|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ოცდამეექვსე
1. 26. [თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ ამაღლებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა] 2. ...თა მისატევებელად ცოდვათა. 3. და ნუვის დააყენებთ ნათლისაღებისაგან, გინათუ მახიუბელთაგანი იყოს, გინათუ მეძავი, ანუ თუ მეზუერე, გინათუ მოგჳ, გინა კაცის მკლველი, გინა ავაზაკი, გინა ჰურიაჲ, გინა სამარიტელი, გინა წარმართი, გინა მონაჲ, გინა აზნაური. 4. რომელიცა შეგივრდეს წინაშე თქუენსა და აღიარნეს ცოდვანი თჳსნი და შეინანოს, ნათელ-სცემდით მათ დაუბრკოლებლად, „სნეულთა განჰკურნებდით, ეშმაკთა განასხემდით. 5. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. 6. მდევართა თქუენთა აკურთხევდით, და ნუ სწყევთ. 7. ემსგავსენით მოძღუარსა თქუენსა, რამეთუ თქუა: „ამით საცნაურ იყვნეთ, უკუეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ მოძულეთა თქუენთა ჰყუარობდეთ და მდევართა თქუენდა აკურთხევდეთ“. 8. გეჴსენედ თქუენ, რაოდენი ძჳრი მაჩუენეს ჰურიათა მათ, რამეთუ პირსა ჩემსა სერაბინნი ვერ იკადრებენ, არამედ ფრთითა მათითა იფარვენ პირთა მათთა, ხოლო ჰურიანი ჰნერწყუვიდეს პირსა ჩემსა და მეცეს მე ღაწუთა ჩემთა. 9. ჴელთა ჩემთა შექმნეს და დაჰბადეს კაცი მიწისაგან და შუენიერი სასუფეველი მე დავამტკიცჱ. 10. ხოლო მათ რკინითა შემშჭუალეს ჯუარსა. 11. მე გუერდისა მისგან ადამისისა ევაჲ შევქმენ, ხოლო მათ ლახურითა უგუმირეს გუერდსა ჩემსა, უკუეთუ მივხედი ქუეყანასა, შეძრწუნდის და რორინებნ, ხოლო იგინი თანა-წარჰვლენედ და მიკიცხევედ მე და ეძიებედ თავთა მათთა. 12. ყოველი ესე ქუეყანაჲ კუარცხლბეკი ფერჴთა ჩემთაჲ არს, ხოლო მათ შეჰმშჭუალნეს ფერჴნი ჩემნი ძელსა. 13. ესე ყოველი ვივნე მათგან, და ესოდენი გუემაჲ მოვიღე. 14. და არასადა ვწყევენ იგინი, და არა მოვაწიე მათ ზედა რისხვაჲ. 15. ნუ გგუნიეს, ვითარმცა ვერ შეუძლე მათ, რამეთუ მზად დგეს ანგელოზნი და იტყოდეს: „განვხეთქნეთ საკრველნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი“, და არა მიუშუ მათ. 16. არამედ ჯუარსა მას განმართხეს მე და ჴელნი ჩემნი შემშჭუალნეს. 17. ხოლო მე ვილოცევდ მათთჳს მამისა მიმართ და ვთქუ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან“. 18. ესე ყოველი თქუენთჳს დავითმინე, რამეთუ სახჱ ესე თქუენ იხილეთ, უკუეთუმცა გასწავე ხოლო და ვყავ არა, თჳნიერ შეტყუებისამცა იყო ქადაგებაჲ ესე ჩემი. 19. სთქუთმცა, რამეთუ: თჳნიერ ვერ შემძლებელ არს ყოფად და ჩუენ გჳბრძანებს აღსრულებად. 20. და ამისათჳს ვიწყე წინაჲთვე აღსრულებად ჭეშმარიტებისა ამის და აწ გიბრძანებ თქუენ საქმედ, გარქუ თქუენ: „მწყემსმან კეთილმან დადვის თავი თჳსი ცხოვართა თჳსთა ზედა“ და არა დავეყენე სიკუდილისაგან და გარქუ თქვენ: აკურთხევდით და ნუ სწყევთ. 21. მე ესოდენი ესე ვნებაჲ თავს ვიდევ და არასადა ვწყევენ იგინი, და არა აღმოჴდა წყევაჲ პირსა ჩემსა. 22. უკუეთუ მრქუათ მე: და რაჲსა სწყევე ლჱღჳ იგი, რამეთუ არა ვპოვჱ ნაყოფი მას შინა? 23. ისმინეთ, რაჲსათჳს ვწყევე იგი განჴმობად მისა ძირითურთ: თქუენთჳს ვწყევე იგი, რაჲთა თქუენ განგათავისუფლნე წყევისაგან და თქუენთჳს განვაჴმე იგი ძირითურთ. 24. რამეთუ მიზეზით მივედ და ვეძიებდ მისგან ნაყოფსა, რაჲთამცა განვაჴმე იგი, ნუ თუ არა ვიცოდეა, ვითარმედ არა აქუნდა მას ნაყოფი, რამეთუ ჟამიცა ზამთრისაჲ იყო? 25. და ჩემთჳს თქუა წინაწარმეტყუელმან, რამეთუ რომელი გამოეძიებს გულსა და თირკუმელთა ღმერთი, გულსა და თირკუმელთა გამოვიწულილავ და ლეღჳსა, მის არა-მე-მცა ვიცოდეა, ვითარმედ არა აქუს ნაყოფი? 26. არამედ სახე იყო, რომელ-იგი ყოფად იყო. 27. არამედ ზრახვაჲ იყო, რომელი-იგი აღსრულებად იყო. 28. რამეთუ, რაჟამს-იგი შესცოდეს ადამ და ევა, ფურცელი იგი ლეღჳსაჲ აქუნდა სამოსლად, სირცხჳლსა ცოდვისა მათისასა იფარვიდეს. 29. ამისთჳს მოვედ ლეღჳსა მას ნაყოფისა ძიებად და ვცან, ვითარმედ ფურცელი ხოლო აქუნდა. 30. და ვწყევე იგი, რაჲთა განჴმეს ძირითურთ, რაჲთა განჴმენ შეცოდებანი იგი ცოდვისანი. 31. არა თუ ყოველი ხჱ ლეღჳსაჲ ვწყევე, არამედ ერთი იგი ხოლო სახისა მისთჳს, რაჲთამცა მარტოდ ცოდვანი იგი ადამისნი დავჰჴსნენ. 32. ამისთჳს ვწყევე ლეღჳ იგი, ესე თჳთ ცოდვაჲ იგი განვაჴმე. 33. ესე ყოველი ვყავ და ესე ყოველი აღვასრულჱ, რასა-იგი წინაწარმეტყუელებდეს ჩემთჳს. 34. არამედ ლეღჳსა მისთჳსცა, რომელ-იგი განვაჴმე, წინაჲთვე თქუა წინაწარმეტყუელმან: „განვიდე მე ერისა მის მწირობისა ჩემისა, უფალო, რამეთუ ლეღჳმან არა გამოს ნაყოფი თჳსი“. 35. აჰა ესერა აღვასრულე, რასა-იგი წინაწარმეტყუელებდეს ჩემთჳს. 36. და აღვასრულჱ ყოველი ნებაჲ მისი, რომელმან მომავლინა მე, მამამან ჩემმან. 37. და აწ, აჰა ესერა, „აღვალ მამისა ჩემისა“, ნუ შესძრწუნდებით, „არა დაგიტევნე თქუენ უბლად“, არამედ მოგივლინო თქუენ ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ, განმაცხოველებელი იგი ერთობაჲ მამისაჲ, 38. და თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქუენისათა მიაღსასრულადმდე ჟამთა, ვითარცა ვიყავ დასაბამითგან ყოველთა წმიდათა ჩემთა თანა, ეგრეცა თქუენ თანა ვიყო. 39. რამეთუ მოსჱ ჴელთაგან მეგჳპტელთა განვარინე მე, მფარველ ვექმენ ისო ნავესა. 40. შჳდი იგი ნათესავი მოვსარ და მივეც მათ ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ. 41. მე განვარინე ელია ჴელთაგან იაზაბელისთა და იგი ძაღლთა შესაჭმელ ვყავ. 42. ხოლო ელია ცოცხალი ცეცხლებრითა ეტლითა აღვამაღლე მე, ელისეს მრჩობლი იგი მადლი მივანიჭე, მე დავით ჴელთაგან საულისთა განვარინე, იერემია მღჳმისაგან და უყისა აღმოვიყვანე, მე დანიელ პირისაგან ლომთაჲსა ვიჴსენ და ჴელითა ამბაკუმისითა საზრდელი მიუძღუანე. 43. მე სამთა ყრმათა თანა ვიქცეოდე და დიდებულ ვყვენ პირნი მათნი მეფისა მის წინაშე ქალდეველთაჲსა და მასმენელნი იგი მათნი ცეცხლითა შეწუვად ვსცენ. 44. ვითარცა-იგი ვიყავ მათ ყოველთა თანა, ეგრეცა ვიყო თქუენ თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. 45. ხოლო ქალაქსა მას იერუსალჱმსა ჰრქუა: „ვაჲ, შენდა იერუსალჱმ, რამეთუ მოსწყჳდენ მართალნი იგი წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა მათ შენთა. 46. რაოდენგზის მენება შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა მფრინველმანღა შეიკრიბნის მართუენი თჳსნი და არა ინებეთ“. 47. ვაჲ თქუენდა, შვილნი იერუსალჱმისნო, რამეთუ მე მოვედ სახელითა მამისაჲთა და არა შემიწყნარეთ მე, არამედ ეშმაკსა შეიწყნარებთ, რომელი მარადის გაცთუნებს თქუენ. 48. ამისთჳს „მიტევებულ იყავნ სახელი თქუენი ოჴრად“ და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა ტაძარსა მაგას თქუენსა და დიდებასა ტაძრისა მაგის თქუენისაჲსთა, რომელი გაქუნდა. 49. აჰა ესერა მივსცემ, რომელთა ჰრწამს ჯუარი ჩემი და რომელნი ესვენ აღდგომასა ჩემსა. 50. ვაჲ თქუენდა, ჰურიათა და შვილთა იერუსალჱმისათა, რამეთუ სახჱ იგი დასაბამითგანვე თქუენ გაქუნდა. 51. ხოლო ჭეშმარიტი იგი არა შეიწყნარეთ, რამეთუ მე სახჱ მოსლვისა ჩემისაჲ წინაჲთ მიგეც თქუენ, რაჲთა მაქუსიერებითა სახისაჲთა ჭეშმარიტი იგი იცანათ. 52. და მიგეც მოსე და შჯული იგი, ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ სავსე მანანაჲთა. 53. და სადაცა იყო კიდობანი ჩემი, მუნცა დიდებაჲ ჩემი. 54. არამედ რამეთუ მარადის ურჩ იყვენით და მოვედ მე და არა შემიწყნარეთ, ამისთჳს აღვიღებ თქუენგან დიდებასა ჩემსა და მივსცე წარმართთა. 55. და აღვიდე მამისა ჩემისა, რომელმანცა მომავლინა მე სოფლად. 56. ხოლო ნაცვალად ტაძრისა მის თქუენისა აღვჰმართო ეკლესიაჲ ჩემი და ნაცვალად წინაწარმეტყუელთა მათ, რომელ მივავლინე თქუენდა, და ქვაჲ დაჰკრიბეთ, აჰა ესერა მოვავლინებ მოწაფეთა ჩემთა სოფლად, რაჲთა იქადაგოს ნათლისღებაჲ. 57. სინანულად ცოდვილთათჳს მიგეც თქუენ კიდობანი იგი შჯულისაჲ, მივსცე წარმართთა სახარებაჲ ჩემი მჴსნელად. 58. მიგეც თქუენ შჯული და შეურაცხ-ჰყავთ. 59. მივსცე წარმართთა მადლი ნაცვალად შჯულისა. 60. მიგეც თქუენ კურთხი იგი, რომელ განედლდა და ნიგოზი აქუნდა ნაყოფად. 61. მივსცე წარმართთა ჯუარი ნაცვალად კუერთხისა მის, რომელ-იგი ყუაოდა, ნაყოფი საცხორებელად აქუნდა. 62. მიგეც თქუენ მანანაჲ იგი და ვითარცა შჭამეთ, ჴბოსა თაყუანის-ეცით ნაცვალად ჩემისა. 63. მივსცე წარმართთა პური იგი ჩემი, რომელ გარდამოვალს ზეცით, რომელ არს ჴორცი ჩემი, მიგეც თქუენ კლდისა მისგან ძლიერისა წყალი, სუთ და განმამწარეთ მე. 64. მოვსცე წარმართთა სუმად სისხლი ჩემი და ცხორებაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ. 65. ამას ყოველსა მივჰმადლებ მე წარმართთა. 66. და აჰა ესერა, მე აღვალ მამისა ჩემისა. 67. აჰა ესერა, მე დაგიტეო სახლი იგი თქუენი ოჴრად. 68. ესე ვითარცა წათქუა, მიიქცა დედისა თჳსისა, ქალწულისა წმიდისა, და ჰრქუა მას: მშჳდობაჲ შენ თანა, ტკბილო დედაო ჩემო, არასადა დაგიტეო შენ, მარგალიტო ჩემო, ნუ შესძრწუნდები, რამეთუ აღვალ მამისა ჩემისა, არა დაგიტეობ შენ, მზესა მაგას ცისკიდეთასა. 69. არა დაგიტეო შენ, დაუჭნობელო ყუავილო ჩემო. 70. არა დაგიტეო შენ, უჴრწნელი და უზაკუველი სამკჳდრებელი ჩემი. 71. არა დაგიტეო შენ, რომელ-იგი იპოვე სარწმუნოდ ყოველსა სოფელსა. 72. არა დაგიტევებ შენ, კიდობანსა მაგას ჩემსა, წმიდასა და ულალველსა. 73. არა დაგიტევებ შენ, სასუმელსა მაგას ყოველთა ცისკიდეთასა. 74. არა დაგიტეო შენ, დედაო ჩემო ქალწულო, არამედ, რაჟამს განხჳდე ჴორცთაგან, არა მოვავლინნე შენ ზედა ანგელოზნი, არცა ანგელოზთმთავარნი, არამედ მე მოვიდე და შევიწყნარო სული შენი, რომელ არს უფროჲს მზისა ბრწყინვალჱ. 75. ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ აღვალ მამისა ჩემისა. 76. გაქუს ნაცვალად ჩემსა იოვანე, ქალწულო, არა რაჟამს-იგი მივიდოდე ჯუარცუმად, მას შეგვედრე შენ და ვარქუ იოანეს: „აჰა, დედაჲ შენი?“ 77. და აწ იგივე არს ნაცვალად ჩემსა მგულებელ შენდა. 78. მშჳდობაჲ შენდა, დედაო ჩემო ქალწულო, ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. 79. და მოწაფეთა მათ ჰრქუა: მშჳდობაჲ თქვენ თანა, ძმანო, რამეთუ თქუენ ხართ ძმანი ჩემნი, რომელთა-ეგე აღასრულეთ ნებაჲ ჩემი. 80. ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ აღვალ მამისა ჩემისა. 81. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, არამედ მოგივლინო თქუენ ნუგეშინისმცემელი იგი. 82. უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა. 83. უკუეთუ მე წარვიდე, შემდგომად ათისა დღისა მოგივლინო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ. 84. და ესეღა თქუა: აჰა ესერა სიმრავლჱ დასთა ანგელოზთაჲ გარე-მოადგა მას. 85. ხოლო თავსა ზედა მისსა სერაბინნი აგრილობდეს და იტყოდეს: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთი. 86. სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“ და ღრუბელსა ნათლისასა მთაჲ იგი დაეფარა, ცანი განეხუნეს და დასნი წინაწარმეტყუელთანი იპოვნეს კრებულად მთასა მას. 87. და ყოველთა შორის ერისთავი იგი დავით სულიერითა მით ქნარითა იჩინებდა ძესა მამისა აღსლვად და იტყოდა: „აღმაღლდი ცად, უფალო, ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი“. 88. და ანგელოზთა მათ ჰრქუა: „აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანი-სცემდით მთასა წმიდასა მისსა“. 89. და აჰა ესერა, ვიდრე-იგი დაკჳრვებულნი ჰხედვიდეს, „ამაღლდა და ღრუბელმან შეიწყნარა იგი“. 90. ხოლო, რომელმან ჰრქუა მოწაფეთა – მშჳდობაჲ თქუენ თანა, მშჳდობასა და მადლსა მიგცემ თქუენ – ესეღა წართქუა, ვერღარა იხილეს იგი. 91. და რაჟამს იხილა დავით, ვითარმედ ამაღლდა უფალი, სიხარულით სცემდეს ქნარსა მას და იტყოდა: ამაღლდა ღმერთი კურთხევითა და უფალი ჩუენი ჴმითა ნესტჳსაჲთა 92. და მამაჲ ზეგარდამო იტყოდა: „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე კუარცხლბეკად ფერჴთა შენთა“. 93. რამეთუ შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მთნდი. 94. შენ ხარ კრავი ჩემი ჭეშმარიტი. 95. შენ ხარ ძალი ჩემი და სიმტკიცე ჩემი. 96. „დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნეს მტერნი ქუეშე ფერჴთა შენთა“. 97. ხოლო აღსლვასა მას მისსა ზეცად შეძრწუნდეს ძალნი და საუნჯენი წჳმისანი და თოვლისანი, სეტყჳსა და ცეცხლისანი და ყოველნი იგი ძალნი, რომელნი იყვნეს პირველსა ცასა, მოვიდეს და შიშით თაყუანის-სცეს მას. 98. და ყოველივე დიდებულნი ძალნი იყვნეს პირველსა ცასა. 99. აკურთხევდეს უფალსა, ვითარმცა-იგი სამთა მათ ყრმათა გუაუწყე: წჳმაჲ და ცუარი, სიცხე და მზჱ, მთოვარე და ვარსკვლავები, ქუხილნი და ელვანი შიშით თაყუანის-სცემდეს მას. 100. რამეთუ ესე ყოველნი პირველსა ცასა არს, და მეორესა მას, რომელნი იყვნეს ძალნი, ეგრჱთვე თავყანის-სცემდეს მას. 101. ხოლო მესამითგან და აღმართ ვერღარა მიძლავს თქუმად, რამეთუ მოძღუარმანცა ჩემმან ნეტარმან პავლჱ მიერითგან იჯმნა, ხოლო სხუასა მას, ვითარცა უნდა, აღვიდა. 102. ხოლო უფალმან ჩუენმან აღასრულა ყოველივე იგი მოხედვაჲ და აღვიდა ცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და აღასრულა ყოველივე ერთობაჲ მამისაჲ ყოვლად ერთღმრთეებაჲ მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ, მიუწდომელი და უჴრწნელი დგას და ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|