მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 4


 

შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა, რამეთუ მოსპოლვით მოგსპნეს თქუენ (26) მალე თუ წარმართ ხალხთან კავშირში შეხვალთ. ამიტომ ნუ დაზავდებით წარმართულ ქვეყნებთან, რადგან მათ არ შეინანეს, თუმც კი შეგპირდნენ. ამასობაში დასრულდა ოთხასწლიანი გამოცდა, რომელიც მათ სინანულისთვის მიეცათ. ასე რომ, იცოდეთ, ისინი სამართლიანად იღუპებიან. თუმცა აქვე თქვენზეც ვამოწმებ, რომ, თუკი მათი საქმეებისკენ მიიქცევით, მოსპოლვით მოგსპნეს – ისევე განადგურდებით, როგორც ის ერები, რომლებიც ღმერთმა თქვენს თვალწინ გაანადგურა.



წინა - სარჩევი - შემდეგი