მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება მეცხრამეტე

 

1.     21. ბ. საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნატარისა მამისა ჩუენისა იოვანჱ მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინჱპოვლელისაჲ ახალკჳრიაკისათჳს
    2.     დღჱ კჳრიაკჱ დღჱ ნათლისაჲ არს.
    3.     დღესა ნათლისასა ვიტყოდით ნათლისა, რამეთუ ყოველნივე ბუნებანი მსგავსებასა ნათლისასა ჭეშმარიტად ქადაგებენ, იგი რომელ გამობრწყინდა ბნელისაგან და გაანათლა იგი და ჯოჯოხეთი დააცუდა.
    4.     ვითარცა მოსლვაჲ ნათლისაჲ განმანათლებელ არს ბნელისა და დამაბრკოლებელ არს ჴელმწიფებისა მისისა, ეგრჱცა მოსლვაჲ უფლისა ჩუენისაჲ განმაძებელ იქმნა საცთურისა და დამაბრკოლებელ ჴელმწიფებისა მისისა.
    5.     რამეთუ ნათელი, რომელ გამობრწყინდა დასაბამსა, განაძო ბნელი იგი, რომელ დგას უფსკრულთა ზედა და უფალი ჩუენი გამობრწყინდა აღსასრულსა სოფლისასა და აღჴოცა ბნელი იგი უფსკრულთაჲ, – ესე თჳთ არს ჴელმწიფებაჲ იგი ეშმაკისაჲ.
    6.     და ვითარცა შევიდა ნათლისღებად, აღესრულნეს მის ზედა ზრახვანი მისნი, და რაჟამს ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა, ნათელი დიდძალი გამობრწყინდა მის ზედა და ეწამებოდა სულიცა იგი გარდამოსლვითა თჳსითა, ვითარცა იგი არს ძჱ ღმრთისაჲ, ვითარცა წერილ არს.
    7.     დასაბამსავე ნათელითა და ნათლითა დაებადნეს საუკუნენი და განცხოველდეს ყოველნივე დაბადებულნი.
    8.     და ჴელითა უფლისა ჩუენისაჲთა განცხოველდა სოფელი და აღემართნეს დაცემულნი.
    9.     და მას დღესა ნათლისასა, რომელ არს დასაბამი დღეთაჲ, გამობრწყინდა შუენიერი იგი ნათელი ღმრთისაჲ, ჴელმწიფჱ და წინამძღუარი ყოველთაჲ, რომელ არს დღჱ ესე პირმშოჲ დღეთაჲ,
    10.     აღდგა მხოლოდშობილი იგი ღმერთი მკუდრეთით, ვითარცა სახჱ დასაბამსა გამობრწყინდა ბნელსა შინა ნათელი, დასასრულსა გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა ნათელი იგი დიდებული,
    11.     ვითარცა წერილ არს: ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობარწყინებად, მან განანათლნის თუალნი გულთა ჩუენთანი.
    12.     და მერმე თქუა სახარებამან: „და თჳთ ნათელი იგი ბნელსა მას განანათლებდა და ბნელი იგი მას ვერა ეწია“.
    13.     მეორედ წარვთქუ თქუენ წინაშე ყოველი წამებაჲ ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე, ვითარცა ყუავილნი გჳრგჳნსა, შეჰგვანან ძლევასა მას მისსა.
    14.     მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან: „განათლდი, განათლდი, იერუსალჱმ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“.
    15.     და ამით სიტყჳთა ახარებდა ეკლესიათა თჳსთა.
    16.     და მერმე პირველი იგი შესაძინელი სიტყჳთა თჳსითა, რამეთუ არღარა განგანათლებდეს შენ მზისთუალი ესე დღისი და ნუცამცა ნათელი მთოვარისაჲ გნათობს შენ ღამჱ.
    17.     და ჭეშმარიტისა მის ნათლისათჳს დააქცია მეორედ და თქუა, ვითარმედ მიგეც შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა დაგადგინე შენ.
    18.     და დავით თქუა: „შენ მიერ არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი“.
    19.     და დანიელ ჰრქუა, ვითარმედ: „უწყის, რაჲ არს ბნელსა შინა და ნათელი არსვე მის თანა“.
    20.     მერმე თქუა დავით: „გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი წრფელითაჲ“.
    21.     მერმე თქუა: „ნათელი მართალთაჲ მხიარულებით ვიყავ“.
    22.     და ამის ყოვლისა წამებისა შემდგომად დაჰბეჭდა თჳთ და იტყჳს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
    23.     მწუხრი დაეფლა, ვითარცა კრავი, მსგავსად მისად, რაჲთა არა უფლებდეს სიკუდილისა სიბნელჱ მის ზედა, ვითარცა კრავი იგი, რომელ დაიკლა ეგჳპტეს შინა.
    24.     ერეოდა ერი იგი და გამოვიდა ნათლად სიფიცხლისა მისგან და მორჩილებისა მისთჳს ფარაოჲსისა, რომელი-იგი იყო ეგჳპტჱს შინა, რომელნი ვითარმცა ღამესა ბნელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას შინა.
    25.     ეგრჱცა ჴელითა ჭეშმარიტისა მის კრავისაჲთა განცალიერდა ქედი ჩუენი ფიცხლისა მისგან უღლისა ეშმაკისაჲსა, რომელმან-იგი დასთჱსა ჩუენ შორის თესლი კეთილისაჲ.
    26.     განგჳკუეთნა ჩუენ უფალმან საკრველნი ჩუენნი ჯუარითა თჳსითა და განჰჴსნა ჩუენგან უღელი იგი მძიმჱ, რომელი მძლავრებით დაგჳმორჩილებდა ჩუენ, რამეთუ დაუმდაბლეთ მას ქედი ჩუენი ნებითა ჩუენითა, რომელი-იგი არა დაშურებოდა, რომელი ჰმონებდა მას.
    27.     ხოლო ამიერითგან მადლი იგი, რომელი იქმნა ჩუენ თანა, ვერ შემძლებელ ვართ, რაჲთამცა გარდავიჴადეთ იგი, გარნა ვითარცა ყოველთა წარმართთათჳს გარდაჴდად ვერ შემძლებელ ვართ, აღვიმსთობთ დღეს საჴსენებელსა მისსა და მივსცეთ მას ქჱბაჲ,
    28.     რაჲთა მეოხ მეყოს ჩუენ ყოველსა ჟამსა, ყავნ თჳსითა მით კეთილის-ყოფითა, რაჲთა არა მომაკლდეს ჩუენგან წყალობაჲ მისი და ვიხარებდეთ პირველითა და შემდგომითა მადლითა მისითა და ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მას აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი