თავი 3
|
სამეოცი ქალაქი დავიპყართ სოფლებით მათით არგობ (4), (5) ქალაქები იგი უზღუდო ფრიად მრავალი. სამოცი ქალაქი, რომლებზეც ოგი მეფობდა, იმ სამოცი თაობის საიდუმლოს გამოხატავს, რომლებზეც სიკვდილი მეუფებდა – ადამიდან ემანუელის მოსვლამდე: ადამიდან აბრაამამდე 20 თაობაა, აბრაამიდან ჯვარცმულამდე – ორმოცი თაობა, იმ თაობების გამოკლებით, რომელნიც, რჯულის თანახმად, ლევირატებად ითვლებოდნენ და მხოლოდ ლუკა მახარებელთან მოიხსენიებიან. სამოცი შთამომავლობა გამოხატავს, აგრეთვე, სოლომონის სამოც დედოფალს (ქებაი ქებ. 6:8) და იმ სამოც ძლიერს, მის სარეცელს რომ იცავდა (ქებაი ქებ. 3:7). |