|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამეშვიდე
1. 27. გ. საკითხავი ამაღლებისაჲ, თქუმული წმიდისა ათანასი ალექსანდრიელისაჲ,
მთავარეპისკოპოსისაჲ, ამაღლებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა 2. ჴსენებაჲ აღდგომისაჲ მიანიჭებს კაცთა ძლევასა სიკუდილისასა, ხოლო
დღჱსასწაული ესე აღმაღლებისაჲ ზეცად შესცვალებს სლვასა ამას ქუეყანისასა და ჰყოფს ცასა სავალ კაცთა. 3. და რამეთუ ჯერ-იყო, ვინაჲთგან
შეიპყრა სიკუდილი, რაჲთა დაიმკჳდროს ადგილი მისი, აწ ჭეშმარიტად აღემართების ძლევად ეშმაკისა. 4. ავმაღლდები და რაჟამს ვიხილჱ
დაწყებაჲ ნათესავისა ჩემისაჲ, მეუფებდა რაჲ ცათა, აწ დაეცა მპყრობელი იგი მბრძულ და განქარდის ზაკულებანი მისნი. 5. არა არიან ესენი
სამოთხე, ჵ მაცთურო, არცა გემოჲ მცენარეთაჲ მომნადირებელ ზაკუვით, რაჲთა დაჰჴსნეს შიში შჯულისაჲ და დაიმტკიცონ სიკუდილი. 6. და
არცაღა „მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცჱს“, არამედ დაღათუ იყავ ქუეყანა, აღმაღლდი ზეცად სახიერებითა აღმამაღლებელისაჲთა, აჰა ესერა, დაუტევებ საყოფელსა
ცოდვისასა. 7. აჰა ესერა დაგიტევებ მე შენ, ქუეყანაო, რომელსა ზედა ვიშევ და რომელსა ზედა აღვიზარდე, ცად მივიცვალჱბი, რომელ არს
თავისუფალ ცთომისა შენისაგან. 8. რამეთუ პირველ კმა-გეყო შენ ნერგი იგი სიკუდილსა ადამისსა, რაჟამს-იგი ეც პირველ ქმნულსა მას
ნაყოფითა ხისაჲთა და აიძულე მას გამოსლვად სამოთხისა მისგან ფუფუნებისა. 9. ხოლო აწ, დაღათუ ყოველი კაბარჭი შენი წარმოაცალიერო,
შენდა მიიქცეს სისრაჲ ისართა შენთა. 10. სადა არს აწ, მასმენელო, ღონისძიებაჲ იგი შენი ცთუნებისა მის პირველისაჲ, რომელი არქუ ევას
გუელითა: „დღჱსა, რომელსა შჭამოთ, იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“. 11. წინაწარმეტყუელ ჩემდა კეთილისა იქმენ არა შენითა ნებითა,
რამეთუ აღთქუმანი, რომელისა მიერ მაცთუნე სიტყჳთა, შევიძინე იგი საქმითა, იქმნა უცნებითა აღთქუმულისაჲთა ჭეშმარიტ გამოცდილებითა. 12.
ჵ საკჳრველი, უცხოჲ გამოცდილებისაგან, რომელი დაუჯერებელ არს: რომელთათჳს სამოთხჱ დაიჴშა, მათთჳსვე ცანი განეხუნეს, რომელი მცირჱდ უწინარჱ
წინაშე პილატჱსა დაისაჯა, დღეს ცათა შინა მსაჯულად საყდართა ზის, 13. რომელი ჰურიათა მიერ საცინელ იქმნა, კრებულისაგან
ანგელოზთაჲსა იდიდების, რომელსა თავსა გჳრგჳნი ეკლისაჲ დაადგეს ჰურიათა, მთავრობითა ღმრთეებისაჲთა გჳრგჳნოსან იქმნა. 14. ჵ
რაოვდენ აღიძრვის ათძალი იგი დავითისი სულიერი საკჳრველი ესე: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი
ქუეშე ფერჴთა შენთა“. 15. აწ ჭეშმარიტად იქმნა ცემაჲ ებნისაჲ საქმჱ და რომელი-იგი პირველ ჴმითა აქებდა, იხილა დღეს საქმით და
იქმნა ცაჲ მსახურ ჴმათა მისთა. 16. რამეთუ შეიწყნარა ზურგსა ზედა თჳსსა, რომელი-იგი იჴსენებოდა მათ მიერ და ჟამსა შობისასა და
კუალად ჰმსახურა ვარსკულავითა და მოდრკა მისთჳს, რომელი-იგი იყო დამალულ ქუაბსა შინა. 17. და მე შემომიჴდეს საკჳრველებანი, ოდეს
განვიზრახჱ, რავდენი სირცხჳლი ნათესავისა ჩუენისაჲ მიაქცია პატიოსნებად, რავდენი განრისხებაჲ ღმრთისაჲ მოაქცია მხიარულებად, დამბადნა ჩუენ ჴელითა
ღმრთეებისაჲთა და 18. განგჳმზადა ჩუენ საყოფელი ესე, ვითარცა მამული, ჴელმწიფებაჲ განსუენებული, ქუეყანისა მსახურებაჲ, ჰაერისა
მონებაჲ, ზღჳსა ვაჭრობაჲ, მზისა სიტფოჲ, მთოვარისა ბრწყინვალებაჲ, ვარსკულავთა ძრვანი, ყოველთა ცხოველთა მორჩილებაჲ. 19. წარ-
ვინმე-ვლო შორის მბრძოლმან, მასმენელმან ღმრთისამან, შურისათჳს დააჯერა და აცთუნა, იქმნა ცთომილი ნაწილ მისა და სნეულ ვნებითა წინააღდგომითა
ღმრთისაჲთა განიზრახა ფარულად ღმრთისა ზედა. 20. განყო ჴელი მისი მცნებათა ზედა ღმრთისათა. 21. გამოუჩნდა
ღმერთი, ამხილა სასოებაჲ შჯულისაჲ გარდასლვისაჲ, ივლტოდა ხილვისაგან თავი იგი ნათესავისაჲ, უვარ-ყვნა მხილებანი, დაიმალა ხესა ქუეშე ძგერისაგან, რომელი
აჩრდილ არს ღმრთეებისაჲ, 22. და განძარცუა იგი ღმერთმან ჴელმწიფებისაგან და განაჭენა სამოთხით კაცსა მას, ვითარმცა ესრჱთ ეტყოდა:
არა ამის სასოებისათჳს შემექმენ შენ და არცა ამისთჳს ჴელთა ჩემთა დაგბადეს შენ და თიჴაჲ ბუნებად გამოგსახჱ. 23. და შენ, ჴელი,
რომელი ჩემგან მიიღე, მცნებათა ჩემთა ზედა განირთდა. 24. იქმენ მასმენელისა მის თანამზრახვალ და შეჰკერბით დამბადებელისა ზედა. 25. აწ გარდადეგ ჴელმწიფებისაგან, მიიცვალჱ ადგილისა მაგისგან პატიოსნისა. 26. მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე. 27. მოვედ მისა, ვინაჲთგან აზმენ უფროჲსსა შენსა. 28. უკუნ-იქეც კუალად შენებადვე, ვითარმედ დედაჲ შენი ქუეყანაჲ
არს და სიკუდილითა მისსავე მიივლინო. 29. ესე მისაგებელნი არიან ცთუნებისა ეშმაკისანი, ესე ცნობანი არიან დაწყებისა ნათესავნი, ესე
ღონენი შემაწუხებელნი შევიდეს ბუნებასა. 30. არამედ არა დაითმინა სრულიად დამბადებელმან ხილვად დაბადებული თჳსი შემუსრვილად,
არამედ შეეწყალა ბუნებაჲ სირცხვილეული და მგლოვარჱ, მოწყალჱ ექმნა ხატისა თჳსისათჳს, რომელი დაბადებულთა შორის წარწყმდა და რაჲ-მე იყო?
31. დაჰბადა სხუაჲ ადამ და გამოიყვანა ბუნებითგანვე, რაჲთა იყოს შემწჱ ბუნებისა. 32. და ისესხა მიწაჲ ქალწულისაგან და
გამოხატა მას შინა მსგავსებაჲ ჭეშმარიტი. 33. ჩჩჳლი შეზელილი შეჰზილა თავსა თჳსსა და დაშთა იგი, ვითარცა იყო, რაჲთა აღიღოს
სიშიშულჱ ხატისაჲ მის, ვითარცა ეჩუენა: უძლიერჱს მაცთურისა, უდიდეს ცოდვისა, უვაღრჱ სიკუდილისა. 34. შემდგომად სიკუდილისა
დაარღუევდა საფლავთა, ოდეს დაიდვა საფლავსა და გჳრგჳნოსან ყო იგი უკუდავებითა. 35. და დღჱს აღიყვანა იგი ზეცად და დაწყებაჲ
ბუნებისაჲ ყო სამკაულ შუენიერებისა ყოველთა დაბადებულთა. 36. და უკუეთუ ვინმე თქუას, რაჲ მაშინ იყოა დამბადებელი მპყრობელი
რისხვისა, ოდეს იყო გარდასლვაჲ ახალ და მოიძაგა ხატი თჳსი გონებისათჳს ბოროტისა და დასაჯა გონებაჲ. 37. და აწ, შემდგომად ჟამთა,
შეინანა გულისწყრომაჲ, განჴსნა რისხვად და შეიწყალა ცთომილი. 38. არა ესრჱ, არა იყვნეს საქმენი იგი გულისწყრომით და არცა მოანიჭა
ესე ვნებითა შენანებისაჲთა. 39. არამედ პირველისაგანვე წესით და საზღვრით იყო ყოველივე. 40. რაჟამს წინაჲსწარ
იხილა და ცნა, ვითარმედ ბუნებაჲ მიდრკა სიკუდილსა და რამეთუ საფლავი განმზადებულ არს ვნებად კაცთაჲ, და წუთღა, და იყვნენ ნადირ ჯოჯოხეთისა და
ყოველსა დღესა იყვნენ საზრდელ სიკუდილისა, 41. მაშინ დაჰჴსნა ღმერთმან სიდიდჱ შურისგებისაჲ და მოსცა ნათესავსა ჩუენსა უკუდავებაჲ და
აღიტაცა შორის ენუქ და აჩუენა, რამეთუ არა მძლე ექმნა სიკუდილი კაცთა. 42. და ასწავა ბუნებასა მოკუდავსა, რაჲთა იხედვიდეს
საზღვარსა უკუდავებისასა. 43. და კუალად ასწავა სიკუდილსა, რაჲთა და-რე-ყუდნდეს მოსწრაფებისაგან თჳსისა და ...
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|