მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეთვრამეტე

 

1.     38. თთუესა ივნისსა კდ. შობაჲ იოვანჱ ნათლისმცემელისაჲ.
    2.     ა. საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი, ჴსენებაჲ ელისაბეთისი
    3.     და იშვა იესუ ბეთლემს ჰურიასტანისას ორმეოცდამესამე წელსა აგჳსტოს კეისრისა.
    4.     და ეძიებდა მეფჱ იერუსალჱმისაჲ წარწყმედად.
    5.     მას ჟამსა მოიღო იოსებ ბრძანებაჲ ანგელოზისაგან – ზათო და მოელისა, რომელ გამოითარგმანების – ძალი ღმრთისა მაღლისაჲ, ვითარმედ: „წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ“, რომელი ყოცა ეგრე.
    6.     ხოლო იოსეფ წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და ივლტოდა ქუეყანად ეგჳპტედ.
    7.     და დაყო მუნ ათორმეტი თთუე კაცისა ვისთანამე ალფეაჲსა ღმრთისმოყუარისა.
    8.     ხოლო ჰეროდჱ ეძიებდა იესუს და არა პოვა იგი.
    9.     „განრისხნა ფრიად და უბრძანა მოწყუედაჲ ყრმათა ბჳთლემისათაჲ ორით წლითგან და უდარჱსი“.
    10.     მაშინ აღიქუა ელისაბეთ ძჱ თჳსი იოვანჱ და ივლტოდა მთად კერძო.
    11.     ხოლო ეროდე ეძიებდა იოვანესცა და არა პოვა იგი.
    12.     მაშინ მიავლინნა ჰეროდე მკლველნი ყრმათანი ზაქარიაჲსა, მამისა იოვანჱსა, და მიჰრქუა ესრჱთ: სადა არს ძჱ იგი შენი იოვანჱ?
    13.     ჰრქუა მათ ზაქარია: მე ესერა ვდგა მსახურებასა წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა, ხოლო ძჱ ჩემი სადა არს, მე არა ვიცი.
    14.     და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი ზაქარიაჲსა მეფე მას.
    15.     ხოლო იგი განრისხნა გულისწყრომითა და თქუა: აწ უკუე სამე მეფობდეს ძჱ იგი მისი ისრაჱლსა ზედა.
    16.     არამედ მოვედით მისა მერმეცა და გამოიწულილეთ კეთილად.
    17.     და უკუეთუ არა მოგცეს, ემთხჳენით მას.
    18.     ხოლო მსახურნი იგი მძლავრისანი მივიდეს ზაქარიასა და ჰრქუეს მას: სადა არს ძჱ იგი შენი?
    19.     მოგუეც ჩუენ ადრჱ, უკუეთუ არა მოგუცე ჩუენ იგი, ადრე დავსთხიოთ სისხლი შენი.
    20.     მაშინ ჰრქუა მათ ზაქარია: სისხლი სამე ჩემი დასთხიოთ ქუეყანასა ზედა, ხოლო სული ჩემი შეიწყროს უფალმან ცათა შინა.
    21.     და სცეს მასვე ღამესა წინაშე ბჭეთა მის ტაძრისათა.
    22.     ხოლო იგი მივიდა საკურთხეველად, იმუჴლნა და მუნ დასთხია სისხლი იგი თჳსი.
    23.     და დამტკნარდა სისხლი იგი მისი და იქმნა, ვითარცა ქვაჲ საწამებელად და დასარჩელად ჰროდესა.
    24.     ხოლო ხვალისაგან მოკრბა სიმრავლჱ იგი ერისა ტაძრად და ზაქარია არა გამოვიდა მსგავსად ჩუეულებისა მოკითხვად მათა.
    25.     დაყოვნებასა მას მისსა კადნიერ ვინმე იქმნა და შევიდა ტაძრად და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: ზარია მოიკლა.
    26.     და მაშინ წარდგა და იხილა სისხლი იგი დამტკნარებული, ხოლო გუამი მისი არა ჩნდა.
    27.     მაშინ გამოვიდა და უთხრა ერსა მას საქმე იგი და ეგლოვდა მას ყოველი ერი შჳდ დღე.
    28.     ხოლო სივლტოლასა მას ელისაფეთისსა მთად კერძო, რამეთუ დაეცა შიში დიდი ზედა და ჰგონებდა, რეცა თუ მდევართა მათგან ჰჰროდჱსთა შეპყრობილ არს, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: მთაო ღმრთისაო, დაიფარჱ დედაჲ შვილითურთ, რომელი უსამართლოდ ვიდევნები.
    29.     ხოლო ღმერთმან, კაცთმოყუარემან და ქველისმოქმედმან, რომელმან უწინარჱს თხოვისა განუმზადის და მოსცის, მოავლინა ანგელოზი თჳსი მთავარი და განაღო მთაჲ იგი და განუმზადა საყოფელი მართალთაჲ, და შევიდა მათ თანა, მთასა მას და დახჴშა გარჱმოჲს მთაჲ იგი.
    30.     და უბრძანა და გამოეცა წყალი ტკბილი და პური.
    31.     და მითა იზარდებოდა ელისაფეთ და იოვანჱ წოვდა ძუძუჲსაგან სძესა.
    32.     ხოლო ჰეროდეს ვითარცა ესმა, ვითარმედ ელისაბედ ივლტოდა უდაბნოდ, წარავლინნა მსახურნი ძიებად მისსა.
    33.     და მივიდეს ადგილსა, სადა განეღო მთაჲ იგი და დიდითა შრომითა ეძიებდეს მას და არა პოვეს, მოიქცჱს მუნვე ჰეროდეს.
    34.     და იყო მუნ იოჰანჱ ვითარ ორმეოც დღჱ ოდენ.
    35.     და მოვიდა უფალი ანგელოზითურთ ბეთლემს ჰურიასტანისასა და მივიდა ტაძრად ღმრთისა და უბრძანა ურიელ ანგელოზსა და მოიყვანჱს იოჰანჱ ღამჱ და მოვიდეს ურიცხჳთა ანგელოზითა ოთხნი ანგელოზთმთავარნი: მიქაელ და გაბრიელ, ჰურიელ და რაფაელ, რომელთა თანა იყო თჳთ უფალი.
    36.     და აღადგინა უფალმან გუამი იგი ზაქარიაჲსი მღდელისაჲ მის, რამეთუ შთაჰბერა მას სული ცხოველი და აღდგეს ყოველნი მსახურებად მისა.
    37.     და მაშინ უბრძანა უფალმან და გამოეცა სიწმიდეთა მათგან წყაროჲ უკუდავი და ნათელ-სცა უფალმან პირველად იოვანეს და მერმე მამასა მისსა ზაქარიას.
    38.     და ჴმა-ყვეს ანგელოზთმთავართა: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, რომელი ჰზი საყდართა ზედა დიდებისათა, რამეთუ ესე ბრძანებაჲ არს მამისაგან ნათლისა და ესე არს ბანაჲ ზეცისაჲ, მეორედ ზეგარდმო შობაჲ.
    39.     და მერმე თქუეს ყოველთა ამენი, და უბრძანა უფალმან ანგელოზთმთავართა და შემოსჱს გუამი ზაქარია მღდელისაჲ და დაჰმარხეს იგი მახლობელად ტაძარსა მას.
    40.     და მასვე ჟამსა შევიდა უფალი ეგჳპტედ ამბარეკითურთ და იოვანე ჰურიელითურთ უდაბნოდ, სადა იყო ელისაბედ.
    41.     და რამეთუ მწრაფლ იქმნა ერთსა ღამესა ესე ყოველი, რომელი ვთქუთ, და მასვე ღამესა იწყო იოჰანჱ სლვად და ხლდომად.
    42.     და იყო იოვანე ვითარ ცხრა თთჳს ოდენ.
    43.     და მაშინ ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან ელისაბეთს: განაყენე ყრმაჲ ეგე ძუძუჲსაგან და სძისა შენისა, რაჲთა არღარა წოვდეს.
    44.     არამედ იყავნ „საჭმელად მაგისა მკალი და თაფლი ველური“.
    45.     მკალი იგი, რომელ არს დანაკისკუდი, რამეთუ ზედა ნახეთქსა კლდისასა აღმოსცენდა დანაკისკუდი, სავსჱ ნაყოფითა, და ჟამსა ჭამისასა იოვანჱსა დადრკის ძჱ იგი.
    46.     თაფლ ველურ არს წყაროჲ იგი მცენარისა მისგან წყლისა, რამეთუ უნაყოფოსა ადგილსა ესევითარი სიტკბოებაჲ აღმოსცენდა – მისთჳს ეწოდა თაფლ ველურ.
    47.     და რაჟამს იყო იოვანე ათცამეტის თთჳს, ჰქრუა ანგელოზმან ელისაბედს: განვედ ამიერით, რამეთუ მოკუდა ჰეროდე.
    48.     და ესრევე სახედ მიეთხრა იოსებს – ეგჳპტედ.
    49.     და იყო მისლვასა მას ელისაბედისსა ანგელოზითურთ და იოვანჱთ უდაბნოჲსა მისგან მთისა, მოვიდა იოსებცა იესუჲს თანა ეგჳპტით.
    50.     და ოდეს ესმა იოსებს, რამეთუ არქელაოზ, ძჱ ჰეროდჱსი, მეფობს ნაცვალად მამისა თჳსისა, შეეშინა მას და ივლტოდა გალილეას.
    51.     და მივიდა იგი და დაემკჳდრა ნაზარეთს ქალაქსა.
    52.     ივლტოდა ელისაფეთცა და მივიდა მუნვე და შეიმთხჳნეს და მოიკითხნეს ურთიერთას ელისაბედ და მარიამ, იოვანჱ და იესუ.
    53.     ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წერილნი იგი პირველნი ყრმათა მათთჳს, რომელნი მოწყჳდნა ჰეროდე იესუჲსთჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა, მე და ყრმანი ჩემნი, რომელნი მომცნა მე უფალმან“.
    54.     და მერმე იტყჳს: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“.
    55.     და მერმე: „გალილეამან წარმართთამან – ერი, რომელი სხდა ბნელსა, ნათელი დიდი იხილეს“.
    56.     რამეთუ იოვანჱ მიეცა ხუთით თჳთ ანგელოზსა.
    57.     „და იყო იოვანჱსსა სამოსლად სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა“.
    58.     ამისთჳს რომელნი-იგი სოფლივ ვიდოდეს, დააყენნა იგინი საქმეთა მათთაგან.
    59.     და სხუაჲ სარტყელი და სამოსელი არა შეიმოსა, არამედ ვითარცა-იგი უფალსა ზეცითვე აქუნდა სამოსელი უკერველი.
    60.     და რაჟამს იყო ნეტარი იოვანჱ ათორმეტის წლის ოდენ, იპოვა არქელაოზ რომელსამე ბრალსა შინა და ივლტოდა იგი გალილეად.
    61.     და იყო ყოვლად, რავდენ მეფობდა არქელაოზ, ვითარ ცხრა წელ ოდენ.
    62.     და წარავლინეს მთავართა ისრაჱლისათა ეროდე ქალკიდონელი და ჰეროდე ოთხთა სამთავროთა მთავარი, რომელიცა დაჯდა მეფობდა იერუსალჱმს და ფილიპჱ, ძმაჲ მისი, და დევნეს მათ არქელაოზ.
    63.     და მისა შემდგომად დიდსა გულისთქუმასა შინა იყო ეროდე მეფჱ ეროდიაჲს მიმართ ფილიპჱს, ძმისა მისისა, ცოლისათჳს, და ცოდაცა მის თანა.
    64.     და მოიღეს წამალი ზოგად ორთავე და შეასუეს ფილიპჱს და მოკლჱს იგი და მიერითგან ცოლად შეირთო იგი ჰეროდე მეფემან.
    65.     მას ჟამსა წინა-აღუდგა იოვანჱ და ჰრქუა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, მეფე, ვითარმცა გესუა შენ ცოლად ცოლი ფილიპჱს, ძმისა შენისაჲ“.
    66.     ხოლო ჰეროდე შეიპყრა იგი მხილებისა მისთჳს და შესუა იგი საპყრობილესა და მისა შემდგომად გამოიყვანა იგი და განიკითხვიდა მას ანჯმნითა და ეტყოდა მას: შენ ვინ ხარ, რომელი მეფეთა განიკითხავ?
    67.     ანუ არა იცია, რამეთუ მეფეთა ზედა შჯული არა არს?
    68.     ხოლო იოვანჱ ჰრქუა მას: რად განრისხნები, ეროდეს, მხილებელო ჭეშმარიტებისაგან, არა იცია, რამეთუ მეფენი და დიდ-დიდნი და ძლიერნი ღმრთისაგან განშორებულ არიან?
    69.     და უბრძანა ეროდე ჯუარცუმაჲ მისი.
    70.     ხოლო იგი უფროჲს აყუედრებდა და ეტყოდა: მე დაღათუ სიკუდილსა მივეცე, არამედ უფროჲს და უაღრჱს ვჩნდე ყოველთასა, ხოლო შენ და ჰეროდია დაჰჴდეთ ქუესკნელთა თანა ქუეყანისათა.
    71.     მაშინ ფრიად დაწუხნა ეროდე, არამედ არავე უნდა მოკლვაჲ მისი, ხოლო ეროდია უფროჲს არა აცალებდა ეროდეს და შესუა იგი საპყრობილესავე.
    72.     და გულისხმა-ყო უფალმან იესუ ამის უწინარჱს, რამეთუ ვნებად მიეცემის იოვანე.
    73.     მოვიდა უფალი იესუ, რეცა თუ სხურებად და ნათელი მოიღო იოვანჱსგან, რომლისათჳსცა ჰკითხვიდა უფალი იესუ ჰურიათა მათ და ჰრქუა: „ნათლისცემაჲ იოვანჱსი ზეცით იყო, ანუ კაცთა მიერ“?
    74.     და ვერაჲ მიუგეს მას სიტყუაჲ, არამედ ჰრქუეს ესე: „არა უწყით“.
    75.     რამეთუ ვინაჲმცა უკუე შეუძლეს უწყებად მისი იგი ჴმაჲ სიწმიდისაჲ?
    76.     ხოლო იყვნეს უფალი იესუ და იოჰანჱ ოცდაათის წლის, რაჟამს ნათელ-იღო უფალმან იესუ იოვანჱსგან.
    77.     და რაჟამს ტაძრობისა პური ეყო ეროდჱს დღეთა შობისა მისისათაჲ, „როკვიდა ასული იგი ეროდიაჲსი წინაშე მისა და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი და ფიცით აღუთქუა მას ეროდე, რაჲთა ითხოვოს მისგან“.
    78.     მაშინ განლიგნებულმან ეროდია, ვითარცა ყრუმან და უტყუმან ასპიდმან, აბირა ასული იგი თჳსი, რაჲთამცა სთხოვა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ ლანკნასა ზედა.
    79.     და შევიდა ქალი იგი და ეტყოდა მეფესა მას მსგავსად სიტყუათა დედისათა.
    80.     „დაღათუ წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს თჳს და მეინაჴეთა უბრძანა მიცემად მას.
    81.     და წარავლინა ფროტონ ერისა კაცი და მოჰკუეთა თავი იოვანე ნათლისმცემელსა და მოათუა ეროდე მეფესა, და ეროდე მისცა ქალსა მას და მან მიართუა დედასა თჳსსა“ და მან მიიღო და მიუგდო ძაღლთა.
    82.     ხოლო ძაღლთა მათ თაყუანი-სცეს მას და ყოვლადვე არა მიეხნეს, არამედ სცვიდეს მას მყუვარ ჟამ.
    83.     მას ჟამსა ურიელ ანგელოზმან მოიყვანა ელისაბედი მოწაფეთა თანა იოვანჱსთა და ჰრქუა მას: დაჰმარხე ძჱ ეგე შენი მამისა თჳსისა თანა.
    84.     მაშინ მიუგო ელისაბედ და ჰრქუა: არა ვიცი, უფალო, საფლავი ქმრისა ჩემისაჲ.
    85.     მაშინ წარიყვანა მთავარანგელოზმან ელისაბედი და გუამიცა სანატრელისა იოვანჱსი.
    86.     „და მოწაფენი მისნი მოვიდის ტაძრად ღმრთისა და დამარხეს გუამი წმიდისა იოვანესი“ მახლობელად ზაქარიაჲსა, მამისა თჳსისა.
    87.     და მაშინ ჴმა იყო და თქუა: ნუ გეშინინ, ელისაბედ, რამეთუ აჰა ესერა ძიებად არს სისხლი მაგისი მკლველთაგან მისთა.
    88.     და იყო დღეთა ზამთრისათა, იმღეროდა ასული ეროდიაჲსი მახლობელად ჯურღმულსა, წყლითა სავსესა დაყინებულსა.
    89.     უძურა ფერჴთა მის ქალისათა და შთავარდა იგი ჯურღმულსა წყლითა სავსესა.
    90.     და დაითქა გუამი მის, ხოლო თავი ზე უჩნდა მყინვანრსა მას ზედა.
    91.     და მირბიოდეს მსახურნი იგი მისნი, რაჲთამცა აღმოიტაცეს იგი.
    92.     და ვითარ აღმოჰზიდეს მას, აღმოსთქდა თავი მისი.
    93.     მაშინ აღიღეს თავი მისი და მოართუეს ეროდიას.
    94.     ხოლო მან მიიღო და დაიდვა მუჴლთა თჳსთა ზედა და ტიროდა იგი მწარედ.
    95.     ხოლო სელმანა ეშმაკეულ იქმნა და ჰეროდიას დაეყვნეს თუალნი.
    96.     ხოლო ჰეროდე მეფჱ წყლითმანკიერ იქმნა და მატლთა შეჭამეს, და ესრჱთ წარვლო ამის ცხოვრებისაგან.
    97.     ხოლო გუამი მისი არა შეიწყნარა ქუეყანამან, არამედ შეჭამეს იგი მჴეცთა ქუეყანისათა და განჭრეს და მიმოდაყარეს მფრინველთა ცისათა.
    98.     ხოლო პირველი იგი ცოლი ეროდესი, რომელი დაუტევა ეროდიაჲსთჳს, მოვიდა, მოიღო საფასჱ დიდძალი და განუყო გლახაკთა და ევედრებოდა იგი ღმერთსა ძუალთა მათთჳს ჰეროდჱსთა, რაჲთამცა შეიწყნარა იგი ქუეყანამან.
    99.     ჵ სარჩელი სამართალი ღმრთისაჲ, რომელი მიეგო უფროჲს ყოველთა კაცთა!
    100.     ჵ დაფარული ზრახვაჲ და საშჯელი მართალთაჲ, რომელნი უსამართლოდ დაისაჯნეს!
    101.     ჵ წყალი მართალი უსამართლოჲსა სიკუდილისა შურისმეძიებელი და მკულელი უფროჲს მახჳლისა ორპირისა!
    102.     ესე ყოველი დავწერე მე, ერეპიოს, მოწაფისა მოწაფემან წმიდისა იოვანჱ ნათლისმცემელისამან.
    103.     და ყოველთა ძმათა და დათა, მორწმუნეთა წმიდისა სამებისათა, აღვასრულოთ საჴსენებელი წმიდისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისაჲ იოვანჱსი და ახლისა შჯულისა ქადაგისაჲ,
    104.     რომელმან-იგი „განმზადნა გზანა უფლისანი და წრფელ ყვნა ალაგნი ღმრთისა ჩუენისანი“ და აღასრულა სრბაჲ თჳსი თთუესა სურწყნისასა, მეშჳდესა დღესა, შაბათსა, რაჲთა ყოველნი ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი