მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 36


 

კარვის ყველა საიდუმლო, სულიერი გაგებით, გვიქადაგებს შემოქმედისა და მისი ქმნილებების შესახებ. ძოწეულის ათი საფარველი (8) ნიშნავს გონიერ არსებათა თავდაპირველ გონებრივ ჭვრეტას, ბეწვის თერთმეტი საფარველი (14) — მეორე გონებრივ ჭვრეტას, ცხვრის დათრიმლული ტყავისგან დამზადებული საფარველი (19) – მესამე გონებრივ ჭვრეტას. ეს სამი ჭვრეტა არის გონებრივი წვდომა გონიერი და უხორცო სხეულებისა. გადასახურავი, ლურჯი ფერის ტყავისგან (19), ნიშნავს ხორცით შემოსილი გონიერი არსებების მეოთხე ჭვრეტას. ყველაზე უმაღლეს ჭვრეტას, ანუ შემოქმედის მჭვრეტელობას გვიქადაგებს კიდობანი, რომელიც დგას წმიდათა წმიდათაში, კარის პირდაპირ ოცი ძელი (23) და ორმოცი ვერცხლის ფეხი (24) იდგა სამხრეთით, სულ სამოცი სვეტების ასეთივე რიცხვი იდგა ჩრდილოეთით (25-26) და წარმოადგენს მხედართმთავრებს, მთავრებსა და მმართველებს. ასეთი რიცხვი ახსენა ყოვლადბრძენმა სოლომონმაც: აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემო მისა (ქებაი ქებ. 3:7). კარვის სამი კრეტსაბმელი (35) იაკინთისაგან, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისაგან ძახილისა, რომელთაგან ერთი ჩამოფარებულია წმიდა წმიდათას წინ, მეორე – მოწმობის კარვის შესასვლელში და მესამე – ეზოს კარიბჭეში, რომლებიც გამოხატავს ემანუელს, რადგან, მისი მეშვეობით, საიდუმლოს ზიარებულნი მაღლდებიან ღმრთეებრიობის ჭვრეტამდე, შუაში მყოფნი ღვთის დიდების ხილვამდე, დაბოლოს, გარეთ მდგარნი უახლოვდებიან აზრობრივ ცხვრის ფარეხს, ჩენი უფლის მიერ ნათქვამისამებრ, რომ ის არის კარი (იოანე 10:7); შიდა კარი სრულყოფილთათვის, შუა კარი მართალთათვის და გარეთა კარი მონანულთათვის.



წინა - სარჩევი - შემდეგი