მღვდელთმთავარმან: საზომისაებრ ჩემისა, მადლისაგან, ნიჭისა და ხელმწიფებისა, ყოვლად-წმიდისა და ცხოველისა სულისა მიერ მოცემულისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, საღმრთოთა და სამღვდელოთა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა, შეკრვისა და განხსნისა ცოდვათათვის კაცთასა, რომელი ჰრქვა მათ: მიიღეთ სული წმიდა, რომელთა მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ, ხოლო რაოდენნი შეჰკრათ და განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყავნ შეკრულ და განხსნილ ცათა შინა. ხოლო მათ მიერ მათ მაგიერად ჩვენდა ურთიერთას მოცემულისა მადლისა მიერ, იყავნ შენდობილ სულისა მიერ წმიდისა, საყვარელო შვილო (სახელი), რაოდენი სცოდე წინაშე ღმრთისა, ვითარცა კაცმან ხორციელმან, სიტყვით, საქმით, და გონებით, ნებსით და უნებლიეთ და ყოვლითავე სახითა. უკეთუ წყევასა და შეჩვენებასა მღვდელთმთავრისასა, გინა მღვდელისასა შთავარდი, ანუ მამისა, გინა დედისასა, ანუ თუ თავით თვისით კრულ იქმენ, გინა თუ ფიცსა გარდაჰხედ, ანუ ჟამთა ვითარებისაგან სხვათა ცოდვათა შინა შთავარდი ვითარცა კაცი, და იგი ყოველი სულიერსა მამასა და მოძღვარსა შენსა აღუარე და მის მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შეიწყნარე და აღასრულე, ამათ ყოველთა კრულებათა და პყრობილებათაგან ხსნილ იყავ და განთავისუფლებულ და შენდობილ, ყოვლად-ძლიერისა ხელმწიფებისა და მადლისაგან საღმრთოისა და თაყვანის-საცემელისა სულისა მიერ, და რაოდენი დაგავიწყდა და ვერ აღიარე, ყოველივე შეგინდვნეს მოწყალემან ღმერთმან, თვისითა კაცთმოყვარებითა. მეოხებითა ყოვლად-კურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ.
ქრისტეს აქეთ მაშინ რომელი რიცხვი იყოს და ხელი ჩაურთოს (ხელი მოაწეროს) პატრიარქმან, გინა ეპისკოპოსმან.