მო-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და შეირთოს იგი (1), მერე განუტევოს და იგი მისი სახლიდან წავიდეს, მას აღარ აქვს უფლება დაიბრუნოს და თავისთან სახლში მიიყვანოს. უპირველესად იმიტომ, რომ მეორე ქმარში ეჭვი არ აღძრას და ამით ურთიერთმტრობა არ ჩამოვარდეს პირველსა და მეორე ქმარს შორის; მეორეც, აღძრული ეჭვის ნიადაგზე ქალი საერთოდ მიტოვებული არ დარჩეს, პირველისგან სიძულვილის მიზეზით, მეორისგან – ეჭვის საფუძველზე.
(6) ნუ სადა იხუთავ შენ ფქვილსა ზედა კერძოსა, ნუცა ქვეკერძოსა, რამეთუ სულთა მიხუთვასა მსგავს არს იგი. ქვეკერძო წარმოადგენს სინაგოგას, ხოლო ზედა – რჯულს, რომელიც შემდგომ წაერთვათ იუდეველებს, ანდა წარმოაჩენს თავად მამას, მათ წინამძღოლს, რომელსაც წინასწარმეტყველთა სწავლებებზე ატარებდნენ.
(19) ჰმკიდე თუ სამკალსა შენსა და დაგიშთეს შენ, მუნ მჭელეული, ნუ უკუნიქცევი აკრებად დაშთომილსა მას თავისა შენისასა, არამედ გლახაკისა მის იყავნ იგი. მომკული ძნებიდან გაჭირვებულს დაუტოვე საჭმელად, რათა თავადაც გაძღე საკუთარი მოსავლით.
(20) მო-თუ-ისთულებდე შენ ზეთისხილსა, უკან ნუღარ მიიხედავ – რამე ხომ არ დარჩა. მთლიანად ნუ დაკრეფ ნაყოფს და ხეს ცარიელს ნუ დატოვებ, რათა ღვთისათვის აღარ იქნება სათნო ზეთისხილის ხის ნაყოფის გარეშე დარჩენა. ღმერთი გიბრძანებს, აიღო ბევრი და დატოვო ცოტა და შენი ბევრიდან ვალდებული ხარ, გლახაკისადმი მოწყალება გაიღო.
წინა - სარჩევი - შემდეგი