რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი (2), იორდანედან ამოღებული. ისრაელს ებრძანა, რომ იორდანის გადალახვის შემდეგ შეექმნათ საკურთხეველი მთლიანი ქვებისაგან, რომელსაც რკინა არ უნდა შეხებოდა და შემდეგ კირით შეელესათ.
საკურთხეველი გამოხატავს ემანუელს, რომელიც ადამიანებს ნათლისღებით იღებს. ქვები - იმ ტომებსა და ხალხებს, რომლებიც ნათლისღების შემდეგ აღეშენებიან ამ საკურთხეველში და სულიერი თანაზიარებით ერთ მთლიანობას შეადგენენ. კირი თეთრ სამოსს აღნიშნავს, რომლითაც იმოსებიან წმინდა წყლიდან აღმოყვანილნი. ხოლო ის, რომ ქვებს რკინა არ შეხებია, შეგვაგონებს, რომ მოსანათლავთა საკუთარი სამართლიანობა არარაა (ჭეშმარიტებასთან შედარებით).
(13-15) ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა... და ეტყოდიან... წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თვისისა კერპნი. რჯულში წყევლა დაპირისპირებულია კურთხევასთან, რადგან ეს შესაბამისობაშია კანონის სულთან, რამეთუ რჯული აიძულებდა ადამიანს მცნებების აღსრულებას; წყევლის შემდეგ წარმოთქმული კურთხევა არის ახალი, სახარებისეული მცნებები, რამეთუ - მათი შესრულება ემყარება არა ძალდატანებასა და შიშს, არამედ სიყვარულს.
წინა - სარჩევი - შემდეგი