|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამეთერთმეტე
1. 31. ბ. საკითხავი სულისა წმიდისაჲ, თქუმული წმიდისა კჳრილჱ მთავარეპისკოპოსისაჲ იერუსალჱმისაჲ 2. სულიერი მადლი გჳჴმს ჩუენ ჭეშმარიტად, რაჲთა სულისა წმიდისათჳს ვისწაოთ, არა თუ ვითარმცა ღირსად რაჲმე ვთქუთ მისთჳს, რამეთუ შეუძლებელ არს, არამედ რაჲთა საღმრთოთაგან წიგნთა ვიტყოდით და უპატიჟოდ წარვლოთ სიტყჳთა. 3. რამეთუ შიში დიდი არს ნანდჳლვე ჭეშმარიტად, რომელი-იგი სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: „რომელმან თქუას სიტყუაჲ საგმობელი სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“. 4. და არს ნანდჳლვე ესრჱ, ნუუკუე ვინმე მისთჳს და მოიღოს თავისა თჳსისა საშჯელი. 5. რამეთუ მსაშჯულმან მან ცხოველთა და მკუდართამან განაჩინა, ვითარმედ არა არს მტერობაჲ. 6. უკუეთუ ვინ-მე შესცოდოს მას, რომელი-მე სასოებაჲ აქუნდეს მისვე ქრისტჱს მადლისაჲ? 7. იყავნ საქმედ, რაჲთა მომცეს ჩუენ შეუცოდებელად სიტყუად და თქუენ გულისხმის-ყოფით სმენად. 8. გულისხმისყოფაჲ უღირს არა ხოლო მეტყუელსა, არამედ მსმენელსაცა, რაჲთა არა სხუაჲ ესმოდის და სხუაჲ რაჲმე ცნან გონებითა. 9. ხოლო აწ ითქუნედ ჩუენ მიერ სიტყუანი სულისა წმიდისათჳს გარნა წერილთაგან ხოლო. 10. და რაჲ-იგი არა წერილ არს, ნუმცა გამოვიკითხავთ, რამეთუ თჳთ იგი სული წმიდაჲ იტყოდა მათ წიგნთა და მანვე თავისა თჳსისათჳს თქუა, რაოდენ უნდა მას, გინა რავდენ ჩუენ დამტევნელ ვიყვნეთ. 11. ხოლო აწ სულისა წმიდისათჳს იგი სიტყუანი განყოფილ არიან. 12. ხოლო იგი არა განიყოფის, ერთ არს და იგივე ჰგიეს. 13. ვითარცა-იგი მამისათჳს სიტყუათა მათ შინა ოდესმე მხოლოდ მთავრობისა მისისათჳს ვასწავებდით, და ოდესმე მამად ყოვლისამპყრობელად ვხადით, და ოდესმე ყოვლის შემოქმედად, და ესრჱ განყოფილ არს სწავლაჲ ესე თითოპირებისა მით სიტყჳთა. 14. ხოლო სარწმუნოებაჲ იგი არა განყოფილ არს, ერთ არს და იგივე ჰგიეს ღმრთისმსახურებისა სასოებაჲ, და ვითარცა-იგი მხოლოდშობილისათჳს ძისა ღმრთისა ოდესმე ღმრთეებისა მისისათჳს გასწავებდით, მრავალღა თუ სიტყუად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს სიტყჳთ განვყავთ, 15. არამედ განუყოფელად მისსა მიმართ სარწმუნოებასა გითხრობდით, ეგრეცა აწ სულისა წმიდათათჳს, სწავლათა მათ თითოეულად განვჰყოფთ, და ძისა მიმართ სარწმუნოებასა მას განუყოფელად ვქადაგებთ. 16. ერთ არს და იგივე: სული წმიდაჲ განუყოფს მადლითა მათ თითოეულსა, ვითარცა ჰნებავს, ხოლო იგი თავადი ჰგიეს განუყოფელად. 17. არა თუ სხუაჲ არს ნუგეშინისმცემელი და სხუაჲ სული წმიდაჲ, არამედ იგივე არს თავადი და თითოეულად სახელისდებითა მით სახელდებულ არს. 18. ცხოველ არს და მტკიცედ იტყჳს და შეწევნათა აჩუენებს და ღმრთისა მიერ ქრისტჱს ჴელითა ქმნულთა მათ ყოველთა პირმეტყუელთა – ანგელოზთა და კაცთა – განმწმედელ არს. 19. ხოლო ამისთჳს, რაჲთა არა თითოპირად სახელისდებითა მით სულისა წმიდისაჲთა ჰქონებდეთ ვინმე უმეცრებით, ვითარმედ თითოეულ არს სულები იგი და არა ერთ და იგივე სული წმიდაჲ, რომელი არს მხოლოჲ. 20. ამისთჳს წინაჲსწარ განგუაკრძალებს ჩუენ კათოლიკჱ ეკლესიაჲ და გუასწავებს მითხრობასა მას სარწმუნოებისასა, რაჲთა გრწმენეს მხოლოჲსა მიმართ სულისა წმიდისა, ნუგეშინისმცემელისა, 21. რომელი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალ არს სახელისდებაჲ, ხოლო ერთ არს მხოლოჲ სული წმიდაჲ, რომლისა-იგი სახელისდებანი, მრავლისაგანნი მცირედნი, აწ გითხრნე თქუენ: 22. რამეთუ ჰრქჳან „სულსა“, ვითარცა-ესე აწინდელმან საკითხავმან თქუა, ვითარმედ: „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ“. 23. და კუალად ჰრქჳან „სული ჭეშმარიტებისაჲ“, ვითარცა-იგი მაცხოვარი იტყჳს, ვითარმედ: ოდესმე „სული იგი ჭეშმარიტებაჲ“. 24. ჰრქჳან კუალად „ნუგეშინმცემელ“, ვითარცა-იგი თქუა: „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“. 25. ერთი და იგივე არს სული წმიდაჲ, და თითოეულითა მით სახელდებულ არს და ამათგან ჩანს სახელდებულად, და რამეთუ იგი არს სული წმიდაჲ და ნუგეშინისმცემელი, თქუმულ არს, ვითარმედ: „ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ“. 26. და რამეთუ იგივე არს ნუგეშინისმცემელი და სული ჭეშმარიტებისაჲ, თქუმული არს, ვითარმედ: „სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა იყოს უკუნისამდე სული იგი ჭეშმარიტებისაჲ“. 27. და მერმე იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მოგივლნო თქუენ მამისა ჩემისა მიერ – სული ჭეშმარიტებისაჲ“. 28. და კუალად ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იხილა სული ღმრთისაჲ გარდამომავალი“, და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „რავდენნი იგი სულითა ღმრთისაჲთა იქცევიან, იგინი შვილნი ღმრთისანი არიან“. 29. და კუალად ჰრქჳან „სული მამაჲ“, ვითარცა იტყჳს მაცხოვარი, ვითარმედ: „არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდა თქუენ თანა“. 30. მერმე პავლჱ იტყჳს: „ამისთჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ“. 31. და ამისსა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: „განმტკიცენით სულითა მისითა“. 32. და ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ“, ვითარცა-იგი პეტრე იტყჳს: „რაჲსათჳს შეითქუენით თქუენ განცდად სულისა უფლისასა?“ 33. და კუალად ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ და ქრისტჱსი“, ვითარცა-იგი მისწერს პავლჱ, ვითარმედ: „თქუენ არა ხართ ჴორციელ, არამედ სულიერ, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის, უკუეთუ ვინმე სული ქრისტჱსი არა აქუს, იგი არა არს მისი“. 34. და მერმე ჰრქჳან: „სული ძისა ღმრთისაჲ“, ვითარცა წერილ არს, რამეთუ: ხართ თქუენ შვილ, გამოავლინა ღმერთმან სული ძჱსა თჳსისაჲ და ჰრქჳან სული ქრისტჱსი, ვითარცა წერილ არს: „ვინაჲ, ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ სული იგი ქრისტჱსი“? 35. და კუალად იტყჳს: „ვედრებითა თქუენით და შეწევნითა სულისა ქრისტჱსითა“. 36. და ამას თანა სხუანიცა სახელისდებანი სულისა წმიდისანი ჰპოვნე: რამეთუ ჰრქჳან „სული სიწმიდისა“, ვითარცა წერილ არს: „სულითა მით სიწმიდისაჲთა“. 37. და კუალად ჰრქჳან „სული შვილებისაჲ“, ვითარცა პავლჱ იტყჳს, რამეთუ: „არა მიგიღებიეს თქუენ სული იგი კირთებისაჲ და კუალად გეშინოდის, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ აბბა, რომელ არს მამაო“. 38. და ჰრქჳან „სული გამოცხადებისაჲ“, ვითარცა წერილ არს: „მოგეცინ თქუენ უფალმან სული იგი გამოცხადებისაჲ“. 39. და ჰრქჳან „სული აღთქუმისაჲ“, ვითარცა-იგი მასვე წერილ არს: „რომლითა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა“. 40. და სხჳთაცა მრავლითა სახითა ესევითარითა სახელდებულ არს, რამეთუ გასმიეს განცხადებულად პირველსა მას სწავლასა, ვითარმედ ფსალმუნთა შინა ოდესმე „სახიერად“ და ოდესმე „სულ ჴელმწიფებისა“ სახელ-ედების. 41. ხოლო ესაიამან „სული სიბრძნისაჲ“ და „გულისხმის-ყოფისაჲ“, „ზრახვისაჲ“ და „ძლიერებისაჲ“ და „შიშისა ღმრთისაჲ“ უწოდა. 42. რომელი-იგი ყოველთა მათგან, პირველთა და აწინდელთა თქუმულთა, წამებულ არს, თითოპირ არს იგი სახელისდებითა. 43. ხოლო ერთ არს და იგივე ჰგიეს სული წმიდაჲ, რომელი მტკიცჱ არს და მამასა და ძესა თანა არს. 44. არა თუ პირისაგან და ბაგეთა მამისა და ძისათა იტყუების, გინა სულად აღმოვალს და ჰაერად განქრდების, არამედ არსებამტკიცჱ, თჳთმეტყუელ და მოქმედგანმგებელ. 45. მოღუაწების და სიწმიდისმოქმედ განუყოფელისაჲ ჩას ხოლო და შემოქმედისაჲ და ერთარსებისაჲ მის მაცხოვნებელისა ჩუენდა მომართ მოღუაწებისაჲ მამისაგან და ძისა და სულისა წმიდისა, ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ. 46. რამეთუ მოჴსენებაჲ თქუენდა გულითად მნებავს მისიცა, ვითარცა აწინდელ თქუმულთაჲ, რაჲთა უწყოდით განცხადებულად, 47. ვითარმედ არა სხუაჲ შჯულსა შინა და წინაწარმეტყუელთა და სხუაჲ სახარებათა და მოციქულთა, არამედ ერთი არს და იგივე თავადი სული წმიდაჲ, რომელი ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა იტყოდა წიგნითა. 48. ესე იგი სული წმიდაჲ არს, რომელი მოვიდა წმიდასა მას ზედა ქალწულსა მარიამს, რამეთუ ქრისტჱ მხოლოდშობილი იყო, „ძალი იგი მაღლისაჲ ჰფარვიდა მას“, და სული წმიდაჲ მოვიდა მის ზედა და განწმიდა იგი, რაჲთა შემძლებელ იქმნეს დატევნად მისსა, რომლისაგან არს ყოველი. 49. არა მიჴმან მრავალნი სიტყუანი, რაჲთა სცნა, რამეთუ შეუგინებელად უჴრწნელ არს შობაჲ იგი, ვითარცა-იგი გისწავიეს. 50. გაბრიელ არს, რომელმან ჰრქუა მას, ვითარმედ: მე ვარ ქადაგი შობადისაჲ მის, არა თუ შემწე: დაღათუ ანგელოზთმთავარ ვარ -, 51. არამედ ვიცი წესი ჩემი, ხოლო სიხარულსა ამას გახარებ შენ: არამედ ვითარ-იგი შვე, არა ჩემისა მადლისაგან არს, „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“. 52. ამისთჳს შობილსა მას შენგან წმიდასა ძე ღმრთისა ერქუას. 53. ესევე სული წმიდაჲ შეეწია ელისაბედს: არა ხოლო ქალწულნი იცნის, არამედ იცნის ქორწინებულნიცა, უკუეთუ სჯულიერად იყო ქორწილი იგი. 54. „და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ, წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა კეთილი იგი მჴევალი უფლისათჳს: და ვინაჲ ესე ჩემდა? 55. რამეთუ მოვიდეს ჩემდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ“. 56. ჰნატრიდა თავსა თჳსსა ელისაბედ. 57. ამითვე სულითა წმიდითა აღივსო ზაქარია, იოვანეს მამაჲ, წინაწარმეტყუელებდა: ესოდენისა კეთილისა მომატყჳებელი არს მხოლოდშობილი და წინამორბედი იგი ნათლისმცემელი იოვანე. 58. ამისვე სულისაგან განძლიერდა სჳმეონ მართალი, მითვე სულითა უწყებულ იქმნა, არა ხედვიდა სიკუდილსა, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფლისაჲ, და შეიწყნარა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და მისთჳს განცხადებულად წამებდა. 59. და იოვანე სულითა წმიდითა აღივსო ვიდრე საშოსა დედისასა იყო, მის მიერვე წმიდა იქმნა, რაჲთა ნათელ-სცეს უფალსა. 60. არა იგი მისცემდა სულსა, არამედ მომცემელსა მას სულისასა ახარებდა. 61. რამეთუ იტყჳს: „თჳთ მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი-იგი შემდგომად ჩემსა მოვალს, მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა და ცეცხლითა“. 62. ცეცხლითა, რაჲ-სა-მე? 63. რამეთუ ენითა ცეცხლისაჲთა ყოფად იყო მოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, რომლისათჳს სიხაროლით იტყჳს უფალი: „მოვიდა მიფენად ცეცხლისა ქუეყანასა ზედა“, და რაჲ მნებავს? რაჲთა აწვე აღატყდეს. 64. ესე სული გარდამოჴდა ნათლისცემასა უფლისასა, რაჲთა არა დაეფაროს ნათელღებულისა მის პატივი, ვითარცა-იგი იოვანე იტყჳს, 65. ვითარმედ „რომელმან-იგი მომავლინა მე ნათლისცემად წყლითა, მრქუა მე, რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი, დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“. 66. არამედ იხილე, ვითარ-იგი იტყჳს სახარებაჲ: „განეხუნეს ცანი“, განეხუნეს პატივისა მისთჳს გარდამომავალისა. 67. და იტყჳს: „აჰა ესერა განეხუნეს და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი ვითარცა ტრედი“ და მომავალი მის ზედა ნეფსუთ არს, ჩანს ხოლო გარდამოსლვაჲ იგი. 68. რამეთუ ჯერ-იყო, ვითარ-იგი გამო-ვიეთმე-თქუეს, პირველი იგი ნაყოფი სულისა წმიდისაჲ ნათლისმღებელთამდე, რაჲთა ცნობასა მას მაცხოვრისასა მიეცეს, რომელმან-იგი ესევითარი მოსცა მადლი. 69. და გარდამოჴდა სახე ტრედისა, რამეთუ თქუეს ვიეთმე წმიდისაჲ მის და უმანკოჲსაჲ მის და შობითა მათთჳს შვილთა და ცოდვათა მოტევებულთა მათ ლოცვათა შეწევნითა, ვითარცა-იგი იგავად პირველ თქმულ არს ამისთჳს, რომელ ქრისტემან თუალითა ხილულად ესრჱთ გამოაჩინა. 70. რამეთუ ქებათასა შინა სიძისა მისთჳს ღაღადებს და იტყჳს: „თუალნი შენნი, ვითარცა ტრედისანი ზედა სავსებასა წყალთასა“. 71. ამისი სახჱ აქუნდა ზოგს -რომელსამე ზედა, ნოვესა ზჱ ტრედსა მას, ვითარ-იგი მათსა ზე ძელითა და წყლითა იყო მათა ცხორება, და კაცთა ახლად შესაქმისა დასაბამ. 72. და „ტრედმან მან მიაქცია მუნვე მიმწოხრად, და აქუნდა ფორცელი ზეთისხილისაჲ“. 73. ესრეთ თქუან სულისა წმიდისაჲ, რამეთუ გარდამოჴდა ჭეშმარიტსა მას ზედა ნოვესა, მეორედ შესაქმისა მის დამბადებელსა, მრავალსახეთა მათ თესლთა გონებასა ერთბამად შეკრბად, 74. რომელთა-იგი სულად სახჱ აქუნდა მრავალფერთა მათ მჴეცთა, კიდობანსა მას შინა მყოფთა, რომლისაგან მსგავსად მოსლვისა მის მისისა საცნაურნი იგი მგელნი ძოვენ კრავთა თანა. 75. რომელნი-იგი ეკლესიასა შინა არიან, ჴბონი და ზუარაკნი და ლომნი, ერთბამად მძოვარნი, ვითარცა-იგი დღენდელად დღედმდე ხედავთ მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი-იგი მღდელთაგან იწოდებიან და ისწავლებიან ეკლესიასა შინა. 76. აწ უკუე გარდამოჴდა საცნაური ტრედი ჟამსა მას ნათლისღებისასა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესე არს, რომელი-იგი ძელითა ჯუარისაჲთა აცხოვნებს მორწმუნეთა, რომელთა-იგი ეგულებოდა მიმწუხრად სიკუდილითა მომადლებად ცხორებისა. 77. და ამისთჳს ესრჱ სხუადცასა თქუმულ არს თავადისა მაცხოვრისაჲ, აწცა სასმენელ არს სიტყუათაჲ მათ სულისა წმიდისათჳს, რამეთუ იტყჳს: „არა თუ ვინმე იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს იგი სასუფეველსა ღმრთისასა“. 78. და რამეთუ მამისა მიერ არს მადლი იგი, ვითარცა-იგი იტყჳს: „რავდენ უფროჲს მამამან მოსცეს ზეცით სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვენ მას“ და, რამეთუ ღმრთისა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ, იტყჳს, 79. ვითარმედ: „მოვალს ჟამი და აწვე არს ოდეს-იგი ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა ჭეშმარიტებისაჲთა. 80. და მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა. 81. სულ არს ღმერთი, თაყუანისმცემელთა მისთა სულითა ჭეშმარიტებისაჲთა უღირს თაყუანისცემაჲ“. 82. და კუალად იტყჳს: „უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა“. 83. და შემდგომად მეყსეულად იტყჳს: „ხოლო ვითარმედ გეტყჳ თქუენ, ყოველივე გმობაჲ და ყოველი ცოდვაჲ მიეტეოს კაცსა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს“. 84. და „უკუეთუ ვინ თქუას სიტყუაჲ ბოროტი ძისათჳს კაცისაჲსა, მიეტეოს მას. 85. და რომელმან თქუას სიტყუა სულისა წმიდისაჲ, არა მიეტეოს მას არცა ამას სფელსა, არაცა მერმესა მას“. 86. და მერმე იტყჳს: „მე ვილოცვიდე მამისა ჩემისა და სხუაჲ ნუგეშინიმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა იყოს თქუენ თანა უკუნისამდე სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, 87. რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, რამეთუ თქუენ თანა დადგრომილ არს და თქუენ თანა იყოს იგი“. 88. და კუალად იტყჳს: „ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. 89. ხოლო ნუგეშინისმცემელი სული წმიდაჲ, რომელი მოგივლინოს მამამან ჩემმან სახელითა ჩემითა, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რავდენი გარქუა თქუენ“. 90. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოგივლინო თქუენ მამისა ჩემისა მიერ, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, იგი წამებს ჩემთჳს“. 91. და მერმე იტყჳს: „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; 92. უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. 93. მოვიდეს და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სარჩელისათჳს“, და ვითარცა-იგი შემდგომად წერილ არს. 94. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრავალ მაქუს მე სიტყუად თქუენდა, არამედ ვერღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. 95. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გითხრას თქუენ ყოველი ჭეშმარიტი. 96. არა თავის ნებით იტყოდის, არამედ რავდენი ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. 97. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ: ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს. 98. ამისთჳს გრქუა თქუენ, ვითარმედ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“: აწ თჳთ მხოლოდშობილისა სიტყუანი აღმოიკითხენ შენ, რაჲთა ერჩდე შენ კაცობრივთა სიტყუათა. 99. ამის სულისა წმიდისა ზიარებასა მიანიჭებდა მოციქულთა. 100. რამეთუ წერილ არს, და ვითარცა ესე თქუა: „შთაჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 101. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევენით ცოდვანი, მიეტევნენ მათ, უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყნენ“. 102. ესე მეოთხჱ შთაბერვაჲ არს, რამეთუ პირველი იგი განქარდა ნეფსით ცოდვითა მით, რაჲთა აღესროლოს: აღმოვიდა შთამბერველი პირისა შენისაჲ და განმარინებელი ჭირისა შენისაგან. 103. ხოლო მო-იგი-ვინაჲ-ვიდა, არამედ ჯოჯოხეთით, რამეთუ ეგრჱთ გუთხრობს ჩუენ სახარებაჲ, ვითარმედ შემდგომად აღდგომისა შთაბერა მოციქულთა სული. 104. არამედ მისცემს აწცა მადლსა, ხოლო უხუესადრე და უფროჲს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღარა დაიტიოთ. 105. აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲსსა მოელოდეთ. 106. „თქუენ დასხედით ქალაქსა შინა, ვიდრემდის შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო“. 107. აწ მიიღეთ ზოგსა-რაჲმე, რომელი-იგი მიიღეს, ხოლო რომელმან შეიმოსის სამოსელი, ყოვლით კერძოვე მოიცვის და თქჳს: ნუ გეშინინ ჭურისა და ისრისა ეშმაკისა, 108. რამეთუ შეგემოსოს თქუენ ძალი სულისა წმიდისაჲ, ხოლო შენ გეჴსენენ აწინდელთა მათ თქუმულთა, რამეთუ სული არა განიყოფის, არამედ მისმიერი იგი მადლი. 109. აწ უკუე ამაღლდა იესუ ზეცად და აღთქუმაჲ იგი აღასროლა, რამეთუ ჰრქუა მათ: „მე ვჰლოცვიდე მამასა ჩემსა და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ“. 110. მოციქულნი სხდეს და ელოდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა და აღსროლებასა დღისა მის ერგასისთასა ქალაქსა მას იერუსალჱმსა, რამეთუ ჩუენი არს ესეცა პატივი, რომელსა ვიტყჳთ, არა თუ სხუათა ადგილთა კეთილთა, არამედ ჩუენ შორის მომადლებულთა. 111. და მეერგასესა მას დღესა სხდეს მოციქულნი და გარდამოჴდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაჲ და წმიდამყოფელ ეკლესიათაჲ და მოღუაწე იგი სულთა, შემწჱ ჭირვეულთა, განმანათლებელი შეცთომილთა, გჳრგჳნის მომცემელი იგი მოღუაწეთაჲ. 112. გარდამოჴდა, რაჲთა შეჰმოსოს ძალი და ნათელ-სცეს მოციქულთა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა თუ შემდგომად მრავალთა მათ დღეთა“, არა ზოგს-რაჲმე არს მადლი ესე, არამედ სული არს ძლიერებაჲ. 113. ვითარცა-იგი რომელი შთაჴდის წყალსა და ყოვლით კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებინ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ სრულიად, არამედ წყალმან მან გარეშე ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლოლოდ. 114. და რაჲსა გიკჳრს? 115. ისმინე სახედ იგავი ესე ჴორციელი: მცირე არს სიტყუაჲ იგი, შეურაცხ, ხოლო სარგებელ არს წრფელთა მათთჳს. 116. უკუეთუ ცეცხლი იგი სიზრქჱსა მას რკინისასა შეჴდის შინაგან და ყოვლად იქმნის იგი ცეცხლ, და ცივი იგი იქმნის მჴორვალე და შავი იქმნას ბრწყინვალე. 117. უკუეთუ ცეცხლი იგი ჴორციელი რკინასა მას შევიდეს და ესრეთ სრულიად ბრწყინვალე ქმნის, შენ რასა გიკურს, ვითარმედ სული წმიდაჲ შევიდეს შინაგანსა სულსა მას? 118. ხოლო რაჲთა ესოდენისა მის მის მადლისა მომავლისაჲ არა უცნაურ იყოს სიმდიდრე, საყჳრი ზეცისაჲ ოხრიდა, რამეთუ იყო მეყსეუდ ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა ძლიერისაჲ, და აუწყებდა მოსლვასა მას, რაჲთა თუალითა იხილონ ენები იგი ცეცხლისაჲ და ყურთა ესმეს ოხრაჲ იგი. 119. და აღივსო ყოვლად სახლი იგი, სადა სხდეს. 120. ემბაზ იქმნა ცნობადისა მის წყლისა სახლი იგი, მოწაფენი იგი შინაგან სხდეს და სახლი იგი ყოვლად აღივსო. 121. აწ უკუე ნათ-იღეს უნაკლულოდ მსგავსად აღთქმისა მის. 122. შეიმოსნეს მოციქულნი სულითა და ჴორცითა სამოსლითა საღმრთოჲთა. 123. „და ეჩონეს მათ განყოფილნი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითუეულსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა“. 124. ცეცხლისა ენათა მიიღებდეს არა შემწველისასა, არამედ მაცხონებელისა მის ცეცხლისასა, რომელმან ეკალი ცოდისაჲ შეწჳს და სული ბრწყინველე ქმნის, რომელი-იგი აწცა ესევე მოსლვად არს თქუენ ზედა. 125. და ეკლოვანი იგი ცოდვაჲ მოგისპოს და განლიოს, ხოლო სულისა თქუენისა მონაგები პატიოსანი განანათლოს და მოგცეს თქუენ ნიჭი, 126. რამეთუ მისცა მაშინცა მოციქულთა, სახედ ენათა ცეცხლისათა დაადგრებოდა მათ ზედა, რაჲთა ახალნი შარავანდნი დაიდგნენ მათ სულიერნი – ცეცხლისა ენანი იგი თავთა მათთა. 127. პირველ მოტყინარე იგი მახული აყენებდა სამოთხედ შესლვასა და ცხორებისა ცეცხლისა ენათა. 128. კუალად უკუ-მოაგო მადლი იგი. 129. „და იწყეს მათ სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყოად“: გალილეველ იყნეს პეტრე და ადრია, სპარსონ და არშაკებრ იტყოდეს, იოვანნე და სხონი იგი მოციქულნი ყოველსა ენასა ეტყოდეს წარმართთა მათ. 130. არა ხოლო აწღა იწყო უცხოთა სიმრავლჱმან მოსლვად აქა, არამედ მაშინდითგან. 131. ვინ პოოს ესევითარი მოძღუარი, რომელმან ესრეთ მეყსეულად ასწავა. 132. ესოდენთა წელთა მგნობრებით და მანქანებითა ისწავენ ენაჲ ბერძლ სიტყუაჲ კაცთაჲ და არცაღა ესრეთ ყოველთავე კეთილად. 133. დაღათუ ჯდა, გულკეთილად იტყჳნ, არამედ ლიტონად მწიგნობარი, ვინ უწყის, არა ეგოდენ. 134. და რომელმან მწიგნობრობაჲ იგი იცის, სიბრძნისმოყუარებაჲ იგი არა იცის. 135. ხოლო სულმან წმიდამან ყოველივე ერთბამად ასწავის, მრავალი ენაჲ, რავდენმცა მათ ყოველსა ჟამსა ისწავეს, ესე არს ჭეშმარიტად სიბრძნე მრავალი. 136. ესე არს საღმრთოჲ, რომელი შეტყუებაჲ შეატყუა მას, რომელნი-იგი მრავალთა ჟამთა უსწავლელ იყუნეს და მეყსეულად თუთეულთა მათ და მრავალფერთა ენათა სიტყჳს მიცემად. 137. და იყო შეკრებაჲ სიმრავლისაჲ მის, რომელთა-იგი ესმოდა, მის წილ, რომელ-იგი ბაბილონს გოდლისა მას საქმესა იყო პირველად ბოროტი. 138. რამეთუ შერევასა მას ენათასა მაშინ განყოფანი იყონეს გონებათანი, ღმრთისა წინააღდგომილ იყნეს ზრახვანი იგი, ხოლო აქა კუალადგებაჲ, რამეთუ ღმრთისმსახორებისათჳს არს მოწოდებაჲ ესე. 139. რომლისა მიერცა განვრდომაჲ იქმნა, მის მირცა – კუალად შესლვაჲ. 140. ხოლო უკურდა და იტყოდეს: „ვითარ მესმის ჩუენ სიტყოჲ ესე მათი?“. 141. არაჲ საკურველ არს, უკუეთუ თქუენ არა იცით, რამეთუ ნიკოდემოზცა ვერ ცნა სულისა მის წმიდისა მოსლვაჲ და მას ჰრქუა, ვითარმედ: „სულსა ვიდრეცა ჰნებავნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის და არა უწყი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს“. 142. აწ უკუე რაჟამს ღმრთისა ჴმაჲ მესმის და არა ვიცი, ვინაჲ მოვალს, ხოლო მისი იგი სიმტკიცე ვითარ-მე შეუძლო მითხრობად? 143. „ხოლო იგინი ეკიცხევდეს მათ და ეტყოდეს, ვითარმედ: ტკბილით განსავსე არიან ესენი“. 144. ჭეშმარიტსა ღათუ იტყჳან, არამედ სიკიცხევითვე. 145. რამეთუ ახალ იყო ნანდულვე ღჳნოჲ იგი და ახლისა შჯულისა მადლი. 146. არამედ ახალი ესე ღჳნოჲ ცნობადისა მის იყო ვენაჴისაჲ, რომელმან იგი მრავალგზის ნაყოფი გამოიღო წინაწარმეტყუელთა თანა და ახალსა შჯულსა აღმოსცენდა, ვითარცა ვენაჴი ესე საჭმელი მარადის იგივე ვენაჴი არნ, არამედ ჟამად-ჟამად ნაყოფი მოიღის, ეგრევე სულმან წმიდამან. 147. ჰგიეს თავადი იგი, ვითარცა არს, და მრავალგზის წინაწარმეტყუელთა თანა იქმოდა, ხოლო აწ ახალი რაჲმე საკურველი აჩუენა, მიიწია მამათაცა მადლი ესე ხოლო აქა. 148. გარდამრედ მონ მიიღეს სულისაგან წმიდისა, ხოლო აქა ყოვლად და სრულიად ნათელ-იღეს. 149. და რამეთუ პეტრეს, რომელსა აქუნდა სული წმიდაჲ და უწყოდა, რომელი-იგი აქუს, იტყჳს: „კაცნო ისრაიტელნო, რომელნი-იგი წინაწარმეტყუელებასა იელისსა მიუთხრობთ, ხოლო არა იცით წერილი იგი. 150. არა ვითარ-იგი თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ: ამათ სთრავს, რამეთუ გუთრავს ჩუენ“, არა ვითარ-ეგე თქუენ გულსა მოგიჴდა, არამედ ვითარცა წერილ არს: „დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა და მდინარე საშუებლისა შენისა ასჳა მათ“. 151. სთროდა მათ მთრვალობითა მით ფრთხილითა, რომელმან-იგი მოაკდინნის ცოდვანი და გულნი განაცხოველნის. 152. მთრვალობაჲ, რომელი მტერი არს ჴორციელისაჲ მის: მთრვალობამან ჴორციელმან მეცნიერებაჲ დავიწყის, ხოლო ამან მთრვალობამან, რომელღა-იგი არა იცინ, მისი ცნობაჲ მოანიჭის; 153. სთრავს, რამეთუ სოეს ცნობადისაჲ მის ვენაჴისა. 154. რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი“. 155. უკუეთუ არა გრწამს ჩემი, ჟამისაგან ცან თქუმული ესე, რამეთუ ჟამი მესამე არს დღისაჲ მის, რომელი-იგი სამ ჟამ ჯუარს-ეცუა, ვითარცა მარკოზ იტყჳს. 156. აწცა მანვე სამ ჟამს გარდამოავლინა მადლი ესე. 157. არა თუ სხუაჲ მადლი არს მისი და სხუაჲ ამისი, არამედ რომელი-იგი მაშინ ჯუარს-ეცუა და აღასროლა, რომელი-იგი აღუთქუა. 158. უკუეთო გინებს შეწყნარებაჲ, წამებაცა ისმინეთ, ვითარმედ ესე არს თქუმული იგი იოელის მიერ წინაწარმეტყუელისა: „და იყოს ამის შემდგომად, იტყჳს უფალი ღმერთი, მივჰფინო სულისა ჩემისაგან“. 159. ხოლო მიფენაჲ ესე ეგრჱ მდიდრად აჩუენა, მიფენაჲ იგი მადლისა მის, ვითარცა-იგი იტყჳს, ვითარმედ: „არა თუ ზოგს-რაჲმე მოსცა ღმერთმან სული, რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა“. 160. მოსცა მას ჴელმწიფებაჲ მადლისაჲ მის სულისა წმიდისაჲ მინიჭებად, ვისცა უნდეს. 161. „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ძჱნი თქუენი და ასულნი თქუენნი“. 162. და ვითარცა-იგი შემდგომად იტყჳს და მერმე თქჳს, ვითარმედ: „მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ“. 163. რამეთუ სული წმიდაჲ თუალუხუავ არს და არა ეძიებს აზნაურებასა, არამედ სულისა მოშიშებასა. 164. ნუცა მდიდარნი განლაღნებიედ, ნუცა გლახაკნი დამდაბლებიედ, გარნა თავი თჳსი განიმზადენ კაცად-კაცადმან შეწყნარებად ზეცისა მის მადლისა. 165. მრავალ სიტყუა ითქუნეს დღეს და დაბურეს მსმენელნი. 166. არამედ უმრავლეს არიან, რომელნი დაუტევენით, ჴამს ჭეშმარიტად სხუაჲღა სამი ჟამი და უფროჲსი სწავლაჲ სულისა წმიდისა მოძღურებისათჳს. 167. ხოლო შენდობაჲ იყავნ ჩუენდა ორკერძოვჱ. 168. რამეთუ წმიდაჲ იგი დღესასწაული აღვსებისაჲ მოიწევის და განვაგრძლეთ ჩუენ სიტყუა ესე, 169. რავდენ მიჴმდეს წამებანი ახლისაგან სჯულისა შოვაწარმოღებად, ვერ ვსწუედ, და-ღა-გჳრჩა ჩუენ ფრიად საქმისაგან მოციქულთაჲსა, რომელსა შინა სულისა მადლნი შეეწეოდეს პეტრეს და ყოველთა ერთბამად მოციქულთა. 170. დაღგჳშთა ფრიად კათოლიკეთაგან და პავლესგან, ათორმეტთაგან სამოციქულოთა, რომელთაგანნი მცირედნი, ვითარცა დიდისაგან მდინარისა, მოჴსენებულად შუვა-წარმოვიღოთ, 171. რამეთუ ძალითა სულისა წმიდისათა და ნებითა ძისაჲთა დადგა პეტრე ათორმეტთა მათ თანა და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი, მსგავსად თქუმულისა მის: „აღიმაღლე ძლიერად ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალჱმისამან“ და „ცნობადითა მით სათრომელითა სიტყჳსაჲთა სამ ათასნი სულნი მონადირნა“. 172. ესოდენ შეეწიოდა ყოველთა ერთბამად მოციქულთა მადლი, ვითარმედ თჳთცა მათ ჰურიათა, რომელთა ქრისტჱ ჯუარს-აცუეს, ესოდენთა ჰრწმენა და სახელითა ქრისტჱსითა ნათელ-იღეს და „შეკრძალოთ იყვნეს“ მოძღურებასა მოციქულთასა და ლოცვასა. 173. მერმე კუალად მითვე ძალითა სულისა წმიდისაჲთა „პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას, ჟამსა მას ლოცვისასა, ცხრა ჟამს ოდენ, რომელი-იგი ბჭეთა მათ ტაძრისათა შუენიერთა ჯდა მკელობელი დედის მოცლითგან“, 174. რომელი ორმეოც წლის იყო, სახელითა იესუ ქრისტჱსითა განკურნეს, რაჲთა აღესროლოს სიტყჳჲ იგი, ვითარმედ: „მაშინ ხლდებოდიან მკელობელნი, ვითარცა ირემნი“. 175. და სულიერითა მით სათრომელითა მოძღურებისაჲთა ერთბამად ხუთასნი იგი მორწმონენი მონადირნეს. 176. და შეცთომილთა მათ მთავართა ერისათა და მღდელთმოძღუარათა ამხილეს არა თჳსითა სიბრძნითა, რამეთუ უწიგნონი და უცებნი იყჳნეს, არამედ სულისა წმიდისა შეწევნითა. 177. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „აღივსო მაშინ პეტრე სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ“. 178. და ესოდენი მადლი სულისა წმიდისაჲ ათორმეტთა მიერ მოციქულთა მორწმონეთა მათ შორის შეწევნისა ჰყოფდა, ვითარცა გული და გონებაჲ მათი ერთ და ზუგად აქუნდა. 179. ნაყოფთა მათთა საზრდელი და აგარაკის მპყრობელთა მათ სასყიდელი იგი მონაგებთა მათთაჲ მოაქუნდა და შიშით დასდებდეს ფეჴთა თანა მოციქულთასა და არავის ნაკლოლევან იყო მათ შორის. 180. და ანანია და შაფირა, რომელნი ეცრუვნეს სულსა წმიდასა, შემსგავსებული სარჩელი მიიღეს შურისგებისაჲ. 181. „ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები ერსა შორის“ და საშინელ ჩნდეს იგინი. 182. და რამეთუ იყვნესღა იგინი მშჳდ, „სხუამან ვერ იკადრის ჴელისა შეხებად მათა, არამედ ადიდებდა მათ ერი იგი“ და შეეძინებოდა სიმრავლჱ იგი მორწმუნეთაჲ უფალსა. 183. მამანი და დედანი აღავსებდეს უბნებსა ცხედრებითა და საკაცებითა სნეულთაჲთა, „რაჲთა მოსლვასა მას პეტრჱსსა აჩრდილი ოდენ ვინ მიადგეს მათგანსა. 184. და შეკრბებოდა სიმრავლჱ იგი გარემო ქალაქებისაჲ წმიდასა მას ქალაქსა იერუსალჱმსა, მოაქუნდა სნეულები, რომელნი შეპყრობილ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, და ყოველნივე განიკურნებოდეს“ ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა. 185. მერმე კუალად ათორმეტნი მოციქულნი ქადაგებისათჳს ქრისტჱსისა მღდელთმოძღუართაგან საპყრობილედ მიეცნეს და ანგელოზისაგან საკჳრველად გამოვიდეს საპყრობილისაგან და ტაძრისა მისგან სარჩელად მოიყვანეს მღდელთმოძღუართა წინაშე. 186. მოციქულთა თუალუხილველად იწყეს მხილებად და სიტყჳად მათდა მიმართ, ქრისტჱსთჳს წამებაჲ იგი და იტყოდეს, 187. ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოსცა ღმერთმან მოშიშთა მისთა“, და „იტანჯნეს იგინი, და წარვდეს იგინი სიხაროლით“, და „არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტჱსითა“. 188. არა ხოლო ათურმეტთა მოციქულთა შეეწეოდეს მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, არამედ პირმშოთაცა მათ შვილთა ეკლჱსისათა, რომელი-იგი ოდესმე ბერწ იყო. 189. შჳდათა მათ დიაკონთა ვიტყჳ, რამეთუ ესენი გამოიჩინეს, „სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა“. 190. რომელთაგანი იყო სახელის მსგავსი სტეფანე, პირველი იგი ნაყოფი მარტჳლთაჲ, „კაცი სარწმუნოებითა და სულითა წმიდათა“ „ჰყოფდა სასწაულებსა და ნიშებსა ერსა შორის“. 191. იღუწიდა სიტყჳსმგებელთა მისთა მიმართ. 192. „და ვერ იძლო წინადადგომად მისა სიბრძნითა მით და სულითა, რომლითა იტყოდა“. 193. და სარჩელად რაჲ მიიყვანეს, ცილსა შესწამებდეს, ანგელოზებრი გამოჰკრთებოდა ბრწყინვალებაჲ. 194. აღიხილნეს თუალნი მათნი „და იხილეს ყოველთა, რომელნი სხდეს შესაკრებელსა მას. 195. და იყო პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“. 196. და გონიერთა მით სიტყჳსგებითა მისითა ქედფიცხელთა მათ და წინადაუცუეთელთა გულითა და სასმენელითა ჰურიათა ამხილა, რომელნი მის სულსა წინა-აღუდგებიან. 197. ჰხედვიდა ცათა განხუმულთა და იხილა ძჱ კაცისაჲ მარჯუენით ღმრთისა მდგომარჱ, ხოლო რომელი-იგი იხილა, არა თჳსითა ძალითა იხილა, 198. არამედ ვითარცა-იგი წიგნი იტყჳს: „სავსე იყო იგი სულითა წმიდითა, აღიხილნა თუალნი ზეცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. 199. ამისვე სულისა წმიდისა ძალით ფილიპე სახელითა ქრისტჱსითა ქალაქსა მას სამარიაჲსასა განასხმიდა არაწმიდათა სულთა, ღაღადებდეს ჴმითა დიდითა, განვიდოდეს. 200. განრღუეულთა და მკელობელთა განჰკურნებდა, დიდძალსა მორწმონეთა სიმრავლესა ქრისტესა წარუდგინებდა, რომელთათჳს მივიდეს პეტრე და იოვანე და ლოცვითა და ჴელის დადებითა მისცემდეს სულისა წმიდისა ზიარებასა, 201. რომლისაგან სჳმონ ხოლო მოგჳ უცხო იქმნა სამართლად, და მერმე კუალად ანგელოზისაგან იწოდა გზასა ზედა ღმრთისმოშიშისა მისთჳს ჰინდოჲსა საჭურისასა და მასვე ჟამსა განცხადებულად სულისაგან წმიდისა ესმა: „მივედ და შეუდეგ ეტლსა“. 202. ხოლო მან ასწავა ჰინდოსა მას და ნათელ-სცა, ჰინდოეთა ქრისტჱსა ქადაგებად წარავლინნა, ვითარცა-იგი წერილ არს: „ჰინდოეთა ისწრაფონ ჴელისა მიცემად ღმრთისა“. 203. მერმე აღიტაცა იგი ანგელოზისა მისგან და ქალაქსა მას მიმოვიდოდა და ქადაგებდა ქრისტჱსა. 204. მითვე სულითა წმიდითა სავსე იყო პავლე შემდგომად წოდებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტჱსა და მოწამედ ჩუენდა მოვედინ ანანია ღმრთისა მოშიში, რომელ დამასკეს მკჳდრ იყო, 205. და ჰრქუა მან პავლეს: „უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი-იგი გამოგეცხადა გზასა ზედა, მო-რაჲ-ხჳდოდე,“ რაჲთა აღიხილნე თუალნი და აღივსო სულითა წმიდითა. 206. რომელი-იგი მეყსეულად იქმნა, ხოლო სიბრმე თუალთა პავლესთაჲ მხილველად გარდააქცია და სულსა მისსა ბეჭედი მიანიჭა, და ჭურად რჩეულად იქმნა, 207. რაჲთა უთხრას სახელი მისი, რომელი-იგი ეჩუენა მას უფალი წინაშე მეფეთა და ძეთა ისრაჱლისათა, და რომელი-იგი პირველ მდევარ იყო, ქადაგ და მონა კეთილ ქმნა იგი. 208. და იჱლმითგან ვიდრე ივლირიკედმე აღასრულებდა სახარებასა და ასწავა დედოფალსა მას ქალაქთასა ჰრომესა და ვიდრე სპანიადმე გულსმოდგინებით ქადაგებაჲ იგი მიაწია და ბევრნი ღუაწლნი დაითმინნა, სასწაულჱბსა და ნიშებსა იქმოდა, რომლისათჳს აწ კმა-ვყოთ სიტყუად. 209. ძალითა სულისა წმიდისაჲთავე წინამძღუარმან მოციქულთამან და კლიტეთმპყრობელმან სასუფეველისა ცათაჲსამან პეტრე ლუდას შინა, რომელსა ჰრქჳან დიოზ ქალაქ, განრღუეული ენია განჰკურნა. 210. და კუალად ქველისმოქმედი იგი ტაბითა მკუდრეთით აღადგინა. 211. და ერდოსა ზედა განკურვებითა ცანი განხმოლნი იხილნა. 212. და გარდამოსატევებელი იგი, ვითარცა ტილოჲსაჲ ჭურჭელი, მრავალ სახითა მით და მრავალფერითა მჴეცითა სავსჱ, ვითარმედ არარაჲ შეგინებულად და არაწმიდად შერაცხად ჯერ-არს კაცი, 213. დაღათუ წარმართთაგანი იყოს, ესე განცხადებულად ესწავა და კორნელიჱსგან რაჟამს იწოდა, განჩინებულად ესმა სულისაგან წმიდისა, 214. ვითარმედ: „აჰა ესერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ, არამედ აღდეგ და გარდაგუალჱ და წარვედ მათ თანა და ნურას შეორგულდები, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი“. 215. და რაჲთა გამოჩნდეს ეგე განცხადებულად, ვითარმედ წარმართთაგანიცა მორწმონენი ზიარ იმქნეს მადლსა მას სულისა წმიდისასა. 216. პეტრე რაჟამს მივიდა კესარიად და ქრისტჱსთჳს ასწავებდა, იტყჳს წიგნი კორნელიჱსთჳს და მის თანა, ვითარმედ „ვიდრე იტყოდაღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოეფინა სული წმიდაჲ ყოველთა მათ ზედა, რომელთა ესმოდეს სიტყჳანი ესე“, 217. ვითარმედ წინადაცუეთილებისაგანნი იგი, რომელნი შევიდეს პეტრეს თანა, განუკჳრდებოდა, დასულებულ იყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: „წარმართთაცა ზედა მადლი იგი სულის წმიდისა მიფენილ არს“. 218. და ანტიოქიასა ასორეთისასა, სახელოანსა ქალაქსა, ქრისტჱსათჳს ქადაგებასა შეეწეოდა შემწჱ იგი კეთილთაჲ. 219. ამიერ მიივლინა ბარნაბა ვიდრე ანტიოქიადმდე, კაცი „სახიერი და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა“, რომელმან-იგი იხილა კრებული ქრისტჱს მორწმუნეთა მრავალი, თანამოღუაწედ მოიყვანა პავლჱ ტარსეთ ანტიოქიადმდე. 220. ერი ისწავებდა მათგან კრებული და შეკრბებოდა და იყო განწესებაჲ პირველად ქრისტიანედ. 221. სულისაგან წმიდისა უწყებულ იყო ესე უფლისა მიერ, რაჲთა მორწმუნეთა მისთა ეწოდოს ახალი სახელი. 222. და მოეფინებოდა ღმრთისა მიერ უფროჲსი მადლი სულიერი ანტიოქიას შინა. 223. წინაწარმეტყუელნი იყვნეს მუნ შინა და მოძღუარნი, რომელთაგან იყო აგაბოზ. 224. ჰმსახურებდეს იგინი უფალსა და ილოცვიდეს, „ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ“. 225. და ჴელნი დასხნეს მათ ზედა და წარიგზავნეს იგინი სულისა წმიდისა მიერ, ჩას, რამეთუ სული წმიდაჲ იტყჳს და წარავლინებს, ცხოველ არს და მტკიცჱ და შემდგომი, ვითარცა-იგი პირველ, ვთქუათ ამენი. 226. სულმან წმიდამან ნებითა მამისა და ძისაჲთა ახალი რჩული კათოლიკე ეკლესიასა შინა დაამტკიცა და განმათავისუფლნა ჩუენ ძნიადისა სატჳრთავისა მისგან – ძუელისა შჯულისა ტჳრთისა: 227. შეგინებისა მისგან და განწმედისა, და საჭმელთა შაბათობასა მას ვიტყჳ და თჳსთაობათა და წინადაცუეთასა, და ბკურებათა მათ და შესაწირავთა, რომელ-იგი ჟამად-ჟამად იმსახურებოდეს. 228. „აჩრდილ იყო იგი მერმეთა მათ კეთილთაჲ“. 229. და რაჟამს მოიწია ჭეშმარიტი იგი, პირველი იგი დაეფარა სამართლად სიტყჳსგებისა მისთჳს ანტიოქიასა შინა, რომელნი-იგი იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინადაცუეთაჲ და დამარხვად შჯული მოსესი. 230. პავლე და ბარნაბა წარავლინნეს მოციქულთა მათ მიერ ი~ჱმით, რომელთა მათგან საქმეთა და სახეთა შჯულისა წიგნისა მოწერითა ყოველი სოფელი განათავისუფლეს. 231. და არა თავთა თჳსთა აჩემეს ესოდენისა საქმისა ჴელმწიფებაჲ, არამედ აღიარებენ წიგნწერილთა და მიუძღუანებენ, 232. ვითარმედ: „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენ, რაჲთა არა უმეტეს დაგდვათ ტჳრთი მძიმე თქუენ ზედა, გარნა მისსა, რომელი-იგი უსაჴმრეს არს, რაჲთა განეშორნეთ თქუენ კერპთა დაკლოლთაგან, სისხლისაგან მშთვრისა და სიძვისა“. 233. რომელთა-იგი მიუწერეს ესე, აუწყებდეს განცხადებულად, დაღათუ წიგნსა მას კაცთა მიერ იყო დაწერილ, არამედ სულისა წმიდისაგან. 234. ყოვლისა სოფლისათჳს იყო ბრძანებაჲ იგი, რომელ-იგი პავლე და ბარნაბა მოიღეს და ყოველსა სოფელსა ზღუდედ მოსდვეს. 235. აქა ოდენ სიტყუასა ამას მოვიწიე, აწ შენდობასა ვითხოვ სიყუარულისაგან თქუენისა, უფროსღა მისგან, რომელი-იგი პავლეს თანა დამკჳდრებულ იყო სული, 236. უკუეთუმცა ვითარ შეუძლე ყოველივე წარმოღებად შორის, აწ უძლურებისა ჩემისათჳს და თქუენ მსმენელთა მაშურალობისათჳს შევამოკლო სიტყუაჲ ესე. 237. ოდესმე უკუე გითხრა ღირსად შეწევნათა მათთჳს სულისა წმიდისათა, სახელითა ქრისტჱსითა, საკჳრველთა საქმეთა კჳპრეს შინა ევლჳმას მოგჳსაჲ იგი, ლუსტრას შინა მკელობელისასა განკურნებაჲ, კილიკიას და გალატიას, ფრიგჳას და მუნსჳას, 238. ფილიპეს შინა ქადაგებაჲ და მისნისა მის ეშმაკისა განძებად სახლითა ქრისტჱსითა, და ძრვისა მის შემდგომად ღამჱ მესაპყრობილეთმოძღურისაჲ მის სახლითურთ მისით ნათლისღებითა ცხორებაჲ; 239. ანუ თესალონიკეს შინა, ანუ შორის ათენას არიოპაგეს ერისა კრებაჲ იგი, ანუ კორინთეს შინა მოძღურებანი იგი და აქაიასა ყოველსა? 240. ვითარ-მე ღირსად მიუთხრა, რომელი-იგი ეფესოს შინა პავლეს მიერ იქმნეს შეწევნანი სულისა წმიდისაგან? 241. ვითარ-იგი პირველად უმეცარ იყვნეს, მერმე იცნეს ღმერთი პავლეს მიერ მოძღურებითა? 242. და „დასდებდა ჴელსა პავლე, და მოვიდოდა მათ ზედა სული წმიდაჲ, და იგინი იტტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს“. 243. და ესოდენი მოცემოლ იყო მისა სულისა წმიდისა მადლი, ვითარმედ არა ხოლო რომელნი მას შეეხებოდეს და განიკურნებოდეს, 244. არამედ რომელი-იგი ჴორცთა მისთა შეეხებოდა საბორველები და ვარშამაგები, იგიცა ჰკურნებდავე სნეულთა და განასხმიდა ეშმაკთა, და იგი, რომელ „გრძნებისა მოღუაწენი იყვნეს, შეჰკრებდეს წიგნებსა მას და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა“. 245. მოვიჴსენო, რომელი-იგი ტროვადს შინა ევტჳქოზისთჳს, რომელსა-იგი ეძულა სარკუმელთა, და დამოვარდა მესამე სარკუმლით, და აღიღეს მკუდარი და ესე პავლჱს მიერ განცხოველდა. 246. მოვიჴსენოთ ხუცესთაცა მათ მიმართ ეფესელთა წინაწარმეტყუელებაჲ, რომელთა-იგი პავლჱ მოუწოდა მელენტეოს შინა, რომელთა-იგი განცხადებულად ეტყოდა, 247. ვითარმედ: სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად განაცხადა პავლჱ, რომელი-იგი ქალაქებსა მას სასწაულები მისგან იქმნებოდა სული წმიდისა შეწევნითა და ბრძანებითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ქრისტჱსითა. 248. რომელი-იგი მისვე სულისა წმიდისა ძალითა ისწრაფდა პავლჱ მოსლვად აქა, წმიდასა ქალაქსა ი˜ჱმდ. 249. და ამას აგაბოს უწინასწარმეტყუელებდა სულითა და ქრისტჱსთჳს მრავალსა ერსა უთხრობდა სასოებით. 250. და რაჟამს კესარიად მოიყვანეს და შორის სარჩელსა და წინაშე საყდარსა დადგა ფელიქისსა ზე, მთავრისა მის, და აგრიპა მეფისა ზე, ესოდენი სულისა წმიდისაგან აქუნდა სიბრძნითა მით მადლი ძლევისაჲ პავლეს, 251. ვითარმედ მანცა, თჳთ ჰურიათა მეფემან აგრიპა, თქუა: „კნინ ერთღა და მარწმუნა მე ქრისტიანე ყოფად“. 252. ამანვე სულმან წმიდამან მოსცა პავლეს მელეტეს ჭალაკსა, რაჲთა არა ევნოს, რაჟამს-იგი იქედნემან სცა და თითოპირთა მათთა ზედა სნეულებათა მადლი კურნებისაჲ მიიმადლა. 253. ესევე სული წმიდაჲ ქალაქთა დედოფლადმდე – ჰრომედ ქადაგებად წარუძღუა მას ქრისტჱსთჳს, რომელი-იგი ოდესმე მდევარ იყო, რომელმან-იგი მუნ შინა მრავალთა ჰურიათა ქრისტჱს მიმართ სარწმუნოებაჲ დააჯერა. 254. ხოლო სიტყჳსმგებელთა მათ ეტყოდა განცხადებულად: „კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ თქუენთჳს ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ და თქუა: სმენით გესმოდის და არა გულისხმალ-ყოთ“ და ვითარცა-იგი შემდგომი წერილ არს. 255. და რამეთუ სულითა წმიდითა სავსე იყო, და ყოველნი მოყუარენი მისნი მოციქულნი და მათ ძლით შემდგომნი მათნი, რომელთა მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ ჰრწმენა. 256. ისმინე შენ განცხადებულად წიგნთა შინა მისთა, ვითარ-იგი მისწერს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა თუ რწმუნებითა კაცთა სიბრძნისა სიტყჳთა არს, არამედ გამოცხადებითა ძალითა სულისა წმიდისათა“. 257. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან-იგი აღგუბეჭდნა ჩუენ ამისთჳს ღმერთმან“, რომელმანცა მოგუცა ჩუენ „წინდი იგი სულისაჲ“. 258. მერმე თქუეს: „რომელმან-იგი აღადგინა ქრისტჱ მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა იგი ჴორცნი თქუენნი მის მიერ, რომლისა-იგი სული მისი დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“. 259. მერმე კუალად ტიმოთჱსა მისწერს, ვითარმედ: „კეთილი ესე ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა“. 260. რამეთუ სული წმიდაჲ ძლიერ არს და ცხოველ, და წინაჲსწარ იტყჳს და ზრახავს, რამეთუ წინაცა და მრავალგზის გითხარ თქუენ. 261. ამას განცხადებულად მისწერს პავლჱ ტიმოთესა, ვითარმედ: „სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, უკუანასკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან“, 262. რომელ არა ხოლო ჩუენსა წინა, არამედ ჩუენსა შემდგომადცა წვალებათა ვხედავთ მრავალფერთა და მრავალთღზულთა მწვალებელთა მათ საცთურთა. 263. მერმე იგივე იტყჳს: „რომელი-იგი სხუასა ნათესავსა არა გამუცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მოციქულთა მისთა და წინაწარმეტყუელთა სულითა“? 264. მერმე იტყჳს ამისთჳს: „ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ“, და მერმე კუალად: „მეწამების ჩუენ სული წმიდაჲ“. 265. და მერმე კუალად ჭურვილთა მათ სიმართლისათა მოუწერს და იტყჳს, ვითარმედ: „ჩაფხუთი იგი ცხორებისაჲ დაიდგით და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ-იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ყოვლითა ცოდვითა და ვედრებითა“. 266. და მერმე იტყჳს: „ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა-იგი არს სიბილწჱ, არამედ აღივსენით სულითა, იტყოდეთ ფსალმუნსა და გალობასა სულიერსა და ქებასა“. 267. და მერმე იტყჳს: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და სიყუარული ღმრთისაჲ და ზიარებაჲ წმიდისა სულისაჲ“, და მრავლითა სხჳთა, რომელ ყოველი ვერ წარმოვასრულეთ თხრობად. 268. წამებულ არს მცნობელთა მათთჳს, რამეთუ მტკიცე და განმწმედელ და შემწე არს ძალი სულისა წმიდისაჲ. 269. რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე თხრობად, დაღათუმცა მინდა სიტყუად ნეშტი იგი პავლჱსთაჲ მათგან ათორმეტი სამოციქულოთა, რომელთა-იგი შინა მრავალფერად და უკლებელად და ღირსად ასწავებდა. 270. და ჯერ-უჩნდინ ძალსა მას სულიწმიდისასა, რაჲთა ჩუენ, რომელი-ესე დავაკლეთ დღეთა ამათ მოახლებისათჳს, გუცეს შენდობაჲ და ჩუენ მსმენელთა მოგუეცეს ცნობაჲ და ზედაჲს-ზედა კითხვისა მისგან წიგთაჲსა ისწავებდით მას, 271. და აწინდელისა მისგან სწავლისა და პირვეთა მათგან თქუმულთა ჩუენ მიერ უმტკიცესი სარწმონოებაჲ გაქუნდინ მხოლოჲსა მიმართ ღმრთისა 272. და მამისა ყოვლისმპყრობელისა და უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტჱსა, ძისა მისისა მხოლოდშობილისა და სულისა მის მიმართ წმიდისა ნუგეშინიმცემელისა. 273. რამეთუ სიტყუაჲ და სახელისდებაჲ სულისა წმიდისაჲ საღმრთოთა შინა წიგნთა ზოგად წერილ არს: ღმერთი, ვითარცა-იგი იტყჳს მამისათჳს. 274. „სულ არს ღმერთი“, ვითარცა-იგი იტყჳს იოვანჱს სახარებასა, წერილ არს და ძისათჳს იტყჳს იერემია წინაწარმეტყუელი: „სულ პირისა ჩემისა ქრისტჱ უფალი“. 275. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ“, და რამეთუ სარწმუნოებისა წესსა კეთილად საცნაურ არს და საბელიანოზისსა მას საცნაურსა ესე წარსდევნის. 276. ხოლო აწ მოვედით სიტყუად, რომელ აწ სასწრაფო არს და ჩუენდა უმჯობჱს. 277. ნუუკუე შიმონისებრ მოხჳდჱ ორგულებასა, ნათლისღებასა მას და ჭეშმარიტებასა არა ეძიებდეს გული შენი. 278. ჩუენი არს, რაჲთა გიწამებდეთ, ხოლო შენი არს კრძალვაჲ. 279. უკუეთუ ეგო სარწმუნოებასა მაგას ზედა, ნეტარ ხარ შენ; 280. უკუეთუ კუალად ურწმუნოღა ხარ, განიშორჱ ურწმუნოებაჲ ეგე დღეისითგან და იქმენ მორწმუნჱ, ჟამსა მას ნათლისღებისასა ოდეს მოხჳდე ეპისკოპოსთა წინაშე, 281. გინა თუ ხუცესთა, გინა დიაკონთა, რამეთუ სადავე-იგი მადლი არს დაბასაცა შინა და ქალაქსაცა, სატჳტთა წინაშე სიტყუად მეცნიერთა, მონათა და აზნაურთა; 282. რამეთუ არა კაცთაგან არს მადლი ესე, ღმრთისაგან და კაცთაგან მიეცემის, და შენ რაჲ მოხჳდე ნათლისმცემელისა მის, მოუჴედ მას და ნუ ჰხედავ პირსა მის კაცისასა, 283. რომელ ჩას, არამედ გეჴსენედ სულისა მის წმიდაჲ, რომლისათჳს-ესე აწ ვიტყჳთ, რამეთუ ესე განმზადებულ არს მოსლვად და აღბეჭდვად სულსა შენსა. 284. და მოგცეს შენ ბეჭედი, რომლისაგან ძწიან ეშმაკნი, რამეთუ ზეცისაჲ არს და საუფლოჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომელი-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა“. არამედ გამოსცდის სულსა. 285. არა დაუსხის მარგალიტი წინაშე ღორთა. 286. უკუეთუ ორგულებდე, აწ კაცთა სამე თავს-გიდვან, ხოლო სულმან წმიდამან არა თავს-გიდვას. 287. უკუეთუ სარწმუნოებით მოხჳდე, კაცნი გმსახურებდენ შენ ხილულად, ხოლო სულმან მოგცეს შენ უხილავი იგი. 288. დიდსა განკითხვასა მოხუალ შენ, დიდსა მას ერისკრებასა შერაცხად ჟამსა მას ერთსა, რომელი წარ-თუ-სწყმიდო, განუკურნებელ იყოს ბოროტი იგი. 289. ხოლო ღირს თუ იქმნა მადლსა მას, განათლდეს სული შენი, მიიღო შენ საჭურველი და ძალი, რომელ არა გაქუნდა შენ, რომლისათჳს ძწიან ეშმაკნი. 290. უკუეთუ შეიკრძალო შენ საჭურველი ესე და გაქუნდეს ბეჭედი ესე სულსა, ვერ შეგკადროს შენ ეშმაკმან, ივლტოდის და წარვიდეს, რამეთუ სულისაგან ღმრთისაჲსა იდევნებიან ეშმაკნი. 291. და უკუეთუ გრწმენეს, არა ხოლო თუ მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოიღო, არამედ იქმოდიცა საკჳრვებასა, რაჲთა ღირს-იქმნჱ წინაწარმეტყუელებისა მადლსა, რამეთუ ესოდენი მიგაქუს შენ მადლი, რაოდენცა დაიტიო, არა თუ რაოდენი-იგი მე ვთქუა. 292. ვინ უწყის, მე მცირედ ვთქუა, ხოლო შენ უფროჲს მიიღო? 293. რამეთუ ვრცელ არს სარწმუნოებაჲ, და დაადგრეს შენ თანა მცველად ნუგეშინისმცემელი იგი და იღუწიდეს შენთჳს, ვითარცა თჳსისა მუშაკისა, შესლვათა შენთათჳს და გამოსლვათა შენთათჳს და ბოროტის მზრახველთა შენთათჳს ეშმაკთა. 294. და მოგცეს შენ მრავალფერისა მადლისა ნიჭი, უკუეთუ ცოდვითა არა შეაწუხო იგი. 295. რამეთუ წერილ არს: „ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა“. 296. რაჲ უკუე არს, ძმანუ, დამარხვაჲ იგი მადლისაჲ მის? 297. არამედ განემზადენით შეწყნარებად მისა, და რაჟამს შეიწყნარო იგი, ნუ განაგდებ მას. 298. ხოლო თავადმან ღმერთმან ყოველთამან, რომელი იტყოდა სულითა წმიდითა წინაწარმეტყუელთა მიერ, რომელმან მოავლინა იგი მოციქულთა ზედა აქა დღესა ამას ერგასისთასა, ესეცა მანვე თქუენ ზედა მოავლინენ, 299. და მის მიერ ჩუენ განმამტკიცენინ და ზოგად ყოველთა მოგუეცინ ქველის-ყოფაჲ, რაჲთა მარადის ნაყოფსა სულისა წმიდისასა გამოვიღებდეთ: 300. „სიყუარულსა, სიხარულსა, მშჳდობასა, სულგრძელებასა, სიტკბოებასა, მოთმინებასა“ ქრისტჱს იესუჲს მიერ, უფლისა, რომლისაგან მითურთ დიდებაჲ მამისა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|