თავი 29
|
და არა მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან გული მეცნიერი და თუალნი მხილველნი და ყურნი მსმენელნი (4). ებრაელები, ფარაონის მსგავსად და მასზე მეტადაც კი, აღმოჩნდნენ უწმინდურნი; ამისათვის კი როგორც - ფარაონი, ისინიც დაისჯებოდნენ. სიტყვები: „არა მოგცა“ და სხვა, ნათქვამია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესახებ ნათქვამთან კავშირში: (5) სამოსელი თქუენი არა დაძუელდეს და ხამლნი თქუენნი არა განკაფდეს ფერხთაგან თქუენთა. და კიდევ (26) მივიდეს და ჰმსახურებდეს კერპთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა და რომლებიც არ არიან თქვენთვის დადგენილნი. ანუ ებრაელებს არ უნდა ემსახურათ ამ ღმერთებისთვის და არ უნდა ედიდებინათ ისინი, რითაც თითქოსდა, ისეთი აზრი მოგვეწოდება, რომ სხვა ღმერთები წარმართი ხალხებისათვის იყვნენ დადგენილნი. |