მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეხუთე

 

1.     25. ა. [მეორჱ თქუმული ოქროპირისაჲ დღისათჳს ამაღლებისა უფლისა ჩუენისა]
    2.     ამას დღესა შინა იხარებდედ ცანი და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ და ეკლესიაჲ დიდებითა თჳსითა, რამეთუ ამაღლდა მეუფჱ იგი ზეცისაჲ ძლევითა თჳსითა.
    3.     და შეუსხმან ჴორცნი იგი, რომელ თჳთ შექმნნა და მიუღებიეს სამშჳნველი იგი, რომელ შთაჰბერა და იმსახურების გონებათაგან, რომელ-იგი მან მოსცა.
    4.     ყოვლადვე შთაიცუა კაცი იგი და ყოველი თავი იგი იჴსნა.
    5.     კაცისათჳს დამდაბლდა ღმერთი, განეხუნეს მის წინაშე ბჭენი, რომელ დაჴშულ იყვნეს საუკუნითგან.
    6.     და აღიზახეს და ადიდეს წესთა მათ აღსლვაჲ იგი მისი და ჰკითხეს გუნდთა მათ მაღლისათა სწავლისათჳს, ვითარმედ: „ვინ არს ესე მეუფჱ დიდებისაჲ“,
    7.     რამეთუ ბჭენი, რომელ საუკუნითგან დაჴშულ იყვნეს, განეხუნეს ამაღლებასა მას, მას ჟამსა სულმან მან იწყო თარგმანებად ყოველთა
    8.     და თქუა: უფალი ძალ არს ძლიერებითა, უფალი ძლიერ და მბრძულ, რომელი ერეოდა ბოროტსა მას და დაამჴუა, სძლო საცთურსა მას და განაქარვა იგი და დასცა სიკუდილი, დასულიბა იგი.
    9.     და ვითარცა ისწავეს მათ წინაწარ, იწყეს სხუათა კითხვად შემდგომად, ვითარმედ: „ვინ არს ესე მეუფჱ დიდებისაჲ?“
    10.     და ითქუა მათ მიმართ სიტყუაჲ წყალობისაჲ, ვითარმედ: უფალი ძლიერ არს, რომელმან სძლო ეშმაკსა.
    11.     რამეთუ ყოველთა ერეოდა ბოროტსა მას და დაამჴუა, სძლო საცთურსა მას და განაქიქა იგი და უკუნისამდე უოხჭნო იქმნა მეუფჱ ყოველსა ზედა შექმნულსა.
    12.     იგი, რომელ არს მეუფჱ დასაბამითგან, მეუფჱ არს უკუანაჲსკნელ ჴორცთა გამო და იგი, რომელ იყო ზესკნელსა, ამაღლდა ჴორცთაგან.
    13.     იგი, რომელ შობილ იყო დაუსაბამოდ, იშვა ქალწულისაგან დასაბამით და იგი, რომელ ვერ აღიწერებოდა, მოვიდა საზომსა, და იგი, რომელ ვერ შესაძლებელ იყო, დაემკჳდრა შესაძლებელსა შინა და გამოჩნდა ჴორციელად.
    14.     იგი, რომელ არა გამოჩინებულ სადამე იყო, და ჴელის შესახებელ იქმნა.
    15.     იგი, რომელ არასადა ვინ ჴელთ იდვა, იშვა ბეთლემს შინა, დამბადებელი იგი სოფლისაჲ, და ამაღლდა მთისა მისგან ზეთისხილთაჲსა მაცხოვარი იგი ყოველთაჲ.
    16.     ყოვლად მისთჳს მოვიდა და დაემკჳდრა ქალწულისა მის თანა, აღსუა ამის თანა თჳსი იგი სამკაული – ჴორცნი.
    17.     შეისხნა იგინი და მოვიდა ცხადად, და შთავარდა საშოსა მისსა თჳნიერ თჱსლისა და იშვა მისგან თჳნიერ კერძოებისა.
    18.     შევიდა მისა ფარულად და გამოვიდა მისგან ცხადად, მოიღო თჳსისაგან და მისცა თჳსსა.
    19.     მიიღო უძლური საქმე და მოსცა დიდებული, იღუაწნა დაბადებულნი და იჴსნა სოფელი, აღჰფხურა საცთური და დაჰნერგა ჭეშმარიტებაჲ.
    20.     დასულიბა ცოდვაჲ და ქადაგა სიმართლჱ.
    21.     შეურაცხ-ყო უსახურებაჲ და ასწავა სიდაშნე.
    22.     აღჰფხურნა ეკალნი და დასთესა იფქი.
    23.     დაამჴუნა საკერპონი და აღაშენნა ეკლესიანი, გამოირჩინა მწყემსნი და შეჰვედრნა სამწყსონი თჳსნი, დასცნა ჴორცნი თჳსნი და გამოზარდნა ცხოვარნი თჳსნი.
    24.     გამოადინა სისხლნი თჳსნი და ასუა ჴსნილთა თჳსთა.
    25.     ჰფუფუნებდა სულსა თჳსსა, დაამტკიცა წყალობაჲ თჳსი.
    26.     განაწყვნა ყოველნი აღრღუეულნი და განანთლნა ყოველნი დაბადებულნი და აჰღმართნა ყოველნი დაცემულნი და განაძლიერნა ყოველნი უძლურნი.
    27.     განაახლა ხატი თჳსი, რომელ განრყუნილ იყო საცთურითა, განწმიდა და გამოწერა იგი, რამეთუ შეგინებულ იყო იგი ცოდვითა.
    28.     დაიმკჳდრეს მის თანა დევთა, განასხნა იგინი ჭეშმარიტებითა თჳსითა, რამეთუ დათქნა იგინი საცთურმან, დათქნა იგინიცა ზღუასა, აღაგზნა ცეცხლი თჳსი ქუეყანასა ზედა.
    29.     მაშინღა ამაღლდა, აღატყდა გონებათა შინა, მაშინღა აღმაღლდა, შთაჰბერა იგი ათორმეტთა მათგან და განეგზნა სოფელსა შინა, რამეთუ განათლდეს სულნი კაცთანი ფრიად და მაშინღა იცვალა და აღდუღნა გულსა შინა ჭეშმარიტთასა.
    30.     მაშინღა ამაღლდა, დაჰნერგა ჭეშმარიტებაჲ თჳსი ზრახვათა შინა და განისუენა და დაემტკიცნეს ნერგნი თჳსნი გონებათა შინა, მაშინღა დასცხრა.
    31.     იშვა ბეთლემს შინა, აღვიდა მთისა მისგან ზეთისხილთაჲს და აღმაღლდა ქუეყანით.
    32.     მიიზიდნა მისსა ყოველნი, ვითარცა თქუა.
    33.     მივიდა და მოავლინა ნუგეშინისმცემელი, ვითარცა აღუთქუა, გარდამოჰბურნა სათხეველნი თჳსნი და შეიკრიბნა ყოველნი, ვითარცა ქადაგა, დადგა მათ შორის ცომი მისი და მიიზიდა ყოველი აღნადგინები მისი და განქმნა სამოთხე მისი და მხირულ არიან ნერგნი მისნი,
    34.     განვიდა თესლი მისი, განთესლდეს ყანანი მისნი, იხილეს ცოდვილთა და განმწარდეს, აღილესნეს მახჳლნი და იწყეს დაკაფად მაღნართა მისთა.
    35.     გარდაჰკაფნეს ჴორცნი ცხადად და ვერ ეუფლნეს გონებადაფარულთა.
    36.     ერთისა წილ, რომელი აღფხურეს, აღმოსცენდეს ბევრნი.
    37.     სისხლითა მოკლულთაჲთა განძლიერდეს ცხოველნი.
    38.     ათორმეტნი მოციქულნი იყვნეს და მათ გამო ათორმეტნი მოწამენი, დაუჴრწნდეს ჴორცნი მათნი გუემითა და აღჰმართნეს სულნი მათნი ჭეშმარიტებითა, შეიმუსრნეს ძუალნი და განირყუნნე ასუნი მათნი.
    39.     დაამტკიცეს ზრახვანი მათნი, შეიკრნეს ცხა...

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი