|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეექვსე
1. 46. დიდი იგი დორეთიოზ
მოაჴსენებს ათორმეტთა მათცა მოციქულთა უწყებითა, თუ სადა მათგანმან ვინ ქადაგა ქრისტესთჳს 2.
პეტრე გალიას და შუვა გალიას, პონტოს პონტოს და ყოველსა კაბადუკიასა და ბითჳნიასა ქადაგებდა სახარებასა
მას შემდგომად მოქცევისა მისისა ანტიოქიაჲთა, 3. მერმე ყოველსა იტალიასა და ჰრომსა
ქადაგებდა, რომელიცა ნერონისგან ჯუარსაცა, მუნვე, ჰრომს, დაფლულ არს უპირადჱს სამისა მის კალანდისა
ივლისისასა. 4. ანდრეა, ძმაჲ მისი, ყოველთა ზღჳს კიდეთა ბითჳნიაჲსათა და პონტოჲსათა,
თრაკთასა და სკჳთელთასა მოვლო და ქადაგებდა უფალსა. 5. შემდგომად მისა წარვიდა
სებასტიელთა ქალაქსა მას დიდსა, სადა ბანაკი იგი იყო აფსარელთაჲ, და ფასისი მდინარჱ, სადა-იგი უშინაგანჱსნი
ეთიოპელთანი დამკჳდრებულ არიან. 6. ხოლო დაეფლა პალატარას აქაელთასა, ჯუარს-ეცუა
თხისის მოქმედისა მიერ. 7. იაკობ ზებედესი შემდგომად ქადაგებისა მის ქრისტჱსისა
ათორმეტთა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა მოიკლა ჰეროდესგან, ოთხთა სამთავროთა მთავრისა კესარიას
პალესტინისასა. 8. იოვანე, ძმაჲ მის, რომელმანცა სახარებაჲ დაწერა, ეფესოს ქადაგა ქრისტჱ
და ტრაინასოსის(!) მიერ მეფისა პატმოს ჭალაკად სიტყჳსა მისთჳს ქრისტჱსისა განჴდილ იქმნა. 9.
და მერმე აღმაღლებაჲ ჴორცთა მისთაჲ განითქუა ენუქის და ელიაჲს თანა, აწცა ჴორცთა შინა ყოფასა
იტყჳან. 10. ფილიპე მოციქულმან ფრიგჳას ქადაგა სახარებაჲ იგი და დაეფლა იერაპოლისს
თანა შჳდით ასულით მისითურთ, რომელნიცა ლუკა მახარებელმან საქმესა მოციქულთასა მოაჴსენნა.
11. ბართლომე მოციქულმან ჰინდოთა მათ, „წოდებულთა მდიდრად“, უქადაგა ქრისტჱ და მისცა მათ
მათჱს სახარებაჲ და დაიძინა ურბანას ქალაქსა შინა დიდსა სომხითისასა. 12. თომა
მოციქულმან პართელთა და გერმანელთა და ივრკანელთა და პატრელთა და მოგუთა უქადაგა სახარებაჲ იგი
ქრისტჱსი, აღესრულა ქალაქსა ჰინდოთასა, რომელ ეწოდების კათამიტელთაჲ. 13. მათე
მახარებელმან ებრელითა ჴმითა სახარებაჲ იგი ასწავა, იერუსალჱმელთა ეკლესიასა უქადაგა ქრისტჱ, აღესრულა
იეროპოლისს ასურეთისასა. 14. იუდა იაკობისმან ყოველსა შუვამდინარესა უქადაგა ქრისტჱ,
აღესრულა ედესას და მუნვე დაეფლა. 15. სიმონ, რომელსა ეწოდა იუდა, ელევთერეპოლილს
და გაზას ვიდრე ეგჳპტედმდე ქადაგა ქრისტჱ, დაეფლა უსტრაკას, ქალაქსა ეგჳპტელთასა, ჯუარცუმული
ტრაიანოსისგან მეფისა. 16. მატათია, რომელი შერაცხილ არს ათორმეტთა მათ ნაცვალად
იუდაჲსა, პირველსა ეთიოპისასა ქადაგა ქრისტჱ, აღსერულა და დაეფლა მუნვე. 17. სიმონ
მოშურნემან ყოველთა მავრიტიანთა და აფრიკიელთაჲ ქუეყანაჲ მოვლო და ქადაგა ქრისტჱ. 18.
მერმე ბრეტანიას ჯუარს-ეცუა და მათგან აღესრულა და მუნვე ქუეყანასა მათსა დაეფლა. 19.
ესე ჩუენ დორეთიოს საწარმართოჲსაგან და ებრაელებრისა ერთად შეკრებული მოგუცა ჰრომაელებრითა წერილითა,
რომელი ჩუენ, 20. ვითარცა საჴმარი და ადვილად შესაწყნარებელი, ერთად შეკრებული
საცნაურ ყოველთა ვყავთ და მადლი მივეცით ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|