მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეთორმეტე

 

1.     32. გ. საკითხავი თქუმული წმიდისა სებერიანე გაბალოვნელ ეპისკოპოსისაჲ მარტჳლისათჳს
    2.     დღჱ ესე მარტჳლიისაჲ დღჱ არს სიხარულისაჲ მრავალსადიდებელი, დღჱ არს დღესასწაულისაჲ თავთა დღესასწაულთაჲ, რომელ არს ერთი სამთა მათ დღესასწაულთაგანი ბრწყინვალეთაჲ, რომელი წერილ არს ძუელსა შჯულსა და ახალსა, რომელსა შინა ქრისტჱ იქადაგების.
    3.     ამას დღესა მეერგასესა მოეცა ძუელი იგი მცნებაჲ მოსეს მთასა მას ზედა სინასა.
    4.     და ამასვე დღესა მოეცა მცნებაჲ ახალი მოწაფეთა სიონს შინა.
    5.     ამას დღესა მოიხუნა მოსჱ წინაწარმეტყუელმან ფიცარნი იგი ქვისანი მთასა ზედა სინასა და მასვე დღესა შეიწყნარა კრებულმან მოციქულთამან მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ნაცვალად ფიცართ მათ ქვისათა იყო,
    6.     რომელნი მოეცნეს მოსჱს და ესრჱთ მიუწერეს კურინთელთა მათ: „წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ დაწერილ არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“, რომელ გამოიხატის სულისა წმიდისა მიერ.
    7.     და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა გამოვიძიოთ, უკუეთუ ამას დღესა მერგასესა მოეცა შჯული, რამეთუ არა წერილ არს გამოჩინებით წიგნსა მას დაბადებისასა, ვითარმედ მერგასესა დღესა მოეცა შჯული.,
    8.     არამედ რომელნი გამოეძიებენ წიგნთა ზედა მიწევნით საუნჯითა მეცნიერებისაჲთა, სულიერად გულისხმა-ჰყოფენ.
    9.     იხილჱ აწ, საყუარელო, და ცან, რაჲ-იგი თქუა მოსჱ, ვითარმედ: „თთუესა მესამესა გამოსლვითგან ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით, ჰრქუა მას ღმერთმან: გარდავედ და განაკრძალჱ ერი, რაჲთა განწმიდნენ დღჱ და ხვალჱ და მესამესა დღესა თთუესა მის მესამისასა გამოვეცხადო მათ“.
    10.     გულისხმა-ყავთ აწ, რამეთუ თთუესა პირველსა, ათოთხმეტსა იყო გამოსლვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ეგჳპტით.
    11.     აწ უკუე იპყარ აჩჳდმეტი მის თთჳსაჲ და იპყარ მეორისა მის თთჳსაჲ ოცდაათი და სამი დღჱ და მესამისა მის თთჳსაჲ, ვითარ-იგი ჰქრუა უფალმან მოსჱს: ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, რაჲთა განიწმიდნენ დღეს და ხვალჱ და მესამე დღესა გამოვეცხადო მათ.
    12.     და მით გამოაჩინა, ვითარმედ მერგასესა დღესასა დაკლვითგან პასექისაჲთ, რომელ არს აღვსებაჲ, მათ გამოეცხადა უფალი მთასა ზედა სინასა.
    13.     და ესრჱთვე, განსრულებასა მეერგასისა დღისა.
    14.     გამოეცხადა სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი თქუა ლუკა წიგნსა შინა მოციქულთასა: „და იყო აღსრულებასა დღისა მის მერგასსა“.
    15.     აწ უკუე იხილჱ მეერთებაჲ ახლისაჲ ამის ძუელსა მას და ვითარ-იგი, რაჟამს გამოეცხადნა უფალი მთასა ზედა სინასა, იყვნეს საშინელებანი დიდ-დიდნი, ღრუბელნი და ელვაჲ, ქუხილი და ძრვაჲ მთასა მას ზედა, რაჲთამცა შეაშინა ერი იგი.
    16.     ესრჱთვე აქა არა ფარულად იყო მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, რაჲთა არა უცნაურ იყო მოსლვაჲ მისი და შეურაცხ და აგონონ ნაწილი მისი მცირე და უნდო, არამედ რაჲთა გულისხმა-ყონ ძალი მისი და დიდებაჲ, რაჟამს მოვიდეს იგი ძლიერებითა და საშინელებითა.
    17.     ისმინე, რასა იტყჳს ლუკა: „და იყო აღსრულებასა დღისა მის მერგასისა ოხრაჲ ზეცით, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ.
    18.     და აღივსო ყოველი იგი სახლი, რომელსა შინა სხდეს და უჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი“.
    19.     და რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ განყოფანი, არა თუ შანთი სულისა წმიდისაჲ განუყო, არამედ მან განუყო მადლი ნიჭთა მისთაჲ, ვითარცა თქუა პავლჱ: „ესე ყოველი მოცემულ არს ერთისა სულისა მიერ, განუყოფს თითოეულად ნებისაებრ თჳსისა“.
    20.     თქუა: განუყოფელ და არა თქუა: განიყოფვის.
    21.     და თქუა: ვითარცა ჰნებავს.
    22.     და არა თქუა: ბრძანებისაებრ განუყოფს, რამეთუ თჳთმფლობელ არს და ჴელმწიფჱ და ჰრქჳან მას სული წმიდაჲ.
    23.     და ნუგეშინისმცემელი არს კაცთაჲ და არა ვითარცა მონაჲ, არამედ ვითარცა მეუფჱ და ღმერთი.
    24.     და ესე სიტყუაჲ ნუგეშინისცემისაჲ მეძიებელად გამოითქუმის, რამეთუ ღმრთისათჳსცა წერილ არს, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული ქრისტჱსთჳს: დაემორჩილენით, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩემ მიერ.
    25.     ისმინე, რასა იტყჳს ესაია იერუსალჱმსა: გულპყრობილ იყავ იერუსალჱმდ, რამეთუ ნუგეშინის-გცეს შენ მან, რომელმან გიწოდა შენ სახელი ესე.
    26.     და აჰა ესერა, აქა დაამტკიცნა, ვითარმედ ღმერთსაცა ეწოდების ნუგეშინისმცემელ.
    27.     და კუალად თქუა მანვე ძისათჳს: „სული ღმრთისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე და მომავლინა მახარებელად გლახაკთა და ნუგეშინისმცემელად ყოველთა მწუხარეთა“.
    28.     და კუალად მჴსნელსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უნდა, რაჲთა უჩუენოს დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ და თქუა: რაჟამს მოვიდეს სული იგი ნუგეშინისმცემელი, მან გითხრას თქუენ ყოველი.
    29.     და კუალად თქუა: „რომელმან გმოს სული წმიდაჲ, არა აქუს მას შენდობაჲ არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“.
    30.     და კუალად უნდა მჴსნელსა ჩუენსა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ სული წმიდაჲ სწორ არს მისა დიდებითა, თქუა: „ოდეს წარვიდე მე, სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინო თქუენ“.
    31.     გულისხმა-ყავ აწ სიტყუაჲ ესე, რამეთუ რაჟამს-იგი თქუა, სხუაჲ ამით მოასწავა, ვითარმედ იგი ერთ არს და ესე – მეორჱ, იგი – მოსრული და ესე – მომავალი, რამეთუ სხუაობაჲ არარას აუწყებს, გარნა მეორესა, სწორსა მისსა.
    32.     და გამოჩნდა სული წმიდაჲ, ვითარცა ცეცხლი ენათაჲ.
    33.     და რაჲსათჳს-მე ცეცხლად გამოუჩნდა?
    34.     არამედ ქადაგებისათჳს, რომელსა-იგი გულს-ეტყოდა წარვლინებად მათა ყოველსა ქუეყანასა ვიდრე კიდედმდე სოფლისა.
    35.     და კუალად ამისთჳს, რაჲთა განაბრწყინვოს ყოველი სოფელი, რამეთუ გმირთა მათ რაჟამს განიზრახეს შჱნებაჲ გოდლისაჲ მის მაღლისაჲ მიმწდომელისაჲ ვიდრე ცადმდე, მოავლინა მათა განყოფაჲ ენათაჲ, რაჲთა დაჰჴსნას შეერთებაჲ მათი.
    36.     ხოლო დღეს ამისთჳს მოავლინა განყოფაჲ ენათაჲ, რაჲთა შეაერთოს ყოველი სოფელი, რომელი განყოფილ იყო განმრავლებითა საცთურისაჲთა.
    37.     და ცეცხლი იგი შემწუველად საცთურისა განმაქარვებელად იყო, რომელსა მოეცვნეს ყოველნი კაცნი, ვითარცა ეკალსა და კუროჲსთავსა.
    38.     ამისთჳს თქუა ქრისტემან: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა“.
    39.     და გნებავს, რაჲთა უწყოდი, ვითარმედ ცეცხლი ესე არა შესწუავს და არცა წარსწყმედს.
    40.     – არამედ განსწმედს და განანათლებს.
    41.     ისმინე, რასა იტყჳს ესაია წინაწარმეტყუელი: „მოვიდა ერთი ქერობინთაგანი და აღიღო ნაკუერცხალი იგი ცეცხლისაჲ მარწუხითა საკურთხეველისაგან და შემომახო ბაგეთა ჩემთა და მრქუა: აჰა ესერა, მოგისპენ ცოდვანი შენნი“.
    42.     ხოლო დღჱ ესე მარტჳლისაჲ ბრწყინვალედ მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა უფროჲს და უმეტჱს განსწმედს და განანათლებს, რამეთუ სადა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ იყოს, მუნ მოტევებაჲ ცოდვათაჲ არს,
    43.     ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მოწაფეთა თჳსთა: „მიიღეთ სული წმიდაჲ, რომლისანი ცოდვანი მიუტევნეთ – მიტევებულ იყვნენ და რომლისანი შეიპყრნეთ – შეპყრობილ იყვნენ“.
    44.     სული წმიდაჲ ოდესმე ითქუმის სულად მამისა და ოდესმე სულად ძისა, არა თუ განყოფილ არს იგი.
    45.     ნუ იყოფინ!
    46.     არამედ რამეთუ შანთი იგი ბუნებისა მათისაჲ ერთ არს.
    47.     და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „რაჟამს წარგადგინენ თქუენ წინაშე მეფეთა და მთავართა, ნუ ზრუნავთ, რასა-იგი იტყოდით.
    48.     რამეთუ სულმან წმიდამან მოგცეს თქუენ მას ჟამსა, რაჲ-იგი ჯერ-იყოს თქუენდა სიტყუად, რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ იტყოდის თქუენ შორის“.
    49.     აქა, ამას ადგილსა, სული წმიდაჲ აჩემა მამასა.
    50.     ხოლო პავლჱ აჩემა იგი ძესა და თქუა: „რამეთუ ხართ თქუენ შვილ, ამისთჳს გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ თქუენ შორის, რომელი ღაღადებს: აბბა, რომელ არს მამაო“.
    51.     და კუალად თქუა: „ვერვინ შემძლებელ არს თქუმად ქრისტჱ ღმერთი, გარნა სულითა წმიდითა“.
    52.     და კუალად იტყჳს: „უკუეთუ ვისმე არა აქუნდეს სული ქრისტჱსი, არა არს იგი მისი“.
    53.     და ვითარ-იგი ღმერთი მამაჲ განაცხოველებს მკუდართა, ეგრჱთვე ძჱ განაცხოველებს, რომელთაჲ ჰნებავს.
    54.     და კუალად სული არს განმაცხოველებელი, ხოლო ჴორცნი არად საჴმარ არიან.
    55.     და სიტყუასა მოკლესა გაუწყებ თქუენ, რამეთუ ყოველთა წესთა ეკლესიისათა ოდესმე აჩემებს პავლჱ მამასა და ოდესმე ძესა და ოდესმე სულსა წმიდასა და იტყჳს: „დაადგინნა ღმერთმან პირველად მოციქულნი, მეორედ წინაწარმეტყუელნი და მესამედ მოძღუარნი“.
    56.     და ამით სიტყჳთა აჩემა ესე მამასა და კუალად იტყჳს: „რომელი-იგი შთაჴდა ქუესკნელთა თანა ქუეყანისათა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ყოველთა ზედა ცათა, და მან მოსცნა რომელნიმე მოციქულნი და რომელნიმე წინაწარმეტყუელნი და რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი“.
    57.     იხილჱა ჴელმწიფებაჲ ესე, ვითარ-ესე თქუა, ვითარმედ: მან მოსცნა?
    58.     და კუალად იტყჳს იგივე პავლჱ სულისა წმიდისათჳს, რაჟამს-იგი მიავლინა მალატიაჲთ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისა ეფესოჲსათა
    59.     და ჰრქუა მათ: „იხილენით თავნი თქუენნი და ყოველი სამწყსოჲ თქუენი, რომლითა გყვნა თქუენ სულმან წმიდამან მათა მწყემს, რაჲთა ჰმწყსიდეთ ეკლესიათა“.
    60.     გულისხმა-ყავთ უკუე აწ, ძმანო, შეერთებაჲ სიტყუათაჲ ამათ, რამეთუ არა თქუა მამისათჳს, ვითარმედ დაადგინნა ეკლესიათა და ძისა და სულისა წმიდისათჳს ბრძანა დადგინებაჲ, არამედ ერთად მოცემაჲ და დადგინებაჲ.
    61.     და ესე რაჲ თქუა, არაჲ თუ განყო შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
    62.     რამეთუ, რომელი ჰნებავნ ძესა და სულსა წმიდასა, ბუნებაჲ მათი ერთ არს და ნებაჲ მათი ერთ, და გულისხმა-ყავ, რამეთუ მამამან და ძემან და სულმან წმიდამან ერთად დადვეს შჯული.
    63.     ამისთჳსცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან ყოფად ნებისა შენისა: ღმერთო ჩემო, ვინებჱ და შჯული შენი და შუვა მუცელსა ჩემსა და აქა აჩემა დადებაჲ შჯულისაჲ მამასა.
    64.     ისმინე უკუე კუალად, ვითარ-იგი იტყჳს პავლჱ: „იტჳრთეთ სიმძიმე ურთიერთას და ესრჱთ აღასრულჱთ შჯული ქრისტჱსი“.
    65.     და კუალად აჩემა მასვე პავლე დადებაჲ შჯულისაჲ სულისა წმიდასა და თქუა: „შჯულმან სულისა ცხოველისამან განმათავისუფლა მე იესუ ქრისტჱს მიერ ცოდვისაგან“.
    66.     და არა თუ ამით სიტყჳთა სამსა შჯულსა მოასწავებს და სამთა განყოფილად და ერთსა დადებასა გუასწავებს ჩუენ დამდებელთა, არამედ ერთსა შჯულსა.
    67.     დაღათუ სიტყუაჲ სამთა პირთა მოასწავებს, არამედ ერთ არს ღმრთეებაჲ მიუწდომელი ბუნებითა.
    68.     და უკუეთუ სთქუა, ვითარ-მე ეგების, რაჲთა იყოს მამაჲ ღმერთ და ძჱ ღმერთ და სული წმიდაჲ ღმერთ, და არა იყვნენ იგინი სამ ღმრთეება.
    69.     და გრქუა შენ, რამეთუ: შანთი ბუნებისა მათისაჲ ერთ არს და ღმრთეებაჲ მათი ერთ.
    70.     და ვითარ-იგი მრავალსა ადგილსა ღმერთი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, აჴსენებს სიმრავლესა კაცთა ნათესავისასა ერთად კაცად ბუნებისა მათისა ერთყოფისათჳს და ამისი და გამოცხადებაჲ წიგნისა მისგან დაბადებისა გულისხმა-ყავ,
    71.     რაჟამს-იგი განრისხნა ღმერთი კაცთა ზედა, თქუა: „მოვსპო კაცი, რომელ დავჰბადე პირისაგან ქუეყანისა“.
    72.     და მო-რაჲ-ვიდა წყლითრღუნაჲ და არაჲ თუ ერთი კაცი მოისპო, არამედ ყოველნი კაცნი წარწყმდეს.
    73.     ხოლო რამეთუ ერთ არს ბუნებაჲ მათი, ამისთჳს თქუა: აღვჴოცო კაცი და კუალად თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: „რაჲ არს კაც, რამეთუ მოვიჴსენე იგი, ანუ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას“?
    74.     და არა თუ ერთი კაცი მოიჴსენა, არამედ ყოველი სოფელი და იჴსნნა იგინი წარწყმედისაგან.
    75.     და კუალად სიტყუასა გამოჩინებულსა ვიტყჳ ამისვე სახისათჳს, რამეთუ, რაჟამს გამოიყვანნა მოსჱ ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით, გამოვიდა ფარაო ერითურთ შემდგომად კუალსა მათსა და ღმერთმან დიდებულმან დაათქა ფარაო და ერი მისი ზღუასა მას მეწამულსა.
    76.     ხოლო მოსჱ გალობდა გალობასა უფლისასა და თქუა: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
    77.     ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა“.
    78.     და არა თუ ცხენი ერთი და მჴედარი შთასთხია ზღუასა, არამედ უფროჲს ბევრისბევრეული სიმრავლჱ ერისაჲ.
    79.     ხოლო რაჟამს გულისხმა-ყო მოსჱ, რამეთუ გონებაჲ ყოველთა კაცთაჲ, რომელნი დაითქნეს ზღუასა მას, ერთ არს, უწოდა მათ სახელად მჴედრისა ერთისა.
    80.     და ვინაჲთგან ბუნებაჲ ცხენთაჲ მათ ერთ არს, უწოდა ცხენად ერთად.
    81.     და უკუეთუ კაცნი, რომელნი წინააღმდგომ არიან ურთიერთას და ნებაჲ და ზრახვაჲ მათი შეუერთებელ არს და შეუზავებელ, და უწოდა მათ ერთად კაცად ბუნებისა მათისა ერთობისათჳს.
    82.     ვითარ-მე არა უფროჲს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ერთ არს, რომელსა შინა არა არს შეუზავებლობაჲ და არცა წინააღდგომაჲ და ჯერ-არს იგი ღმრთად ერთად.
    83.     და უკუეთუ უვარ-ყონ მწვალებელთა და თქუან, ვითარმედ: ღმრთეებაჲ მამისაჲ უფროჲს არს ღმრთეებასა ძისასა, და ვთრქუათ მათ: უკუეთუ ეგრჱთ არს, ვითარ თქუენ იტყჳთ, ვითარმედ შესაძლჱბელ არს ერთი მონებაჲ და ერთი პატივი წინა-ყოფად მათა?
    84.     რამეთუ არავინ პატივ-სცის მეფესა და მეინაჴესა მისა სწორად.
    85.     ხოლო ოდეს პატივი ერთ არს, ცხად არს, ვითარმედ გონებაჲცა მათი ერთ არს, ვითარ-იგი თქუა ქრისტემან: „რომელმან პატივ-მცეს მე, მან პატივ-სცეს მამასა და რომელმან უვარ-მყოს მე, მან უვარ-ყოს მამაჲ ჩემი“.
    86.     და ნუ ჰგონებედ მწვალებელნი, ვითარმედ პატივს-სცემენ მამასა, რაჟამს დაამრწემებენ იგინი ძესა, რამეთუ არა შეიწყნაროს პატივი მათი უვარისყოფითა ძისა მისისაჲთა.
    87.     და მიიღე ამისი გამოცხადებაჲ ძუელისაგან შჯულისა, რამეთუ მეგობარნი იგი იობისნი მართალნი იყვნეს, რომელნი მოვიდეს ნუგეშინისცემად მისსა, არამედ აბრალებდის მას, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა.
    88.     და თქუა იობ: „უკუეთუმცა იყო შუვადგომელი შორის ჩემსა და შენსა“ და კუალად იტყჳს: „ვინ განბჭოს შორის ჩემსა და შენსა და რაჲ-მე არს ცოდვაჲ იგი ჩემი, რამეთუ ესრჱთ განჰბჭე ჩემ ზედა“?
    89.     ხოლო მეგობარნი იგი იობისნი უსამართლოდ აყუედრებდეს იობს და ეტყოდეს მას: „საშინელსა იტყჳ, ნუუკუე ღმერთი შჯისა მართალსა და ჰგუემსა წმიდასა?
    90.     უკუეთუმცა არა იყვნეს ცოდვანი შენნი დიდ, არამცა ესევითარი შეგამთხჳა შენ ღმერთმან“.
    91.     და ჰგუემდეს იგინი ამით სიტყჳთა უმშჯავროჲთა, რომელსა ეტყოდეს იობს, ვითარმედ პატივ-სცემენ იგინი ღმერთსა.
    92.     ნუუკუე ღმერთმან შეიწყნარა იგი მათგან?
    93.     ნუ იყოფინ!
    94.     და ესე ცხად არს, რომელი ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ესრჱთ უსამართლოდ ეტყოდეს მონასა ჩემსა იობს?
    95.     და უნდა აჴოცაჲ მათი და წარწყმედაჲ, უკუეთუმცა არა იობსვე ელოცა მათთჳს უფლისა მიმართ და ვედრებითა მისითა შეუნდო მათ უფალმან.
    96.     და უკუეთუ არა შეიწყნარა პატივი მეგობართაგან იობისთა, რაჟამს-იგი ნაცილსა იტყოდეს მართლისა მისთჳს, შე-მე-იწყნაროს მწვალებელთაგან მონებაჲ მათი და პატივი, რაჟამს დაამცირებენ იგინი ძესა მისსა და უცხო-ჰყოფენ სულსა წმიდასა?
    97.     ნუ იყოფინ! არამედ რისხვაჲ და გულისწყრომაჲ მოავლინოს მათ ზედა.
    98.     და კმა არს გამოცხადებაჲ სიტყუათაჲ ამათ მეცნიერთათჳს და გონიერთა.
    99.     ხოლო ჩუენ ვადიდებდეთ სამებით დიდებულსა ღმერთსა, რომელმან გამოაბრწყინა მადლი დღესასწაულისაჲ ამის და განანათლა ყოველი სოფელი მოცემითა ნიჭთა მისთაჲთა.
    100.     რამეთუ მისი არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი