მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეცამეტე

 

1.     33. დ. საკითხავი, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ათანასჱ მთავარეპისკოპოსისაჲ ალექსანდრიელისაჲ, დღისა მისთჳს მეერგასისა და მოსლვისათჳს სულისა წმიდისა
    2.     მადლმან, რომელმან განუყვნა დღეს ენანი, არა უტევებს შიშად სიმკოდვესა ენისასა, რომელმან ყვნა უცებნი მოძღუარ ყოვლისა სოფლისა, რომელმან წარავლინნა მონადირენი თევზისანი ბრძენნი მხილებად ყოველთა ბრძენთა ქუეყანისათა.
    3.     ვინაჲ სიმრავლჱ კრებულთაჲ, რომელნი სნეულ იყვნეს კერპთა გონებისაგან, მოისწრაფეს შუენიერებასა სარწმუნოებისასა?
    4.     ვინაჲ აგრძნეს მონებაჲ ეშმაკთა მრავალ უფალთაჲ?
    5.     ვინაჲ რიცხჳ მცირეთა მოწაფეთაჲ მძლე ექმნების გუნდსა ეშმაკთასა და კაცთასა, არა თუმცა შეიჭურნეს მადლითა ცეცხლისაჲთა?
    6.     დღეს აღმოდუღნა წყარონი მადლისანი, ვითარცა ცეცხლისანი და ალი რბის და მიჰფენს ჰაერსა ნელსა სული ესე მადლისაჲ.
    7.     ახარა ქრისტემან მოწაფეთა და ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ მამამან“.
    8.     რამეთუ აღსლვაჲ უფლისაჲ ცად თავსმდებ მექმნა ჩუენ მოსლვისა სულისასა და ჯერ-არს მათდა, რომელთა შეწირეს ძჱ, შეწყნარებად სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წარუსწროს სწავლამან ცნობისა ღმრთისამან გზასა სრულსა.
    9.     ძემან, რაჟამს მიიღო ბუნებაჲ კაცობრივი და თავს-იდვა ხატი მონებისაჲ შემოსად, ყვნა კაცნი განმზადებულ შეწყნარებად სულისა წმიდისა.
    10.     „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა მიმართ, არამედ ვერ ძალ-გიც აწ.
    11.     ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ყოველსა ჭეშმარიტებასა“.
    12.     მოვიდეს შემდგომად ჩემსა, რომელი ჩემებრი არს ჴელმწიფებითა.
    13.     მოვიდეთ თქუენდა მამისა მიერ, რომელი სწორი არს არსებითა მამისა.
    14.     და რომელი-იგი ახარა სიტყჳთა, იცნეს ესე საქმით და რომელთა შეიწყნარეს აღთქუმანი, გამოცდილებასა მისსა მოელოდეს.
    15.     და ვითარცა აღესრულნეს ერგასისნი დღენი შემდგომად აღმაღლებისა, მცირედთა დღეთა იყო მოსლვაჲ სულისაჲ და აღთქუმამან მჴსნელისამან საქმით სრულებაჲ მოიღო,
    16.     რამეთუ კრებული მოციქულთაჲ ესვიდა აღთქუმასა ქრისტჱსსა, ვითარცა სიმტკიცესა შეურყვნელსა და მოელოდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა.
    17.     და მოვიდა დღე იგი მეერგასისჱ მწრაფლ, რაჟამს სრულ იქმნა მოქცევაჲ შჳდთა კჳრიაკეთაჲ, ვითარცა ბრძანებს შჯული, რომელი არს საზღვარი დღესასწაულისაჲ.
    18.     მაშინ იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, და არა ჴორციელად, ვითარცა ძჱ, და არცა ხატითა კაცობრივითა გამოჩნდა და არცა მსგავსებითა ტრედისაჲთა ეჩუენა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარცა წყალთა მათ ზედა იორდანისათა.
    19.     რამეთუ ბუნებაჲ უფლისაჲ, ვითარცა ჰნებავს, ეგრჱცა გამოჩნდის.
    20.     და საყჳრმან საშინელმან მაღლით ღაღად-ყო და მით ჴმითა მძლჱ ექმნა ყოველსა ჴმასა სასმენელსა და ალი იგი ფრინვიდა და შობდა ენათა ცეცხლისათა, განყოფაჲ ცეცხლისაჲ იქმნა დედა ენათა.
    21.     და „ენანი ცეცხლისანი დაადგრეს თავსა მოციქულთასა“ და ესრჱთ იყო აღძრვაჲ.
    22.     და რაჲსათჳს გამოირჩია დღჱ ესე და დაუტევნა დღენი სხუანი?
    23.     არა არს ესე უმიზეზო. არა მოვიდა წრაფით პირველ დღესასწაული, არცა შემდგომად წარსლვისა დღისა მის იყო მოსლვაჲ მისი.
    24.     რაჲსათჳს არს ჰურიათაჲ სამი დღჱ შეკრებისაჲ?
    25.     პირველი პასექისაჲ, რომელსა შინა კრავსა დაჰკლვედ, და ჭეშმარიტი იგი კრავი ვერ იცნეს, არამედ პატივ-სცემენ სახესა და მიზეზმყოველსა სახისასა ჰგმობენ, თაყუანის-სცემენ აჩრდილსა ღმრთისასა და მოსლვასა შენსა უვარ-ჰყოფენ.
    26.     და მეორჱ შემდგომი მისი მეერგასისჱ, რომელსა სახელი მიეღო რიცხჳთა ჟამისაჲთა და ამათ თანა აღმართებაჲ კარვისაჲ და იგი ემსგავსების უდაბნოსა.
    27.     ესე დღჱსასწაულნი დაპატიჟებითა შჯულისაჲთა შეჰკრებდეს ჰურიათა ქალაქსა ერთსა.
    28.     არამედ პირველსა ჯუარი დაენერგა და ვნებაჲ სრულ იქმნა და მხედველ ამათსა ყო ყოველი ჰურიათაჲ.
    29.     ხოლო საკჳრველებაჲ აღდგომისაჲ არა ცნეს ნებითა მათითა და უვარ-ჰყოფენ და ტყუვიან.
    30.     ხოლო შემდგომად დღესასწაულისა, რომელსა შინა ყოველი ნათესავი ჰურიათაჲ მასვე ადგილსა შეკრბის შჯულისა მიერ ბრძანებითა, მას ჟამსა განეფინა მადლი მოწაფეთა ზედა, რაჲთა მოაქცინეს თუალნი ყოველთანი და ყურნი,
    31.     რაჲთა ოდეს გარდამოჴდეს ნიჭი იგი ქრისტჱსი მოწაფეთა ზედა, წამოს მისთჳს, რომელი აღდგა და რომელნი უვარ-ჰყოფენ აღდგომასა ქრისტჱსსა მკუდრეთით,
    32.     იხილონ რამეთუ განუყოფს ნიჭთა მისთა ზეცით და რომელთა დაბეჭდეს საფლავსა, უჩუენებს მაღლით საკჳრველებათა, და ოხრაჲ ქუხილისაჲ და ცეცხლი ზეცით – საქმჱ სულისაჲ, იქცეოდა ხილვაჲ საკჳრველი – ალი მგზნებარჱ, და იგი მოასწავებს მოსლვასა სულისასა.
    33.     და ესრჱთვე პირველად მთასა სინასა ალი იგი აღატყდებოდა და მოსე შორის ცეცხლსა აუწყებდა მოცემასა შჯულისასა.
    34.     არამედ აწ ალი ცეცხლისაჲ განყოფილ თავსა ზედა მოწაფეთასა.
    35.     რამეთუ რომელმან აღძრა მოსჱ, მაშინ მიცემად შჯულისა ჰურიათა, მანვე ცხოვრებისათჳს წარმართთაჲსა ყვნა ენანი მოციქულთანი პოლოტიკ.
    36.     ამისთჳს საკჳრველებაჲ ძუელი შეერია საკჳრველებასა ახალსა.
    37.     და კუალად შუვამდგომელ იყო ცეცხლი, რაჲთა ჰრწმენეს მუნ მყოფთა, ვითარმედ: ესე იგი ღმერთი არს.
    38.     და ამათ თანა იქმნა ალი იგი ენათა განმყოფელ, რაჲთა ყვნეს იგინი, რომელთა შეიწყნარეს მოძღურად სოფლისაგან სწავლულნი ცეცხლითა.
    39.     იყო პირველ ერთი ენაჲ და ერთი ჴმაჲ ყოველთაჲ და კადნიერებაჲ გოდლისაჲ საქმედ, პირველი განჰყოფს მათ, და შემოიღო შერევაჲ ენათაჲ, რაჲთა განაქარვოს ბრძოლაჲ ზეცისაჲ და ენანი მრავალნი აღიძრნეს და სცემდეს აერსა ჴმითა და სმენაჲ ერთი არა იპოებოდა მიდრეკილი სასობად.
    40.     და რაჟამს განიყვნეს ენანი, განიყვნეს გონებანიცა.
    41.     ენანი დაჰჴსნდეს და ჴელნი შეეკრნეს.
    42.     ხოლო აწ ენანი, რომელ განიყვნეს, მაშინ შეკრბეს ენასა შინა თითოეულსა მათგანისასა, რაჲთა განავრცნეს საღზღვარი სწავლისაჲ და იყვნენ გზა მრავალ შჯულისა.
    43.     ჵ საკჳრველნი დიდნი! მოციქული ზრახავნ და ჰინდოჲ ისწავებინ, ებრაელი იტყჳნ და ბარბაროზი განბრძნდებინ.
    44.     მადლი ზრახავნ და სმენაჲ თქუმასა მას შეიწყნარებნ.
    45.     გულთა იციან ჴმაჲ და ეთიოპელთა ენაჲ თჳსი ესმოდა.
    46.     სპარსნი განკჳრდიან მათგან, რომელნი ზრახვედ, ნათესავნი ბარბაროზთანი ერთისა ენისაგან ირწყვებოდეს.
    47.     რავდენ ბუნებაჲ განდიდნის ნათესავთა შორის, ეგოდენ მადლი განმრავლდის ენათა შინა.
    48.     და ბუნებაჲ ცეცხლისაჲ ოდეს განიყვნის, განამრავლნის საქმენი კეთილნი.
    49.     ესრაჱთვე სიმდიდრე მადლისაჲ ოდეს განმრავლდის, განამრავლნა ნიჭნი, რამეთუ სანთელმან ერთმან აღათნის მრავალნი სანთელნი და იგი ყოველნი აღივსნიან ნათლითა და მას არაჲ მოაკლდის.
    50.     ესრაჱთვე მადლი სულისაჲ სხუათაგან სხუათა ზედა მოვიდის და აღივსნის იგინი და პირველთა მათ არაჲ მოაკლდის.
    51.     პირველად მოვიდა მადლი მოციქულთა ზედა და მოიწია, ვითარცა კიდესა ქუეყანისასა და მათ მიერ გზა-ყო მორწმუნეთა მიმართ და კრებული აღივსო და აღმოდუღილი მადლისაჲ არა დამცირდა.
    52.     ცეცხლისა მადლი იქცეოდა და ყვნა ჭურ ენანი მრავალნი.
    53.     მოწაფე ერთი ზრახავნ ყოველთა ენათა, ცნიან სწავლაჲ და იყო მუნ თეატრონი საკჳრველი და მსმენელნი ნათესავნთა განმყოფელნი.
    54.     და არა დააკლდებოდა მათ ენაჲ მოციქულებისაჲ დაჯერებად თითოეული მათი სიტყჳთა და ვითარცა საღებავი, შეიწყნარის შეხებაჲ ცეცხლისაჲ და ჴმითა მიითუალის სწავლულებაჲ თჳნიერ ჟამისა და სარწმუნოებაჲ ესწავა.
    55.     მადლი საკჳრველი იქმნა და ღმერთი იცნობა, ჰურიაჲ იკიცხევის და სახელ-სდებს საკჳრველსა სიმთრვალედ.
    56.     და საქმედ ტკბილისა უწოდეს საიდუმლოსა მადლისასა და თქუეს: „ტკბილითა განსავსჱ არიან“.
    57.     ჵ სიბოროტჱ გობენისაჲ ჰურიათაჲსა, რომელი აღიზარდა მათ თანა.
    58.     გულისხმა-ყავ ჟამისა მისთჳს, ჰურიაო, და ენაჲ ეგე შენ მგმობარი დაამოკლჱ.
    59.     სადა არს ტკბილი? და ზაფხული აღმოსრულ არს და არა აწყა არს, ვითარ შესაძლებელ არს აქა ჴსენებაჲ ტკბილისაჲ?
    60.     გულისხმა-ყავ ჟამი და აღჳრ-ასხენ ენასა.
    61.     და რაჲ პეტრე წარმოჩინებული სულითა და აღმომდუღარჱ მადლითა შეიჭურნა ენითა ცეცხლისაჲთა და მიეფინა ენათა ზედა მგმობართასა და სიტყუა-უგო ენათა
    62.     და თქუა: „არა ვითარ თქუენ გგონიეს, ამათ სთრავს, არამედ ესე არს თქუმული წინაწარმეტყუელისა მიერ: მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა“.
    63.     იხილეთ თქუმული და ისწავეთ სრულებაჲ, უსწრო ენამან წინაწარმეტყუელისამან ენათა სულისა მიერ მადლისათა.
    64.     ევედრენით, რაჲთა მოვიდეს ჩუენ ზედა ნაწუეთი, რაჲთა დავიცვეთ ჴსენებაჲ საკჳრველებათაჲ და მოვისთულოთ სარგებელი მადლისაჲ.
    65.     რამეთუ ნიჭი ადვილი არს, უკუეთუ პოვოს გულსმოდგინებაჲ, რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა, ყოველთა თანა მისა დიდებაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი