მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა...
და გალობენ პირველი გუნდნი ნეტარ-არიანსა, ხმასა ზედა 3. და რაოდენი მუხლნი დასრულდეს, ვიტყვით ალილუია:
(მე-17-ე კანონი შესაძლოა წაიკითხოს ოჯახში ერის ადამიანმა, ტაძარში მედავითნემ)
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ნეტარ არიან, რომელნი გამოიკვლევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
რამეთუ არა მოქმედნი უშჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მაშინ არა მრცხვენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყვანი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მცნებათა შენთა გულს-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყვა შენი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მომაგე მონასა შენსა, და ვცხოვნდე და დავიმარხნე სიტყვანი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
განანათლენ თვალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი შჯულისა შენისანი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მწირ ვარი მე ქვეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მოსპე ჩემგან ყვედრება და შეურაცხება, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გზა სიმართლეთა შენთა გულისხმა-მიყავ, და ვიტყოდე მე საკვირველებათა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გზა სიცრუვისა განმაშორე ჩემგან და შჯულითა შენითა შემიწყალე მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხვენ მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგარებასა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მოაქციენ თვალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამაოება, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყვა შენი, რათა მეშინოდის მე შენგან.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მოსპე ჩემგან ყვედრება იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ესერა გულმან მითქვა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და მოვედინ ჩემ ზედა წყალობა შენი, უფალო, და მაცხოვარება შენი სიტყვისაებრ შენისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა, რამეთუ მე სიტყვასა შენსა ვესავ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყვასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყვარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მომახსენე სიტყვა შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყვამან შენმან მაცხოვნა მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ამპარტავანნი უშჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან არა გარდავაქციე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
"განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
საბელნი ცოდვილთანი მომეხვინეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შუა ღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქვეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
სიტკბოება ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
სიტკბოება და სწავლულება და მეცნიერება მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყვა შენი ვიმარხე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა გამოვიძიენ მცნებანი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვერცხლისა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ. რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მგალობელთა: რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვირჩიენ, შენი ვარ მაცხოვნე მე.
ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყვათა შენთა ვესავ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტად დამამდაბლე მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
იყავნ წყალობა შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ჰრცხვენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უშჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულს-ვეტყოდი მცნებათა შენთა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხვენეს მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყვათა შენთა ვესავ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მოაკლდეს თვალნი ჩემნი სიტყვათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რა: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?
შენი ვარ მაცხოვნე მე.
რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო ვითარ შჯული შენი, უფალო.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
წუთღა წარმწყმედდეს მე ქვეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
უკუნისამდე, უფალო, სიტყვა შენი დაადგრების ცათა შინა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტება შენი; დააფუძნე ქვეყანა და ჰგიეს.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. (3-გზის).
შენი ვარ მაცხოვნე მე.
შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვენ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნება შენი ფრიად.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
რაბამად შევიყვარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
უფროს მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყვანი შენნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ შჯულიერ მყავ მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა!
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზა სიცრუვისა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
სანთელ არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ ალაგთა ჩემთა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
უშჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყვარე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყვათა შენთა ვესავ.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა, და მაცხოვნე მე და ნუ მარცხვენ მე სასოებისაგან ჩემისა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
შემეწიე მე, და ვცხოვნდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
შეურაცხ-ყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქვეყანისანი, ამისთვის შევიყვარენ წამებანი შენნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
განმშჭვალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
შემიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მოაკლდა თვალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყვათა მათ სიმართლისა შენისათა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა;
შენი ვარ მაცხოვნე მე.
ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვმართე და ყოველი გზა სიცრუვისა მოვიძულე.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
განცხადება სიტყვათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩვილთა.
შენი ვარ მაცხოვნე მე.
პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ. რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მგალობელთა: სასუფეველსა შენსა, მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყვარეთა სახელისა შენისათა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყვათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოება.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთასა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თვალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ამცენ სიმართლე წამებათა შენთა და ჭეშმარიტ არს ფრიად.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყვა შენი მტერთა ჩემთა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
გამოხურვებულ არს სიტყვა შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყვარა იგი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი ჭეშმარიტ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ჭირთა და ღვაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა-მიყავ და ვცხოვნდე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ხმა-ვყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყვათა შენთა ვესავ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
აღიმსთუეს თვალთა ჩემთა განთიადი ზრახვად სიტყვათა მათ შენთა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ხმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უშჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
საჯე შჯა ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
შორს არს ცოდვილთაგან ცხოვრება, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყვანი შენნი არა დაიმარხნეს.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყვარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
დასაბამი სიტყვათა მათ შენთა ჭეშმარიტება არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყვათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ვიხარებდე მე სიტყვათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყვე დიდძალი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყვარე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მშვიდობა მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყვარენ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
გუდაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყვარნა იგინი ფრიად.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
შევედინ შენ წინაშე ვედრება ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
აღმოთქვან ბაგეთა ჩემთა გალობა შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყვანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
იყავნ ხელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
მსუროდა მაცხოვარება შენი, უფალო, და შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
ცხოვნდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.
შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.
მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.