.
    12.     იოვანე სანთელ ითქუმის, რომელსა პირველისა მის შჯულისაჲ წმიდათა სახჱ აქუნდა, და ვითარცა სახედ შჯული იგი ჰურიათაჲ სანთლად ითქუმოდა, ეგრეცა რჩულისა მის მყოფელნი სანთლად ითქუმოდეს.
    13.     ისმინჱ, გლოცავ: იოვანე – სანთელ, რამეთუ რჩული იგი და წინაწარმეტყუელი იოვანჱსამდე.
    14.     დავით – სანთელ, რამეთუ რაჟამს მოხუცებულებასა იყო, აყენებდეს მოხუცებულნი იგი ერისანი განსალვად ღუაწლსა მას.
    15.     ყოველთა ჴმაჲ აეღო და ეტყოდეს: ნუ განხუალ ღუაწლსა მაგას და ნუ დაშრეტ სანთელსა მაგას ისრაჱლისასა.
    16.     დავით – სანთელ, იოვანე – სანთელ, ხოლო ვინაჲთგან გამოჩნდა ნათელი იგი ჭეშმარიტი და მზჱ იგი სიმართლისაჲ, და გამოუტევნა ბრწყინვალებანი იგი სიწმიდისანი ზეცით, და რომელნი ამას ნათელსა შინა მჴნდენ, უფროჲს და უმეტჱს წარემატნენ.
    17.     სანთელთა მათთა სანთელი ერქუა, მსგავსად პირველისა მის შჯულისა, რომელ სანთელ ითქუმოდა.
    18.     და ესენი სახარებისა განათლებითა განათლებულ, რომელნი მსგავსად ამისა ამას შინა ცხომდენ, წარმატებულ არიან.
    19.     წესსა მას სანთლისასა ნათელ ერქუმის, დაღათუ სანთელისა ნათელი ნათელ არს, არამედ არა სწორ არს ბუნებისა მის ნათელსა.
    20.     და რომელ არა აქუნდა წესისა მისგან ბუნებისა, მოჰმადლა მეუფემან უხუად მოწაფეთა მათ.
    21.     და იხილე კაცთმოყუარებაჲ იგი ქრისტჱსი, რამეთუ რომელი-იგი სახელი დასდვა თავსა თჳსა, იგივე სახელი მოწაფეთა მათ დასდვა, რამეთუ თქუა: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
    22.     და მერმე იტყჳს: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“.
    23.     ჵ ახალნი მადლნი და ნიჭნი, რომელ ყოვლისა გონებისა სიტყჳსა უმეტჱს არიან, იხილე, ვითარ ბუნებისასა მას წესსა დაჰფარავს კაცთმოყუარებაჲ იგი.
    24.     და რაჲღა-მე უმეტჱს ვთქუათ?
    25.     რამეთუ რაჟამს ბრძანებით ცისკარი გამობრწყინდის, ივლტინ ყოველივე იგი გუნდი ვარსკულავთაჲ და დაემალნიან და დაეფარნიან ყოველნი ვარსკულავნი, არა თუ განსაყურნელად გარდაიქციან, არამედ უმეტჱს ბრწყინვალებისა მის მზისაჲსა დაეფარნიან ნათლისა მისგან მზისაჲსა.
    26.     ხოლო მზჱ იგი სიმართლისაჲ – ქრისტჱღა გამობრწყინდა შემდგომად პირველისა მისა ღამისა, არა ხოლო თუ იგი წინაწარმეტყუელნი მოსლვითა მისითა განათლდეს მსგავსად ვარსკულავთა, არამედ სხუანიცა განანათლნა და მიმოდაჰფინნა.
    27.     განათლდეს გამობრწყინვებასა მას მზისა მის სიმართლისასა განათლებულნი ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, გამობრწყინებულნი ღმრთისმსახურებითა,
    28.     რომელთა იტყჳს პავლჱ: „რომლითა გამოშჩნდით, ვითარცა ნათელ სოფელსა შინა, უკუეთუ სიტყუაჲ იგი ცხოვრებისაჲ გაქუნდეს სიქადულად დღესა მას უფლისასა“.
    29.     იხილე ბრწყინვალებაჲ მზისაჲ მის სიმართლისაჲ, იხილე სახარებისა მისგანცა, ვითარმედ დასდებს სახელსა, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიტყჳს-მეცნიერთა სახელისდებისა და უმეტჱს ყოველთა ფილოსოფოსთასა და უფროჲს წიგნის-მეცნიერთასა და ყოვლისა უფროჲს პატივისა.
    30.     სახელი, რომელი სათქუმელად მცირე არს და დიდ – გამოთარგმანება, შეაბს სახელნი მდაბიონი და გონიერებანი ზეცისანი: ბართლომე და თადეოზ, სახელნი უცხონი იონებრ ენისაგან, ხოლო ყოველი უმეცრება განიშორეს და მეცნიერებაჲ მუნქუესვე დაიმკჳდრჱს.
    31.     მეთევზურნი გამოირჩინა ქრისტემან და მათ გამო სიტყუაჲ იგი მიმო-დადვა.
    32.     არა ესე საკჳრველ არს, რამეთუ მეთევზურნიღა იყვნეს, არამედ რამეთუ მეთევზურთა მათ გამო ძლიერებაჲ იგი, რომელი უზეშთაეს სოფლისა არს, მიმო-ედვა.
    33.     შემძლებელ არს ღმერთი, ვითარმცა გამოაჩინნა სიტყჳსმეცნიერნი ქადაგად ჭეშმარიტებისა მის, რაჲთამცა მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ განცხადნა.
    34.     არამედ არა ინება, რაჲთა არა ცუდად იყოს ჭეშმარიტებაჲ იგი ჯუარისაჲ, რომელსა პავლე იტყჳს, ვითარმედ: არა მოვედ მე უმეტჱსებითა, რაჲთა არა იყოს ჯუარი იგი ქრისტჱსი, არამედ ძლიერებამან ჯუარცუმულისამან დაჰნერგნა ეკლესიანი სამოციქულონი გუნდთა მათ მიერ.
    35.     დაჰნერგა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ უწრთელთა მათ ენეთაგან, რომელნი-იგი საღმერთოსა მას შჯულსა წურთილ იყვნეს, და ვითარცა მათ მიერ დაჰნერგა, მოჰრწყავს მიერითგან მეცნიერთა მიერცა.
    36.     და ესე არა თუ ცუდად რაჲ არამედ რომელნი-იგი მიზეზობენ ცოდვით რასმე და თქუან, ვითარმედ: უმეცარნი შეიტყუვნა და მეცნიერნი და ძლიერნი ვერ დაიმორჩილნაო, არამედ მათ გამო რაჲმე აჩუენა,
    37.     რომელთა-იგი მარადის მიიბირებდა., მეთევზურნი უმეცარნი და უცებნიო, და ამისთჳს არა თუ მუნქუესვე, არამედ შემდგომად მათვე მოციქულთა ჟამსა აღადგინნაა ღმერთმან ქადაგნი სიტყჳთ-მეცნიერნი.
    38.     კაცი ერთი ვინმე ალექსანდრიელი, რომლისა სახელი ერქუა აპოლოს, ნათესავისაგან ჰურიათაჲსა, მოვიდა და მოიწია ეფესოდ, სიტყჳთ ჴელოვანი და მეცნიერი წიგნითაჲ და განმმარტებელი.
    39.     კაცი ერთი, რომელსა სახელი ერქუა აპოლოს, და რაჲ სიმჴნჱ მისი, რომლითა შეეწეოდა მორწმუნეთა მათ, ურაკპარაკსა შორის შეატყუვებდა ჰურიათა მათ.
    40.     ჰხედავა ჴრმალსა მას ქრისტჱსსა, ვითარ ყოველთაგან იმახუვის?
    41.     მეთევზურთა აღსწურთის და მეცნიერთა შეშჭურავს.
    42.     და რამეთუ შეცთომილისა შემწჱ მეცნიერებაჲ იგი არს, განჰძარცჳს მრავალ ჟამ ღმერთმან ჭური უკეთურებისაჲ და შთააცჳს სიმჴნისაჲ იგი, და ჭურითა მითვე უკეთურებისაჲთა მოკლეს შეცთომაჲ იგი,
    43.     ვითარცა სახჱ: ნეტარმან დავით, რაჟამს გმირი იგი გოლიათ დაამჴუა, პირველ თჳსითა მით ჭურითა წყლა და მერმე მისვე უცხოთესლისა ჴრმლითა.
    44.     და მოჰკუეთა თავი, მასვე იგი მოუღო და იგივე მოკლა.
    45.     ეგრე ჩუეულ არს ჭეშმარიტებაჲ იგი, მახჳლი იგი შეცთომილთაჲ მოღებად და მითვე მათი მოკლვაჲ.
    46.     იყვნეს შორის წარმართთა ბრძენნი, განუვლინნა ახოვნად მათგანნივე ქრისტემან შურისმეძიებელად ჰურიათა მიმართ.
    47.     იყო შორის ერსა მას ჰურიათასა ჴრმალი იგი პოლოტიკი – სავლე, რომელი-იგი განბორგებული მჴდომად აღდგომილ იყო ეკლესიათა, და მოსრვიდა და სდევნიდა სამწყსოსა მას ქრისტჱსსა,
    48.     იგივე მახჳლი აღიღო ქრისტემან და მისცა ეკლესიასა განშორებად უკეთურებისა მის, რომელ ზედა ეკლესიათა აღდგომილ იყო.
    49.     და ესე არს, რომელსა-იგი ნეტარი დავით იტყჳს, ვითარმედ: „მახჳლი აღიღეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა, მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა და მშჳლდი მათი შეიმუსრენ“.
    50.     ეტყოდა ღმერთი მეცნიერთა მიერ, ეტყოდა უმეცართაგანცა, რაჲთა ორ კერძოვე თჳსი იგი ძლიერებაჲ აჩუენოს მეთევზურთა მათ მიერ,
    51.     რაჲთა ცუდთა მათ სიტყჳთ-ჴელოვნებანი უწურთელთა მათ ენათაგან შეურაცხ-ყვნეს და ბრძენთა მათ გამოცა, რაჲთა სიბრძნითა მით უკეთურებითი იგი მეცნიერებაჲ განწმიდოს.
    52.     და ზღუდედ მოადგა სამწყსოსა თჳსსა, რაჲთა კრძალულ იყვნენ.
    53.     და რაჲ-იგი უცებთა და მეცნიერთა აჩუენა, ეგრევე სახედ მოწაფეთაგანცა, და სთქუა, ვითარმედ: ვითარ ისმინე, შემძლებელ იყო ქრისტჱ დასაბამსა მას სახარებისასა მეფეთაცა დადგინებად ქადაგად, თანამოღუაწე ყოფად ღმრთისმსახურებისა მის,
    54.     ვითარცა-ესე არიან, არამედ არა ყო ეგრე, რაჲთა არა მიზეზი დაედვას ზედა ჭეშმარიტებასა, ვითარმედ კაცთა განწესებითა და არა ღმრთისა ძალითა დაემტკიცნეს ეკლესიანი.
    55.     განაშორა იგი კაცობრივისა შეწევნისაგან და შთააცუა ზეცისა იგი ძლიერებაჲ.
    56.     ვიდრე ღმრთისმსახურისა მისმდე კოსტანტინე მეფისა ოც და ათოთხმეტნი შარავანდედნი დადგომილ იყო ბერძენთა ზედა შემდგომითი-შემდგომად.
    57.     და სარწმუნოებისა მორჩილებასა არავინ ინება შემდგომად, რაჲთა გულისხმა-ყო, რამეთუ მადლსა მას არა კაცობრივი შეწევნაჲ უჴმს, არამედ თჳსი იგი ბუნებითი აქუს.
    58.     და რამეთუ იხილა ყოველი სოფელი შეცთომასა შინა და რაჲთა არა მიზეზობდენ მიზეზად ცოდვისა და თქუან, ვითარმედ: უცებნი და უმეცარნი შეიტყუვნა და მეფეთა და ჴელმწიფეთა ვერ შეუძლო დამორჩილებად, შეჭურნა სიტყუანი თჳსნი და შეადგინნა მეფენი ღმრთისმსახურებად,
    59.     და წინამძღუარ ექმნა ყოველთა ნათესავთა ერთობასა ჭეშმარიტებისასა, რაჲთა განცხადებულ იყოს, რამეთუ მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან მცირედითა ქადაგებითა გარდამეტებული იგი ზეცისა ძლიერებაჲ აჩუენა.
    60.     წარიკითხნეს დღეს სახელნი იგი მოციქულთანი, მიმო-ედვა მეთევზურთაჲ მათ, განითქუა უცებთაჲ მათ, რომელთა სწავლაჲ იგი მიმო-დადვეს სოფელსა.
    61.     გულისხმა-ყავ ძლიერებაჲ, რამეთუ თავ ათორმეტთა სიმონ იყო, რომელსა ეწოდა პეტრე, საძირკუელი ეკლესიათაჲ და სიმტკიცჱ ღმრთისმსახურებისაჲ, სიმონ სახელი მამისა და დედისაგან აქუნდა და პეტრე მაცხოვრისაგან ეწოდა,
    62.     რამეთუ ჰრქუა: „შენ გერქუას პეტრე, რომელი გამოითარგმანების კლდჱ, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“.
    63.     ყოველივე ქადაგებაჲ სარწმუნოებისაჲ კლდესა მას ზედა დამტკიცებული დგას და მწვალებელთა შეცთომილებაჲ – ზედა დაუმტკიცებელსა თიჴასა.
    64.     სხუაჲ არს კლდე იგი მყარი, რომელსა შენებულებაჲ იგი ზე უპყრის, და სხუაჲ არს მიწაჲ იგი დაუმტკიცებელი, რომელმან ვერ დაუთმის შენებულსა.
    65.     დაუმტკიცებელი არიან სიტყუანი მათნი, განცჳბრებულ არიან თქუმულნი, ტყუვილ არიან განწესებულებათა მათნი,
    66.     რამეთუ კაცობრივ არიან ზრახვანი იგი, შეეძინეს სამწყსოსა მას ღმრთისასა, დაშურების თიჴაჲ იგი კლდისა მის შეძრვად, ხოლო არა მიეცა კლდე იგი შეძრვად, რამეთუ თქუა: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“.
    67.     მსგავს არიან მოწაფენი იგი მწვალებელთანი ალიზისასა მოქმედთა, რამეთუ იგინი თიჴისა მისგან ნაყოფსა ჰგონებენ და ეგრე განამტკიცებენ დაჴსნილსა მას, და უჩს რეცა მტკიცედ ფატარი იგი.
    68.     ჩას მტკიცედ, ვიდრე მავნებელი ზედა არღა მოწევნულ არს, უკუეთუ ანუ წჳმაჲ, გინა ღუარი, გინა თუ ცეცხლი, ანუ თუ სხუაჲ რაჲვე შეემთჳოს, ვერ წინა დამდგრომელ არს.
    69.     ამისთჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს მათთჳს, რომელნი ქუეყანისასა რასმე ესვიდენ და ჰგონებენ, ვითარმედ არა ვინაჲ იყოს ვნებაჲ.
    70.     ღაღადებს და იტყჳს: ესრე იტყჳს უფალი, შთაჴედ თიჴასა და აზილე მზითურთ და განაჴმჱ ვითარცა ალიზი, და ცეცხლმან შეგჭამოს შენ.
    71.     შეატყუებს მათ, რომელნი ჴორციელებისა და ქუეყანისასა რასმე ესვიდენ.
    72.     ეკლესიაჲ საძირკუელი კლდჱ. დაღათუ თავადად კლდედ ეკლესიაჲ ვთქუა, არავე ვტყუვი და არცა კლდესა მას უვარ-ვჰყოფ, რომელსა ზედა დამტკიცებულ არს.
    73.     კლდჱ არს ეკლესიაჲ, რამეთუ მტკიცჱ იგი კლდჱ აქუს, რომელ არს თავადი ქრისტჱ, და მერმე იგი კლდჱ – პეტრჱ, რომელმან-იგი წამებით მიიღო სახელი, რამეთუ ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
    74.     ხოლო ესეცა მნებავს გამოჭეშმარიტებად, ვითარმედ: რაჲსა-მე იოვანე მახარებელმან, რომელი-იგი უმეტჱს სავსე იყო, რომელმან-იგი სახარებისა ცუარნი თჳსად შეკრიბნა, რომელსა-იგი ერქუა „ძჱ ქუხილის“, რომელმან-იგი ყოვლადვე ადგომისა მის მადლნი თჳსად მიიზიდნა,
    75.     ვითარცა იწყო სახარებისა მის, არა პეტრჱსებრ ჴმა-ყო და არა თქუა: დასაბამით იყო ძჱ და მხოლოდშობილი სახელი დაუტევა და სიტყუასა მას მოვიდა და თქუა: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი?“
    76.     პეტრჱ, არა თუ სიტყუაჲ სახელი ჰრქუა მას და ნეტარ ეწოდა, არამედ ძედ ღმრთისა წამა, და რაჲსა-მე ნეტარმაენ იოვანე, რომლითამცა ნეტარ ეწოდა, დაუტევა და სიტყუასა მას მირბიოდა, ვითარმედ: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ?“
    77.     მოციქულთა მათ უწყოდეს, რასა-იგი ქადაგებდეს, და რომელთა იგი მათგან შეწყნარებად იყო, არა დასცხრებოდეს უმეტჱს სიტყუად.
    78.     რამეთუ დასაბამითგან იყო სიტყუაჲ სახარებისაჲ მის, სიტყუაჲ იგი ღირსთა მიმართ ოხრის, რაჲთა არა კაცობრივთა გონებათა საღმრთოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ შეაგინონ, რამეთუ რაჟამს ძჱ სახელი ესმის, მამაჲცა და დედაჲცა, გულსა მოიჴადონ.
    79.     მისთჳს სიტყუაჲ თქუა, რომელ-იგი შემძლებელ იყო მუნქუესვე დასაბამსა სიტყჳსასა გამოუთქუმელისა მისთჳს თქუმად.
    80.     და იხილჱ, რომელი-იგი სახჱ იწყო თქუმად, კიბენი აღჰმართნა და მრავალსა მას დაკიბულსა აღიყვანა ძჱ – სახელისასა მას გულისხმის-ყოფასა, არა თუ იგი რაჲმე უვარყო, არამედ ჟამსა თჳსსა დაჰმსახურა და თქუა:
    81.     „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ“, რაჲთა შეუძლებელი იგი ისწაო და საზეპუროჲსა მის შობისაჲ აქავე გულისხმა-ჰყო, რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა ხოლო ზეცისაჲ არს, არამედ ცათაჲ უფალი და ანგელოზთაჲ და ანგელოზთმთავართაჲ.
    82.     ეგრეცა ნეტარი იგი დავით იტყჳს მისსა ზეცისად, რამეთუ ვჰპოვებ სახელსა ამას ძუელსაცა და ახალსაცა შინა.
    83.     პავლე იტყჳს: შევიმოსოთ ხატი ზეცისაგანისაჲ მის.
    84.     და დავით იტყჳს: „რაჟამს წარარჩევდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, თოვლად დაესხნეს სელმონსა“.
    85.     ხედავა, რამეთუ გონებათა მათ სიტყუათასა თითოეულად ძალი გამოთარგმანებისაჲ აქუს?
    86.     რაჲ არს „თოვლად დაესხნეს იგინი?“
    87.     ანუ რაჲ არს წარმორჩევაჲ იგი მეუფეთაჲ ზედა ქუეყანასა მეუფებასა?
    88.     ქუეყანისასა იტყჳს აქა არა მათსა, რომელნი ამის სოფლისაჲთა ხოლო პატივითა არიან, არამედ რომელნი ზეცისაჲთა მით გონებითა გამობრწყინებულ არიედ სიწმიდითა, რომელთასა იტყჳს პავლე: „უკუეთუ ვივნოთ მის თანა, მის თანაცა ვსუფევდეთ“.
    89.     იტყჳს პავლე მეუფეთა მათ წმიდათაჲსა, არა თუ ცუდად რაჲმე დიდ- დიდითა მით სიტყჳთა და შეძინებითა პატივისაჲთა განადიდებს მსმენელთა მათ,
    90.     რამეთუ არნ ჟამი, რომელსა ჴამნ მრავალი სიტყუაჲ, რაჲთა სასმენელნი მსმენელთანი დიდითა მით სიტყჳთა მორჩილ იქმნნეს სახესა მას, რომელსაცა წინა-ედვას.
    91.     ხოლო პავლე არა თუ დიდითა მით სიტყჳთა მიგჳზიდავს, არამედ დიდად აღთქუმულთა მათ ვერშემძლებელ იყოფის თქუმად და წამებს თჳთ,
    92.     ვითარმედ: „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა, განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა სასუფეველი“, რომელი-იგი მიცემად არს წმიდათა, არა ამის სოფლისაჲ, არამედ ზეცისაჲ.
    93.     ისმინჱ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა: „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა, რომელი სდვიან ზღუასა და ყოვლით კერძოვე შეიკრიბის მას სათრომელსა“.
    94.     იყავნ ჩუენიცა შეყენებაჲ და მას შინაცა ნადირობად.
    95.     და საკჳრველ ესე არს, რომელი დღეს ვითარცა თევზი შევარდა სათრომელსა მას, ხვალისაგან ვითარცა თევზის მონადირჱ სხუათა მოჰნადირებს ზღუასა შინა.
    96.     თევზნი იგი შეყენებულნი სათრომელსა მას შესაჭმელად არიან, ხოლო აქა შეყენებული სათრომელსა ამას სიკუდილისაგან ცხორებად შეკრიბნის.
    97.     და მისთჳს ჰრქუა უფალმან პეტრჱს, ვითარმედ: „სდევ მარჯულ კერძო სათრომელი იგი და შეკრიბე სიმრავლჱ თევზებისაჲ“.
    98.     გულისხმაუყოფდა გამოჩინებულითა მით გამოუჩინებელთა მათ გულისხმის-ყოფით შედგომად, რამეთუ ჰრქუა მუნქუჱსვე: ნუ გეშინინ, სიმონ, ამიერითგან კაცთა მონადირჱ იყო.
    99.     იყვან ჩუენ ყოველთაჲ მასვე სათრომელსა შინა მართლმადიდებელთა მათ თანა შედგომად.
    100.     ხოლო ნუ უცხო და ახალ გიჩს, რაჟამს გესმეს გმობაჲ ჭეშმარიტებისათჳს, მოიჴსენენ წინანდელნი იგი წმიდანი, სტეფანე იხილნა ცანი განხუმულნი და ქრისტჱ მარჯულ ღმრთისა.
    101.     ვითარცა იხილა, ჴმა-ყო და გმობა უჩნდა ქადაგებაჲ იგი მისი, წმიდაჲ იგი და ჴმამაღალი ნესტჳ ღაღადებდა, ვითარმედ: „ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა ღმრთისასა მარჯუენით ღმრთისა“.
    102.     ვერ დაუთმეს ჰურიათა მათ ჭეშმარიტებისათა მათ სიტყუათა, არამედ ჴელნი ყურთა შეისხნეს, ვითარმცა საგმობელად გამოაჩინეს ქადაგებაჲ იგი და არა ჭეშმარიტად.
    103.     და აწ ნუ ახლად და უცხო რაჲ გიჩს ჭეშმარიტთა მათ სიტყუათა გმობაჲ, რამეთუ ჩუეულ არიან მწვალებელნი უკეთურად გარდაქცევად სიტყუათა მათ მჴნეთასა.
    104.     რაჲსა ჰგმობ სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელთასა?
    105.     რამეთუ სადა ჭეშმარიტებაჲ არს, მუნ არა არს შიში, და სადა სარწმუნოებაჲ არს, მუნ ძლიერებაჲ არს, და სადა ურწმუნოებაჲ, მუნ – დაჴსნილებაჲ, ვითარცა ჰრქუა ქრისტემან მოწაფეთა მათ, ვითარმედ: რაჲსა დამედგრებულ ხართ და არ არს თქუენ თანა სარწმუნოებაჲ?
    106.     ჰხედავა, რამეთუ სადა სარწმუნოებაჲ, მუნ სიმჴნე?
    107.     რამეთუ თქუაცა სტეფანე: სავსე სარწმუნოებითა და ძლიერებითა იქმოდა სასწაულსა დიდ-დიდსა შორის ერსა მას.
    108.     და აბრაჰამისთჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „არა მოუძლურდა ურწმუნოებითა“.
    109.     შევიწყალნეთ სულნი ჩუენნი, აჴოცე სიმწარჱ იგი, განიშორე პირველი იგი, დაემორჩილჱ ღმერთსა, რომელსა-იგი ეშმაკნიცა დამორჩილებულ არიან,
    110.     ნუ ხოლო ეკლესიას მორწმუნე და გარეგამოსრულ – ურწმუნო, ნუ ხოლო ეკლესიას დამორჩილებულ სიტყუასა ამას და გარეშე – გარდაქცეულ უკეთურად!
    111.     სული აღმცირებული აღძრვასა ვერ დგან დამტკიცებულად.
    112.     სული მოშიშისაჲ გამოცდასა არა გარდაიცვალის, ღმრთისმსახური ღუაწლსაცა ღმრთისმსახურ არს და სიყმილსა – მჴნე და სავსებასა – არადაჴსნილ.
    113.     ღმრთისმსახური მოთმინე და შემძლებელ არნ და არა იცვალის ცვალებითი-ცვალებად.
    114.     სული მართლისაჲ არა შეიძრის აღძრვასა, რაჟამს მართლიად დიდებაჲ იქადაგებენ, მორწმუნჱ მსმენელ იპოების და დრკუთა მიმართ დრკუჲ, არამედ დაადგრის ერთობასა, არა აქუნ გონებაჲ ორგული.
    115.     არს უფალი ღმერთი, მოვედით, შეუდგეთ კუალსა მისსა.
    116.     უკუეთუ შეცთომილისა კუალსა შეუდგე, შეცთომასა მას ეწიო.
    117.     ვითარცა სახჱ ღჳნოჲ კეთილი არა განირყუნის ცვალებითი-ცვალებად, სადაღათუ იცვალის ჭურჭლითი-ჭურჭლად, იგივე გემოჲ და იგივე სინელე ჰგიენ,
    118.     ხოლო ჯერკუალი იგი მუნქუჱსვე განირყუნის ცვალებასა, ეგრეცა სული მოშიში არა აღიძრის ცვალებითი-ცვალებასა, ხოლო გული მედგარი მუნქუჱსვე დაჰჴსნდის.
    119.     და არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ ნეტარისა მის იერემიაჲსა წინაწარმეტყუელსაჲ, რომელი ნათესავისა მის მიმართ მოაბელთაჲსა გულწყებულ იყო,
    120.     რამეთუ ჟამ ერთ ფართოებასა იყვნეს, ჰგონებდეს, ვითარმედ მარადის ფართოებასა შინა იყვნეს, და ფერჴს უცემს ტყუეობასა მას ისრაჱლისასა, აყუედრებს წინაწარმეტყუელი იგი,
    121.     ვითარმედ: ნუ იქადით ფართოებასა მაგას და ნუცა წარმომართებასა მაგას აჰყვებით, რამეთუ არცაღა ცვალებულ ხართ.
    122.     ესე ყოველი ვთქუ და უწყი, რამეთუ განვაგრძვე სიტყუაჲ ესე, ხოლო ჯერ-იყო ჩემდა, რომელსა-ესე დამაკლდა სამართალი ჩუენებად, რამეთუ ესევითარი ცილისწამებაჲ ყოველთა ეკლესიათა განფენილ არს, არა ხოლო თუ ვინმე ერთი უკეთურად იტყჳს, არამედ ყოველნივე გმობასა ქუეშე არიან.
    123.     აწ ჩემ წილ და ყოველთა ეკლესიათათჳს მიუგე სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ეკლესიასა ერთი უფალი აქუს და ერთი შემოქმედი და ერთი ღმერთი და ერთი მეერთისა მპყრობელი და ერთი მეფჱ.
    124.     ხოლო რაჟამს-იგი გესმეს, ვითარმედ ერთი განუყოფელი იგი სამებაჲ, გულისხმა-ყავ დაუსრულებელი იგი და განუყოფელი მეუფებაჲ, დიდებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ, რომელ არასადა განიყოფი,
    125.     არამედ დგას და ჰგიეს სამარადისო ცხოვრება, რომლისა იყავნ ჩუენ ყოველთა მიწევნაჲ ჭეშმარიტებითა დიდებისა მიცემად მამასა და ძესა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი