1. საპყრობილე განასახიერებს ეგვიპტეს, სადაც იყვნენ ებრაელები. პეტრე მოციქული ებრაელი ერის სახეა, ანგელოზი - მოსესი, რომლის მეშვეობითაც ებრაელები ტოვებენ ეგვიპტეს. ჰეროდე სახეა ფარაონისა. ებრაელები მიყვებოდნენ მოსეს, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რა მიმართულებით მიდიოდნენ ისინი. ასევე, პეტრეც მიყვებოდა ანგელოზს, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა ის. კარიბჭის გაღება მეწამული ზღვის გაპობას ნიშნავს. ანგელოზი განეშორა მოსეს. პეტრე შევიდა სახლში, მოსე არ შესულა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ ერი შევიდა.
2. საპყრობილე განასახიერებს ცოდვას, პეტრე გახლავთ სახე-სიმბოლო ცოდვით დაცემული კცობრიობისა. პეტრეს სძინავს, ეს ძილი გულისხმობს იმას, როცა ადამიანს არ ესმის, რომ ცოდვაშია. ეს ძილი გულისხმობს იმას, ვისაც ჯერ არ აქვს სულიერი თვალი ახელილი. ანგელოზი არის ღვთიური შეწყალების, ღვთიური მადლის სახე. ანგელოზის მიერ ხდება ადამიანის გამოღვიძება ანუ თავად ღმერთი შეეწევა, რომ მას სულიერი თვალები აუხილოს და გამოფხიზლდეს, გამოვიდეს ცოდვის წიაღიდან ანუ საპყრობილედან და შევიდეს იერუსალიმში, რომელიც გახლავთ ზეციური სასუფეველის სახე.
3. საპყრობილე განასახიერებს ჯოჯოხეთს. ანგელოზი არის ქრისტეს სახე, პეტრე - მართალი ადამიანებისა. როგორც ანგელოზმა იხსნა პეტრე, ასევე ქრისტემ ყოველი მართალი და მორწმუნე, რომლებმაც მისი ირწმუნეს, გამოიყვანა ჯოჯოხეთიდან და იერუსალიმში შეიყვანა.
ჯარისკაცები, გუშაგები განასახიერებენ ეშმაკებს. გუშაგები არიან სახე იუდაურ ეკლესიაში მოღვაწეთა, ანუ ქრისტეს შემდეგ ისინი კვლავ იუდაურ წიაღში დარჩნენ. მათ ღმერთმა ისე დაუხუჭა თვალები, რომ ვერ დაინახეს პეტრე.
წინა - სარჩევი - შემდეგი