მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეათე

 

1.     30. საკითხავნი მარტჳლიისანი.
    2.     ა. თქუმული წმიდისა იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოუვლინა სული წმიდაჲ
    3.     ოდესმე ენანი ღმრთისა განრისხებითა განიყვნეს უკეთურებისათჳს კაცთაჲსა, ხოლო ამას დღესა შინა იქმნა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოეცნეს შეწევნისათჳს სოფლისა.
    4.     მაშინ განიბნინეს, რაჲთა მოყუასმან მოყუასისაჲ ნუ ისმინოს, ხოლო აწ მოეცნეს, რაჲთა ისმინონ, ისწავონ და გულისხმა-ყონ.
    5.     მას ჟამსა განყოფამან ენათამან საქმჱ იგი განაქარვა, ხოლო აწ ენანი, რომელნი მოეცნეს, საქმენი ჭეშმარიტებისანი დაამტკიცნეს და აღასრულნეს.
    6.     მუნ მოეცნეს, რაჲთა ზრახვანი იგი უკეთურნი განაქარვნეს, და აწ, რაჲთა ყური მიყონ სიტყუათა შეწევნითა.
    7.     მას ჟამსა განიბნინეს ენანი გონებისა მისთჳს, რომელი აღიშჱნებოდა ბოროტად, ხოლო აქა მოეცნეს ენანი, რაჲთა დაეცნენ ცუდნი, რომელნი აღიშენებიან საცთურად.
    8.     გამოვიდეს ენანი შემდგომად ენათასა, რაჲთა შემოიყვანნეს იგინი სახლსა მას ცხოვრებისასა.
    9.     და მოვიდა სული შემდგომად ძისა და დაჰბეჭდა ჴსნაჲ ჩუენი ნიჭითა მისითა, აღმაღლდა მხოლოდშობილი იგი, რომელი დამდაბლდა ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა და გარდამოჴდა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აღასრულოს ძლევაჲ ჩუენი წყალობითა თჳსითა.
    10.     მოივლინა ჩუენდა აზნაურებაჲ მამისაგან ჴელითა ძისა თჳსისაჲთა და შემეძინნეს ჩუენ ნიჭნი ჴელითა სულისაჲთა, რომელი მისგან არს.
    11.     რამეთუ უნდა მამასა ცხოვრებაჲ ჩუენი, გულს-იდგინა ძემანცა განრინებაჲ ჩუენი.
    12.     რამეთუ დამდაბლდა მხოლოდშობილი იგი ჩუენთჳს, დამდაბლდა სული იგიცა და ფუფუნებდა კაცებასა მას ჩუენსა.
    13.     განმდიდრდეს მოციქულნი იგიცა ნიჭითა მათითა ჩუენისა სარგებელისათჳს, განვიდეს და განეფინნეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, და შეკრებისა ჩუენისათჳს ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი ჴსნასა ჩუენსა და დაჰბეჭდნეს მოციქულთა ძლევაჲ ჩუენი.
    14.     და მიეფინა სული იგი ყოველთა ზედა ჴორციელთა, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან: „და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი“, ვითარცა თქუა, მადლი მისცა ღმერთმან მონათა და მჴევალთა თჳსთა ზედა – სული იგი თჳსი.
    15.     დაეცნეს იგინი, ვითარცა თქუა: კნინნი მდიდართა თანა.
    16.     და აღივსო ქუეყანაჲ მეცნიერებითა მისითა, რომელი სავსე იყო საცთურითა, დამტკიცნა ჭეშმარიტებითა მისითა.
    17.     რამეთუ შეეძრწუნა ცოდვასა, აღემართა და ჰმსახურა მას და გამოაბრწყინვა მას ზედა ნათელი თჳსი და მის გამო წარემართა მისლვად მისსა.
    18.     იწრაფეს შეწევნათა მისთა და აღიფხურნეს საძირკუელნი მისნი და გულს-იდგინეს შეწევნათა მისთა და აჴოცნეს სავნებელნი ჩუენნი.
    19.     გამობრწყინდა ჴორცთა ჩუენთა ზედა და განანათლნა სულნი ჩუენნი გამობრწყინვებითა თჳსითა.
    20.     მოვიდა ცხადად და შეეწია გონებათა დაფარულად და იჴსნნა ათასნი ბრალისაგან და განარინნა ბევრნი სიკუდილისაგან.
    21.     შეისხნა ჴორცნი, თანამდებნი მიწისაგანნი და მისგან აღიღო ძლევაჲ სრულითა სიმჴნითა.
    22.     შთავიდა სიღრმეთა და წარმოტყუენა ტყუჱ.
    23.     აღჴდა მაღლად და განუყო ნიჭი თჳსი და იქმნნეს ჴორცნი მისნი მიზეზ კეთილის.
    24.     და განარინნა სულნი ბოროტის შეპყრობისაგან.
    25.     გამოუჩნდა თუალთა, რაჲთა გამოუჩნდეს გულთაცა.
    26.     და შეესხნენ ჴელნიცა, რაჲთა დაემტკიცნენ გონებანიცა.
    27.     შესახებელ ყვნა მადლნი თჳსნი და აჩუენა კაცთა.
    28.     დაამდაბლა ცხორებაჲ იგი თჳსი და შეერთო მკუდართა თანა, და არა მით ხოლო კმა-ყო, რაჲთამცა კაც ხოლო იქმნა, არამედ მოკლულცა იქმნა, და არა თუ მოკლულ, არამედ დაფლულცა.
    29.     მოვიდა მადლითა თჳსითა და მოწყჳდნა ცოდვანი ჩუენნი, და მოსცა ნათესავსა ჩუენსა კეთილი და თავს ისხნა ჩუენნი ჭირნი, უკუეთუმცა ძალი მისი არა აღდგომილ იყო შემწედ მისა, და-მცა-ადუმეს იგი უკეთურთა მათ.
    30.     უკუეთუმცა მოწყალებასა მას თჳსსა არა დაემშჳდა, აღ-მცა-ეჴოცა ბუნებაჲ ესე ჩუენი.
    31.     ბუნებანი ბუნებათანი ჩუენ ზედა განრისხნეს ჯუარცუმასა მას მისსა და შთათქმად ეგულვა ჩუენდა დაბადებულთა.
    32.     რაჟამს იგი ჯუარს-აცუეს, კლდენი განიპნეს, სამარენი აეხუნეს, მკუდარნი განცხოველდეს, რამეთუ ცხოველნი იგი განცოფნეს.
    33.     განაგდო ჯუარი იგი და აღვიდა ცად.
    34.     და არა იმარხა მანკიერებაჲ ნათესავისა ჩუენისა თანა.
    35.     მისთჳს, რამეთუ დამოჰკიდეს იგი ძელსა, მოავლინნა ნიჭნი თჳსნი და აღავსნა ეკლესიანი.
    36.     უწოდა მკლველთაცა მათ მისთა, უკუეთუ უნდეს, იხარებდენ იგინიცა მეგობართა მისთა თანა.
    37.     და თუ ჰრწმენეს დამდაბლებაჲ იგი მისი, ჴორცნი თჳსნი მისცნეს მათ სიყუარულითა თჳსითა.
    38.     დასაბამად ნიჭთა მისთა ჴორცნი თჳსნი განუყვნეს და სისხლნი თჳსნი უსასყიდლოდ მისცნეს.
    39.     უსასყიდლოდ ეკლესიათა თჳსთა განუყვნა ენანი, რაჲთა ქადაგონ ჭეშმარიტებაჲ მისი.
    40.     და მოულინა ნიჭი მისი, რაჲთა წამონ სარწმუნოებაჲ მისი.
    41.     და იქმნა იგი თავსმდებელ სოფლისა სასწაულებითა თჳსითა, ვითარმედ მე ვარ ღმერთი, და დააბა მან წიგნწერილებაჲ იგი სასწაულითა ძალისა თჳსისაჲთა, ვითარმედ მე ვარ დამბადებელი.
    42.     იგი არს დამბადებელი და იგი არს მჴსნელი.
    43.     მის გამო აღესრულნეს საქმენი და მის გამო იჴსნნეს კაცნი, მის გამო გამოჩნდა მამაჲ და მის გამო გამოცხადნა შემოქმედი იგი.
    44.     და სულისა გამო დაებეჭდა ჭეშმარიტებასა და განიყვნეს ნიჭნი მადლითა მისთანი.
    45.     და ეწამების დამდაბლებაჲ იგი მისი და უფლებისა მისისათჳს დაჰბეჭდა ძალმან მისმან.
    46.     და ღაღად-ყვეს სასწაულთა მისთა ძალითა თჳსითა, რამეთუ: ღმერთი არს ჭეშმარიტად, რამეთუ აღასრულნა ჭეშმარიტად სიტყუანი თჳსნი.
    47.     ვითარმედ შემოქმედი არს ჴელოვანთმოძღუარი სიტყჳთ და საქმითაცა, და არწმუნა სოფელსა და იმიერ და ამიერ მისცა არგანა დაბადებულთა, რამეთუ დასნეულდა კაცებაჲ ესე ჩუენი.
    48.     და განამრავლნა შეწყნარებანი თჳსნი, რამეთუ დასნეულდა თავისუფლებაჲ თჳსი.
    49.     რამეთუ დაავიწყდა იგი, დაითმინა მისი და შეაჯერა მას, და შეეშინა მას სიმდიდრისაგან მისისა, შეეწია მას მარჯუენითა თჳსითა შემდგომად ნათესავისა მის მისისა, ვითარმედ განიძარცუეს დიდებაჲ, რომელ შთააცუა ამას ადამსა.
    50.     შეირცხჳნა მიხედვად, ვითარცა მამანი თჳსნი, რომელ განეძარცუნეს, სამოთხესა მას შინა.
    51.     იხილა შიშულობაჲ იგი მისი და გარე-მიიქცა პირი მისი ცოდვათაგან მისთა.
    52.     განბანა და განწმიდა ესე ლხინებითა თჳსითა და შეამკო და შემოსა ესე დიდებითა თჳსითა, დაამტკიცა ესე დასაბამსვე და მით გამოძიება ყო უკუნისამდე.
    53.     არა თუ ხარკით დაჰბადა, არცა ხარკით იჴსნა და არცა ხარკით ქმნის კეთილი.
    54.     ნებითა თჳსითა მოვიდა მეძიებელად ვნებათა ჩუენთა და წყალობითა თჳსითა გარდამოჴდა ჴსნად აზნაურებისა ჩუენისა.
    55.     ნებითა ჩუენითა თანამდებ ვექმნენით და ნებითა ჩუენითა ვეძიებდით.
    56.     უკუეთუ შეეზავნენ ნებანი ჩუენნი ნებასა მისსა, ვსუფევდეთ მის თანა.
    57.     და ჴდომად აღუდგეთ მას, თანამდებ ვიქმნნეთ მისგან, ძლევაჲ მის თჳნიერ დამტკიცნეს, და რომელი მას არა მიეახლოს, არა განეშოროს ბოროტისაგან, რამეთუ განსასუენებელი ცოდვისაჲ ნათხოვ არს და ვასხებული.
    58.     რამეთუ უნდა წყალობით ფუფუნებაჲ, ყოველთა ზედა ავასხა ღმერთმან, რაჲთა გულისხმა-ყონ კაცთა.
    59.     და უჩუენებს, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს და უფროჲსი მიიღეს.
    60.     განიკურნნეს ზეცისაჲთა, რომელთა უნდეს კურნებაჲ სულთაჲ, რაჲთა ღირს იყოს ღმრთისა მისითა მით, რომელი გამოუბრწყინდეს მათ ზედა.
    61.     განემზადნეს კეთილნი მისნი, და არავინ იყო მიმღებელ.
    62.     დაეპყრა სიმდიდრე მისი, და არასადა იყვნეს ჴუებულნი.
    63.     და ჯერ-იჩინა მან, რაჲთამცა იპოვნეს მიმღებელნი, რომელნი ღირს-იყვნეს მადლითა მისითა, რამეთუ ღირს-ყოფად მადლისა მისისა თჳნიერ აზნაურებისა ვერ შეუძლონ.
    64.     რამეთუ აზნაურებაჲ ხოლო ღირს არს ღმრთისა კეთილითა ნებითა წმიდათა და ჭეშმარიტებითა ზრახვითა.
    65.     რამეთუ მეცნიერებაჲ არა თუ თავისუფალ არს, არამედ ჴელმწიფებასა დამორჩილებულ არს და ქმნულკეთილობაჲ ძლიერებისაჲ განშურებულ არს კეთილისაგან.
    66.     და არა არს ღმრთისა ღირს, გარნა ნებაჲ კეთილი.
    67.     და ჴელმწიფებანი ქმნულკეთილობამან ჴორცთამან განუსუენის ჴორცთა, და ქმნულკეთილობამან ნებათმან ღმერთსა ახარის.
    68.     არიან კეთილნი განსასუენებელად ჴორცთა, არამედ ქმნულკეთილობასა მას წმიდათა სულთასა ვინ-მე შეუძლოს პოვნად?
    69.     ქმნულკეთილობაჲ ნებაჲ უყუარს უფალსა და მისვე კეთილისათჳს მოვიდა ძჱ ღმრთისაჲ.
    70.     ეგრჱვე ქმნულობაჲ შეიმოსა, არა თუმცა ვითარ-იგი მან შეამკო, არამედ რაჲთა ესე მის გამო შეიმკოს.
    71.     და რამეთუ ხატი მისი არს ქმნულკეთილობაჲ ესე ჩუენი.
    72.     აღიყვანა და დასუა იგი ცათა შინა.
    73.     და რამეთუ განაქარვა იგი სახელმან მან ადამისმან უსახურებითა ნებისა მათისაჲთა, გარდამოჴდა, განაახლა და გამოწერა იგი.
    74.     აღიღო და დასუა იგი ცათა შინა.
    75.     და პატივმან მან მისმან შემოსა იგი, და თაყუანის-სცეს მას ყოველთა დაბადებულთა.
    76.     აღიყვანა იგი ცად და უდებ-ყო იგი ქუეყანასა ზედა.
    77.     მივიდა ხატითა თჳსითა და მოვიდა სულითა მით თჳსითა.
    78.     მიიღო მსგავსებაჲ ესე ჩუენი და მომცა ჩუენ სული იგი წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი.
    79.     აღვიდა ჴორცითა, მოვიდა ჴორცითა თჳნიერ, არა თუ დადვა იგი და გარდაცვალა, და არა დაუტევა იგი და მოვიდა.
    80.     რამეთუ ესე არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ.
    81.     და არა არს მისა დაყენება, ძალ-უც ყოვლისა საქმედ და თჳთ არარაჲ იქმნების.
    82.     შემძლებელ არს უწყებად ყოვლისა, და იგი ვერ საუწყებელ არს, რამეთუ იგი მხოლოჲ საცნაურ არს.
    83.     ვითარ ვერ მისაწდომელ არს, მან ხოლო უწყის ყოველი, და ვითარ არს ყოველი.
    84.     რამეთუ დამბადებელი არს იგი ყოვლისაჲ, რამეთუ იგი ხოლო შემძლებელ არს ცნობად ყოვლისა, ვითარ რაჲ არს.
    85.     რამეთუ ყოვლისა უფროჲს არს და უფალი ყოველთაჲ არს.
    86.     მიხედეთ წმიდითა გონებითა და იხილეთ, რამეთუ ესე არს, რაჲთა არა აღირღუეთ ცილობითა და დაჰკერძნეთ ჭეშმარიტებისაგან მისისა.
    87.     ბუნებისა მისისათჳს წიგნნიცა მოწამე არიან, ვითარმედ იგი არს და ნიჭნი იგი სულისანი დაჰბეჭდვენ, ვითარმედ ქველისმოქმედი არს, განცხადებულ არს, ვითარმედ არს და ჩანს, რამეთუ ქველისმოქმედ არს.
    88.     დაბადებულნი მისნი ეწამებიან მას, ვითარმედ იგი არს, და საქმჱნი მისნი ღაღადებენ, ვითარმედ ქველისმოქმედ არს.
    89.     მოწამჱ არს ჴელი იგი მხოლოდშობილისაჲ, და დაჰბეჭდა სულითა თჳსითა.
    90.     მამაჲ მოწამჱ არს ძისა თჳსისათჳს სრულითა სიყუარულითა თჳსითა, და ძჱ ქადაგებს მამისა თჳსისათჳს სრულითა ჭეშმარიტებით თჳსითა.
    91.     და სოფელი ფუფუნებითა თჳსითა აუწყებს მადლისა მისისათჳს, წინაწარმეტყუელნი წამებენ და მოციქულნი ღაღადებენ, გონებათა ეწამებიან საქმენი.
    92.     რამეთუ დაბადებით დაბადებულ არიან, დაბადებულნი თუალ-ყოფით იტყჳან, ვითარმედ კეთილისა მისგან გებულნი არიან.
    93.     ღაღადებენ წიგნნიცა, ვითარმედ წყალობით დაცვოლ არიან, სხუა ფერ და სხუა ხატ არიან ზოგნი მათგანნი აზნაურებით და ზოგნი მათგანნი ძლით.
    94.     და რამეთუ მადლისა გამო არა დაიჴსნებიან, განცხადებულ არიან წინაშე ღმრთისა აღსასრული ყოვლისაჲ.
    95.     და უწყის, რაჟამს წეს არს აღსასრული.
    96.     და რამეთუ წარსლვად არს შუენიერებაჲ ამის სოფლისაჲ, და არა თუ სოფელი, და განახლებად არიან დაბადებულნი.
    97.     და არა თუ განკფდენ, და წარჴდენ, და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი.
    98.     ხოლო ჩუენ, ძმანო, ყოფად ნებისა ღმრთისაჲსა ვზრუნვიდეთ მარადის, ვითარმედ ვითარ-ძი ცვავნეს(!) დაბადებულნი და განაახლოს სოფელი.
    99.     რამეთუ საქმე, რომელი ჩუენდა არა განცხადებულ არს, ნუ დაშურებით მისთჳს, არამედ გულს-იდგინეთ ყოფად ნებისა ღმრთისაჲსა, რომელი სავსჱ არს ცხორებითა და სიხარულითა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
    100.     შევიწყნაროთ იგი ნიჭითა მისითა შესაწევნელად ჩუენდა.
    101.     სული იგი წმიდაჲ, რომელი აღგჳთქუა პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, აჰა განჰყოფს და მისცემს ნიჭთა მისთა ღირსთა თჳსთა.
    102.     განუმზადნეთ სულნი ჩუენნი და ჴორცნი და აღვამკვნეთ სულიერითა კეთილითა შრომითა ჩუენითა, რაჲთა ღირსს ვიქმნეთ მისა სადგურად.
    103.     და დაიმკჳდრონ ჩვენ თანა ფასთა სიმდიდრითა მისითა.
    104.     დღეს აღესრულა სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა პირითა წინაწარმეტყუელისა მისისაჲთა, ვითარმედ: „მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი“.
    105.     იხილეთღა, არა-ძი აღესრულაა სიტყუაჲ იგი მოციქულთა მათ მიმართ ჟამსა მას, რომელსა შეკრებულ იყვნეს ერთბამად ქურსა ზედა და გამოუჩნდეს მათ ნაწილნი, ვითარცა ცეცხლისაგან?
    106.     იწყეს წინაწარმეტყუელებად, სიტყუად ენად-ენათა, რაჲთა დააკჳრვონ ნათესავთა მათ ზედა, რომელნი შეკრიბნა და მოიყვანნა სულმან მან, რაჲთა იხილნენ დიდებულნი იგი საქმენი ღმრთისანი.
    107.     და ჩუენცა, ძმანო, ნუმცა თანა-წარვსცოდავთ სულთა ჩუენთა ზიარებისაგან სულისა წმიდისა, ნუ მოიჴდით გონებასა, არამედ ჩუენ თუ გჳნდეს, მოწევნულ არიან ჩუენ ზედა მადლნი.
    108.     და თუ თქუას ვინმე, უკუეთუ შეიწყნარებოდეს მორწმუნენი, და აწცამცა შეწყნარებად არცამცა იქმნებოდეს სასწაულნი, ვითარ-იგი მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი.
    109.     დღეს აღივსო მოძღურებითა უფლისა ჩუენისაჲთა ყოველი ქუეყანაჲ და ჰრწმენა ცის კიდეთა.
    110.     ქადაგებაჲ იგი მოციქულთაჲ განცხადებულ არს, რამეთუ არღარა ჴმანან სასწაულნი.
    111.     რამეთუ არს ჟამი, რომლისათჳსმე საქმისა იქმნებიედ სასწაულნი.
    112.     ხოლო რაჟამს თჳთ საქმე იგი განცხადნის, იქმნა იგი მიერითგან სასწაულ სასწაულთა მისთა.
    113.     იხილეთ ღმერთი, რამეთუ დიდ არს.
    114.     ერთიღა დევი გამოჴდის, ანუ ესე ყოველნიღა გუნდნი დევთანი დევნულ არიან სიტყჳთა მოძღურებითა მოციქულთაჲთა, რომელი წარმოითქუა ჩუენთჳს.
    115.     სასწაული დიდი არს და საკჳრველი, აღ-თუ-ვინმე-ადგინნეს მკუდარნი, არამედ უფროჲს საკჳრველ არს იგი, აცხოვნნეს თუ ვინმე მრავალნი სულნი, რომელნი მომკუდარ არიან ცოდვითა და საცთურითა.
    116.     არამედ არიან სასწაულნი ჴელთაგან ჭეშმარიტისა მორწმუნისათა და კურნებანი იქმნებიან მართალთა ჟამთაჲსა და არა განშორებულ არს მათგან სული იგი, რომელი იყო წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა და მოწამეთა თანა, და მათ თანა, რომელთა აღიარეს იგი.
    117.     რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისა ჩუენისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „თქუენ თანა ვარ მიაღსასრულადმდჱ სოფლისა“.
    118.     ამიერითგან, ძმანო, ვიდრე ჟამი ესე ჴელთაღა შინა ჩუენთა არს, მოვიქცეთ უფლისა და ვიდრე ადვილღა არს ჩუენდა, მივეახლნეთ მოწყალებათა მისთა და ვიდრე ახლოსღა არიან ჩუენდა ნიჭნი მისნი, მოვირეწოთ ჩუენ კეთილი,
    119.     რაჲთა მიმიახლნეს ჩუენ, გარნა თუ ღირს-ვიქმნნეთ, ეშმაკთა თუ განვასხმიდეთ და თუ ვწინაწარმეტყუელებდეთ და თუ მათ არა ვეზიარნეთ, გარეშე ბჭეთა დაშთომილ ვიქმნნეთ.
    120.     ამიერითგან, ვზრუნვიდეთ სარგებელისა ჩუენისათჳს, რაჲთა მივეწივნეთ ცხორებასა მას ნიჭითა სულითა წმიდისაჲთა, მოვიხუნეთ გჳრგჳნნი და ენითა,
    121.     რომელნი არიან მათ შინა თარგმანებითა, დავიმოწაფნეთ და ვასწაოთ უცებთა და განვანათლნეთ დაბნელებულნი და დავამტკიცნეთ უძლურნი და დავანელნეთ უჰამონი
    122.     და ვიღუაწნეთ სნეულნი და გამოვზარდნეთ ჴუებულნი, და ღმერთსა, რომელი მოვიდა მაცხოვრად ჩუენდა, ვემსგავსნეთ და მცნებითა ვიმარხვიდეთ და ნებაჲ მის ვყოთ.
    123.     და ნაყოფითა სულისაჲთა ვჰმსახუროთ, რაჲთა მოსაგებელი კეთილი ქველისმოქმედისა უფლისაგან მოვიღოთ სასუფეველსა შინა მისსა, იგი, რომელ არა წარმავალ არს.
    124.     და ერთბამად კეთილთა, რომელ ქმნნა და რომელთა იქმს ჩუენთჳს, დიდებაჲ და პატივი ჴელმწიფებისა მისისა აღმოვთქუათ მადლითა მისითა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი