მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება მეოცე

 

1.     22. თქუმული წმიდისა ევსები ეპისკოპოსისაჲ კჳრიაკისათჳს და უწესოდ მომღერალთათჳს
    2.     შემდგომად განტევებისა მის ჟამისა ეკლესიაჲთ დღესა კჳრიაკესა, ვიდრე ჯდაღა სანატრელი ევსები ეპისკოპოსი, წარდგა მის წინაშე ალექსანდრჱ და ჰრქუა მას: გევედრები შენ, უფალო, რომლისა სახისათჳს მოვიღეთ ბრძანებაჲ კრძალულებით დამარხვად წმიდისა კჳრიაკისაჲ და არა საქმე?
    3.     მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ევსები და თქუა: ისმინჱ, შვილო, და გითხრა შენ ამის ყოვლისათჳს, რომელ რაჲ იქნების დღესა კჳრიაკჱსა, თუ კეთილი გნებავს და თუ ბოროტი, და დამარხვად ჩუენდა კჳრიაკჱ.
    4.     ესე არიან მიზეზნი მაგის სახისანი: რაჟამს უთხრობდა უფალი და ზრახვიდა მათ თანა, უჩუენა სახჱ მოწაფეთა თჳსთა:
    5.     „მოიღო პური იგი, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ესე ჴორცი ჩემი არს, რომელი თქუენთჳს დაიფუშუნების მისატევებელად ცოდვათა ამას ჰყოფდით ჩემდა მოსაჴსენებელად.“
    6.     და ესე არს დღჱ მოსაჴსენებელი უფლისაჲ, რომელსაცა საუფლო ეწოდა.
    7.     ვითარმედ პირველად ვნებადმდე უფლისა არა ეწოდა მას საუფლოჲ, არამედ ვინაჲთგან ადგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, საუფლო ეწოდა მას.
    8.     ამისთჳსცა მოვიღეთ დასაბამად მისა უქმებაჲ.
    9.     და ესე დღჱ არს დასაბამი მკუდრეთით აღდგომისაჲ.
    10.     და ამას შჳდსა დღესა მოგუცა ჩუენ საქმრად და ერთი ესე დღჱ მოგუეცა ჩუენ ლოცვისათჳს და განსუენებისათჳს და განსაწმედელად ცოდვათა, რომელნი ექუსთა მათ დღეთა ვქმნეთ უმეცრებითა და შესულებითა ამის სოფლისაჲთა.
    11.     შემოსრულსა ამას კჳრიაკესა, ცისკარსა, მივედ ეკლესიად და შეურდი წინაშე უფლისა, და მიუთხრენ მას შეცოდებანი შენნი, და აუარე მას, ცრემლითა შეინანე.
    12.     ლოცვითა დეგ და ჰგებდ, ვიდრე ჟამისა აღსრულებადმდე.
    13.     და მოიჴსენენ მსხუერპლსა მას ზედა რომელ-იგი პირველ ჯმნულ იყვნენ მშობელნი იგი შენნი და ძმანი და ნათესავნი და თესლ-ტომნი იგი შენნი.
    14.     ესეღა ჰყო, დიდი განთუენებაჲ იყოს მათთჳს, რომელნი-იგი პირველ წარსრულ იყვნენ.
    15.     და აღასრულე ლოცვაჲ იგი შენი, იხილე უფალი იგი შენი ვნებული და დამდაბლებული, დაკლული და განყოფილი, და არა მოკლებული.
    16.     და თუ გიპყრიეს წმიდად საუნჯე იგი სულისა შენისაჲ, მივედ და ეზიარე ჴორცსა მას და სისხლსა უფლისასა.
    17.     და უკუეთუ რაჲმე გაქუნდეს იჭვ გონებისა შენისაჲ, ნუ წარმდებ იქმნები ზიარებად, ვიდრემდის განიწმიდო სული შენი სინანულითა.
    18.     ხოლო ლოცვასა და ზიარებასა დეგ და ჰგებდ, ვიდრე ეკლესიისა განტევებადმდე.
    19.     მოჲჴსენე შენცა ბრალნი იგი იუდაჲს მიმცემელისანი და ნუ გამოხუალ ეკლესიით, რამეთუ იგი იქმნა დასაბამ წარწყმედისა იუდაისისა, რამეთუ არა ელოდა, არცა ჰგებდა ლოცვასა მას.
    20.     არამედ მო-ოდენ-იღო პური იგი ცხორებისაჲ, აღდგა და გამოვიდა, და მასვე ჟამსა შევიდა მისა ეშმაკი და იწრაფდა მიცემად უფლისა.
    21.     და უკუეთუ შენცა უწინარეს ჟამისა განტევებისა გამოხჳდჱ, შენცა მასვე საშჯელსა იპოვო.
    22.     ნუ მცირისა მის ჟამისათჳს ეზიარები საშჯელსა მას იუდაჲსსა.
    23.     არა მძიმე არს შენდა დგომაჲ და ლოდებაჲ.
    24.     არცა ზამთარი გაჭირებს შენ მუნ შიდა, არცა ცეცხლი, არცა სხუაჲ რაჲ გუემაჲ, არამედ მარტოდ მოთმინებაჲ უნებს ერთისა მის ჟამისათჳს.
    25.     ხოლო აწ არა თუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს ბრძანებულ არს ჩუენდა არა საქმედ დღესა კჳრიაკესა, არამედ რაჲთა ლოცვასა მოვიცალოთ, საქმესა უფლისასა მიხუალ ეკლესიად, უკუეთუ არა მიხჳდე, არარაჲ შეიძინო კეთილთაგანი.
    26.     მრავალნი დგანედ და მოელიედ მრავლითა წადიერებითა დღესა კჳრიაკესა, არამედ არა ყოველნი ერთსახედ მოელიედ.
    27.     რამეთუ მოშიშნი იგი ღმრთისანი დგანედ და ელიედ, ვითარმედ ოდეს მოიწიოს კჳრიაკჱ და ლოცვანი ჩუენნი შევწირნეთ ღმრთისა მიმართ, და პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩუენისასა ვეზიარნეთ.
    28.     ხოლო უდებნი იგი და უგუნურნი დგანედ და ელიედ, რაჲთა საქმისაგან დაეყენნენ და ბოროტთა საქმეთათჳს მოიცალონ.
    29.     და ამას მე არა ვტყუვი, არამედ მოწამე არიან ჩემდა სახენი იგი, რომელნი იქმნებიან.
    30.     განვედ უბანთა ზედა და მუნ არავინ იხილო.
    31.     დღესა კჳრიაკესა განვედ, მუნ იხილო რომელნიმე ფანდურებითა, რომელნიმე ებნითა და ბობღნითა, რომელნიმე სტჳრითა და ტყუელვითა და ძნობითა, და რომელნიმე სხენედ და უსტჳნვედ მსგავსთა მათთჳს საქმედ ბოროტისა.
    32.     და თუ დედანი სადამე როკვედ, გინა შუშპრობედ, ადრე სრბით მუნ მიიწინიან.
    33.     მღდელნი ჰრეკედ და ქადაგებად წოდებისა ეკლესიად, და ყოველნივე უგუნურნი და უკეთურნი და ღუელფულნი სხენედ და არავინ მივიდებასა მას.
    34.     და ისმინის ჴმაჲ ქნარისაჲ, ყოველათავე ერთბამად ფერჴნი მათნი განუტევნიან და მეყსეულად მუნ იპოვნიან იგინი.
    35.     რაჲ-მე იხილიან იგი, რომელნი-იგი ეკლესიად მივიდიან?
    36.     უფალი ზედა საკურთხეველსა ინაჴით მჯდომარჱ, სერაბინნი სამებისა წმიდისა გალობასა გალობენ, სახარებისა ჴმანი ჴმითა მაღლითა, და მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, გალობაჲ და შესხმაჲ სულიერი, ჴსნისა და ცხორებისა მომატყუებელი.
    37.     ესე იხილიან და ესეცა ესმის, რომელნი მოვიდიან ეკლესიად.
    38.     ხოლო რომელნი-იგი მივიდიან თეატრონსა, რაჲ-მე იხილიან?
    39.     შესხმანი დევთანი და ჴმანი და ოხრანი საეშმაკონი, ტყუელვანი დაცემისანი, დედათა როკვანი, ვითარცა მეკერპეთანი და უფროჲს ხოლო, ვითარცა მკუნესართანი.
    40.     რაჲ არიან როკვანი იგი დედათანი, ანუ თუ ტყუელვანი, გინა თუ შუშპრობანი?
    41.     არამედ ყოველნი სიბოროტენი დევთანი არიან.
    42.     იხილჱღა, რასა-იგი იქმან: რომელი-იგი როკავნ, განიშიშულის თავი თჳსი ურცხჳნოდ და ხრინ თავსა, რომელსა-იგი ამცნებს და განაკრძალებს წმიდაჲ მოციქული პავლეჱ და იტყჳს: „არა ჯერ-არს დედაკაცისა თავდაუბურველობაჲ“.
    43.     ხოლო ამათ განიდრიკნიან ქედნი მათნი, და მიმოყრიედ მჴართა, იქცევედ და იდრეკედ ასოთა, ვითარცა დაჴსნილთა, და თეძოთა ხლდებიედ და რბიედ, რამეთუ ესრჱვე სახედ იქმან ეშმაკეულნი.
    44.     ხოლო მექნარჱ იგი დევი ძელსა მას ებრძვინ და ვითარცა კუროსა აყჳრებნ.
    45.     ესე ხილვანი არიან თეატრონისანი. ესე ყოველნი მსგავსებანი დევნათანი.
    46.     ყოვლნივე ესე წარწყმედისა და გეჰენიისა მომატყუებელნი არიან და ესევითარი მისაგებელი ბოროტი მიიღიან ამის მოქმედთა.
    47.     ხოლო აწ კმა იყვნენ ჩუენდა ექუსთა მათ დღეთა, სიბოროტისა საქმენი.
    48.     მოიცალე და დასცხერ დღესა მას კჳრიაკესა ბოროტისა საქმეთაგან.
    49.     უწყი-მეა, რამეთუ მრავალი რაჲმე საქმე უცნ ურთიერთას და თქჳან: მოიწიოს კჳრიაკე და განვაგდოთ სარჩელი?
    50.     საწყალობელო და უბადრუკო, თავყუანისცემისა და ლოცვისათჳს მიგებიეს ბრძანებაჲ და შენ საშჯელსა ეკაზმები?!
    51.     მოიწია კჳრიაკჱ და იგი ღამჱ ყოვლად განემზადებიან ბრძოლად მოყუასისა მიმართ თჳსისა.
    52.     და ვითარცა ცისკარი მოიწიის, მოვიდის იგი ეკლესიად შეჭურვილი.
    53.     პირველად ხუცესნი იქმანედ ამას: წარმოდგიან მათ წინაშე მსაჯულნი და ცემითა და გუემითა განაგებენ საშჯელსა.
    54.     და ამისსა შემდგომად შევიდიან ეკლესიად, ვითარცა მჴეცნი, ურთიერთას გულძჳრობით და იღრჭენედ კბილთა მათთა ერთმანერთსა ზედა.
    55.     ხოლო შეუგავს მღდელსა მას, რაჲთა გარდაიჴადოს ჟამი იგი ლოცვისაჲ მის განწესებულისაჲ ჟამსა.
    56.     ხოლო შენ, კაცო, ლოცვად მოიცალჱ და ნუ საშჯელად, რამეთუ რაოდენცა დიდ არს დღე იგი კჳრიაკე, ეგრეცა დიდ არიან ბრძანებულნი.
    57.     უკუეთუ ვინმე უღირსად იქცეოდის მას დღესა შინა, უღირს ხარ ზიარებად.
    58.     გინა თუ არა, მოიცალე, დაიმარხე და დეგ ეკლესიას, ვიდრემდის აღასრულნე ლოცვანი იგი.
    59.     ნუ ჰფუცავ, ნუცა აფუცებ დღესა კჳრიაკესა, რამეთუ ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან ლოცვისათჳს და აღჴოცისათჳს ცოდვათაჲსა და სინანულისათჳს.
    60.     აწ ვიხარებდეთ და ვსშუებდეთ ამას შინა ნუ სიმღერითა, მთრვალობითა, ნუცა როკვითა და ფანდურითა, ნუცა შუშპრობითა და ძნობითა, არამედ გალობითა ახლითა და შესხმითა სულიერითა.
    61.     იხილეღა წინაწარმეტყუელისა იგი თქუმული, ვითარ-იგი მარტოჲსა კჳრიაკისათჳს განაჩინებს.
    62.     არა თქუა, ვითარმედ: ესე დღენი არიან, რომელ ქმნნა უფალმან, არამედ მარტოჲსა მისთჳს თქუა.
    63.     უწყით, რამეთუ ყოველნივე დღენი უფალმან შექმნნა, და ყოველნივე დღენი უფლისანი არიან, და მისა მიმართ ჰგიან.
    64.     ხოლო წინაწარმეტყუელმან ამის მარტოჲსათჳს თქუა, ვითარმედ: „შექმნა უფალმან“.
    65.     არა თუ სხუანი იგი ექუსნი დღენი სხუამან ვინ შექმნნა, და ესე მარტოჲ ხოლო თჳთ შეიქმნა და ექუსნი იგი რაჲსათჳს-მე არა მოიჴსენნა?
    66.     რამეთუ სხუანი იგი საქმისა და შრომისათჳს ექუსნი იგი დღენი შექმნნა და თქუა: იქმოდე ყოველსავე საქმესა შენსა.
    67.     და მეშჳდესა მას დღესა განსუენებაჲ ბრძანა.
    68.     რამეთუ რაჟამს შჯულსა მისცემდა ღმერთი ჰებრაელთა მათ, დღჱ იგი შაბათი მისცა მათ განსასუენებელად, რამეთუ ამას დღესა შინა განისუენა ღმერთმან ყოველთაგან საქმეთა თჳსთა, ამისთჳსცა მათ უბრძანა ყოველთა საქმეთა დაცადებაჲ.
    69.     რამეთუ განარისხეს ღმერთი და არა დაიცვნეს მცნებანი მისნი, ფუცა პირითა წინაწარმეტყუელისაჲთა და თქუა: „ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა“.
    70.     ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი ზეცით ქუეყანად და იშვა წმიდისაგან ქალწულისა და განაახლა ყოველივე იგი შჯული,
    71.     რამეთუ თჳთ იგი იყო შემოქმედი შჯულისაჲ, განაგდო ყოველი ძუელი და მოგუცა ჩუენ მადლი იგი, ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყჳს: რამეთუ ძუელი იგი წარჴდა და აჰა ესერა იქმნა ახალი.
    72.     რამეთუ ყოველივე მის მიერ განეწესა, რაჲთა დაჰჴსნეს შჯული იგი შაბათისაჲ მის და ნაცვალად მისსა წარმოაჩინოს სხუაჲ დღჱ ლოცვისაჲ და განსუენებისაჲ.
    73.     მოგუცა ჩუენ პირველი იგი დღჱ, რომელსა ეწოდა დასაბამი სოფლისა შესაქმისაჲ.
    74.     და სახელი დასდვა მას საუფლოჲ, რაჲთა სახელისა მისისაგან შეინანონ და დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი.
    75.     შემოვიდის მუშაკი სახლად შენდა და მოიდრიკის ზურგი საქმესა შენსა.
    76.     და ექუსთა მათ დღეთა ვერ ჴელ-ეწიფის ზე ახილვად და ხილვად მზისთუალისაჲ, ვინა მოვალს, ანუ ვიდრე ვალს დაყჳთლებული და განტეხილი საქმითა შენითა, ოფლითა და შრომითა მით განიკაფებინ და ვერ ჴელ-ეწიფებინ ზე ახილვად და განსუენებად,
    77.     არამედ დგან და ელინ იგი დღესა მას კჳრიაკესა, რაჲთა მტუერი ღათუ იგი განყაროს, ვითარ რაჲმე ჴორცთა მათთაგან, და არიან ვინმე თქუენთაგანნი, რომელთა თქჳან დღჱსა კჳრიაკესა, თუ: დღეს შევსწიოთ გლახაკსა.
    78.     და არა უწყოდა, რომელ-იგი ჰნებავს კეთილისა საქმედ, მით შესცოდებნ ღმერთსა.
    79.     უკუეთუ მოიპარო მონაჲ ვისიმე და განჰყიდო იგი და განუყო გლახაკთა, რაჲთამცა მადლი მოვიღეთ უფლისაგან, ეგრჱვე სახედ, რომელთა მოიპარიან დღჱ იგი უფლისაჲ შესაწევნელად და სარგებელად გლახაკთა.
    80.     უკუეთუ გნებავს შეწევნად გლახაკთა, მიეც მას დღეთაგან, რომელთა ზედა გაქუს ბრძანებაჲ, და ნუ გარდახუალ მცნებათა ქრისტჱსთა, ნუ გარჱ-წარსცემ ყურსა შენსა სიტყუასა წერილისასა, ნუ დააკლდები ლოცვასა, ნუსადა განეშორები ეკლესიათა მათ შენთაგან.
    81.     არარაჲ უმაღლჱს არს ცათა, არამედ უმაღლეს არიან ეკლესიანი, ვიდრეღა ცანი და უბრწყინვალეს არიან მზისთუალისა და უნათლჱს არიან მთოვარისა და ვარსკულავთა.
    82.     ვიცნი მრავალნი, რომელთა ექუსნი ესე დღენი და თჳთ კჳრიაკჱცა და თთუეცა სავსებით გარდაჴდის, და არა შევიდიან ეკლესიად.
    83.     და თუ რაჲმე მოიწიის მათ ზედა ბოროტისა საქმჱ, ჰბრძოლებედ ღმერთსა ამის სახისათჳს.
    84.     რავდენ განეშორო ეკლესიისაგან, ეგდენცა ღმერთი განგეშოროს შენგან ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: „რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი მათნი შენგან, იგინი წარწყმიდენ და მოისრნენ ყოველნი, რომელნი განგიდგენ შენგან.
    85.     ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისაჲ კეთილ არს დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი“.
    86.     ამისთჳსცა ნუ შეურაცხ-ჰყოფ შენ დღესა საუფლოსა, ეკლესიად ლოცვად მიისწრაფე, რამეთუ ესე დღჱ ლოცვისათჳს მოგეცა შენ.
    87.     და ჩუენცა ყოველთა ერთობით და ერთობითცა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი