თავი 27
|
მოიღე ზეთი ზეთთაგან (ზეთისხილისგან) (20) სასანთლის ასანთებად. ამით გამოიხატება ჯვარცმულის სწავლება: ყველა სხვა ზეთი, რომელიც ზეთისხილისგან არ არის, აღნიშნავს უცხო სწავლებას. ხოლო ის, რომ (21) ანთებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი კრეტსაბმელს გარეთ მწუხრითგან ვიდრე განთიადადმდე, აღნიშნავს ისრაელის მღვდლებს, რომელნიც მსხვერპლს სწირავდნენ ქრისტეს ეკლესიის გარეთ; აგრეთვე - წინასწარმეტყველებს, რომლებიც სიმართლის მზის გამოჩენამდე ცხოვრობდნენ, რადგან, როდესაც უფლის მოსვლისას გამობრწყინდა დილა, მაშინ შეწყდა სასანთლეების მსახურება. (ქრისტეს ერთ-ერთი ეპითეტია „მზე სიმართლისა“ იხ. მალაქია 4:20. ნათლის მიერ კი ბნელის გაფანტვაზე საუბრობს პავლე მოციქული იხ.რომ. 13:12). |