თავი 33
|
და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩუენე დიდებაი თავისა შენისა (18) და შეგიცნობ შენ. იმით, რასაც ახლა ჩემთვის გააკეთებ, მომავლისთვისაც დამიდასტურე, თუ რას მოიმოქმედებ ჩემთვის შემდგომში. (19) და ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა, ანუ იმ დიდებით, რისი დანახვის შესაძლებლობასაც მოგცემს შენი თვალები და შევიწყალო, რომელსაცა ვსწყალობ და შევიწყნარო, რომელსა შევიწყნარებ. ანუ არა ყველა ხალხი და არა მთელი დასი. (20) ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რადგან ადამიანი, რომელიც იხილავს ჩემს სახეს, ვეღარ დარჩება ამ ცხოვრებაში. (22) რაჟამს წარვიდეს დიდება ჩემი, დაგდვა შენ ხურელსა (ნაპრალსა) კლდისასა. კლდის ნაპრალად წოდებულია ეკლესიის ძეთა დასი, რომელსაც სულიერი კანონი მიეცა. (23) და აღვიღო ხელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა. აქ იგავურად ნაუწყებია, რომ ეკლესიას სამღვდელოების ხელდასხმა მიეცემა. იხილო ზურგით ჩემსა, აქ საუბარია ემანუელის განკაცებაზე და გვამცნობს, რომ ხილული გახდება ის, ვინც საღვთო ბუნებით უხილავია. |