მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 23


 

რა აკმიო ცომითა სისხლი საკმეველისა ჩემისა (18). ამით აღინიშნება ან ნათქვამი ცომი არა იპოოს სახლთა შინა თქუენთა (გამოს. 12:19) კრავის დაკვლისას, ან იკრძალება მსხვერპლთა შერევა და უკანასკნელი მსხვერპლის სისხლის დაღვრა პირველზე, რომელიც უკვე დაიკლა და დაიდო სამსხვერპლოზე. არა დაიძინოს ცმელმან დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე. პირიქით, ამ დღეს უნდა გაენადგურებინა ის ცეცხლს სამსხვერპლოზე. ცხიმის შესახებ ასეთი ზრუნვით გვეუწყება საუკეთესო შესაწირზე ზრუნვა.

(20) აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა. (22) ისმინე მისი რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა. რადგანაც ანგელოზი ღვთის საქმეს აკეთებდა, ამიტომ იყო ის წოდებული ღვთის სახელით.



წინა - სარჩევი - შემდეგი