მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 40


 

იმ დროს, როდესაც მოწმობის კარვის მოკაზმვა დასრულდა, ღრუბელი, რომელიც ებრაელებს ეფინებოდა, გარდამოეშვა კარავზე და თავად კარავშიც და (34) აივსო დიდებითა უფლისაითა კარავი იგი. (35) და ვერ ხელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი, ანუ ღრუბელმა იმდენად აავსო კარავი, რომ სუნთქვისთვის საჭირო ჰაერი იქ აღარ დარჩა. (37) უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ძრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან. როდესაც ღრუბელი კარვის თავზე დაივანებდა, მაშინ ისრაელის ძენი სამგზავროდ ემზადებოდნენ და ღრუბელი გზაში წინ მიუძღოდა. როცა გაჩერდებოდა, მაშინ ყველა თავის კარავს მის (ღრუბლის) ჩრდილქვეშ დგამდა. (38) ღრუბელი იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე წინაშე ყოვლისა ისრაელისა ყოველსა მას ვანის ძრვასა მათსა. მოწმობის კარვის თავზე დამდგარი ცეცხლოვანი სვეტი ღამის განმავლობაში კარვის შიდა ნაწილსაც ანათებდა.



წინა - სარჩევი - შემდეგი