მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 26


 

მოიღო შენ პირველი იგი ნაწილი ნაყოფთა მათ მის ქუეყანისთაი, რაიცა იყოს და შთაასხ იგი კოლოფსა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა... და მოიღოს მღდელმან კოლოფი იგი ხელთაგან შენთა... და სთქუა შენ წინაშე უფლისა ღმრთისა: განვწმიდე მე სახლისა ჩემისაგან ყოველნი იგი მსხუერპლნი და მივეც იგინი ლევიტელსა მას (2, 4, 13), ანუ მივიტანე პირველმოწევნულის მეათედი ლევიტელთან. (14) და არა ვჭამე მისგანი ნაკლულევანებითა ამით ჩემითა, რადგან არაფერი მქონდა მოსანანიებელი მაშინ, როცა ვჭამდი ჩემი მიწის მოსავალს, რადგან ჯერ მეათედს ვწირავდი და შემდეგ ვიხმევდი. არ შემიწირია მოსავლისგან, სანამ გაუწმინდურებული ვიყავი; მხოლოდ განწმენდის შემდეგ ვწირავდი მეათედს. არცა წარ-რაი-ვაგე მისგანი მკუდართა მიმართ – ამით მინიშნებულია წარმართთა ჩვეულებაზე: მოუმზადონ მკვდრებს ტრაპეზი.



წინა - სარჩევი - შემდეგი