მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ორმოცდამეორე

 

1.     42. თთუესა ივნისსა კდ. პეტრე მოციქულისაჲ და თთუესსა ივლისსა იდ. ელია და ელისისი წინაწარმეტყუელთაჲ.
    2.     ამას ორსავე დღესა ესე საკითხავი იკითხოთ – საკითხავი, თქუმული იოვანჱ ოქროპირისაჲ
    3.     მცირედ არიან ჩუენდა დღეს, რომელნი შემოვიდეს.
    4.     აწ რაჲ-მე არს იგი მიზეზი, რამეთუ საჴსენებელსა მოწამეთასა აღვასრულებთ და არავინ ჩუენ შეგუემთხჳა, არამედ განწვალებამან გზისამან უდებებასა შესთხინა, უფროჲს ხოლო არა თუ განწვალებამან გზისამან, არამედ უდედებამან იგინი შეაბრკულნა.
    5.     ვითარცა გულსმოდგინეთა მათ და მღჳძარეთა კადნიერებისა მის მათისათჳს, ეგრეცა უდებთაჲ მათ და უგბილთაჲ ყოველივე შესაძლებელ არს დაბრკოლებად.
    6.     მოწამეთა სისხლნი თჳსნი დასთხინეს ჭეშმარიტებისათჳს, ხოლო შენ მცირჱცა იგი გზაჲ ვერ ჴელ-გეწიფების დაპკოლებად?
    7.     მათ თავი თჳსი დადვეს ქრისტჱსთჳს, შენ გარეშე ქალაქსაცა შემთხუევაჲ არა გნებავს უფლისათჳს?
    8.     უფალი შენთჳს მოკუდა, შენ მისთჳს გცონის საჴსენებელი მოწამეთაჲ და შენ უდებ ხარ და დაჰბრკოლდები?
    9.     ჯერ-არს შენდა მოსლვად და ხილვად ეშმაკისა დაცემად მოწამეთა ძლით და ღმრთისა დიდებულად და ეკლესიათა გჳრგჳნოსნად.
    10.     ხოლო შენ ნუ ჰმიზეზობ და ესრე იტყჳ: ცოდვილ ვარ და ვერ ჴელ- მეწიფების შემთხუევად.
    11.     შენ, რამეთუ ცოდვილ ხარ, შეემთხჳე, რაჲთა მოტევებაჲ იგი შეიქმნეს და განჰმართლდე.
    12.     მართალ ხარ!
    13.     შეემთხჳე, რაჲთა არა განჰვარდე სიმართლისა შენისაგან.
    14.     ვინ-მე უკუე კაცთაგანი თჳნიერ ცოდვისა არს, მითხარ მე?
    15.     არამედ ამისთჳს შესაწირავი ლოცვაჲ და მარხვაჲ არს, რამეთუ მრავალ არიან წყლულებანი სულისანი და წამლნი მათთჳს იპოებიან და თითოეულად სულისათჳს ურთიერთას წამალნი შეიზავებიან.
    16.     გითქს ეკლესიაჲ, მსხუერპლისა შეწირვაჲ, ლოცვაჲ მამათაჲ სულისა განწმედისათჳს, ოხაჲ მარტჳლთაჲ საჴსენებლისათჳს, შეკრებაჲ წმიდათაჲ და სხუაჲცა ესემლევანი, რომელნი შემძლებელ არიან შენთა ცოდვათათჳს, ნუგეშინისცემად და სიმართლჱდ მოყვანებად.
    17.     ხოლო შენ არა მოხუალ თაყუანისცემად მოწამეთათჳს, ვინაჲ ჰპოვო შენდობაჲ ცოდვათაჲ.
    18.     მითხარ მე, რომელი არაჲ არს ძნელ შენ შორის?
    19.     და შენ დაპკოლდები მოწამეთა მიმართ ერთობასა მას, არამედ ზრუნვამან ჴორციელებისამან შეგიპყრა შენ უფროჲს.
    20.     ხოლო შენ საგმობელ ხარ, მცირჱ ჟამი ვერ მიავასხჱ ღმერთსა, რაჲთამცა მან თავადი დღჱ მოგცა.
    21.     იტყჳ: ცოდვილ ვარ და ვერ ჴელ-მეწიფების, რამეთუ ცოდვილ ხარ, მისთჳს შეგუალჱ.
    22.     ანუ არა უწყია, რამეთუ რომელნნი-იგი საკურთხეველსა შეყოფილ არიან, თჳთ იგინიცა ცოდვითა შემშჭუალულ არიან, რამეთუ ჴორცითავე შემოსილ არიან და სისხლითა შემტკიცებულ და ძუალითა შეძერწულ.
    23.     და ჩუენ თჳთ, რომელნი-ესე საყდართა ზედა ვსხედთ და ვასწავებთ, ცოდვითა შეთხზულ ვართ ურთიერთას.
    24.     ვესავთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, არა თუ წყალობას რასმე კაცთასა შეუდგთ, რამეთუ ყოველნივე კაც ვართ.
    25.     მითვე სახითა შეძერწულ ვართ და არა გარეწარ-ვჰყოფთ მოძღურებასა, არამედ ვითარცა ზღუდესა ვრცელსა ვხედთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, ეგრეცა თქუენ, ცოდვილნი, შემოგუალეთ.
    26.     არა ეგოდენ საგონებელ ხართ, რამეთუ მოძღურებასა ქუეშე ხართ.
    27.     ჩუენდა, ვითარცა დიდი პატივი, ეგრეცა უფროჲსი გმობაჲ.
    28.     სხუაჲ არს მოძღურებათა მათ ცოდვაჲ და სხუაჲ არს, რომელთა-იგი ასწვებენ.
    29.     არამედ არა გარას-ვჰყოფთ ამით.
    30.     არცაღათუ ვმიზეზობთ, სიმდაბლისათჳს უდებებასა შევარდებით.
    31.     და ესე ღმრთისა განგებითა შეემთხუევის მღდელთა და ესენიცა ცოდვასა შევარდებიან, და ისმინე, ვითარ: სადაღა მაძღართა და მღდელთა შესცოდეს, არა თუმცა შეცჳვეს ვნებასა ჴორციელებისასა, სხუათა კაცთათჳსმცა უწყალო იყვნეს,
    32.     არამცა შეუნდვეს, არამედ ამისთჳს მათცა მღდელთა ვნებაჲ იგი მონებისაჲ განუმზადა მთავართაცა, რაჲთამცა მათცა ევნო და სხუათათჳს შემნდობელ იქმნნეს.
    33.     რამეთუ მაშინდითგანვე ესრჱთ განაგო ღმერთმან, არა ხოლო აწ, არამედ ძუელითგანვე, რომელთაჲ ენება რწმუნებაჲ ეკლესიათა და ერისა მიტევებისათჳს შესთხინნა ცოდვასა, რაჲთა შინაგანთა მათ შეცოდებათათჳს კაცთმოყუარე იქმნენ სხუათათჳს.
    34.     უკუეთუმცა არა ცოდეს მათ არცაღა თუმცა ერთ შენდობაჲ რაჲ აქუნდა მოტევებად ცოდვილთათჳს.
    35.     და ყოველნიმცა განაშორნეს ეკლესიათაგან.
    36.     ხოლო მათცა, რამეთუ იგივე შეხუდა, არა თუ შეგუვებით ვიტყჳ, მოვიღო მითვე სახილველითა.
    37.     გარწმუნო თქუენ, პეტრჱსა იყო რწმუნებაჲ კლიტეთა მათ სასუფეველისათაჲ.
    38.     უფროჲს ხოლო ჰრწმენა და მოეცა მას კლიტე იგი ზეცისაჲ.
    39.     და მორწმუნე იყო იგი უფროჲს სხუათა მათ ერთა.
    40.     და ვითარ ეტყჳს მას უფალი: „რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რომელი განჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.
    41.     იყო სადამე მაშინ პეტრჱ ფიცხელ და კაც უწყალო, დაღათუმცა მას თანა შეცოდებაჲ არა აქუნდა, რაჲღამცა შეცოდება აქუნდა, რომელი-იგი ისწავებდეს მისგან, არამედ მისგანად განივაჭრების მადლი.
    42.     ცოდვასა რასმე იგი შეაგდო, რაჲთა რომლისაგანად-იგი მას ევნო, უკაცთმოყუარჱ ექმნეს სხუათათჳს და იგულე, ვის, უფალო, შევრდომად ცოდვასა?
    43.     პეტრჱს – თხემსა მას მოციქულთასა, საძირკუელსა მას შეურყეველსა?
    44.     კლდესა მას განუხეთქელსა?
    45.     მთავარსა მას ეკლესიათასა, საყუდელსა მას ულალველსა?
    46.     გოდოლსა მას შეუძრველსა?
    47.     პეტრე, რომელმან ჰრქუა ქრისტჱსა: „დაღათუ შენ თანა შემხუედეს სიკუდილი“.
    48.     პეტრე, რომელმან გამოცხადებაჲ იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით აღიარა, ვითარმედ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“.
    49.     ესე მოვიდა მას ღამესა, რომელსა მიეცა ქრისტჱ და წარდგა ნაკუერცხალსა ზედა და ტფებოდა.
    50.     მოვიდა ქალი ერთი და ჰრქუა: შენცა გუშინ მის კაცისა თანა იყავ.
    51.     ხოლო პეტრე ჰრქუა. „არა ვიცი კაცი იგი“.
    52.     ესე პეტრე? ესევე იყოა ყოვლად აღთქუმაჲ იგი შენი: „არა ვიცი კაცი ესე“?
    53.     რაჲსათჳს არცა გუემაჲ, არცა ტანჯვაჲ იხილე?
    54.     არამედ წრფელად მცირისა ქალისა სიტყუაჲ ისმინე, უვარებად მიიწიე. უვარ-ჰყოფა პეტრე?
    55.     არღა იხილე გუემაჲ, არცა ტანჯვაჲ, არცა წყლულებაჲ, არცაღათუ გულისწყრომაჲ, არცა მთავარი ვინ, არცაღა მახჳლი აღლესული, არცა განწყობილი წინა უკუმო,
    56.     არცაღათუ მეფენი მრისხანენი, არცა სიკუდილი მოლოდებული, არცაღა გაშინებდა ვინ, არცაღათუ ვინ საპყრობილჱსა, კლდისა და ზღუდისა გარდაკრვაჲ, არცაღა სხუაჲ ესევითარი რაჲ.
    57.     და მუნქუესვე უვარ-ჰყავ: „არა ვიცი ესე“.
    58.     მერმე კუალად ქალი იგი ეტყჳს: „შენცა გუშინ მის კაცისა თანა იყავ“.
    59.     ხოლო პეტრე ჰქრუა მას: „დედაკაცო, არა ვიცი, კაცი იგი ვინაჲ არს“, რომელი გეტყოდა, შენ უვარყავ, არავინ მაურვებელთაგან იყო, არამედ დედაკაცი იგი იყო.
    60.     არა თუ უფროჲსთა დედათაგანი, არამედ მეკარჱ გარეწარი, უნდოჲ, რომლისაჲ ერთიცა სიტყუაჲ არა შერაცხილ იყო.
    61.     იგი გეტყჳს და შენ უვარ-ჰყოფ, ჵ უნდოჲ საქჱ – ქალი!
    62.     პეტრეს ეგემლევანსა ერთი მეძავი მოუჴდა და პეტრჱს სარწმუნოებაჲ შეაძრწუნა.
    63.     პეტრჱ, სუეტი იგი მტკიცჱ, ვერ იტჳრთავს შეწამებასა მას ქალისასა, არამედ მან სიტყუაჲ ხოლო ჰრქუა და შეძრწუნდა, სიტყუაჲ ქალისაჲ შეუჴდა და სუეტი იგი იძრვოდა, სიმტკიცჱ იგი იურვოდა.
    64.     ვინ იხილე პეტრე და უვარებ? ქალი უნდოჲ, შეურაცხი, მეკარე.
    65.     ესემლევანი იხილე და უვარებ? აწ მესამედცა: „შენცა გიხილე გუშინ მის კაცისა თანა. ეგრეთვე უვარყო მესამედ“.
    66.     და მისა შემდგომად მოხედა ქრისტემან და მოაჴსენა მას სიტყუაჲ იგი.
    67.     იწყო მან ტირილად და სინანულად დგა ცოდვათათჳს.
    68.     ხოლო უფროჲსღა კაცთმოყუარებაჲ მიუტევნა ცოდვანი, უწყოდა, რამეთუ ვითარცა კაცი კაცობრივებასა დაადგრა.
    69.     არამედ, ვითარცა პირველად ვთქუთ, ამისთჳს ამას ესრჱთ შეემთხჳა და პეტრჱს ცოდვანი, რამეთუ მრავალი ერი მისგან მოძღურებად იყო და რწმუნებად, რაჲთა ნუუკუე უცოდველ იყომცა და თუალუხუავ და შეუნდობელ იყომცა ძმათა თჳსთა მიმართ.
    70.     შევარდა ცოდვასა, რაჲთა მოიჴსენოს თჳსი იგი ცოდვაჲ და უფლისა კაცთმოყუარჱბაჲ და მოყუასთა თჳსთა მოწყალე ექმნეს.
    71.     ამისთჳს ესრჱ ვთქუ, რამეთუ ჩუენცა, მღდელნი, რომელნი-ესე საყდართა ზედა ვსხედთ, ცოდვითა სავსე ვართ.
    72.     ამისგანად ანგელოზი არა დაადგინა მღდგლად, არცაღათუ ანგელოზთმთავარი.
    73.     უცოდველ არიან, რაჲთამცა ნუუკუე ცოდვილნი ერისაგანნი მეყსეულად კრცხიალებითა განხეთქნეს.
    74.     აწ კაცი კაცთაგანი სარწმუნო იქმნნეს ამათ საყდართა ზედა და ესეცა გულისთქუმითა ცოდვისაჲთა შეკრულნი, რაჲთა, რაჟამს იხილოს თუ ვინმე შეცოდვებულთაგანი, მოიჴსენნეს თჳსნი იგი ცოდვანი და კაჱთმოყუარე ექმნეს მათ ანგელოზი.
    75.     თუმცა იყო მღდელ და თუმცა ვინმე აპყრა სიძვასა ზედა, მეყსეულადმცა მოკლა იგი, მლევანსა ვნებასა ქუეშე არა არიან?
    76.     ანგელოზსა თუმცა მოიღო ესე ჴელმწიფებაჲ, არამცა ასწავებდეს, არამედ მეყსეულადმცა მოკლა, რომელი არა დაემორჩილებოდა ამისთჳს, რამეთუ იგინი არა მლევან არიან, არამედ მისგანადცა კაცი,
    77.     რაჲთა მოეგონენ ცოდვანი იგი თჳსნი და გამოცდილებითა მით შემნდობელ იქმნნენ შეცოდებულთა მათთჳს და არა დააცუდნენ რისხვისაგან ეკლესიანი.
    78.     ამისთჳსცა პეტრჱს სიმტკიცესა მას ზედა დავყოვნეთ და მცირითა მით სიტყჳთა სხუასა პირსა ვერ მოვედ.
    79.     შემოვიღოთ აწ ელიაცა წინაწარმეტყუელი ესე დიდი, ქუეყანისა იგი ანგელოზი და ზეცისა კაცი, რომელი-იგი ქუეყანასა ზედა ვიდოდა და ცათა შინა გალობდა,
    80.     რომელი სამით წყრთით ქუე ვიდოდა და მუნვე აღფინდა სხეულთა მათ ცისათა, წყალთა საუნჯესა, რომლისაჲ-იგი ენაჲ საუნჯე ექმნა წყალთათჳს და შეკრნა ცანი, რომელი-იგი გლახაკ და მდიდარ, რომელი-იგი უცებ და მეცნიერ.
    81.     გლახაკ მით, რამეთუ უფროჲსი იგი მოეგო ღმრთისა სიყუარული.
    82.     მდიდარ მით, რამეთუ ღრუბელნი ცისანი ენითა ეპყრნეს და იგიცა თუალ-უხუავე იყო ცოდვილთათჳს.
    83.     ესრჱთ ილოცა წჳმისათჳს არა მიცემად ქუეყანისა და თქუა: „ცხოველ არს უფალი, იყოს თუ წჳმაჲ.
    84.     გინა თუ პირისაგან ჩემისა“ რასა ჰზამ, ელია, რასა გამოაცხადებ?
    85.     ილოცე ოდენ უფლისა მიმართ და ესრჱთ აღსრულეს სიტყუაჲ შენი: „ცხოველ არს უფალი.
    86.     იყოს თუ წჳმაჲ, გარნა პირისა ჩემისაგან“.
    87.     სადა არიან მწვალებელნი, რომელნი იტყჳან, ძჱ ილოცავსო.
    88.     უბადრუკო და ურცხჳნოო, ელია განცხადნების და ძჱ ილოცავსო?
    89.     მონაჲ ბრძანებს და უფალი ევედრებისა?
    90.     ელიაჲს ოდენცა არა მიანიჭოა პატივი?
    91.     და არა გნებავს ვითარცა მონისაჲ, ეგრჱცა უფლისაჲ მინიჭებად პატივი და არა ჰლოცავს, არცაღათუ ევედრების, არამედ სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ დავდვა და ცაჲ დავჰშა.
    92.     ილოცე, ელია!
    93.     არამედ რასა იტყჳს ელია, ვიცი, ჩემი უფალი, რამეთუ ისმინოს ჩემი, შურით ამას იქმს ელია.
    94.     ახალი საქმე იხილჱ, ელია, უფალი შემნდობელად და მონაჲ მძლედ?
    95.     რამეთუ ელიამან მრავლითა შურითა ესე საქმე ქმნა: ჰხედვიდა უჯეროსა საქმესა, ჰხედვიდა უკეთურებასა მრავლითა განცხადებითა, განსცხრებოდა ყოვლადვე ღამესა და ეპყრა სოფელი და ღრუბელი იყო პირად-პირადად და აჩრდილობდა.
    96.     ყოველნივე სცთებოდეს სოფლისა დაქცევასა არა თუ წყლისა დაქცევითა, არამედ ბილწებითა.
    97.     მეცნიერებაჲ იდევნებოდა და უკეთურებაჲ დაიმკჳრებდა და ჰაერნი შეიგინებოდეს, მზჱ იკუმეოდა, ქუეყანაჲ შეიგინებოდა, ცაჲ შეიბილწებოდა, დაბადებული ყოველი კერპთმსახურებისაგან სულთ-ითქუმიდა, ვითარცა ღამესა შინა ყოველნი ვიდოდეს და არა ხედვიდეს დაბადებულად.
    98.     ჰხედვიდეს ქვათა და ღმრთად თაყუანის-სცემდეს, ხეთა ხედვიდეს მსგავსად ესრჱთვე და ეგრე ჰგონებდეს დამბადებელად, ხედვიდეს დაბადებულთა, თაყუანის-სცემდეს ელიას.
    99.     ხოლო აქუნდა სანთელი იგი ჭეშმარიტებისაჲ, ვითარცა თხემსა მთისასა. ჯდა სიბრძნითა თჳსითა.
    100.     აქუნდა მას სანთელი, ხოლო არა საგუნებელ იყო ბრძანებაჲ ამისთჳს, რამეთუ შესულებულ იყვნეს იგინი და კერპთმსახურებასა დაეპყრნეს.
    101.     ბორგდა, რეცა თუ განთქდებოდა და განიხერხებოდა, სიტყუასა იტყოდა და არავინ ისმენდა, ჰლოცვიდა და არავინ ერჩდა.
    102.     მაშინღა შურითა აღიძრა და უნდა მათი განსწავლაჲ, რაჲთა სიყმილითა ოდენ მოისრვოდიან და დამბადებელისა მიმართ მოიქცენ ლოცვითა, რაჲთა სიყმილი იგი ძალ ექმნეს ცხორებასა.
    103.     თქუა: ვერარაჲ შესაძლებელ არს ამათა განსწავლად, გარნა სიყმილითა, რაჲთა ვინაჲვე კერძო იწრო იყოს და ყოველთა დამბადებელისა მიმართ მოიქცენ.
    104.     აწ რაჲ-მე ცხოველ არს უფალი, იყოს თუ წჳმაჲ?
    105.     გარნა პირითა ჩემითა გამოჴდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ და მეყსეულად ჰაერნი იცვალნეს და ცაჲ განრვალდა.
    106.     არა თუ წესი ცვალა, არამედ საქმეთა მისთა აღჳრასხნა.
    107.     მეყსეულად საწესონი ცვალნა.
    108.     შევარდა სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ ქიმთა ქუეყანისათა, ვითარცა სიცხჱ ძლიერი, და ყოველივე მეყსეულად განჴმა, ყოველივე აღოჴრდებოდა და განირყნებოდა, მწუანენი განჴმებოდეს ხენი და ნერგნი, ნაყოფიერნი და უნაყოფონი ველისანი და ზღჳს კიდისანი,
    109.     ყოველივე მეყსეულად განჴმებოდა, ყოვლისავე სულიერისა ჰასაკი განირყუნებოდაჲ, ჟამი იყო ყრმათაჲ, ტირილ დედათაჲ, განვრდომაჲ იყო მრავალი ერთითა მით სიტყჳთა წინაწარმეტყუელთაჲსა.
    110.     და იხილე რავდენი ქმნა: მრავალნი მოწყდებოდეს მჴეცნი და პირუტყუნი, შვილნი და მამანი, საცხოვარნი და მფრინველნი და ყოველივე, რაჲ იყო სოფელსა შინა, ყოველივე დაინთქმებოდა და უნასი ყოველთავე ეწეოდა ქუეყანასა.
    111.     არავინ განერინებოდა, არამედ ყოველივე ურწმუნოებითა მოისრვოდა.
    112.     ხენი განჴმებოდეს, ნერგნი, წყარონი და მდინარენი და ყოველივე სოფელი წარწყმდებოდა და დაქცევაჲ შეემთხუეოდა, ურწმუნოებაჲ, რამეთუ ცაჲ შეკრულ იყო და ყოველივე მოწყდებოდა გულისწყრომითა მით ელიაჲსითა და არარაჲ ჰშჭირდა ელიას რომლისაჲვე, რამეთუ შურითა დამთრვალ იყო.
    113.     ყოველივე უზრდელითა ჰასაკითა მოწყდებოდა.
    114.     ჵ რასა ვზამ, ელია, ჭაბუკთა თუ შეგცოდეს, ყრმათა რაჲ გიყვეს?
    115.     აცადე, განისწავლნენ! კაცთა თუ ცოდეს, პირუტყვნი რაჲსაღა მოისრვიან?
    116.     ესევითარი უწყალობაჲ შეიმოსჱ დე მებრვე ვისი არა გჭირსა?
    117.     არა ცოლი გივის, არცა შვილნი, არცაღა გჭირს რაჲ მათი წარწყმედაჲ?
    118.     რასა ეტყჳს მას ღმერთი: „მიგუალე შენ მდინარესა მას ქორალისასა და უბრძანო ყორანსა, რაჲთა გზრდიდეს შენ მუნ“.
    119.     მერმე კუალად ვთქუავე ურცხჳნოთა ჰურიათაჲ და წარმოვიხუნე შუვა ყანას, რამეთუ შჯული შჯულსა გარდააქცვეს, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არამედ უკეთურება.
    120.     იგი აჩრდილ, ხოლო ესე ჭეშმარიტება, იგი სახჱ, ხოლო ესე საქმე, რომელსა-იგი ჰმსახურებ ელიას, რომელსა ელია მოსლვად, რომლისათჳსცა-იგი დიდი გაქუეს სიტყუაჲ და წინაწარმეტყუელად მას ჰხადი.
    121.     ესე ვითარ ყორნისაგან იზარდებოდა?
    122.     რამეთუ ყორანი შჯულსა შინა არაწმიდა არს და შჯულმან ეგრევე გუაუწყა არაწმიდებაჲ ყორნისაჲ.
    123.     ვითარ იზარდებოდა წინაწარმეტყუელი არაწმიდისაგან?
    124.     უკუეთუ შჯული ყორანსა არაწმიდად იტყჳს, უკუე რომელი იზარდებოდა მისგან, იგიცა არავე წმიდა იყო?
    125.     არამედ მოსპე ეგე, არა ეგე არს!
    126.     რამეთუ ელია ყორნისაგან იზარდებოდა, არარაჲ არს არაწმიდა ღმრთისა დაბადებული.
    127.     მაშინღა მერმე, რამეთუ მრავალი ჟამი წარჴდა და მდინარე იგი დაჰჴმა, ეტყჳს ღმერთი: „აღდეგ და წარგუალჱ გამოზრდად სარეფთად სიდონიაჲსა, და უბრძანო მუნ ქურივსა, რაჲთა გამოგზარდოს შენ“.
    128.     ამას სარგებელისათჳს ჰყოფდა, რამეთუ ელია არა უწყოდა, რაჲ-იგი იქმნებოდა ერთისა მის ადგილსა ჯდომითა.
    129.     არა ჰხედვიდა უნასსა მას სოფლისასა, ვითარ განჴმებოდა ყოველი:
    130.     ვითარ წყარონი, ვითარ ტბანი, ვითარ მდინარენი, ვითარ ნერგნი, ხენი ნაყოფიერნი, და უნაყოფონი, ნაყოფთა იგი მოსპოლვაჲ, მფრინველთაჲ და სხუათა მრავალთაჲ, ყრმათაჲ სიკუდილი, დედათა გოდებაჲ, სოფლისაჲ იგი დაქცევაჲ.
    131.     აღადგინა იგი ღმერთმან, უბრძანა ურვისა მას ქუეყანასა მისლვაჲ მიერვე სიდონდმდე, რაჲთამცა ესრჱთ იხილა ელია საქმე იგი, ევედრა უფალსა თჳსსა და მო-მცა-სცა წჳმაჲ.
    132.     ამისთჳს წარმოავლინა შორსა გზასა, არა თუ ვერ შემძლებელ იყო იგი მისა მუნ გამოზრდად, არამედ რაჲთამცა აჩუენა მას მოსრვაჲ იგი სოფლისაჲ.
    133.     ვინ უწყის, ევედრამცა წჳმისათჳს, ჴელ-ეწიფებოდა თჳნიერ მისაცა მოცემად.
    134.     არამედ არა უნდა გინებაჲ მონისაჲ.
    135.     ბოროტი იგი მისგან იყო, ხოლო კეთილი ღმრთისაგან.
    136.     არამედ ელოდა მონისა მის ვედრებასა, ხოლო იგი ესრჱთ არავე ევედრა.
    137.     არამედ უგუნურებაჲ რაჲმე მოიღო და ესრჱთ ვიდოდა გზასა მას და უწყალოებაჲ შეიმოსა და რომელივე სიტყუაჲ არა შეჰრაცხა, ვითარცა წეღან ვთქუ: შურითა მთრვალ იყო.
    138.     რაჲსა განიზრახჱ, ელია?
    139.     რაჲსათჳს ეგოდენი კაცთათჳს უწყალოებაჲ შეიმოსჱ?
    140.     ელოდეღა წუთ და იმხილო შენ ცოდვისაგან.
    141.     რომელნი-იგი ცოდვასა შინა დამჳდრებულ არიან, მათთჳს კბოდე იქმენ, ცაჲ შეჰკარ და ქუეყანასა აღჳრ-ასხენ და სრბაჲ იგი სახეთაჲ მათ შეიპყარ.
    142.     და არა გნებავს ლოცვაჲ, რომელი-ესე იქმნების?
    143.     ელოდე წუთ ერთ და შენცა გემხილოს და შენცა ცოდვასა შეჰვარდე და კაცთმოყუარებასა მიევედრო უფლისაგან, რაჲთა შენცა უკაცთმოყუარე იყო მოყუასთათჳს.
    144.     დღეს ამისთჳს გამოვჴედ მე სიტყუათა, რამეთუ არა ანგელოზი მღდელ ყო, არამედ კაცი.
    145.     რაჲთა არა უცოდველთა მათგან ცოდვილნი მოისრნენ.
    146.     უკუეთუმცა ანგელოზი იყო უცოდველი, ცოდვილნიმცა გუემნა ამისთჳს, არა ანგელოზი, რაჲთა ვცნათ თჳსთა მით გუემითა თჳსთა ტომთაჲ.
    147.     ამისგანად მიცნობიეს თჳსთაჲ მათ, რომელთა ეგულებოდა მრავლისა ერისა რწმუნებად.
    148.     მიუშუნა ცოდვასა შევრდომად, რაჲთა ამისა შემდგომად, რომლისაგან-იგი ევნო მათ, კაცთმოყუარჱ იქმნნენ.
    149.     პეტრეცა წარმოვადგინე, რამეთუ ესევე საქმე შეხუედა ცოდვისაჲ, ინანდა და აჴოცნა ცოდვანი თჳსნი ღმრთისა კაცთმოყუარებითა.
    150.     კუალად ელიაჲსა მოვიდეთ, რამეთუ ღმერთსა უნდა კაცთმოყუარებაჲ და მოცემად წჳმაჲ არამედ ითხოვდა ლოცვასა მონისაგან.
    151.     აწ რაჲ-მე წარჰჴდა ელია ყოველსა მას გზასა და მოვიდა სარეფთად სიდონიაჲსსა და იხილა ქურივი ჩხირთა მკრებალი?
    152.     აწ იხილა ელიაჲსიცა სიბრძნის სიყუარული და სარწმუნოებაჲ და სათნოებაჲ და სიმჴნე.
    153.     არცაღათუ ჰრქუა ღმერთსა: ვისა მიმავლინებ?
    154.     ესოდენ შემაურვებ მე და უკუანაჲსკნელ სიყმილსა ქურივსა მიმავლინებ?
    155.     არა-მე არანა მდიდარნი კაცნი, რომელთამცა შემიძლეს შიმშილსა ამას ნუგეშინისცემად?
    156.     აწ უკუე ესოდენ გზაჲ მოვლჱ და ქურივისა თანა ვიყოა მასვე ჭირსა შინა?
    157.     და არა ხოლო ქურივ, არამედ გლახაკცა იყო.
    158.     გულისხმა-ყავ, ვითარ არარაჲ ესევითარი თქუა, რამეთუ გული მიეპყრო თჳსსა უფალსა, რომელმან-იგი უძლურთაგან ძალი ქმნის, მიგუალე სარეფთად სიდონიაჲსი.
    159.     და ესერა ქურივი კრებს ჩხირთა, რაჲსა-მე ისწრაფე ელია?
    160.     რაჲსა მიჰრბი ქურივი?
    161.     იხილენ პირველად ბჭენი იგი სიგლახაკისანი და ნუ ჴშირად იკითხავ სიმკოდვესა მისსა.
    162.     ვითარ შეხუალ, ელია, ხედავ ჩხირთა კრებს და შენ საზრდელსა ითხოვ მისგან.
    163.     არამედ წინდად აქუნდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, მივიდა და რაჲ ჰრქუა?
    164.     „მომეც მე მცირედ წყალი, რაჲთა ვსუა“.
    165.     იგულე სიბრძნჱ ელიაჲსი.
    166.     არა მეყსეულად უფროჲსი ითხოვა, არამედ უმცირჱსი.
    167.     არა თქუა: მეც მე პური, არამედ: მასუ მე წყალი.
    168.     პირველად წყალსა სთხოვს.
    169.     ესრე განიზრახა, თუ პოვოს წყალი, უკუე პურიცა პოვის.
    170.     – მომართუ მე მცირედ წყალი!
    171.     მივიდა ქურივი იგი და მოართუა.
    172.     მაშინღა იკადრა და თქუა ელია: „მომართუ მე პური და ვჭამო“.
    173.     ხოლო მან ჰქრუა: „ცხოველ არს უფალი, მიც თუ რაჲ მე, არამედ მცირედ ზეთი საზეთესა და ფქვილი საფქვილესა, რომელი-ეგე შევქმნე, ვჭამოთ მე და შვილთა ჩემთა და მოვწყდეთ.
    174.     რასა ეტყჳს ელია? „მიგუალჱ, მიქმენ ყურბეული, პირველად მე ვჭამო, ამისსა შემდგომად ქმენ შვილთა შენთათჳს და ჭამონ“.
    175.     რასა ჰზამ, ელია? საზრდელსა ითხოვ, რაჲსაღა მარტოდ?
    176.     რამეთუ არა მადლიერ გეყოს, შვილთა თანაღა არა ჰჭამე?
    177.     შენ გნებავს გამოზრდაჲ და შვილთა შეშთობაჲ.
    178.     არა მნებავს შეშთობაჲ, არამედ უფლისასა ვხედავ კაცთმოყუარებასა.
    179.     ეგრეცა ქურივმან მან არა გულსა მოიჴადა, არცაღათუ აკუმოლდა, არცაღათუ ჰრქუა, ვითარმედ: შენ ხარ, რომელმან სიყმილი ესე შეჰქმენ და სიყმილითა მით აქა ჴორცთა ჩუენთა განყურნად მოხუედ.
    180.     არცაღათუ ეგრე ჰრქუა: ესოდენსა სოფელსა თანა-წარმოჰჴედ და ჩემდა მოხუედ, სიყმილითა განჰჴრწნა ყრმათა ჩემთა.
    181.     შენ გეკითხვენ ესე გუასინებაჲ.
    182.     აბრაჰამის ცოლმანცა: შევიდა, ესე სიტყუაჲ ყო ვითარცა-იგი ელიაჲსი, და გინათუ იგულო აბრაჰამის ცოლისა ქურივისაჲ მის უმჯობეს სტუმრისა მოყუარებაჲ?
    183.     იგი მდიდარი იყო და ისტუმრნა ანგელოზნი, ხოლო ესე სიკუდილსა და ცხოვრებასა ზედა იდგა და ისტუმრა წინაწარმეტყუელი.
    184.     და არს საკჳრველ, რამეთუ ნაწლევნი თჳსნი შეურაცხ-ყვნა და სტუმართმოყუარებასა პატივ-სცა, ნაწლევნი თჳსნი განსთხინა და წინაწარმეტყუელი შეიწყნარა ყოვლადვე.
    185.     მრავალთა მათ შვილთა სიმრავლჱ შექმნა განზრახვითა მით ქურივისაჲთა. შვილნი იგი დაწყჳდნა.
    186.     ხოლო კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა ცხომდეს და განმტკიცნეს.
    187.     არა უწყი, ვითარ ვაქებდეთ ქურივსა მას, რამეთუ შვილნი შეურაცხ-ყვნა და სტუმართმოყუარებაჲ შეიწყნარა?
    188.     ვითარ ნაწლევთათჳს არა იურვოდა?
    189.     ვითარ საშოჲ არა ეცვალებოდა?
    190.     ვითარ წელნი არა დაჰჴსნდეს?
    191.     ხედვიდაღა ყოველთა შვილთა მისთა სიყმილისაგან მოსრვად, არამედ ყოველთა უმაღლჱსი ქმნა და წინაწარმეტყუელი ისტუმრა.
    192.     ოდეს მიიღო წინაწარმეტყუელმან და ჭამა, მაშინღა მისაგებელსა მისცემს.
    193.     დასთესა ქურივმან მან სტუმართმოყრობაჲ და მეყსეულად თავწარსხმული მოიღო ქველისსაქმჱ.
    194.     აწ რაჲ-მე იტყჳს: „ცხოველ არს უფალი“?
    195.     „ჭურჭელსა მას საფქვილჱსა არა მოაკლდეს და ამპოლსა მას საზეთესა არა მოაკლდეს“.
    196.     და იქმნა მარჯუენე მის ქურივისაჲ საწნეხელ და მარცხენჱ კალო და მჭელეული შუენიერი ნაყოფთაჲ მოიღო.
    197.     და სიტყჳთა წინაწარმეტყუელისაჲთა იზარდებოდა ქურივი იგი.
    198.     საწნეხელ და კალო იქმნა სახლი ქურივისაჲ მის, არცა ცუარ, არცა წჳმა, არცა არე, არცა ზაფხულ, არცა მკა, არცა სიცხე, არცა ჭირ, არცა ჟამ, არამედ მარტოდ ხოლო სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ შეჴდა და უშურველად ცხომდებოდა ქურივი იგი.
    199.     მაშინღა მიერ… წარემართა სიტყუად აქაბ მეფისა.
    200.     აწ გითხრა მისი განგებულებაჲცა და, ღმრთისა მადლსა, რომელ აქუნდა კაცთმოყუარებაჲ, რასა იტყჳს აქაბ: „შენ ხარ, რომელმან დააქციე ისრაჱლი“.
    201.     ხოლო მან ჰრქუა: „არამედ შენ და სახლი მამისა შენისაჲ, მერმე ოდეს ჯდა მთასა ზედა“, მოვიდა მისა ერგასისთავი და ჰრქუა: კაცო ღმრთისაო, გარდამოჴედ, მეფჱ გიწესს შენ.
    202.     და ჰრქუა: უკუეთუ მე კაცი ღმრთისაჲ ვარ, გარდამოჴედინ ცეცხლი და აღგჴოცენინ თქუენ.
    203.     მერმე კუალად სხუაჲ ერგასისთავი: კაცო ღმრთისაო, გარდამოჴედ, მეფესა უჴმ.
    204.     და რაჲ ჰრქუა მას ელია: უკუეთუ მე კაცი ღმრთისაჲ ვარი, გარდამოჴედინ ნაკუერცხალი და აღგჴოცენინ შენ და ერგასისი შენი.
    205.     მერმე კუალად მოვიდა იგი კრებულსა შოვრის ლოცვად, მოუწოდა ქურუმთა მათ და ჰრქუა მათ: ვილოცოთ!
    206.     და მოიყვანნა ქურუმნი იგი სირცხჳლისანი – ბაალისნი და ჰრქუა: „შექმენით თქუენი იგი შესაწირავი თჳსა და მე თჳსა.
    207.     დასხთ შეშაჲ და ერთი იგი ზუარაკი და ცეცხლსა ნუ დასდებთ, და ეგრეცა მე ვყო.
    208.     და ჰხადეთ სახელსა ღმრთისა თქუენისასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა და იყავნ, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი იყავნ ჭეშმარიტ ღმერთ“.
    209.     მაშინღა ყვეს ქურუმთა მათ ბაალისთა შესაწირავი და იწყეს ხადად ბაალისა.
    210.     ხოლო რაჟამს მრავალი მსახურებაჲ ყვესს, და არავინ იყო მსმენელი, რამეთუ არა იყო ჴმა, არცაღა სმენა.
    211.     მაშინ ელოდა ელია სულგრძელად მსახურებასა მათსა.
    212.     მაშინღა იხილა, რამეთუ ფრიად იყო მათი დაჭრაჲ და არავინ იყო მსმენელი.
    213.     „ჰბასრობს მათ და ეტყჳს: ღაღატ-ყავთ დიდად, ნუუკუე სძინავს ღმერთსა თქუენსა“.
    214.     მაშინღა მეექუსესა ჟამსა – დაუტევეთ მსახურებაჲ ეგე.
    215.     და მე ვილოცო შექმნა შესაწირავი და.
    216.     შექმნა შესაწირავი და თქუა: მომართჳთ მე წყალი და დავასხა გარემოჲს საკურთხეველსა ამას!
    217.     და თქუა მეორედ: მომართჳთ მე! და მეორედ მოართუეს.
    218.     და მესამედ: მომართჳთ მე! და მესამედ მოართუეს.
    219.     აწ იხილჱ, რაჲსათჳს იქმს წინაწარმეტყუელი ელია, რამეთუ თჳსი იგი სახჱმცა მაცთურთა მათ ჭეშმარიტებასა დასდვეს, ვითარცა მეძავთა დედათა ყვიან, უსწრიან და აზნაურთა დედათა მეძავ ჰრქჳნ, რაჲთამცა არავინ ჰრქუა, ვითარ-იგი არიან გინებულ.
    220.     ეგრეცა ელია განიზრახავს: რაჲსათჳს სხუაჲ ვთქუა?
    221.     მე თჳთ ვხედევდ, რამეთუ შესაწირავთ მათ ქურუმთა ქუეშე კერძო ჴურელი არს და კუალად უკუთხრილ არიან ქუეშე კერძო გამოუჩინებელად.
    222.     და შთაჴდიან საცთურის მოქმედნი უკუნთხრილსა მას და ეგრჱთ ჴურელსა მას ცეცხლი იგი ამოღმართ არმოჰბერიან შესაწირავსა მას და მრავალნი აცთუნნიან.
    223.     ეგრე ჰგონებედ ზეცისა ცეცხლსა მას, რაჲთამცა ელიაჲსა ნუ ეგრე შეეჭუდეს, ვქმნე, ვითარცა ვიცი, რაჲთა სადაცა ჴურელი იყოს, წყალმან ამხილოს უნებელად.
    224.     სად ქუეს ჴურელი იპოვოს, წყალი ვერ დაადგრჱს, არამედ დაჴდეს.
    225.     შექმნა საკურთხეველი, ილოცავს და იტყჳს: უფალო, ისმინე ჩემი დღეს.
    226.     ცეცხლითა ისმინე ჩემი, ვითარცა ისმინე წყლისაჲ, ეგრეცა ცეცხლითა.
    227.     გიხილჱ წინამძღურად სახჱ იგი და „მუნქუესვე მეყსეულად ცეცხლი გარდამოჴდა და შეჭამა შესაწირავი იგი“.
    228.     და აწ რასა ეტყჳს მეფესა: შეიპყრენ ქურუმნი იგი სირცხჳლისანი და მოწყჳდენ იგინი!
    229.     და ესმა ესე იაზაბელს, ცოლსა აქაბისსა, საქმჱ იგი და მიავლინა ელიაჲსა.
    230.     ესე მიყვედ ღმერთთა მათ ჩემთა და ესე დამირთედ, უკუეთუ არა ხვალე დავდვა სული შენი, ვითარცა ერთი მათ მძორთაგანი.
    231.     სადა ხარ, ელია? ესოდენი იგი და ესემლევანი შრომასა მიჩუენებს, რამეთუ ცოდვასა შევარდა.
    232.     გითხრობ ცოდვასა და არა შევასმენ მართალსა მას, არამედ შენდა სიმტკიცჱ და ცხორება, განუვაჭრებ, რაჟამს იხილნა იგი შეცოდებულად და არა განვრდომილად თავით თჳსით, არამედ ღმრთისა კაცთმოყუარებასა შემთხუევად, ეგრეცა შენ, ოდეს შესცოდო, უმეტჱსად ესევდ ცხოვრებასა.
    233.     ესე მიყვედ მე ღმერთთა ჩემთა და ესე დამირთედ, უკუეთუ არა დავდვა თავი შენი, ვითარცა ერთისა მისგანისა ქურუმისაჲ.
    234.     და ესმა ელიას და ივლტოდა იგი გზასა ორმეოც დღჱ.
    235.     ჵ ბრძანებაჲ, ჵ სიმედგრჱ, გულგანრინებული დედაკაცისა სიტყუაჲ ესმა და ორმეოცისა დღისა გზასა გულგანრინებით ივლტის.
    236.     არა თუ ერთით დღით, არცა ორით, არცაღათუ სამით, არამედ სიტყუაჲ დედაკაცისაჲ შეჴდა, წინაწარმეტყუელისა გული განერა და არა უწყოდა, რასა იქმოდა ესოდენსა მას სივლტოლასა.
    237.     და მოვიდოდა და ჰრქუა მას ღმერთმან: რასა ჰზამ აქა, ელია?
    238.     შენ ხარ, რომელმან ცანი შეჰკრენ და ცუართა აღჳრ-ასხენ: ჰაერთა უბრძანე და ცეცხლსა ზეგარდამო მოუწოდე.
    239.     რომელმან მოსწყჳდენ ქურუმნი, რომელმან არქუ მეფესა აქაბს: „შენ ხარ, რომელმან დააქციე ისრაჱლი და სახლმან მამისა შენისამან“.
    240.     რომელმან სთქუ: იყოს თუ წჳმაჲ, გარნა პირითა ჩემითა.
    241.     რომელმან სახლი ქურივისაჲ მის კალოდ დამჭლეულად შეჰქმენ, რომელმან ღრუბელთა უბრძანე, მეძვისაჲ გესმა და ივლტოდე.
    242.     და ერთსა დედაკაცსა ტყუედ შენ წარჰყავდ, ორნივე იგი თავნი ქალაქისანი დედათაგან იმხილნეს.
    243.     პეტრეს ქალისაგან შეეშინა, ელიას – იაზაბელისგან, ესევითარსა შეცჳვ ეს ცოდვასა.
    244.     და ივლტოდა ელია გზასა ორმეოც დღჱ.
    245.     სადა არს შური იგი შენი, ოდეს იტყოდე: „ცხოველ არს უფალო, იყოს თუ წჳმაჲ, გარნა თუ პირითა ჩემითა“?
    246.     რაჟამს აქაბს მეფესა ამხილებდ, ოდეს ცეცხლი იგი გარდამოიღე, ესოდენი ჰქმენ და ერთისა დედაკაცი სიტყუაჲსა ვერ დაუთმე ამისგანად, ოდეს-იგი არა გენება უფლისა თჳსისა ვედრებაჲ, რაჲთამცა მოსცა წჳმაჲ ქუეყანასა, გეტყოდე შენ: მევედრებოდე.
    247.     ჴელ-ეწიფებოდა თჳნიერ შენსაცა წჳმისა მოცემად, არამედ არა ინება, ნუუკუემცა გიძნდა შენ ესრჱთ კეთილი, რამეთუ იქმოდა ელია საქმესა უწყალოებისასა სავსებით.
    248.     ხოლო ღმერთმან უწყოდა, რამეთუ ყოვლისა შემოქმედ არს დამბადებელი და ყოველთათჳს იღუწის.
    249.     უნდა მოდრეკად უწყალობისა შენისათჳს და შენ მასვე ზედა ეგე.
    250.     გეტყოდა შენ: მე უწყი უნასი იგი მათი, მე უწყნი ტირილნი იგი მათნი დედათანი, უწყნი ჟივილნი იგი ყრმათანი.
    251.     ვხედავ ქუეყანასა, რომელმან შევქმენ, რამთუ განირყუნების და მნებავს კაცთმოყუარებაჲ, ხოლო არა მნებავს შეგინებაჲ.
    252.     თჳნიერ შენსამცა მოავლინე წჳმაჲ, არამედ ნუუკუემცა უნასი იგი შენ გეჩემა, ხოლო კეთილსა ზედამცა უცხო იქმენ, არამედ პატივ-სცემ.
    253.     იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ხოლო მონისა ნებაჲ სძლევს, რამეთუ მას ყოვლადვე ეგონა თავი თჳსი შეუცოდებელად.
    254.     ხოლო აწ დაიპყრობს იგიცა ცოდვასა შევდომად ღმრთისა მიშუებითა, რაჲთა ვითარცა კაცთმოყუარებასა შეემთხჳა ამისთჳს, რაჲთა იგიცა კაცთათჳს არა უწყალო იყოს, ივლტის გზასა ორმეოც დღჱ.
    255.     ელია, სადა არიან სიტყუანი იგი მისნი?
    256.     ჰნებავს ჩუენებად ღმერთსა, რამეთუ რაჟამს იქმოდა იგი ამას, არა თუ იგი იქმოდა, არამედ ღმრთისა ძალი.
    257.     და იხილე, რაჲ-იგი ყო, ოდეს ღმერთი შეეწეოდა: მეფენიცა შემოუცჳოდეს, მთავარნიცა და ერიცა.
    258.     ოდეს ღმერთი განუდგა, დედაკაცისაგან ზარ-ჰჴდა, დაუტევა ღმერთი და ემხილა სახჱ და ივლტოდა ელია გზასა ორმეოც დღჱ.
    259.     მივიდა და დაიძინა ადგილსა ერთსა და მოვიდა მისა ღმერთი, უფალი მონისა განმგებელი და კაცთმოყუარე.
    260.     და რასა ეტყჳს, უწყოდ, რამეთუ მუნქუჱს იყო.
    261.     არამედ ჰკითხვიდა ეგრე: რასა იქმ აქა, ელია?
    262.     ანუ რასა ჰზამ აქა, ალია?
    263.     გულისხმა- უყოფდა სივლტოლა მას, რომლისაგან ივლტოდა.
    264.     სადა არს სიცხადჱ იგი შენი, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ნუღარამცა არს კადნიერ.
    265.     რასა ჰზამ აქა, ელია, ანუ რაჲსათჳს, ელია?
    266.     ხოლო აწ მიუგებს ელია, სხუაჲ ედვა გულსა და ეტყოდა სხუასა: „უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს და საკთხეველნი შენნი დაარღჳნეს.
    267.     მე მარტოჲ დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა“.
    268.     რასა ეტყჳს ღმერთი?
    269.     მეყსეულად ამხილებს მას და ეტყჳს: არა თუ ამისთჳს ივლტოდე, ელია.
    270.     არა ხოლო თუ შენ მარტოჲ ხარ, რომელმან არა თაყუანის-ეც ბაალსა.
    271.     მაშინღა მოიღებდა, ამხილებდა მას: შჳდ ათასი კაცი დაუტევე თავისა ჩემისათჳს, რომელთა არა მიუდრიკეს თავი ბაალსა.
    272.     ამხილა მას, რამეთუ: არა ამისთჳს ივლტოდე, არამედ შიშისა მისგან დედაკაცისა წარმოხუედ.
    273.     და ერთისა დედაკაცისაგან ესემლევანი და ესოდენი ელია განძებულად და მეტად შექმნა, და რაჲთა ისწაო, ელია, რაჟამს საკჳრველებასა მას იქმოდე, ნუ თავისა თჳსისათჳს აღიწერ, არამედ ღმრთისა ძალითა.
    274.     იხილა, ოდეს დაუტევა მადლმან, იხილა სახჱ, გზასა ივლტოდა ელია ორმეოც დღჱ.
    275.     ჵ შიშო ზარჴდილო, ჵ სიმედგრეო გულგანრინებულო.
    276.     არა თუ ერთ დღჱ, არცა ორ დღჱ, არცაღათუ სამ დღჱ, არამედ ორმეოც დღჱ უდაბნოდ განიწია.
    277.     საზრდელი არაჲ აქუნდა, არცა საგზალ, არამედ იურვოდა შიშითა და არაჲ შეჰრაცხა ესევითარი, არამედ უდაბნოსა ვიდოდა.
    278.     ეკუეთა სიტყუაჲ იგი დედაკაცისაჲ წინაწარმეტყუელსა მას, ვითარცა ქარი სასტიკი, და ფოლოცსა გარდაიტაცა, სადა არს, ელია, სიცხადე იგი შენი?
    279.     სადა არს პირი საშინელი, რომელსა ვითარცა სადევითა ღრუბელნი გეპყრნეს, საუნჯე იგი წჳმათაჲ, რომელთა ორ კერძოვე უბრძანებდ, ოდესმე ღრუბელნი ცისანი შეჰკრინე, რაჟამს ცეცხლი ზეცით გარდამოიღე საკურთხეველსა ზედა.
    280.     არამედ ვითარცა- იგი პირველად ვთქუთ, მადლისაგან ჰყოფდა ამას ყოველსა, რომელი შეეწეოდა, რომლისაგან კუალად ემხილების ღმრთისაგან.
    281.     იმხილე, ვითარ მცირესა მას ცოდვასა მიუშუა შევრდომად, რაჲთა ყოვლადვე უყუარულობისაჲ იგი სამოსელი განსძარცოს.
    282.     აწ, ელია, განისწავლე და იყავ კაცთმოყუარე, ვითარცა-იგი უფალი შენი, რომლითა განისწავლე, რომლისაგან გევნო, უფლისა შენისაგან, იხილე, ვითარ მისცნა ღმერთმან მცირესა ცოდვასა სუეტნი იგი მტკიცენი, რაჲთამცა ნუუკუე უცოდვილებითა მათითა ეკლესიაჲსაგან დაბრკოლნეს.
    283.     აწ რაჟამს იხილონ ვინ ცოდვილი და თუ უნდეს არა შეწყნარებაჲ, თავისა თჳსისაჲ მოიჴსენონ ცოდვაჲ, და თავისა თჳსისაჲ მოიჴსენონ კაცთმოყუარებაჲ, რომელი-იგი უფლისაგან მათ შეემთხჳა.
    284.     ამას ვიტყჳ, არა თუ მართალსა მას შევასმენ, არამედ თქუენსა მას გზასა ცხორებისასა განვამტკიცებ, რაჲთა რაჟამს შესცოდოთ, ნუ განაგდებთ თავთა თქუენთა ცხორებისაგან, მოიჴსენეთ შეცოდებაჲ იგი მართალთაჲ და პატივისა მათისა არა დამცირებაჲ,
    285.     რამეთუ ვთქუთ პირველად მათი იგი სათნოებაჲ და მაშინღა შემოვიღეთ მათთჳს უნდოჲ იგი ცოდვაჲ.
    286.     დაღათუ იყო ცოდვილ, ნუვე დააკლდები შესლვად ეკლესიასა.
    287.     მართალღათუ იყო, ნუვე დააკლდები, რაჲთა ზღუდედ გედგას წერილთაგან მეცნიერებაჲ და ნუ დაგავიწყდებინ სასუფელი ზეცისაჲ და კეთილი იგი, რომელ განგჳმზადა ჩუენ ღმერთმან.
    288.     რამეთუ დიდებაჲ ერთბამად მამისა და ძისა და ყოვლადვე წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი