|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამერვე
1. 28. [წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კოსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ,
ამაღლებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და გუამთათჳს წმიდათა მარტჳლთაჲსა...] 2. ...რაჲ ემტერებიედ ერთი ერთსა და არა
ჰნებავნ დაგების, სხუაჲ ვინმე მოვიდის და შორის შემოვიდის და დაჰჴსნის მტერობაჲ ორთაჲვე, ეგრჱთვე ქრისტემან ყო. 3. განრისხნა
ღმერთი ჩუენ ზედა და დაუტევეთ ღმერთი. 4. მოწყალჱ უფალი შორის შემოვიდა ქრისტჱ და განაგო ორთა ბუნებათა. 5.
და ვითარ შორის იგი შემოვიდა, თავს-იდვა პატიჟი, რომელი თანა-გუედვა ჩუენ მამისა მიერ, და გმობაჲ და ყუედრებაჲ, რომელნი ვყვენით ჩვენ ღ˜ა
მიმართ, მან თავს ისხნა. 6. გნებავს თუ, რაჲთა ისწაო, ვითარ თავს ისხნა ორნივე – მუნით პატიჟი და აქაჲთ ყუედრებაჲ?
7. პავლჱ თქუა: „ქრისტემან მოგჳყიდნა ჩუენ წყევისაგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“. 8. ჰხედავა, ვითარ თავს-
იდვა პატიჟი ზჱცით და იხილჱ, ვითარ დაუთმო ყუედრებასა ქუესა? 9. თქუა: ყუედრებანი მაყუედრებელთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 10. ჰხედავა, ვითარ დაჰჴსნა მტერობაჲ, ვითარ დაითმინა და ღონისძიება-ყო, ვიდრემდის შეწირა ღმრთისა მტერი მბრძოლი და ქმნა იგი
საყუარელ? 11. და მიზეზი ამათ კეთილთაჲ ესე არს დღეჱ, რამეთუ მიიღო ბუნებაჲ ჩუენი, ვითარცა პირველი და ესრჱთ აღიყვანა
მამისა. 12. ვითარცა არს ყანა იფქლისასა, მიიღის კაცმან თავისაგან იფქლისა მცირედ მჭელეული და შეწირის ღმრთისა და მით მცირითა
ყოველი იგი აგარაკი იკურთხის, ესრჱთვე ქრისტემან მცირითა მით ჴორცითა განაგო, რაჲთა აკურთხოს ყოველი ნათესავი ჩუენი. 13. და
რაჲსათჳს არა ყოველი ბუნებაჲ აღამაღლა, რამეთუ არა არს ესე დაწყება, ოდეს ვინმე შეწიროს ყოველი, არამედ ოდეს ვინმე შეწიროს მცირედი, აკურთხის მით
ფრიადი. 14. და უკუეთუ დაწყებაჲ არს, ჯერ-იყო აღმაღლებად კაცი იგი პირველი. 15. რამეთუ დაწყებაჲ ესე არს,
რომელი აღმოსცენდი პირველად. 16. არა არს ესე ესრჱთ, საყუარელო, უკუეთუ შესწიროთ პირველი, რომელი აღმოაცჱნა ქუეყანამან და იგი
უჴმარ და უსუსურ არს. 17. არამედ დაწყებაჲ შესაწირავისაჲ არს კეთილი და ძლიერი. 18. და ამისთჳს, რამეთუ იყო
ნათელი იგი ცოდვასა ქუეშე, ამისთჳს არა აღამაღლა, დაღაცათუ პირველი იყო, არამედ ესე, რომელი გარეშე არს ყოველსა ცოდვასა, აღმაღლდა.
19. დაღაცათუ უკუანაჲს იყო, აწ უკუე ესე ვიდრე-მე არს დაწყებაჲ და უკუეთუ გინებს, რაჲთა სცნა, რამეთუ არა თესლი, რომელი აღმოსცენდის
პირველად, იგი არს დაწყებაჲ, არამედ რჱ ეული და ძლიერი. 20. და წიგნისაგან მოვიყვანო მოწამე: ჰრქუა ძუელსა შინა მოსჱს ერსა:
„უკუეთუ შეხჳდჱ ქუეყანასა მას, რომელი მოგცეს უფალმან ღმერთმან შენმან და დაჰნერგო შენ ყოველი ხჱ ნაყოფიერი, სამ წელ არაწმიდა ჰყო ნაყოფი მისი და
წელსა მესამესა წმიდა იყოს ნაყოფი მისი ღმრთისა“. 21. და უკუეთუმცა იყო პირველად, რომელი-იგი გამოვიდის დაწყებასა, რაჲთა
შეიწიროს ღმრთისა პირველი, რომელი გამოვიდეს ხისაგან, 22. არამედ თქუა: სამსა წელსა არაწმიდა ჰყო ნაყოფი მისი, არამედ უტევე,
რამეთუ ხჱ იგი უძლურ არს და ნაყოფი მისი არამწიფჱ არს და მეოთხესა წელსა წმიდა ჰყო ღმრთისა. 23. იხილეღა სიბრძნე, მოცემული
შჯულისაჲ: არა უტევა ჭამად, რაჲთა არა მიიღოს მან ნაყოფი მისი პირველი ღმრთისა და არცა უბრძანა, რაჲთა შეიწიროს ღმრთისა ნაყოფი უსრული.
24. არამედ თქუა: უტევეთ, რამეთუ პირველი ნაყოფი არს და ნუ შესწირავ, რამეთუ არა შეჰგავს პატივსა მიმღებელისა მის. 25.
ჰხედავა, ვითარ არა რომელი წინა გამოვიდა, დაწყება არს, არამედ ძუელი იგი? 26. და ესე ვთქუთ ჴორცთათჳს, რომელნი შეიწირნა და
აღვიდა ქრისტჱ, დაწყებაჲ გონებათა ჩუენთაჲ, მამისა და ესრჱთ შეიყუარა მამამან ძღუენი იგი სიმდიდრისაგან შემწირველისა და სიწმიდისაგან შესაწირავისა,
ვიდრემდის შეიწყნარა იგი ჴელთა თჳსთა ზედა. 27. და იყო ძღუენი იგი მახლობელ თჳსა, და თქუა: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. 28. გულისხმა-ვყოთ, თუ ვის ჰრქუა ესე: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“, რომელსა ბუნებასა ესმა ღმრთისაგან: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“? 29. მას, რომელსა ესმა „მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე“, არა კმა-ეყო ყოფაჲ ანგელოზთა თანა, არამედ უზეშთაჱს იქმნა ანგელოზთა, გარჱ-
წარჰჴდა მთავარანგელოზთა, 30. აღმაღლდა ზედა ქერობინთა, იქმნა უმაღლჱს სერაბინთა, გარჱ-წარჰჴდა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და
არა დაადგრა, ვიდრემდის მიიწია საყდარსა სამეუფოსა. 31. იხილჱ, სადა იყო დაცემულ ქუე და რაბამსა მიიწია სიმაღლესა.
32. არღარაჲ იყო უქუემოჱს მისსა, რომელსა-იგი შთაჴდა კაცი და არცა ადგილი უმაღლჱს მის ადგილისა, რომელსა-იგი აღმაღლდა აწ.
33. და მოასწავებს ამას პავლეჱ და იტყჳს: „რომელი შთაჴდა ქუესკნელთა, იგი არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა“. 34.
არამედ ჩუენ, რომელთა არა მაქუს გრძნობა, არცა გონება, რომელნი უდარჱს ყოვლისა უპატიონი დაწუნებულნი, რაჲ-მე ვთქუა ანუ რასა-მე ვიტყოდი? 35. გონებაჲ შეურაცხ იქმნა ზეშთა ყოვლისა. 36. დღეს შეიწყნარჱს ანგელოზთა, რომელი-იგი უყუარდა მათ, პირველად
ბუნებაჲ ესე ჩუენი. 37. და უკუეთუ ქერობინი სცვიდა სამოთხესა კაცისათჳს, არამედ ელმოდა, ვითარცა მონამან რაჟამს შეიპყრის მონაჲ
მოყუასი და შეაყენის საპყრობილჱსა თჳსსა უფლისათჳს და ელმინ, 38. რაჲ-იგი ქმნის წყალობისათჳს მონა-მოყუსისა თჳსისა, ეგრჱთვე
ქერობინსა მიეთუალა სამოთხჱ, რაჲთა სცვიდეს და ელმოდა მას დაცვაჲ იგი მისი. 39. რამეთუ ესრჱთ არს, ვითარმედ: შეწუხნებიან ჩუენსა
წარწყმედასა და იხარებენ ჩუენსა ჴსნასა. 40. ცხად არს თქუმულისა მისგან უფლისა, ვითარმედ: „სიხარული არნ ცათა შინა ერთსა ზედა
ცოდვილსა, რომელმან შეინანის“. 41. და უკუეთუ, რაჟამს ანგელოზთა იხილიან ცოდვილი ერთი, რომელი განერის, უხარინ, რაოდენ
უფროჲს იხარებენ დღეს? 42. ოდეს იხილონ ბუნებაჲ ჩუენი ყოველივე შესრული ზეცად, ვითარ არა უხაროდის? 43.
და სხჳთ კერძო ისმინჱ სიხარული ანგელოზთაჲ ჩუენისა მშჳდობისათჳს: რაჟამს იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ჴორცითა და ისწავეს ანგელოზთა,
44. ვითარმედ განეგო ნათესავი კაცთაჲ, განეწყვნეს ქუეყანასა ზედა და ჴმა-ყვეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა
შორის სათნოებაჲ“. 45. რაჲთა სცან, რამეთუ ქუეყანამან მოიხუნა კეთილნი და შეუდგინნეს მიზეზნი თქუმულითა: „ქუეყანასა მშჳდობაჲ, და
კაცთა შორის სათნოებაჲ“, კაცთა მბრძულთა მტერთა განსხმულთა. 46. იხილჱ, ვითარ ადიდებენ ღმერთსა კეთილისათჳს, რომელ სხუათაჲ
არს, ვითარმცა საკუთრად მათი იყო. 47. რამეთუ კეთილნი, რომელ ჩუენდა არიან, აღითუალვენ თავისად. 48. და
გნებავს თუ, რაჲთა ისწაო, ვითარმედ შემდგომად იხარებდენ, ოდეს იხილონ აღმავალი ესე, ისმინე, რასა იტყჳს უფალი: „ამიერითგან იხილნეთ ანგელოზნი
ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“. 49. ესე არს წესი ტრფიალთაჲ. არა ელიედ ჟამთა, არამედ უსწრიედ
აღნათქუემსა ნებისათჳს. 50. ამისთჳს გარდამოვლენ და აღვლენ მოწაფენი, რაჲთა იხილონ ხილვაჲ იგი საკჳრველ – კაცი ცათა შინა,
გამოჩინებული, ამისთჳს ყოველსა ადგილსა ანგელოზნი, რაჟამს იშვა, დაეფლა და აღდგა და ოდეს აღმაღლდა, თქუა: „აჰა ესერა ორ კაც სამოსლითა
ბრწყინვალითა!“ 51. შემოსაჲ იგი მათი მოასწავებს სიხარულსა მათსა. 52. და ჰრქუეს მოწაფეთა: „კაცნო,
გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? 53. ესე იესუ, რომელი აღმაღლდა თქუენგან ზეცად, ესრჱთვჱ მოვიდეს, ვითარცა
იხილჱთ იგი აღმავალი ზეცად“. 54. თქუა: მოხედედ გულითად. 55. რაჲსათჳს თქუეს ესე? რაჲ არა ესხნესა
მოწაფეთა თუალ? 56. რაჲ არა ნუ ხედვიდესა, რომელი-იგი მას ჟამსა იქმნებოდა? 57. არა-მე იტყჳსა მახარებელი,
ვითარმედ ხედვიდეს იგინი აღმაღლებასა მისსა? 58. და რაჲსათჳს დადგეს ანგელოზნი სწავლად მათა, ვითარმედ ამაღლდა ზეცად? 59. ორისა მიზეზისათჳს: ერთი, რამეთუ მტკივნეულ არიედ. 60. ისმინე, რაჲ თქუა მან: არავინ თქუენგანი მკითხავს მე,
ვიდრე ხუალ? არამედ გარქუ თქუენ ესე. 61. მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი, უკუეთუ რაჟამს მესხნიან ჩუენ მოყუარენი და თჳსნი,
არა დავითმინით განშორებაჲ მათი, ვითარ მჴსნელისა და მოძღუარისაჲ და მოღუაწისა და მოწყალისაჲ და მშჳდისაჲ და სახიერისაჲ. 62. ოდეს
ხედვიდეს განშორებასა, ვითარმცა არამწუხარე იყვნეს, ვითარ არამტკივნეულ იყვნენ? 63. ამისთჳს დადგეს ანგელოზნი იგი, რაჲთა
ნუგეშინის-სცენ მათ მწუხარებისა მისთჳს აღმაღლებისა მისისა, ხარებითა მოსლვისა მისისაჲთა. 64. და თქუეს: „ესე იესუ, რომელი
აღმაღლდა თქუენგან ზეცად, ესრჱთვე მოვალს“. 65. და ჰრქუა: შესწუხენით, რამეთუ აღმაღლდა. 66. არამედ
არღარა შესწუხნეთ, რამეთუ იგი მოვიდეს კუალად. 67. და რაჲთა ქმნენ, რომელი-იგი ელისე, რაჟამს იხილა მოძღუარი თჳსი
ამაღლებულად, დაიპო სამოსელი თჳსი. 68. ამისთჳს დადგეს ანგელოზნი, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მათ მწუხარებისა მისთჳს.
69. და ესე არს ერთი მიზეზი მუნ ყოფისა ანგელოზთაჲსა. 70. და მიზჱზი მეორჱ არა უმცირჱს არს ამისსა. 71.
რაჲსათჳს დართო, რომელი აღმაღლდა ზეცად და რაჲ არს ესე, ზეცად აღმაღლდა? 72. რამეთუ სიგრძჱ გზისაჲ იყო ფრიად და ვერ
ძალ-ედვა სახედავთა კაცობრივთა ხედვად ჴორცთა, მიწევნულთა ცად, არამედ რავდენ აღმაღლდის, დაიფარვინ თუალთაგან და რაჲთა არა ჰგონებდენ მოწაფენი,
ვითარმედ ვითარცა ამაღლდა ელია ვითარცა ზეცად, ეგრჱთვე ამაღლდეს. 73. და ამისთჳს თქუეს: რამეთუ ამაღლდა თქუენგან ზეცად. 74. და არა და-თო ესე განტევებულად, რამეთუ ელია აღმაღლდა რეცა ზეცად, რამეთუ მონაჲ იყო, ხოლო იესუ ზეცად – რამეთუ უფალი
იყო. 75. და იგი – ეტლითა ცეცხლისაჲთა, ხოლო ესე – ღრუბლითა ნათლისაჲთა. 76. რაჟამს ჯერ-იჩინა წოდებაჲ
მონისაჲ, ეტლნი განემზადნეს, ხოლო ძესა ღმრთისასა – საყდარი სამეუფოჲ მსგავსნი ცეცხლისაჲ. 77. რაჟამს აღმაღლდა ელია, დაუტევა
ხალენი ელისეს, არამედ ოდეს იესუ აღმაღლდა, დაუტევა ნიჭი მოწაფეთა თჳსთა. 78. არა თუ ერთი ვინმე მათგანი იყო წინაწარმეტყუელ,
არამედ წინაწარმეტყუელნი მრავალნი. 79. და რაჟამს აღმაღლდა ჴორცითა მით, რომელ-იგი მისსა შეერთებულ იყო, და იყოს ცათა შინა
ხილვაჲ უცხოჲ, რაჟამს იხილეს გუნდთა ანგელოზთასა მეუფჱ დიდებისაჲ, უფალი ძლიერებათაჲ, მსგავსად ჩუენდა, თქუეს: ვინ არს ესე, რომელი მოვალს
ედომით? 80. ესე არს ქუეყანით. და სიმეწამულჱ სამოსლისა მისისაჲ ბოსორით. 81. რამეთუ ბოსორ ითარგმანების
ჴორცად ანუ მწუხარებად. 82. და ამათ თანა ჰკითხეს მათ: რაჲ არს ესე ცემაჲ, რომელ არს ჴელთა შენთაჲ? 83. და
მან ჰქრუა მათ: რომელი ვიცი სახლსა საყუარლისა ჩემისასა. 84. და ვითარცა-იგი, რაჟამს იჭუეულ იქმნა თომა, უჩუენნა ჴელნი თჳსნი და
გუერდი შემდგომად აღდგომისა და უბრძანა, რაჲთა განიხილონ ადგილი იგი სამშჭუალთაჲ და ნაგურემი იგი გუერდისაჲ. 85. ეგრჱთვე რაჟამს
ამაღლდა ზედაც, დააჯერა ანგელოზთა, რამეთუ სამართლივ განიძო საყუარელი ისრაჱლი, ამისთჳს უჩუენა სამოსელი თჳსი, შეღებული სისხლითა,
86. რაჲთა ეუწყოს მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი სიბრძნე ღმრთისაჲ, რომელი-იგი განმზადა უწინარჱრჱსა
ყოვლისა საუკუნეთა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|