მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეცხრამეტე

 

1.     39. ბ. საკითხავი, უწყებაჲ ესე, ვითარ არს იესუ ნათესავი იოვანესი
    2.     თქუა იაკობ მოციქულმან, რომელ არს ძმაჲ უფლისაჲ ჴორციელად, ძჱ იოსებისი, შობილი სალომჱსგან,
    3.     ვითარმედ: მაშინ ესხნეს იოსებს ოთხ ძჱ: იაკობ და სიმონ, იუდა და იოვანჱ, და ორ ასულ ესხნეს ესრჱთ: და მართა სალომჱსგან, რომელ არს ასული ანგელოზისი, ძმისა ზაქარიაჲსი, რომელ არს მამაჲ იოვანეჱ ნათლისმცემელისაჲ და ესე სალომე არა ამქუმელი არს.
    4.     ესე სალომე და იოვანე ნათლისმცემელი ძმათა შვილნი არიან, ამქუმელი კუალად ბეთლემელი იყო და ესეცა ამქუმელი ეტომების ელისაბედს და ღმრთისმშობელსა მარიამს.
    5.     სამნი დანი იყვნეს ბეთლემელნი: დედაჲ წმიდისა მარიამისი და დედაჲ ელისაბედისი და დედაჲ სალომე ამქუმელისაჲ.
    6.     და მამასა მათსა ერქუა სახელი მათეოზ და მღდელთმოძღუარი იყო.
    7.     და დედასა მათსა ერქუა მარიამ მეფობასა კლეოპატრჱსსა, რომელი უწინარჱს ჰეროდჱსა იყო.
    8.     მაშინ შვნა ესე სამნი: მარიამის დედაჲ და ელისაბედის დედაჲ და სალომე აღმქუმელისა დედაჲ.
    9.     ამის გამო ქრისტჱ და იოვანე ნათლისმცემელი ტომნი არიან დედათა მათთაგან.
    10.     ვინაჲთ განკაცნა ქრისტჱ, ვიდრე მოგუთა მოსლვადმე – წელიწადი ორი და ოდეს ეგჳპტედ შთაიყვანჱს, ვიდრე ეროდჱს სიკუდიდმდე ძისა ანთიპატრჱსა – წელიწადი ორი.
    11.     და ვინაჲთგან მოიქცეს იოსებ და მარიამ და ქრისტჱ გალილეად და სიკუდიდმდე არქელაოზისა ძისა ეროდჱს – წელიწადი ცამეტი, წინა-დასცჳთეს ქრისტესა ქუაბსა მას შინა, სადა იშვა.
    12.     და იშვა იესუ მეფობასა ჰეროდჱსსა ოცდამეცამეტესა წელსა და მეორმეოცესა დღესა ტაძრად მიიყვანეს და მუნით გარჱს-გარჱ ნაზარეთა წარვიდეს და წელიწადისა მოქცევასა აღმოვიდიან იერუსალჱმდ, ვითარცა შჯულსა წერილ არს.
    13.     და აღმოიყვანა ელისაბედ წინამორბედი იოვანეცა მის თანა და აღასრულეს შჯული და წარვიდეს.
    14.     და მეორესა წელსა აღმოვიდეს იერუსალჱმდ და ბეთლემდ მივიდეს და თჳსთა ნათესავთა თანა-დაადგრჱს, სადა იყო დედაჲ იოვანჱსი ელისაბედ.
    15.     და მაშინღა მოვიდეს მოგუნი თაყუანისცემად.
    16.     და ეროდე მოკუდა ოცდამეჩუდმეტესა წელსა მეფობასა მისსა.
    17.     და არქელაოზ მეფობდა ცხრა წელ.
    18.     და იესუ იყო ცამეტის წლის ოდენ და იოვანე ნათლისმცემელი იყო ცამეტის წლის და ექუსის თვის ოდენ, ოდეს არქელაოზ მოკუდა და მეფობდა ძჱ მისი ეროდე, რომელსა ერქუა აგრიპა.
    19.     და მეფობასა მისსა მეთორმეტესა წელსა ოცდაათისა წლისამან ნათელ-იღო უფალმან იოვანჱსგან, რომელმან-იგი იცნა საშოსავე დედისა თჳსისისა და კრთომით აუწყებდა სიხარულსა მოსლვისა მისისასა.
    20.     და ქადაგებდა იესუ ერთ წელ და წინა არავინ აღუდგა, მეორესა ჰურიანი წინა-აღუდგეს მას, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი