მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეოთხე

 

1.     25. საკითხავნი ამაღლებისანი, თქუმულნი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ
    2.     უფალი ჩუენი და ძჱ ღმრთისა ჩუენისაჲ რაჟამს მოვიდა, ვერ იხილჱს იგი ანგელოზთა.
    3.     ვითარცა ამაღლდა იგი დღჱს, ჰხედვიდეს მას მოწაფენი მისნი, არა იხილეს ანგელოზთა მოსლვაჲ იგი მისი ჩუენდა, რამეთუ ძალი, თჳნიერად ჴორცთა, დაფარულად გარდამოჴდა ზეცით და განისუენა ქალწულსა მას ზედა.
    4.     იხილჱს კაცთა ამაღლჱბაჲ იგი მაღლად, რამეთუ ჴორცნი ქუეყანისანი აღჴდეს მაღლად, განეფინა ღრუბელი და შეიწყნარა იგი, ახარა ქალწულსა და შეიწყნარა იგი.
    5.     რაჟამს ღმრთეებაჲ იგი მისი კაცებასა ჩუენსა შეეზავებოდა და ქალწულსა მას, რომელი-იგი ქუეყანასა ზედა იყო, გარდამოჴდა და დაადგრა მას ზედა.
    6.     ხოლო რაჟამს კაცებასა ამას ჩუენსა ღმრთეებითა თჳსთა განამდიდრებდა, ღრუბლითა მაღლითა აღამაღლებდა ჴორცთა ჩუენთა და წესცა იყო, რამეთუ ჩუენ თანა იყო, ძლიერებისათჳს დაიმდაბლებდა, რაჲთა უძლურებასა ზედა დაემკჳდროს.
    7.     ეგრჱცა, რაჟამს აღჰქონდეს ჴორცნი ჩუენნი მის თანა, დიდებითა სიმდიდრისა მისისაჲთა ამაღლდეს.
    8.     ვითარცა შეიმოსა ძალი მაღალთა შინა ჴორცთა მათ, რომელ-იგი ქალწულისაგან იყვნეს, და გამოვიდა და ეჩუენა კაცთა, ეგრჱვე შეიმოსეს ჴორცთა მათ ქუეყანისათა დიდებულებაჲ.
    9.     შორის ღრუბელთა მათ აღჴდა და მოიღო თაყუანისცემაჲ ანგელოზთაგან მაღალთა შინა, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ეზიარა კაცებაჲ ჩუენი ღმრთეებასა მისსა და განმდიდრდა ცათა შინა.
    10.     ღაღად-ყო და თქუა, ვითარმედ: აღმომიყვანნა ჩუენ მარჯუენითა ცათა შინა.
    11.     და მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: „აღამაღლენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო.
    12.     აღმაღლდენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ“.
    13.     მერმეცა თქუა, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
    14.     ხოლო მოციქული იგი გამოსთარგმანებს მას, რომელსა-იგი წინაწარმეტყუელი უფლით ჰხადის, რაჟამს დასუამს მარჯუენით მშობლისა თჳსისა, იგი არს,
    15.     რომელ თქუა გაბრიელმან: უფალ, რაჟამს შთავიდა ყურსა მას ქალწულისასა, ამისთჳს ვიდოდა უფალი ჩუენი მოწაფეთა თანა ამას ორმეოცსა დღჱსა და მაშინღა ამაღლდა ზეცად, რაჲთა დაამტკიცნეს მოწაფენი აღდგომისათჳს.
    16.     უკუეთუმცა აღსრულ იყო ცად აღდგომისა შემდგომად და არამცა სრულ იყო მოწაფეთა თჳსთა თანა, ეგრჱმცა ეგონა, ვითარმედ საუცარი რაჲმე არსო და არა ჭეშმარიტებით განცხოველებული,
    17.     რაჟამს უჩუენნა მათ ჴორცნი და გუერდი თჳსი და ნაბრძჳლნი ლახურისანი, რომელ გუერდთა მისთა იყო, და ჰრქუა მათ: მიხილჱთ და განმიცადეთ, რამეთუ მე ვარ, და ნუ განიწვალებთ გონებითა თქუენითა.
    18.     და ჯეკმა ღათუ მრავალ იყვნეს მოწამენი აღდგომისა მისისანი, ხოლო იგინი გონებითა მათითა, ვითარცა ნავნი ღელვათა შორის, შეძრწუნებულ იყვნეს, რაოდენმეღა უფროჲს არა თუმცა ყოფილ იყო მათ თანა, მრავალი თესლი ორგულებისაჲ დათესულ იყო გულთა მათთა შინა.
    19.     არამედ დაადგრა მათ თანა და ჭამა მათ თანა, არა თუ ვითარცა მშიერმან, და ნუგეშინის-სცა მათ მოკითხვითა თჳსითა და აზიარა მათ ზიარებითა თჳსითა და უბრძანა მათ ქადაგებაჲ სახარებისაჲ მისისაჲ ყოველთა დაბადებულთა.
    20.     და წარვიდა მათგან კაცებრ და იყო მათ თანა ღმრთეებითა თჳსითა.
    21.     და აღმაღლდა მეუფჱ იგი ჩვენი დაჯდა იგი მარჯუენით მამისა თჳისისა, ვითარცა მოციქულმან თქუა: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“.
    22.     და დავით თქუა: „უფალი სუფევს და შუენიერებაჲ შეიმოსა.
    23.     შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა“.
    24.     ხოლო აწ ორმეოცსა ამას დღჱსა აღჳრნა მარხვისანი, განგუაშორნა ჩუენგან, რამეთუ თავადმან თჳთ თქუა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ყრმათაჲ მექორწინეთაჲ გლოვაჲ- ვიდრე-იგი სიძჱ მათ თანა არს.
    25.     ხოლო მოვიდენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, და მაშინ იმარხვიდენ“.
    26.     და აღვიხუნეთ ამიერითგან მარხვანი მოციქულთანი და მოციქულთა თანა, რამეთუ ნაშობნი ვართ ქადაგებისა მათისანი, უკუეთუ იგი მარხვასა შეევედრნეს,
    27.     რაჲთამცა იხილეს თუალითა გონებისა მათისაჲთა უფალი ჩუენი, რომელი დაეფარა ჴორციელებით ამათგან, რაოდენ ჩუენდა ჯერ-არს ნუგეშინისცემად მარხვითა, რაჲთა გამოვიზარდნეთ სულნი ჩუენნი ტაბლისაგან ქრისტესისა.
    28.     ხოლო ყავნ ამიერითგან უფალმან ჩუენმან მძლემან, რომელი აღმაღლდა დღჱს ძლიერებითა ბრძოლისაგან და აღმიყვანნა მის თანა მაღლად ჴორცითა მით, რომელ შეისხნა ჩუენგან, ამაღლდა,
    29.     რაჲთა მრავალთა წელთა ღირს ვიქმნეთ ყოფად სამისა ამის დღესასწაულსა: შობაჲ, აღდგომაჲ და ამაღლებაჲ მისი და აღმოვქუათ მადლი სამებისა წმიდისა.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი