მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეთექვსმეტე

 

1.     36. პოვნაჲ წმიდათა სამშჭუალთაჲ
    2.     ხოლო ნეტარი ელენე დედოფალი სავსჱ იყო ღმრთისა მიმართ საწმუნოებითა და იყო წადიერ საღმრთოთა წიგნთა კითხვად, ძუელთა და ახალთა აღთქუმათა გამოეძიებდა.
    3.     უფროჲსად შესძინა გულსმოდგინედ ძიებაჲ სამშჭუალთაჲ მათ ჯუარისათა, რომლითა უკეთურთა ჰურიათა მაცხოვარი შეჰმშჭუალეს.
    4.     მოუწოდა იუდას, რომელსა ეწოდა კჳრიაკოს და ჰრქუა მას: ძელისა მისთჳს ჯუარისა აღესრულა ჩემი წადილი, ხოლო რომელნი-იგი ჯუარისა მას ზედა დამშჭუალნეს სამშჭუალნი მათი, გულსა შინა მიც იჭჳ,
    5.     აწ არა დავსცხრე, ვიდრემდის მაგისიცა ნებაჲ აღმისრულოს მე ღმერთმან, და შენ შე-ღა-ვე-სძინე და ევედრე უფალსა მათთჳს.
    6.     ხოლო წმიდაჲ კჳრიაკოს ეპისკოპოსი მივიდა თხემისა ადგილსა და ერთბამად მის თანა ძმანი მრავალნი, რომელნი-იგი უფალსა იესუ ქრისტესა ესვიდეს ჯუარისა პოვნისათჳს, და მკუდარსა მას ზედა რომელ სასწაული იქმნა,
    7.     აღიხილნეს თუალნი თჳსნი ზეცად და ჴელნი ზჱ აღიპყრნეს, იცემდეს მკერდსა, ღაღადებდეს უფლისა მიმართ გულსმოდგინედ და აღიარებდეს პირველთა მათ უმეცრჱბათა თჳსთა და ჰნატრიდა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტჱსთა.
    8.     ხოლო ვითარ მყოვარ ჟამ გულსმოდგინედ ილოცვიდა, რაჲთამცა გამოუჩნდა ეგევითარი რაჲმე ნიში, ვითარცა ჯუარსა ზედა, ეგრეცა სამშჭუალთა.
    9.     და აღსრულებასა ოდენ ლოცვისასა, ვითარმცა თქუა ოდენ ამენ და იყო ესევითარი ნიში, რომელ-იგი ყოველთა მათ თანამდგომთა იხილეს:
    10.     ნათჱლი ელვარჱ ადგილსა მას გამობრწყინდა, სადაცა პატიოსანი ჯუარი იპოვა, რომელი ყოველთა შეუორგულებელად გურწმენა და ვთქუთ: აწ გჳცნობიეს, რომლისა მიმართცა გურწმენა.
    11.     და მეყსეულად გამოჩნდეს სამშჭუალნი იგი, რომელნი-იგი უფლისა იესუჲს ჴელთა და ფერჴთა დამშჭუალულ იყვნეს, უბრწყინვალჱს ოქროჲსა, ქუეყანასა ზედა.
    12.     მოიხუნა იგინი იუდა და მიართუნა ელჱნე დედოფალსა.
    13.     მაშინ მუჴლთმოდრეკით თაყუანის-სცა მათ დედოფალმან.
    14.     აღივსო სულითა წმიდითა დედოფალი იგი და გულსმოდგინედ სამშჭუალთა მათთჳს განიზრახვიდა, რაჲთამცა რაჲ ყვნა სამშჭუალნი იგი.
    15.     ხოლო შე-ვეღა-სძინა სიმართლისა გზაჲ გამოკულევად, და მადლმან სულისა წმიდისამან გულისხმა-უყო გონებასა მისა წინაჲსწარ მრავლით ჟამით უწყებული იგი.
    16.     მოუწოდა კაცსა ერთსა სარწმუნოსა და გონიერსა მჭედელსა, რომელი წინაჲსწარვე მართლად წოდებულ იყო მრავალთაგან, და ჰრქუა მას: დაჯედ აქა, წინაშე თუალთა ჩემთა და შექმნენ სამშჭუალნი შუვად აღჳრთა ჰუნისათჳს მეფისა,
    17.     რაჲთა იყოს ისრისა ჭურ ყოველთათჳს მტერთა ძლევად მის მიერ მეფჱ დასამშჳდებელად ბრძოლისა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელის მიერ: „და იყოს, მას დღესა შინა, რომელი აღჳრთა ზედა ცხენისათა იყოს, წმიდა უფლისა წოდებულ იყოს“.
    18.     ხოლო ღმრთისმოყუარჱ ჰჱლენე დედოფალი სარწმუნოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა განმტკიცებულ იყო იერუსალჱმს შინა.
    19.     ყოველივე აღასრულა, დევნულებით ჰურიანი განასხნა, რომელნი-იგი ურწმუნო იქმნნეს და განიდევნნეს ჰურიასტანით.
    20.     და ღმრთისმოყუარემან დედოფალმან ამცნო მამათა და დედათა აღსრულებად დღესასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა, მეათესა დღესა და რომელნი ჰყოფდეს დღესასწაულსა ჯუარისასა, ღირს იქმნენ ზეარ-ყოფად ნაწილსა მარიამისა.
    21.     და მადლი დიდი მოეცა წმიდასა მას ეპისკოპოსსა, რამეთუ ლოცვითა მისითა გუნდი ეშმაკთაჲ განასხა და სნეულნი განკურნნა.
    22.     ხოლო აღესრულების საჴსენებელი ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა ორსა და სამ წლისა ამაღლებისა შემდგომად სადიდებელად მამისა და ძისა, წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი