|
„და ვითარცა იყო შესლვაი ჩუენი, განვეშორენით მათგან, მართლ წარმოვედით და მოვიწიენით კონდ და კუალად ხვალისაგან - როდედ და მიერ პატრად და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვხედით და შევსხედით მას, ხოლო აღ-რაი-ჩნდა კვიპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთად და მივიწიენით ტვირედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტვირთი“ (21.1-3). ტროადადან პატრაში პავლე გემით მიცურავდდა, სადაც ისინი მეორე გემზე გადასხდნენ, რომელიც ტვირთიანად ფინიკიაში მიცურავდა, გემი ქალაქ ტვიროსის ნავსადგურში შევიდა, სადაც ტვირთი უნდა დაეტოვებინა. ისინი ურთიერთობაში შევიდნენ ადგილობრივ მორწმუნეებთან. „მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შვიდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაითამცა არა აღვიდა იერუსალემდ“ (21.4). პავლე მოციქული ტვიროსში შვიდი დღე რჩება. მას სულიწმინდის მიერ ტვიროსელი მოწაფეები უწინასწარმეტყველებენ, რომ იერუსალიმში განსაცდელი ელოდება. იერუსალიმში არ ასვლა მათი კაცობრივი თხოვნა იყო და არა სულისაგან ნაუწყები. მოციქული მათ არ ემორჩილება. პავლე ფილიპე მახარებლის სახლში (21.8-9) და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ, და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის და დაიდგნეს მუხლნი ზღვისკიდესა და ილოცეს“ (21.5). საძმომ თავიანთი ცოლებისა და შვილების თანხლებით მოციქული სანაპირომდე მიაცილა, რომ ხომალდში ასულიყვნენ. ერთობლივი ლოცვის შემდეგ კი დაემშვიდობნენ ერთმანეთს. „აღვედით ნავსა და იგინი მოიქცეს თვისსა ადგილსა და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტვირეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე“ (21.6-7). მოგზაურები კვლავ გემზე ავიდნენ, რომ ხმელეთის გზაზე დრო არ დაეკარგათ და გაცურეს პტოლემაიდში, სადაც ერთი დღე გაჩერდნენ ძმებთან. „ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი - იგი იყო შვიდთაგანი და დავადგერით მის თანა, ამისი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაისწარმეტყუელნი“ (21.8-9). პავლე ჩამოდის ფილიპესთან (შვიდ დიაკონთაგანი), რომელიც კესარიაში ცხოვრობდა და 7 ასული ჰყავდა, სულ წინასწარმეტყველები. ესენი თავიანთი წმინდა ცხოვრების გამო მონაზვნობის წინასახედ წარმოჩნდებიან. დიაკონ ფილიპეს მახარებელი ეწოდება იმიტომ, რომ სახარების ქადაგების განსაკუთრებული მოშურნეობა ჰქონდა. |