|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამეთხუთმეტე
1. 35. თთუესა მაისსა ზ. გამოჩინებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, რომელი ზეცით გამოუჩნდა კოსტანტინჱ მეფესა. 2. საკითხავი, თქუმული წმიდისა კჳრილჱ ეპისკოპოსისაჲ ი˜ჱმლისაჲ 3. მეშჳდესა სუფევასა კოსტანტინე მეფისა დიდისასა, თთუესა აპნი[სი]სასა შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ მდინარესა ზედა, რომელსა ჰრქჳან დანობი. 4. ეძიებდეს, რაჲთამცა წიაღ-მოჴდეს და წარტყუენეს ყოველი სოფელი აღმოსავალადმდე. 5. და აგრძნა მეფემან კონსტანტინე შეკრებაჲ იგი მათი ერთბამად. 6. შეკრიბა მუნცა ყოველი იგი ერი თჳსი და მივიდეს ერთ კერძო მდინარესა მას ზედა დანუბსა და დაადგინა ბანაკი იგი წიაღმოსავალსა მას წლისასა და დააყენებდა მათ. 7. ხოლო მრავალ დღეს დგომაჲ იყო მათი. 8. და შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ ურიცხჳ და ზედა-მოუვიდეს კოსტანტინეს, ხოლო მან ვითარცა იხილა ერი იგი, ზრუნვასა დიდსა და ურვასა შინა იყო და ეგულებოდა ხვალის დღჱ შემთხუევად ბრძულისა. 9. მას ღამესა იხილა თუალითა გამოჩინებული ჯუარი, საყდართა ზედა ბრწყინვალჱ, დაწერილი ესრე იყო განჩინებულად: მაგით ნიშითა სძლო. 10. გულსმოდგინედ გამოეძიებდა კოსტანტინჱ მეფჱ, რომლისა-მე ღმრთისაჲ არს ნიში ესე? 11. და ვითარცა აღდგა, შეძრწუნებულ იყო და შეეპყრა შიშსა დიდსა. 12. მოუწოდა მთავართა ტაძრისასა მისისათა და მეყსეულად გამოქმნა ხატი ჯუარისაჲ, ნიში, რომელი იხილა და უბრძანა წინაძღუანვაჲ ბრძოლასა მას. 13. და იყო ძრვაჲ და უფროჲსი ერისაჲ მის დაეცა და ნეშტი იგი დაიმორჩილა. 14. და მოიქცა ადგილად თჳსა დიდებითა და ძლევითა დიდითა. 15. და შემდგომად მცირედთა დღეთა უბრძანა მოწოდებაჲ ქურუმთა მათ კერპთაჲსა და უჩუენა მათ ნიში იგი და ჰკითხვიდა მათ, ვითარმედ: რომლისა ღმრთისაჲ არს ნიში ესე? 16. ხოლო მათ მიუგეს: ესე ნიში არა ქუეყანისა ღმერთთაჲ არს, რომელთა ჩუენ ვჰმსახურებთ, არამედ ესე ძალი ზეცისაჲ არს. 17. ეგე ნიში წარჰვალნ ზედა ბაგინსა, ყოველნი კერპნი დაეცნიან და შეიმუსრნიან და ბაგინი დაჰჴსნდის. 18. ხოლო ქრისტჱანენი რომელ ერთნეს ერსა მას მათ დღეთა შინა, ნაზარეველ ერქუმოდა და რომელნი-იგი მოუჴდეს მეფესა 19. და ჰრქუეს მას: ვევედრებით უფლებასა შენსა, ნიში ესე, რომელ იხილჱ, ზეცისაჲ არს იესუ ქრისტჱსი, ძისაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, რომელმან იხილა ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და არა უგულებელს-ყო, არამედ გარდამოჴდა სახიერებითა თჳსითა და აცხოვნნა ქმნულნი თჳსნი. 20. თჳსითა მით ვნებითა ჯუარისაჲთა შეგუწირნა ჩუენ ღმრთისა. 21. და ვითარცა გულისხმა-ყო ესე კოსტანტინე მეფემან, მოუწოდა ევსები ებისკოპოსსა ჰრომისასა და ისწავა მისგან და ჰრწმენა ჭეშმარიტად და ნათელი მოიღო მან და დედამან მისმან მრავალთა წინაშეთა მისთა. 22. მაშინღა დიდითა სიხარულითა და წადილითა წარავლინა დედაჲ თჳსი აღმოსავალად კერძო მოძიებად ჯუარისა ქრისტჱსისა და აღშენებად ადგილთა მათ. 23. და იყო მათ დღეთა, სუფევასა კოსტანტინე მეფისა დიდისა, ღმრთისმოყუარჱ ჰჱლენე დედოფალი, დედაჲ კოსტანტინჱსი, რომელმან კეთილად მოიძია სასოჲ ძელი, რომელსა ზედა მაცხოვარმან ჴელნი განიპყრნა, 24. გამოიწულილვიდა შრომით კაცობისა შთაცუმისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ჯუარსა ზედა ამაღლებასა და მკუდრეთით აღდგომასა და განმტკიცნა ღმრთისმოყუარჱ ჰჱლენე დედოფალი ფრიად და წურთილ იქმნა გონებისა და ისწრაფა უჴრწნელისა მის ნიჭისა გამოძიებად, 25. რამეთუ ესრჱსახედ პოვა პატიოსანი ჯუარი. 26. მათ ჟამთა შევიდა იერუსალჱმდ ელჱნე დედოფალი თთუესა მეორესა, ოცდარვასა თჳსასა, ერთბამად ერითა დიდითა და კრება ყო და ბრძანა ყოველთა ჰურიათაჲ ქალაქებსა და სოფლებსა ჰურიასტანისასა წარმოდგინებად წინაშე მისა. 27. რამეთუ იყო იერუსალჱმი მოოჴრებულ, და იპოვნეს ჰურიანი ვითარ სამ ათას ოდენ კაც, რომელთა მოუწოდა ელენე დედოფალმან და ჰრქუა: უწყი მე ღმრთისა წიგნთაგან, რამეთუ ნათესავნი მართალნი იყვენით და გყუარობდა თქუენ ღმერთი. 28. არამედ თქუენ ვერ გულისხმა-ჰყავთ და აგონეთ ნათელი ბნელ-ყოფად და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილად, და რომელსა ღმერთსა უნდა ჴსნაჲ ჩუენდა წყევისაგან, განთავისუფლებაჲ ჩუენი, 29. მან ნერწყუვითა ბილწებისაჲთა ჰნერწყუევდით, და რომელმან მკუდარნი აღადგინნა, გინდინ მკუდრად შერაცხაჲ მისი, აწ გეტყჳ თქუენ თავით თჳსით, რომელთა კეთილად იცოდიან რჩული. 30. ხოლო იგინი გამოვიდეს დედოფლისაგან შიშითა დიდითა და ყვეს ზრახვაჲ და პოვეს ათას კაც, რომელთა ჰგონებდეს მეცნიერად შჯულისა. 31. და ერთბამად მოვიდეს დედოფლისა და წამებდეს ათასისა მის კაცისათჳს, რამეთუ ესე არიან სწავლულნი რჩულისა. 32. ხოლო დედოფალმან მეორედ ჰკითხა მათ სიტყუაჲ და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი და გულისხმა-ყავთ თქუმული ესე: არა გასმია წმიდათა მათგან წინაწარმეტყუელთა, ვითარ ამცნეს მაცხოვრისაჲ, 33. რომლისაჲ მეგულების კითხვაჲ თქუენდა, რამეთუ ესაჲა ესრეთ თქუა, ვითარმედ: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა“, „რომლისა დედამან მამაკაცი არა იცის“. 34. მერმე მგალობელი დავით იტყჳს: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა“. 35. და მერმე ესაია ღაღადებს: „შვილ ვისხენ და აღვიზარდენ, ხოლო იგინი მეცრუვნეს მე“. 36. და მერმე იტყჳს: „იცნა ჴარმან მომგებელი და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო“. 37. უკუეთუ თქუენ იკითხავთ შჯულსა და ესე არა გულისხმა-გიყოფიეს, აწ ამის გამო ვბრძანო პყრობილობაჲ თქუენი სტრატიოტთაგან. 38. აწ მი-ღა-გიტევნე თქუენ ორ ჟამ ოდენ, რაჲთა გამოირჩინეთ, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულისა მეცნიერად. 39. ხოლო იგინი გამოვიდეს მიერ შიშითა დიდითა, გამოცადნეს და პოვნეს ორას ოდენ კაც, რომელ საგონებელ იყვნეს მეცნიერად შჯულისა, და მოვიდეს წინაშე დედოფლისა. 40. მიუგო დედოფალმან და ჰრქუა: ვინ არიან ესე? 41. მათ მიუგეს და ჰრქუეს: ესენი არიან, რომელთა კეთილად იციან შჯული. 42. ხოლო ნეტარმან ჰჱლენე დედოფალმან მიუგო სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ასწავებდა მათ და ჰრქუა: ჵ თქუენ, ცოფნო ჰურიანო ი˜ჱლნო, არა კმა-გეყო თქუენ ძუელი იგი სიბრმე მამათა თქუენთაჲ, რომელნი იტყოდეს იესუჲსა, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ არს? 43. რამეთუ აქუნდა მათ წიგნები წინაწარმეტყუელთაჲ და იკითხვიდეს. 44. ხოლო მათ მიუგეს: და ვევედრებით დედოფლებასა შენსა, ჩუენ მაქუსცა და ვიკითხავთცა, ხოლო ესე ვისთჳს არიან ესემლევანნი სიტყუანი, გამოგჳცხადე, გევედრები შენ, რაჲთა ჩუენცა გულისხმა-ვყოთ თქუმულთა მაგათ შენთა. 45. ხოლო მან ჰქრუა მათ: წარგუალეთ მარტოდ და გამოირჩიენით, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულისმეცნიერად. 46. და გამოვიდეს მიერ და თქუეს: რომლისა ჯერისათჳს გუაშრომებს დედოფალი ესე? 47. ხოლო ერთმან ვინმე მათგან ჰრქუა მათ, რომლისა სახელი იუდა: უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების, რომელსა ზედა იესუ ჯუარს-აცუეს მამათა ჩუენთა. 48. არამედ ეკრძალენით, ნუკუე აღ-ვინმე-იაროთ. 49. უკუეთუ არა, დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული შჯული, რამეთუ ზაქეოზ. 50. მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სჳმეონს და ჰრქუა: მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-აცუეს, გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემადმდე შენდა, 51. რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდენ, არამედ მათი მეფობაჲ იყოს, რომელნი ჯუარცუმულსა მას თავყანის-სცემდენ, რამეთუ იგი იყოს მეუფჱ უკუნისამდე – იესუ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ. 52. ხოლო მე ვარქუ მას: რად უკუე ჴელნი თქუენნი მიჰყვენით ეგევითარსა მას ზედა? 53. ხოლო მან მქრუა მე: შვილო ჩემო, უწყის უჴრწნელმან მან სახელმან მისმან, რამეთუ არასადა შევერთე შეკრებასა მათსა მისთჳს, არამედ ვაყენებდიცა მათ. 54. და მღდელთმოძღუართა ერისათა საჯეს ჯუარცუმაჲ მისი და ეგრე ჰგონებდეს, ვითარცა მოაკუდინეს იგი და გარდამოიღეს იგი ძელისა მისგან და დაჰფლეს. 55. ხოლო იგი მესამე დღესა აღდგა და გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა, რომლისა გამო ჰრწმენა ძმასა შენსა სტეფანეს, იწყო სწავლად ერსა შორის, და შეკრბეს ფარისეველნი სადუკეველითურთ და საჯეს მისი ქვითა განტჳნვაჲ. 56. ხოლო მე ვხედევდ სიკუდილსა შვილისა ჩემისასა და ვერ შეუძლე შუელად მისსა. 57. არცაღათუ შეჭუვნებულ რას ვიყავ, რამეთუ ვხედევდ ღმრთისათჳს ვნებასა. 58. ხოლო ვითარ აღმო-ოდენ-უტევებდა სულსა, ჴელნი მისნი აღიპყრნა ზეცად და თქუა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამას ბრალად“. 59. აწ უკუე ისმინე, შვილო ჩემო, და გასწავო შენ ქრისტჱსთჳს და მოწყალებისა მისისა, რამეთუ სავლჱცა, რომელ-იგი ტაძარსა წინაშე ჯდა და ტყავის მხეველი იყო, იგიცა სდევნიდა მორწმუნეთა მისთა, ვითარ-იგი აღადგინა ერი მრავალი ძმისა შენისა სტეფანესთჳს. 60. ხოლო ქველ-ქმნა მის ზედაცა ქრისტემან და ყო იგი ვითარცა ერთი დიდებულთაგანი. 61. და შენ, შვილო ჩემო, ნუსადა იტყჳ გმობასა მისთჳს, ნუცაღა მორწმუნეთა მისთათჳს, რაჲთა გაქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ. 62. ესე მამცნო მამამან ჩემმან სიმონ და ესე ყოველი გითხარ თქუენ? 63. აწ უკუეთუ გკითხოს ჯუარისათჳს, რაჲ გნებავს? 64. – ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ ესე არასადა გუესმინა, გარნა აწ შენგან ხოლო. 65. უკუეთუ ძიებაჲ იყო ნანდჳლვე, თუ ესრჱ არს, ადგილიცა იგი იცოდი. 66. ამას იტყოდეს ოდენ და მოიწინეს მწოდებელნი და ჰრქუეს: გიწესს თქუენ დედოფალი. 67. ხოლო იგინი წარდგეს, და ჰკითხვიდა მათ დედოფალი და არასადა უთხრეს მართალი. 68. და უბრძანა მათ ყოველთაჲ ცეცხლითა დაწუვაჲ. 69. ხოლო მათ შეეშინა და მისცეს მას იუდა და ჰრქუეს: ესე კაცი მართლისა წინაწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტად იცის. 70. გევედრებით შენ, დედოფალო, ნებაჲ გულისა შენისაჲ მაგისგან აღგესრულოს. 71. და ყოველთავე შჯული ყოველი შეაწამეს. 72. მაშინ უბრძანა მათ ყოველთა განტებაჲ, გარნა მარტოჲ იუდა ხოლო დაიყენა. 73. მოუწოდა დედოფალმან იუდას და ჰრქუა: ცხოვრებაჲ და სიკუდილი წინა გიც. 74. აწ რაჲ გნებავს: ცხოვრებაჲ ანუ სიკუდილი? 75. და ჰრქუა მას იუდა: და ვინ არს, რომელსამცა უდაბნოსა პური დაგებული წინა ედვა და იგი ქვასა ჭამდა? 76. ჰრქუა მას დედოფალმან: ეკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲ და ზეცისაჲცა, მითხარ მე, სადა დამალულ არს ჯუარი ქრისტჱსი, ხოლო იუდა ჰრქუა, ვითარმედ: წერილ არს საჴსენებელთა მისთჳს: აწ ორას წელ არს. 77. და ჩუენ ჭაპუკ ვართ, ვითარ შეუძლოთ ცნობად მაგისა? 78. ჰრქუა მას დედოფალმან: ვითარ შენსა წინა ნათესავი იყო და ბრძოლისა კუეთებაჲ იყო ელის ველსა ზედა, იგი ყოველნი იჴსენებიან და ადგილებიცა მათი და საფლავებიცა ჩანს. 79. იუდა ჰრქუა: წიგნითა სამე. 80. ხოლო ჩუენ არა გუაქუს აღწერილი მათთჳს. 81. ჰრქუა მას დედოფალმან: პირველად თავით თჳსით მცირედ ვიდრე არიან საჴსენებელნი. 82. იუდა ჰრქუა: გევედრები დედოფალო, შეგუვებით ვთქუ. 83. ჰრქუა მას დედოფალმან: მე მაქუს მაგისთჳს აღწერილი – ჴმაჲ იგი სახარებისაჲ, რომელსა-იგი ადგილსა ჯუარს-ეცუა. 84. გარნა მიჩუნე ადგილი იგი, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი. 85. და მე ჩემითა ჴელმწიფობითა ვბრძანო და დავთხარო ქუეყანაჲ იგი მის ადგილისაჲ და, ვინ უწყის, ვპოო, რაჲ-იგი მე მნებავს. 86. ჰრქუა მას იუდა: არცა ადგილი იგი ვიცი, არცა მაშინ ყოფილ სადა ვარ. 87. ჰრქუა მას დედოფალმან: მოგაყმო შენ, უკუეთუ არა აღმიარო. 88. და ვითარცა ესე სიტყუაჲ ჰრქუა, უბრძანა მისი შთაგდებაჲ ჯურღმულსა ჴმელსა და უბრძანა მისი შჳდ დღე უზმით ჯდომაჲ. 89. და მეშჳდესა დღესა ღაღატ-ყო და თქუა: აღმიყვანეთ და გიჩუენო ადგილი იგი ჯუარისა მის ქრისტჱსისაჲ. 90. და ვითარცა აღმოჴდა ჯურღმულისა მისგან, მოვიდა ადგილსა მას, – და არცაღა იუდა იცოდა ჭეშმარიტებად ადგილი იგი, – აღიღო ჴმაჲ ებრაელებრითა სიტყჳთა და თქუა ესრჱთ: მეაკრა აკრაბი მელაქფისონ ადონა აბრიდონ ელაბეთ დოთა ქოზიაფე ეფათუ ბარუვე. 91. ხოლო თარგმანებით ესე არს: ღმერთო, რომელი ზი ეტლითა ზედა ქერაბინთასა და იგინი ფრინვენ ჰეართა შინა სრბით ნათელსა მას განუზომელსა, სადა თანაწარსლვად ნათესავთა კაცთასა ვერ ჴელეწიფების, რამეთუ შენ შეჰქმნენ იგინი შენდა სამსახურრებელად. 92. ექუსნი მჴეცნი ექუს-ექუს ფრთენი, რომელ ოთხთა მათ უტურთავ, ფრინვენ და გმსახურებენ ჴმითა დაუდომებელითა და იტყჳან: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ“ შენ, უფალო, წოდებულ არიან იგინი სერაბინად. 93. ხოლო ურნი იგი, რომელ დაადგინენ სამოთხესა დაცვად ხისა მის ცხორებისაჲსა, წოდებულ არიან იგინი ქერობინად. 94. შენ უფლებ ყოველთა ზედა, რამეთუ ქმნულნი შენნი ვართ. 95. რომელმან უღირსნი იგი ანგელოზნი სიღრმესა მას სატანჯველისასა მისცენ, და იგინი ქუესკნელთა მათ უფსკრულთა ვეშაპთაგან იგუემებიან და შენსა ბრძანებასა სიტყჳს მიგებად ვერ შემძლებელ არიან. 96. აწ, უფალო, შენითა ნებითა არს სუფევაჲ ძისა მარიამისი, რომელი გამოვიდა შენგან, და თუმცა არა შენგან იყო, არამცა აღადგინე იგი მკუდრეთით, აწ ყავ სასწაულ კეთილ, დიდებული ესე და შუენიერი. 97. ვითარცა ისმინჱ ბარაკიელისა მის შენისა მოსჱსი და უჩუენენ ძუალნი იოსებისნი, ეგრეცა აწ, თუ გნებავთ, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარულ იგი საფასჱ და ყავ ადგილსა ამას კუამლი სულნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱს მიერ, რამეთუ იგი არს მეუფჱ იესუ ქრისტჱ უკუნისამდე. ამენ. 98. და ვითარცა ლოცვაჲ ესე დაასრულა იუდა, შეიძრა ადგილი იგი და დიდძალი კუამლი სულნელებისაჲ აღმოვიდოდა ადგილსა მას. 99. ხოლო იუდას დაუკჳრდა ფრიად, ჴელნი შეიტყუელნა და თქუა: ჭეშმარიტად, ქრისტჱ, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ. 100. გმადლობ შენ, ქრისტჱ, რამეთუ მეცა არაღირსი ესე არავე ჴუებულ მყავ შენისაგან მადლისა. 101. გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტჱ, ნუ მოიჴსენებ უკეთურებათა მონისა შენისათა, არამედ უგულებელსყვენ შეცოდებანი ჩემნი და თანა-შემრაცხჱ მე ძმასა ჩემსა სტეფანეს, რომელი-იგი ჴსენებულ არს საქმესა მას ათორმეტთა მოციქულთასა. 102. და ვითარცა ესე თქუა, მი-ხოლო-იღო სათხრული, შეირტყა სარტყელი, ვითარმცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან და იწყო თხრად. 103. ვითარცა მოთხარა ოცჯერ ოდენ მოსათხრელ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი, აღმოიხუნა და შეიხუნა იგინი ქალაქად. 104. მაშინ ჰკითხვიდა ღმრთისმოყუარჱ იგი ჰჱლენე დედოფალი: რომელი არს ჯუარი ქრისტჱსი? 105. უწყი, რამეთუ ესე ორნი ავაზაკთანი არიან. 106. მაშინ მოიხუნეს და დასხნეს საშოვალ ქალაქსა და მოელოდეს დიდებასა ღმრთისასა. 107. მეცხრესა ოდენ ჟამსა მოაქუნდა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა ჭაპუკი მკუდარი. 108. ვითარცა იხილა იუდა, განმხიარულდა და ჰრქუა დედოფალსა: აწ სცნა, დედოფალო, ძელი იგი საწადელი და ჯუარი იგი ქრისტჱსი. 109. მაშინ დადგმად სცა ცხედარი, რომელსა ზედა იდვა მკუდარი და დასდებდეს და თითოეულად ჯუარსა მკუდარსა მას ზედა. 110. და ვითარცა მიიწია მესამესა მას ჯუარსა, აღიღო და დასდვა მკუდარსა მას ზედა. 111. და მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი ყრმაჲ. 112. მაშინ განრისხნა ეშმაკი, ღაღატ-ყო და თქუა: ვინ არს ესე, რომელი არა მიფლობს მოღებად სულთა მათ, რომელნი ჩემნი არიან? 113. ჵ იესუ ნაზარეველო, ყოველნივე შენდა მიიზიდენ და რაჲსაღა ჯუარი იგი შენი კუალად ჩემთჳს გამოაჩინე? 114. ჵ იუდა, რაჲ ესე ჰყავ? 115. პირველისა მის იუდაჲს მიერ ერი ვაცოდვე და აწ ამის იუდაჲს მიერ ვიდევნები. 116. აწ ვპოვი მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: აღვადგინო სხუაჲ მეფე, რომელმან უვარ-ყოფად გცეს შენ ჯუარცმული და ჩემსა ნებასა იქმოდის. 117. ხოლო იუდა შეჰრისხნა ეშმაკსა მას და ჰრქუა: ქრისტემან, რომელმან მკუდარი აღადგინნა, შეჩუენებულ გყავნ სიღრმესა ცეცხლისასა. 118. და ესმა ესე ჰელენე დედოფალსა, დაუკვირდა ფრიად ძალი იგი ღმრთისაჲ და სარწმუნოებაჲ იუდაჲსი და დიდითა პატივითა და კრძალულებითა დაჰკრძალა პატიოსანი ჯუარი. 119. ოქროჲთა და ანთრაკითა შელესა იგი და შექმნა ლუსკუმაჲ ვეცხლისაჲ და დაჰკრძალა იგი მას შინა. 120. და ეკლჱსიაჲ აღაშენა მას ზედა გოლგოთასა, რომელსა ჰრქჳან თხემის ადგილი. 121. და უბრძანა ეპისკოპოსსა ჰრომისასა მოსლვად და მისცა იუდას ბეჭედი ქრისტჱსი და უწოდა მას სახელი კჳრიაკოს და დაადგინა იგი ეპისკოპოსად იერუსალჱმს. 122. მაშინ უბრძანა განსხმაჲ ჰურიათაჲ, რავდენნი-იგი ურწმუნო იქმნნეს, და განიდევნნეს ჰურიასტანით ბრძანებითა დედ˜ფლისაჲთა. 123. და ჰჱლენე დედოფალმან მისცა ფასი დიდძალი ღმრთისმოყუარესა მას ეპისკოპოსსა კჳრიაკოსს სამსახურებელად გლახაკთათჳს და სადიდებელად ღმრთისა.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|