მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ჰეროდეს სიკვდილი კესარიაში.


 

 

ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის შემდეგ ჰეროდე აგრიპა პირველი კესარიაში გაემართა. უშუალოდ ამის შემდეგ საქმეთა აღმწერი იმ საშინელ სასჯელზე მოგვითხრობს, რომელიც ეკლესიის მდევნელს თავს დაატყდა. „ჰეროდე გულმწყრალ იყო ტვირელთა და სიდონელთათვის. და ისინი მოსრულ იყვნეს ერთბამად მისა და ქველისმეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა და ითხოვდეს მშვიდობასა, რამეთუ ქუეყანაი იგი მათი იზარდებოდა სამეუფოისაგან მისისა“ (12.20). „ვლასტი“ გახლავთ თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა. სიდონელებსა და ტვიროსელებს მეფესთან შერიგება უნდოდათ, მათ გადაწყვიტეს „საქმის ჩაწყობა“ მეფის მსახურ ვლასტონთან, რომ მას შეეხვედრებინა ისინი მეფესთან. რათა მისთვის კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება ეთხოვათ.

„და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოი და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმარათ და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ხმაი არს და არა კაცისაი“ (12.21-22). ხალხმა, რომელთაც მეფის სამოსმა თვალი მოჭრა, როგორც ჩანს, მლიქვნელობით ყვირილი მორთო. ისინი საღვთო პატივს მიაგებენ ჰეროდე აგრიპა პირველს. აი წარმართობა! ჰეროდემაც მიიღო ეს პატივი. ჰეროდეს ანტიქრისტეს წინასახედ განიხილავენ. ანტიქრისტე არის არა მარტო ქრისტეს მოწინაამღდეგე, არამედ ანტი თეოს, ანუ ღმერთის მოწინააღმდეგე. ეს უნდა გავიგოთ ისე, რომ თვით წარმართთა ღმერთსაც ჩაანაცვლებს იგი.

უფლის ანგელოზმა უგუნური ამპარტავანი დასაჯა, რადგან ჰეროდემ ეს მკრეხელური შეძახილები არათუ შეაწყვეტინა, არამედ სიამოვნებით ისმენდა კიდეც. „მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან ამისთვის, რამეთუ არა მისცა დიდებაი ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელი და სულნი წარჰხდეს“ (12.23). ღვთის ანგელოზი რაიმე უკეთურს არ აკეთებს. ანგელოზმა პეტრეს სცა და გამოაფხიზლა, ხოლო ჰეროდეს სცა და ეს მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ეს გახლავთ ღვთიური სამართლის გამოვლინება. ჰეროდე ისე დაავადდა, რომ მატლებმა ცოცხლად დახრეს და სული აღმოხდა. ამის შესახებ იოსებ ფლავიუსი დაწვრილებით მოგვითხრობს. ჰეროდეს გარდაცვალებაზე არის მეორე ვერსიაც, მას გული გაუსკდება. ორი ჭოტი ნახა მან, ის შეაშინა ჭოტის ხმამ და ამის გამო გული გაუსკდა.



წინა - სარჩევი - შემდეგი