თუკი მოინანიებ, მაშინ (4) კიდითგან ქვეყანისაით ვიდრე კიდემდე მისა, მიერცა შემო–ვე–გკრიბოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან და მოგიყვანოს. განბნეულნი იყვნენ ისინი ბაბილონის ტყვეობის დროს, ხოლო შეკრებილნი და თავიანთ მიწაზე დაბრუნებულნი – ზორობაბელის დროს.
(19) მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაი იგი, და (20) შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ცხონდები რომლისათვის ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა. აი, ღმერთმა აღასრულა, რაც აღუთქვა აბრაამს, ისააკსა და იაკობს, რადგან შეიყვარეს მათ იგი. ამის დასამოწმებლად მომყავს ცა და მიწა. ასეთია ამ სიტყვების აზრი: დამკვიდრებად
შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათვის ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა.
წინა - სარჩევი - შემდეგი