მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 2


 

ერსა მაგას ამცენ და არქუ ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკვიდრებულ არიან სეირს (4) და ყოველმხრივ ფრთხილად იყავით. (5) ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა.

„არ დავუშვებ, ამბობს უფალი, რომ თქვენ რამე დაუშავოთ ესავის ძეებს და მიითვისოთ მათი სამკვიდრო“. ეს უსამართლო და უსარგებლო იქნებოდა, რამეთუ ღმერთმა ეს მიწა ქორეველებს მათთვის წაართვა.

(12) და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკვიდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღხოცეს. იგივე გვითხრა ღმერთმა ლოთის შვილთა (მოაბელთა) სამკვიდროზე და გვიბრძანა, რომ არც მათთვის გვევნო რამე, – თქვა მოსემ, რადგან ღმერთმა ის მიწა გოლიათებს წაართვა და მათ მისცა სამკვიდროდ; ჩვენ კი სიონის მეფის მიწა მოგვცა, არა იმიტომ, რომ სიონი მოიძულა, არამედ იმის გამო, რომ მან ლოთის ძეებს უმიზეზოდ მიაყენა ზიანი. როგორც მიეზღვა ეგვიპტელებს, რომელნიც ბოროტებას გვიკეთებდნენ, ასევე, ჩვენი მეშვეობით მიეზღვათ ამორეველებს, ლოთის ძეთა მტრობისთვის.

(30) და არა ინება (სეონ) მეფემან მან ესებონელთამან განსლვაი ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი. რაკი ნათქვამია, რომ უფალმა სეონს გული გაუსასტიკა ისევე, როგორც ფარაონს, ე.ი. სამართლიანი იყო, რადგან სეონი ისევე ჩადიოდა ბოროტებას, როგორც ფარაონი და ამიტომ მასავით განადგურდა. ზუსტად ასე მიეზღვა ოგსაც [ბაშანის მეფეს], ვინაიდან ყველაფრით მსგავსი იყო სეონისა.



წინა - სარჩევი - შემდეგი