|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეერთე
1. 41. საკითხავი, თქუმული იოვანე
ოქროპირისაჲ, შობისათჳს იოვანჱ ნათლისმცემელისა 2. ჯერ-არს ჩემდა დღეს სიტყუად
სიტყუაჲ მოძღურებისაჲ, რომელსა შინა არს თარგმანებაჲ შობისათჳს წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა, რომელ არს
ჴმაჲ დაუდუმებელი უდაბნოჲსაჲ, ვითარცა-იგი თჳთ იტყჳს: მე ვარ „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა“.
3. ხოლო ჩუენ, რომლითამე პატივითა პატივ ვსცემდეთ წმიდასა ამას, რამეთუ მაიძულებს ჩუენ სიტყუად
სახარებაჲ დიდებულისა მის შობისა მისისაჲ, 4. რომელი-იგი ვიდრე შობადმდე ქრისტესა
ქადაგებდა და შობასა მისსა მოეცა საქმე სასწაულთაჲ და უდაბნოსა ღაღადებდა და სულისაჲ წმიდისა მიერ
იზარდებოდა და იყო შუვამდგომელ შჯულისა და მადლისა მქადაგებელ სინანულისა და ნათლისმცემელ
მაცხოვრისა. 5. რამეთუ რაჟამს-იგი მოვიდა მისა, იხილა სულისა წმიდისაჲ და ესმა ჴმაჲ
მამისაჲ და გულისხმა-ყო წმიდაჲ სამებაჲ და წამა ჭეშმარიტი. 6. და უჩუენა კაცთა,
რომლისათჳს წინაწარმეტყუელად აღასრულა უფროჲსობაჲ მისი და ასწავა ყოველსა საწრმუნოებაჲ ჭეშმარიტი და
განაკრძალნა მეზუერენი და ცოდვილნი, რომელნი მოვიდოდეს ნათლისღ... 7. დაითმენდა
პყრობილებასა მას მოსლვასა უფლისა თჳსისისა, არამედ მწრაფლ ენება გამოსლვაჲ, რაჲთა ახაროს მოსლვაჲ
უფლისაჲ. 8. და თქუა: რომელი განჰჴსნის ყოველთა კრულებათა, ესერა მოვალს. 9. რაჲსათჳს ვიყო მე პყრობილ საპყრობილჱსა ამას შინა და ესერა უფალი მომავალ არს? 10. გამოვიდე და წინავე ვქადაგებდე და ვიტყოდე: „აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს
ცოდვანი სოფლისანი“. 11. რაჲსათჳს განვაგრძვე თქუმული ესე ჩემი? 12.
არამედ სიყუარულითა მის ყრმისაჲთა. 13. არამედ დავადუმო აწ ენაჲ ჩემი,
კრთომილი ხლდომასა იოვანე ყრმისასა. 14. და ესრე კეთილ არს, რაჲთა წესიერად ვყო
სიტყუაჲ მსგავსად ჟამისა. 15. და რაჲთა კმა-ვყო თქუმული ესე და მოუტეოთ ღმერთსა
სიტყჳსა მის თარგმანებაჲ, რამეთუ იოვანე არა გამოსრულ არს პირველ შობისა, 16. არამედ
მოელის ჟამსა წესიერებისასა და აუწყებს, ვითარმედ შემდგომად მისა მოვალს უფალი იესუ ქრისტჱ, რომლისაჲ არს
დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის მარადის და.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|