მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 25


 

მარა ჰნებავს ძმასა მას ქმრისა ჩემისასა აღდგინებად სახელი ძმისა თვისისა შორის ისრაელისა (7). (9) მოვიდეს ცოლი იგი ძმისა მისისა მის კაცისა წინაშე ყოვლისა მის ერისა კრებულისა მოხუცებულთა, წარჰხადოს ხამლი ფერხისა მისისა და ჰნერწყოს პირსა მისსა, მიუგოს და ჰრქუას: ესრე ეყავნ კაცსა, რომელმან არა ინებოს შენებად სახლი ძმისა თვისისა. (10) და ერქუას მას სახელი შორის ისრაელსა „სახლი ხამლთწარხდილისა“. ეს გამოხატავს ეკლესიას, რომელმაც სულიერი ხამლი ებრაელ ერს განძარცვა და მისცა ის თავის შვილებს; ნერწყვა სახეში ებრაელ ერს, რადგან მათ არ ინებეს სახლის შენება ემანუელისთვის, რომელმაც შეისხა რა ხორცი ქალწულისაგან, გახდა ძმა იაკობის ძეებისა.

და ერქუას მას სახელი შორის ისრაელსა „სახლი ხამლთწარხდილისა“ ებრაელ ერს დღემდე უწოდებენ ჯვარმცმელ ერს.

(13) ნუ იპოებინ ჭურჭელსა შენსა შორის სასწორი - ერთი დიდი და ერთი კნინი. (15) არამედ საწყაული სარწმუნოებისა და სამართალი იყავნ შენ შორის. დიდი და კნინი სასწორი გამოხატავს ორ სხვადასხვა სიყვარულს: ერთი მათგანი წრფელი და სრულია, მეორე – არასრული და მერყევი. ჭურჭელი ეწოდება სულს, რომლისთვისაც დაუტევნელი გახდა სხვა სიყვარული. ორი საწყაულის ქვეშ იგულისხმება ჭეშმარიტება და ცდომილება ან ორი ცხოვრება: ერთი – ჭეშმარიტებითა და სულით, მეორე – ცდომილებითა და ხორცით.



წინა - სარჩევი - შემდეგი