თავი 25
|
იმ დღეებში ღმერთმა მოსეს მოწმობის კარვის მოყობაზე მითითება აუწყა, თუ რისგან და როგორ უნდა მოეწყოთ ის, რა უნდა ყოფილიყო სიწმინდის ჭურჭელი; მისცა განკარგულება წმინდა მირონზე, საკმეველსა და სამღვდელო შესაწირავებზე. როცა ღმერთმა მოსეს აუწყა: მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი გიჩუენო მაგალითი კარვისა; მაშინ წინასწარვე უწოდა მოწმობის კარავს წინასახე და კარავს - დროებითი, რითაც გვამცნო, რომ ის გარდავიდოდა და ადგილს დაუთმობდა ქრისტეს ეკლესიას, რომელიც უკვე, როგორც სრულყოფილი, იარსებებს უკუნისამდე. ხოლო იმისათვის, რომ ებრაელებს დაეფასებინათ მოწმობის კარავი, როგორც ზეციური მოწმობის კარვის სახე, უთხრა: (22) გეცნობო შენ მუნით და გეტყოდი შენ ზენა კერძო სალხინებელისათ. ორ ქერუბიმს შორის ღვთის ხმა მღვდლისადმი გამოდიოდა, რომელიც იქ წელიწადში ერთხელ შედიოდა. |