მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

წესის აგება

 

წესი რომელი აღესრულების ერისკაცსა ზედა შესვენებულსა

 

რაჟამს განვიდეს ამიერ სოფლით მართლმადიდებელთაგანი ვინმე, მეყსეულად მოუწოდონ მღვდელთა და ნათესავთა მისთა, და შემოკრბენ სახლად, სადა-იგი იდვას მიცვალებული, მიიღოს მღვდელმან ოლარი და სასაკმევლე, და უკმიოს და თქვას:


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი ესე, ხმა 4:


სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.


განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა


შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უკეთუ იყოს მზა ყოველივე წესი მიცვალებულისა, აკურთხევს მღვდელი, და მოვალს და იტყვის გალობით წმიდაო ღმერთოსა, შიშითა და ყოვლითა მოწიწებითა. და აღვიღებთ მიცვალებულსა მას, და მოვალთ ეკლესიად წინაძღომითა მღვდელთა და დიაკონთათა, ლამპრებითა, და სასაკმევლითა. ხოლო რაჟამს მოვალთ ეკლესიად, დავასვენებთ გვამსა მას სტოვასა შინა, და იტყვიან მდაბლისა ხმითა:


ფსალმუნი 90

 

1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.


2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.


3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.


4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.


5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;


6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.


7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.


8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.


9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.


10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.


11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;


12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;


13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.


14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.


15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.


16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

 

და ამისა შემდგომად იწყონ თქმად. მე-17-ე კანონი


მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


მკითხველმან: კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყარო ცხოვრებისა და კარი სამოთხისა. მომმადლე მეცა, სახიერ, პოვნად გზა იგი სინანულისა; მე ვარ ცხოვარი იგი წარწყმედული, მომიძიე მონა შენი, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


პირველად უკვე ოდესმე არარაისაგან დამბადე მე, და ხატებითა შენითა საღმრთოთა პატივ-მეც მე, ხოლო გარდასლვითა მცნებათა კვალად მიწადვე მიმაქციე, ვინაცა დავიბადე; არამედ ჯერისაებრ აღმომიყვანე და პირველსავე პატივსა ღირს-მყავ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


ხატი ვარ უსაზღვროისა დიდებისა შენისა, მეუფეო, დაღაცათუ მმოსიან მე წყლულებანი შეცოდებათანი. შემიწყალე ქმნილი შენი და განმწმიდე მე სახიერებითა შენითა, და საწადელისა მის მამულისა მკვიდრობა კვალად მომანიჭე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ, და მისთვის დაიკლენით, ვითარცა კრავნი, წმიდანო, და ცხოვრებასა სამარადისოსა და დაუსრულებელსა მიიცვალენით. მას ევედრენით წადიერად, რათა მოგვიტევნეს თანანადებნი ბრალთა ჩვენთანი მეუფემან.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


განუსვენე, ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ იგინი სამოთხესა საშვებელისასა, სადა-იგი არიან კრებულნი წმიდათანი, და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი, რომელნი შეივედრენ, შეიწყალენ, სახიერ და აღხოცენ ცოდვანი მათნი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


სამ-ბრწყინვალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლმადიდებლობით უგალობდეთ, და ესრეთ ვიტყოდეთ: წმიდა ხარ, მამაო დაუსაბამოო, ძეო თანა-დაუსაბამოო, და სულო წმიდაო, განგვანათლენ ჩვენ, რომელნი სარწმუნოებით გმონებთ შენ, და საუკუნოისა მის უშრეტისა ცეცხლისაგან გვიხსნენ ჩვენ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად ნათესავისა კაცთასა, და ბუნებამან ჩვენმან ჰპოვა შენ მიერი გამოხსნა. მეოხებითა შენითა წარგვიძეღუ ჩვენ სამოთხედ, ღმრთისმშობელო მარადის კურთხეულო.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
გალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



წარდგომა ხმა 5.


განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა, და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგვაჩინენ, შეგვიწყალენ, ყოვლად-ძლიერო ღმერთო.



კანონი ხმა 6. გალობა 1.


ძლის-პირი: მოკვეთილი ჰკვეთს მეწამულსა და ღელვათა მზრდელი ზღვისა განხმების სიღრმე იგი უჭურველისათვის სავალ და ჭურვილისა საფლავ-ქმნილი. ხოლო გალობა საღმრთო იღაღადებოდენ დღეს: დიდებულ არს დიდებით ქრისტე ღმერთი ჩვენი ცხოველი.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


სავანეთა მათ საუკუნეთა, ზეცათა შინა დამკვიდრებულნი მარადის მხნენი მარტვილნი გევედრებიან, ქრისტე, მორწმუნენი, რომელნი ქვეყანით მისცვალენ, სახიერო, ზეცისა კეთილთა დააწესენ და განუსვენე მათ, ვითარცა ღმერთ ხარ.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


შეამკვენ, ქრისტე, დაბადებულნი, და შორის სიმდაბლისა და სიმაღლისა შეზავებულად ცხოველად დამბადე, და მოვკუედ რა, მაცხოვნე. ამისთვის გევედრები: მონათა შენთა სულნი აღსრულებულნი, განსვენებასა ღირს-ჰყვენ, კაცთ-მოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რაჟამს დამბადე, დამბადებელო, სამოთხისა მკვიდრ და მოქალაქე მყავ, და ურჩ ვექმენ რა ბრძანებასა შენსა, ჯეროვნად გამომხადე მიერ. ამისთვის გევედრები, მონათა შენთა სულნი აღსრულებულნი განსვენებასა ღირს-ჰყვენ, კაცთ-მოყვარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


რომელმან პირველ ადამის გვერდით პირველი დედა ჩვენი ევა დაბადა, უთესლოისა მუცლისა შენისაგან ხორცნი შეისხნა ღმრთისმშობელო, და სიკვდილი შემუსრა და მიცვალებულთა მონათა შენთა შენ მიერსა ცხოვრებასა მიჰმადლებს.



გალობა 3.


ძლის-პირი: სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ეკლესიისა დღეს, მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა სიმაღლესა, ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


სჯულიერად იღვაწეს მოწამეთა შენთა, ქრისტე მაცხოვარ, და შემკობილნი გვირგვინითა, კადნიერად გევედრებიან შენ, შესვენებულთა მორწმუნეთათვის, რათა განსვენება მიჰმადლო და დააწესნე ნათელსა შენსა.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


პირველად განმსწავლე მრავალფერთა მათ ნიშთა და სასწაულთა მიერ, მე შეცთომილი ესე, ხოლო უკანასკნელ ჩემთვის განკაცენ, და მომიძიე და მპოვე, მხსნელო, წყალობით მიხსენ და მაცხოვნე მე და სულთა მიჰმადლე განსვენება.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


განხრწნადთა ამათგან და წარმავალთა, შენდა მიცვალებულნი საუკუნეთა საყოფელთა მოხარულნი ღირს-ჰყვენ დამკვიდრებად სახიერო და მრავალ-მოწყალეო, და მადლით და სარწმუნოებით განამართლენ და განუსვენე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


არავინ არს წმიდა შენებრ, ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან, საუკუნითგან არა-ხილული ღმერთი ჭეშმარიტი მუცლად-იღე უთესლოდ, და გვიშევ ჩვენ უხრწნელად, ზესთა ცნობისა და სიტყვისა და მან მოკლა ღმრთეებრ სიკვდილი.



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.- უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


შემდგომად ასამაღლებელისა წარდგომა, ხმა 6:


ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი, ვითარცა თქვა წიგნმან: რამეთუ ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკვიდროთ, სადა-იგი ყოველნივე ერთბამად დაემკვიდრებიან, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი. ამისთვისცა ქრისტე ღმერთო, ამიერ მიცვალებულთა განუსვენე, ვითარცა მოწყალემან და კაცთ-მოყვარემან.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, და კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ, არამედ შენ მეოხ მეყავ და მაცხოვნე მე.



გალობა 4.


ძლის-პირი: რაჟამს წინასწარმეტყველმან იხილა საიდუმლო დაფარული, განკვირვებულმან ღაღად-ყო, რამეთუ დასდევ წყალობით სიყვარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


სიბრძნისა უაღრესისა და ნიშთა სიმაღლისა სასწაულად, სიტკბოებით, სახიერო, მარტვილთა გუნდნი ანგელოზთა გუნდთა თანა შეაერთენ, და ერთობით გევედრებიან, მხსნელო, და ითხოვენ სულთა განსვენებასა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


მიმთხვევად უხრწნელისა მის დიდებისა შენისა ღირს-ყვენ სულნი შესვენებულნი, უფალო, სადა-იგი არს სამკვიდრებელი ყოველთა მოხარულთა და ხმა წმიდა მედღესასწაულეთა და ზატიკობა სამარადისო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


დააწესენ მგალობლად საღმრთოისა ძლიერებისა შენისა, რომელნი სოფლით მისცვალენ, და ყვენ იგინი ზიარ ნათლისა წარუვალისა, ქრისტე, და ცოდვათა ბნელი განხადე მათგან, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყვარე ხარ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


საუნჯედ წმიდად უხრწნელად, კიდობნად და ტაძრად უბიწოდ, ყოვლად-წმიდაო ქალწულო, შვენიერება ეგე იაკობისი, გამოგირჩია მეუფემან და განკაცნა შენგან, და აცხოვნა ყოველი სოფელი.



გალობა 5.


ძლის-პირი: ბნელისაგან ცოდვათასა გიღაღადებენ შენ - სულნი ჩვენნი, მრავალმოწყალეო ღმერთო. ნათლითა მით მიუაჩრდილებელითა განგვანათლენ და წარგვიმართენ სლვანი ჩვენნი, მახარებელო მშვიდობისაო.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


ვითარცა მსხვერპლნი წმიდანი კაცობრივისა ბუნებისანი, დასაბამნი და ყვავილნი, ძღვნად შეიწირნეს ღმრთისა მარტვილნი და ცხოვრებასა სამარადისოსა ჩვენთვის მოცემად ითხოვენ მისგან.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


ზეცათა შინა შვებასა და განყოფასა მადლთასა ღირს-ყვენ მორწმუნენი მონანი შენნი, პირველ დაძინებულნი მეუფეო, და ბრალთა მათთა მიტევება მიეც, და დააწესენ ნათელსა შენსა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მხოლოო ცხოველს-მყოფელო, უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცვალებულთანი სასუფეველსა შენსა დააწესენ, და განსვენება მიჰმადლე მათ, მხსნელო, და ნუ მოიხსენებ ცოდვათა მათთა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ძალ ჩემდა და საგალობელ ქრისტე ღმერთი არს, ჰოი დედოფალო, რომელი ექმნა მაცხოვარ წარწყმედულთა და ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან იხსნნა მორწმუნეთა სულნი, შენგან ხორცთშესხმითა, ყოვლად-წმიდაო.



გალობა 6.


ძლის-პირი: მუცლად იღო იონა ვეშაპმა და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისა შენისა, რომელმანცა დაფლვა თავს იდევ ჩვენთვის, სახიერ, და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ჰოი, ცრუნო, წყალობა თქვენი დაუტევეთ თქვენ დღეს.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


რაჟამს ჯვარს-ეცვი, გუნდი მოწამეთა შეკრიბე, რომელნი იგი ებაძვნეს ვნებათა შენთა, ჰოი ყოვლად-სახიერო, მათ მიერ გევედრებით, მიცვალებულთა მონათა შენთა მიეც განსვენება და ღირს-ყვენ მკვიდრ-ყოფად სავანეთა მათ საუკუნეთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


რაჟამს იგი განკითხვად სოფლისა მოხვიდე საშინელებით, მაშინ, ყოვლად-სახიერო, ღრუბლითა მიგებებად ღირს-ყვენ მონანი შენნი, სარწმუნოებით დაძინებულნი, რომელნი ქვეყანით მისცვალენ, და მიეც სიხარული და შვება სამარადისო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


შენ ხარ წყარო ცხოვრებისა, ქრისტე, რომელი გამოიყვანებ ძალითა ღმრთეებისათა კრულთა საუკუნეთა, შენდამი მიცვალებულთა მონათა შენთა მიჰმადლე, მოწყალე, შვება სამოთხისა და ფუფუნება სასუფეველისა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


საღმრთოსა რა და ყოვლად-წმიდასა მცნებასა გარდავხედით, მიწად მივიქცევით, ვინა-იგი პირველ დავიბადენით, ხოლო შენ მიერ, სძალო, ზეცად ავმაღლდით ქვეყანისაგან, და სიკვდილისა ხრწნილება განვაგდეთ, ამისთვის გნატრით, ყოვლად-უბიწოო.



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


კონდაკი ხმა 8.


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.


იკოსი


შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით, და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარ-იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.



გალობა 7.


ძლის-პირი: ჰოი სასწაული, რომელმან სახმილსა დაიცვნა სამნი ყრმანი შეუწველად, საფლავსა შინა მკვდრად უსულო იქმნა დღეს მაცხოვრად ჩვენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


სისხლთა მათ შენთა პკურებითა იხსნენ მარტვილნი მცნებისა გარდასლვისაგან, და თვისთა სისხლთა დათხევითა, ვნებათა შენთა ხატ-ექმნეს, და მადლობით იტყოდეს: ღმერთო მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


განძვინებული სიკვდილი მოჰკალ ქრისტე ღმერთო, და სულნი სარწმუნოებით დაძინებულნი სიკვდილისაგან იხსენ, და შენ წინაშე მკვიდრ-ყვენ, რათა გალობდენ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ჰოი მეუფეო, რომელმან პირველ მოეც სული ესე შთაბერვითა მით საღმრთოითა, მიცვალებულნი სასუფეველსა შენსა მკვიდრ-ყვენ წყალობით, რათა გიღაღადებდენ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


უმაღლეს იქმენ ყოველთა დაბადებულთა, სძალო, გვიშევ რა დამბადებელი, რომელმან შეჰფქუნა ბჭენი სიკვდილისანი, ამისთვის გნატრით უბიწოო და ვიტყვით: დედაო ღმრთისაო, კურთხეულ ხარ შენ.



გალობა 8.


ძლის-პირი: ცა-ვრცელი განცვიფრებულ არს და ძრწის საფუძველი ქვეყანისა დღეს შიშით, რამეთუ მაღალთა შინა მყოფი შერაცხილ მკვდართა იქმნა, და აწ კნინსა საფლავსა ესტუმრა. ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


ახოვნად მოღვაწებითა ძლევისა გვირგვინნი დაიდგენით, მარტვილნო, ნეტარნო, და მეოხად გამოჩნდით სულთა მიცვალებულთათვის, და ქრისტესა ღმერთსა უღაღადებთ: ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


რომელთა ცხოვრება ესე განვლეს მოღვაწებითა და შენდა მეუფისა მოვიდეს, შეიტკბენ მოწყალებით და განსვენება მიეც, რათა გალობით გიღაღადებდენ: ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ქვეყანასა მას მშვიდთასა განსვენებად ღირს-ყვენ შენდა მიცვალებულნი, მაცხოვარ, და სარწმუნოებით და მადლით განამართლენ, და აღხოცენ შეცოდებანი მათნი, რათა გაკურთხევდენ შენ, რათა გიგალობდენ შენ, რათა უფროსად აღგამაღლებდენ უკუნისამდე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გნატრით ყოველნი, ქალწულო ყოვლად-სანატრელო, რომელმან სიტყვა ღმრთისა, მეუფე ყოველთა, და შემოქმედი, ჭეშმარიტად ხორცითა გვიშევ გამოუთქმელად. ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.



გალობა 9.


ძლის-პირი: შენ მხოლო სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგვიბრწყინდა შენგან ნათელი მსხდომარეთა ბნელსა მას შინა და განანათლნა სულნი ჩვენნი. ამისთვის ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


მწყობრი წმიდა მარტვილთა, სასოებამან განამხნო, და საღმრთოითა სურვილითა ფრთოვან-ყვნა იგინი, და შეუძრველთა მათ კეთილთა მკვიდრად გამოაჩინნა, რომელთა თანა შესვენებულთა სულნი ღირს-ყვენ დამკვიდრებად.


განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.


ბრწყინვალესა ნათელსა შენსა ქრისტე მეუფეო, ღირს-ყვენ შესვენებულთა სულნი, და განუსვენე წიაღთა შინა აბრაამისთა, და უოხჭნოისა ნეტარებისა ფუფუნება მიჰმადლე, რათა გადიდებდენ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალ-მოწყალე, რომელნი სოფლისა ამის ამაოსაგან და აჩრდილთა სიკვდილისათა მისცვალენ, ნათელსა შენსა საღმრთოსა დააწესენ, და მიეც განსვენება.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


კარვად წმიდად გიცნობთ შენ, ფიცრად და კიდობნად საღმრთოდ, ღმრთისმშობელო დედოფალო, რამეთუ შენგან შობილმან სისხლითა თვისითა განმართლება და მოტევება მოგვანიჭა ჩვენ, და მძლავრი ჯოჯოხეთი ძლევით წარმოსტყვენა.



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. — უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა მოგვმადლენ უფალო. - უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


შემდგომად ასამაღლებელისა ვიტყვით დასდებელთა ამათ:

თქმული იოანე მონაზონისა, ხმა 1.


რომელი შვება სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი დიდება ჰგიეს ქვეყანასა ზედა შეუცვალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო-ყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შვენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსვენე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყვარე ხარ.


ხმა 2.


ჰოი მე, ვითარი ღვაწლი აქვს სულსა, გან-რა-ვიდოდეს ხორცთაგან, ჰოი მე, ვითარ იგი მაშინ ცრემლოინ და არავინ არს მწყალობელ მისსა. ანგელოზთა მიმართ მიჰხედავნ, და ურგებად ევედრებიან; კაცთა მიმართ ხელთა განმარტებნ და არავინ არს შემწე მისსა. ვინაცა, საყვარელნო ძმანო, გულის-ხმა-ვყოთ წუთი ესე ცხოვრება ჩვენი და მიცვალებულთათვის განსვენება ვითხოვოთ ქრისტესგან, და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობა.


ხმა 3.


ყოველივე ამაო არს კაცობრივი, რაოდენიცა რა ჰგიეს შემდგომად სიკვდილისა, არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანა-წარყვების დიდება, რამეთუ მოიწია სიკვდილი, და ესე ყოველი მყის იავარ-ყო, ამისთვისცა ქრისტეს მიმართ ხმა-ვყოთ უკვდავისა მეუფისა: ჩვენგან მიცვალებულთა განუსვენე, სახიერ, სადა-იგი არს მკვიდრობა ყოველთა, შენდამი მოხარულთა.

ხმა 4.


სადა არს სოფლისა ამის სიხარული და საწუთოისა საოცრება, სადა არს ოქრო, გინა ვერცხლი, სადა არს მონათა სიმრავლე და ამბოხი, აჰა ესერა ყოველივე იქმნა ამაო, ყოველივე ესე იქმნა მტვერ, ყოველივე ესე იქმნა სიზმარი და აჩრდილი, არამედ მოვედით და ხმა-ვყოთ უკვდავისა მიმართ მეუფისა: საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ყვენ, უფალო, ჩვენგან მიცვალებულნი და განუსვენე მათ, დაუსრულებელსა მას შინა ნეტარებასა შენსა.

ხმა 5.


მოვიხსენე წინასწარმეტყველისა, რომელსა იტყვის: მე ვარ მიწა და ნაცარი. და კვალად შთავხედენ საფლავსა და ვიხილენ ძვალნი განშიშვლებულნი და ვთქვი: ვინ-მე არს მეფე, ანუ გლახაკი, ანუ მართალი, ანუ ცოდვილი. არამედ განუსვენე მხსნელო, მართალთა თანა მონათა შენთა.


ხმა 6.


დასაბამ და არსება ჩემდა იქმნა, დამბადებელო, ბრძანება შენი, რამეთუ ინებე რა ხილულისა და უხილავისა ბუნებისაგან ცხოველად შემტკიცება ჩემი, მიწით ხორცნი ჩემნი დაჰბადენ, ხოლო სული მომეც მე საღმრთოითა და ცხოველსმყოფელითა შთაბერვითა შენითა. ვინაცა ქრისტე, მონათა შენთა, სოფელსა ცხოველთასა და საყოფელსა მართალთასა განუსვენე.


ხმა 7.


ხატად და მსგავსად შენდა დაბადე დასაბამსა კაცი, უფალო, და სამოთხესა შინა დაადგინე მთავრად დაბადებულთა შენთა, ხოლო შურითა ეშმაკისათა სცთა, და ხისა მის გემო იხილა და გარდახდა მცნებათა შენთა, ვინაცა კვალად დასაჯე იგი მიწადვე მიქცევად, რომლისაგან დაიბადა, ამისთვის გევედრებით: მიცვალებულთა სულთა განსვენება მიმადლე ქრისტე.


ხმა 8.


ვგოდებ და ვიგლოვ მე, რაჟამს გულისხმა-ვყო სიკვდილი, და ვიხილო საფლავსა შინა მდებარე შვენიერება ჩვენი, ხატად ღმრთისა დაბადებული, შეურაცხად, უპატიოდ, და უსახუროდ. ეჰა საკვირველი, რა არს ესე ჩვენი, ქვეყანისა ნაშობნო, საიდუმლო, ვითარ მივეცენით ხრწნილებასა, ვითარ შევეყვენით სიკვდილსა, ჭეშმარიტად განჩინებითა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს, რომელი მიანიჭებს მიცვალებულთა განსვენებასა.



სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.


ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.


ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.


ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.


ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.


ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.


ავაზაკი მკვიდრად სამოთხისა გამოაჩინე, ქრისტე, იგი ხმობდა ჯვარსა ზედა: „მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა“. სინანულსა მისსა ღირს-მყავ მეცა, არაღირსი.


ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.


ცხოვრებისა და სიკვდილისა მფლობელო, ეზოთა შინა წმიდათასა განუსვენე, რომელიცა ესე შეივედრე საწუთოისა ამისგან, და მომიხსენენ ჩვენ, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.


ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.


სულთა და ხორცთა მფლობელო, რომლისა ხელთა შინა არიან სულნი ჩვენნი, და ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელო, განუსვენე საყოფელსა მართალთასა, რომელიცა მისცვალე მონა ესე შენი.


ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.


ქრისტე განგისვენებს შენ ადგილსა ცხოველთასა და კარსა სამოთხისასას განგიღებს შენ და სასუფეველისა მოქალაქედ გაჩინებს და მოტევებას მოგანიჭებს, რომელიცა სცოდე სოფელსა ამას შინა, ქრისტესმოყვარეო.


ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.


განვიდეთ და ვიხილოთ სამაროანსა, რამეთუ ძვალნი კაცთანი შიშველ არიან, მატლთა მიერ შეჭმულნი და წუთხ-მცენარე, და ვცნათ, რა არს სიმდიდრე, სიკეთე, სილაღე და შვენიერება.


გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.


ვისმინოთ, რასა გვიწოდს ყოვლისა მპყრობელი, მარადის ძიებად და ხედვად საშინელისა მის დღისა უფლისა. ჰოი მე, რამეთუ აწინდელი ესე ყოველივე ბნელ არს და ცეცხლითა გამოიცდების.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


დაუსაბამოდ მშობელსა და გამომავლინებელსა, მამასა თაყვანის-ვცემდეთ უშობელსა, ძესა ვადიდებდეთ შობილსა, და სულსა უგალობდეთ გამოსრულსა, ერთსა ბრწყინვალებასა და უფლებასა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ვითარ ძუძუთაგან შენთა სძესა აწოებ, ქალწულო, ანუ ვითარ ზრდი მზრდელსა დაბადებულთასა. რამეთუ მან უწყის, ვითარ აღმოუცენნა წყარონი კლდისაგან წყურიელსა ერსა, ვითარცა წერილ არს.



დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 8: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მკითხველმან: (მუხლი): მოიქეც სულო ჩემო განსასვენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ.


მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მკითხველმან: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო.


მგალობელთა: რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო I თესალონიკელთა 4: 13-17.


ძმანო, არა გვნებავს უმეცრება თქვენი შესვენებულთა მათთვის, რათა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხვანი, რომელთა არა აქვს სასოება. რამეთუ უკეთუ გვწამს, ვითარმედ იესო მოკვდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესოს მიერ მოიყვანნეს მის თანა. ხოლო ამას გეტყვი თქვენ სიტყვითა უფლისათა, ვითარმედ ჩვენ ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწიფნეთ შესვენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთმთავრისათა და საყვირითა ღმრთისათა გარდამოხდეს ზეცით და მკვდარნი იგი ქრისტესმიერნი აღდგენ პირველად. მაშინღა ჩვენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.

მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება იოანესი 5: 24-30.


ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკვდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქვს ცხოვრება თავისა თვისისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რათა აქვნდეს ცხოვრება თავისა თვისისა თანა. და ხელმწიფება მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისა არს. ნუ გიკვირნ ესე. რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისა, და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. არა ხელ-მეწიფების მე საქმედ თავით თვისით არარა, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


აქა წარიკითხვის ლოცვა შენდობისა, მღვდელმთავრისა მიერ,
ანუ სულიერისა მამისა, ანუ სხვისა მღვდლისაგან.


ლოცვა შემდგომად სიკვდილისა შესანდობელი


მღვდელმან: უფალმან იესო ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, რომელმან საღმრთონი საიდუმლონი მისცნა წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა თვისთა, შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფება ცოდვათა ზედა კაცთასა, განგებულებითა მით საღმრთოითა, და აწ მათ მიერ ჩვენცა მოგვეცა, მრავალ-მოწყალემან ღმერთმან შეგინდვნეს შენ, სულიერო შვილო (სახელი) რაოდენიცა სცოდე სოფელსა ამას შინა, ნებსით და უნებლიეთ, აწ და უკუნისამდე მოგიტევნეს უფალმან ყოველივე, მეოხებითა მრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ.


კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა, იქმნების ამბორისყოფა ძმათა მიერ.
ესრეთ წარვიკითხავთ მუხლთა ამათ: ხმა 2.


მოვედით, ერნო მორწმუნენო, დასასრულისა ამბორის-ყოფა მივსცეთ მკვდარსა, და ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ ესერა მოაკლდა თბისაგან თვისისა, და საფლავად წარვალს და არარას ზრუნავს ამაოებისათვის, არცა განხრწნადთათვის. აწ სადა არიან თვისნი და მეგობარნი, აჰა განვეყოფით, ვინაცა განსვენება უფლისაგან ვითხოვოთ.


ჰოი, ვითარი განყოფა არს, ძმანო, აწინდელი ესე ჟამი, ანუ რაბამთა ტირილთა ღირს. მოვედით უკვე, ამბორს-უყოთ, რამეთუ უწინარეს მცირედ ჟამისა ჩვენ თანა იყო, აწ საფლავსა მიეცემის და ლოდითა დაიფარვის და მკვდართა თანა დაეფლვის და ყოველთა თვისთა და მოყვასთა განეყოფვის, რომელსა განუსვენე უფალო, გევედრებით.


რასა ქედმაღლობთ, ჰოი მოკვდავნო, და ამაოდ იზრახებთ საწუთოსა ამას შინა ამაოსა. ყოველი ხორცთა შვენიერება ყვავილი არს თივისა, ხრწნილებისა მიერ დაჭნობადი, და მატლთა მიერ განსახრწნელი, ყოველი კაცი ჟამსა ამას სამარადისოდ იხსენებდინ, რათა ნათელსა საღმრთოსა ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად, და ჩვენ წარსრულთათვის ვევედრნეთ ყოვლად-ძლიერსა და კაცთმოყვარესა ღმერთსა: რომელი გამოირჩიენ, განუსვენე, ვითარცა მხოლო მრავალმოწყალე ხარ.


ვითარი არს ცხოვრება ჩვენი, ძმანო, ყვავილი და კვამლი, და ცვარი განთიადისა. მოვედით უკვე ვიხილოთ ცხადად საფლავსა შინა, სადა არს სიკეთე ხორციელი, სადა არს სიჭაბუკე, ანუ სადა არიან თვალნი და ხედვა ხორციელი? ყოველივე დაჰსჭკნა, ვითარცა თივა, და ყოველივე განილია. მოვედით, შეუვრდეთ ქრისტესა ცრემლით, რათა განუსვენოს მიცვალებულსა ამას.


ჰოი, ვითარ დიდ არს ტირილი და გოდება, დიდ არს სულთქმა და წუხილი, ოდეს განეყოფის სული ხორცთაგან, რომელნიცა ცხოვრებდენ ამაოსა ამას საწუთოსა და აჩრდილთა სიკვდილისათა. რომელნიცა მძინარე იყვნიან საცდურთაგან და ამაოდ ცხოვრებდენ, და აწ მიეცნენ ჯოჯოხეთს დასასჯელად. ამას ვევლტოდეთ ყოველნი და ვევედრნეთ ღმერთსა, რათა დაგვიმკვიდროს ზეცათა სასუფეველი.


რომელი ესე ვხედავთ წინაშე ჩვენსა მდებარედ მკვდარსა, სახედ მოვიღოთ ყოველთა აღსრულებისა ჟამი, რამეთუ ესერა განვალს ქვეყანით ვითარცა კვამლი და ყვავილი ველთაგან, და ვითარცა თივა აღიფხვრების, და ტილოითა წარიგრაგნების და მიწითა დაიფარვის, რომელსაცა უჩინოდ დაუტეობთ საფლავსა შინა. ვინაცა ქრისტესა ევედრენით, რათა მისცეს ამას საუკუნო განსვენება.


მოვედით, ტომნო ადამისნო, ვიხილოთ ქვეყანასა ზედა დაკვეთებული სახე ჩვენი, ყოვლისა შვენიერებისაგან განრყვნილი და საფლავსა შინა წუთხთა და მატლთა მიერ განხრწნილი და სიბნელეთაგან და მიწათა მიერ დაფარული, რომელსაცა უხილავად დაუტეობთ საფლავსა შინა, ქრისტესა ევედრენით, რათა მისცეს ამას საუკუნო განსვენება.


ოდეს სული ხორცთაგან განეყოფვის, საშინელთა მიერ ანგელოზთა, მაშინ ყოველთავე დაივიწყებს თვისთა და მეცნიერთა, და იურვის ყოფადისათვის სასჯელისა და საქმეთა მათთვის, რომელნი უქმნიან ხორცითა ამით განხრწნადითა და მსაჯულსა ევედრების, რათა დაუსჯელად ღირს-ყოს წარდგომად. ამისთვის ჩვენცა ყოველნი ვევედრნეთ ქრისტესა, რათა მიუტევნეს ბრალნი ამისნი, რომელნი უქმნიეს.


მოვედით, ძმანო, ვიხილოთ საფლავსა შინა მიწა და მტვერი, რომლისაგან დავიბადენით. ვითარ სადა წარვალთ, ანუ რა ვიქმნებით. სადა არიან გლახაკნი, ანუ მდიდარნი. სადა არს მეფე, ანუ აზნაური, არა ყოველნი მტვერ-ქმნილ-არიანა? შვენიერებანი პირთანი დალპეს და სიჭაბუკისა ყვავილი დააჭკნო სიკვდილმან.


ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე, და რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველი ხორციელი და იუნჯებს ნივთსა ცეცხლისასა. გულისხმა-ვყოთ ყოველთა სიკვდილი, რამეთუ მიწად და ნაცრად გარდავიქცევით. და განვიცადოთ ყოველთა ცეცხლი დაუშრეტელი, და მატლი დაუძინებელი, და ცრემლით ღაღად-ვყოთ: სახიერ ექმენ მაცხოვარ, და რომელი შეივედრე, წმიდათა თანა განუსვენე.


ყოველნივე ორღანონი ხორცთანი აწ უქმად იხილვებიან, რომელნი პირველ მცირედ ჟამისა მოძრავ იყვნეს, აწ ყოველნი მკვდრად, უძრავად, და უსულოდ იცნობებიან. რამეთუ თვალნი ბნელ იქმნნეს, და ფერხნი შეკრულ, ხელნი უხმარ სასმენელითურთ და ენა დადუმებულ და ბაგენი დახშულ და აწ საფლავსა მიეცემის. ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე კაცობრივი.


ღმრთისმშობლისა:


აცხოვნენ, რომელნი გევედრებიან, დედაო დაუვალისა მზისაო ღმრთისმშობელო, და ვედრებითა შენითა გვიოხე წინაშე სახიერისა ღმრთისა, რათა განუსვენოს აწ მიცვალებულსა ამას, სადა-იგი განისვენებენ სულნი მართალთანი, და სავანეთა საღმრთოთა მკვიდრად გამოაჩინნეს, ეზოთა შინა მართალთასა და სიხარულსა ყოვლად მოუკლებელსა და საუკუნესა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქვენსა უხმოდ და უსულოდ მდებარესა. სტიროდეთ ჩემთვის, ძმანო და მეგობარნო, მოყვასნო და მეცნიერნო, რამეთუ გუშინ თქვენ თანა მზრახველ ვიყავ და მეყსეულად მოიწია ჩემ ზედა ჟამი სიკვდილისა. აწ უკვე მოვედით ყოველნი მოყვასნი ჩემნი და ამბორის-მიყავთ მე უკანასკნელითა ამბორის ყოფითა, რამეთუ ამიერითგან თქვენ თანა არღარა ვიდოდე, არცა ვზრახვიდე. მსაჯულისა მივალ, სადა-იგი არა არს თვალღება. რამეთუ მონა და უფალი ერთბამად წარსდგებიან, მეფე და მხედარი, მდიდარნი და გლახაკნი, კაცად-კაცადი, გინათუ იდიდოს, გინათუ სირცხვილეულ იქმნას. არამედ ვითხოვ ყოველთაგან და გევედრებით, დაუცხრომელად ევედრენით ჩემთვის ქრისტესა ღმერთსა, რათა არა განგდებულ ვიქმნე ცოდვათაებრ ჩემთა, ადგილსა სატანჯველისასა. არამედ რათა დაწესებულ ვიქმნე, სადა-იგი არს ნათელი ცხოვრებისა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ვედრებითა, ქრისტე, მშობელისა შენისათა და წინამორბედისა შენისა, მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, მღვდელთმთავართა, ღირსთა და მართალთა და ყოველთა წმიდათა შენთათა, მიცვალებულსა ამას მონასა შენსა განუსვენე.



წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ტროპარი ესე, ხმა 4:


სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.


განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა


შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

- სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


საუკუნომცა არს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო, და სამარადისოდ ხსენებულო ძმაო ჩვენო.


ესრეთ აღვიღებთ გვამსა მას და წარვემართებით საფლავად და ვგალობთ:


წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


და შემდგომი ამისი, და შთავასვენებთ გვამსა მას საფლავსა შინა;


ამისა შემდგომად მოიღოს ზეთი და დაასხას გვამსა მას, ხოლო უკეთუ ზეთი არა იყოს და არა იშოებოდეს, ნაცვლად ზეთისა დააყრის ნაცარსა სასაკმევლისასა. მღვდელი მოიღებს ნიჩაბსა, და ნიჩაბითა მიწასა დააყრის გვამსა მას ჯვარის-სახედ. და იტყვის მუხლსა ამას:

უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.


და ესრეთ დაჰფარვენ საფლავსა წესისამებრ.