|
სალპაადის (ძვ. რედ. ცელაფხადი) ასულთა სახელები იყო: (1) მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. ისინი ამბობდნენ, რომ მათი მამა არ ყოფილა იმ ხუთეულის რიცხვში, რომელიც უფალს აღუდგა და განარისხა იგი კმევით, არამედ უდაბნოში თავისი (3) ცოდვისათვის მოკუდეს, როგორც სხვა ექვსასი ათასი ებრაელი და არ დამწვარა არც ცეცხლში და არც ცოცხლად ჩასულა ჯოჯოხეთში. ამიტომაც გაიცა განკარგულება, რომ ყველას ჰქონოდა მემკვიდრეობა თავის შტოში და ერთი ტომის მემკვიდრეობა არ შერეულიყო მეორისასთან, არც სხვა შტოს საზღვრებში შეჭრილიყო. სხვა სულიერი მოსაზრებით, სალპაადის ასულები, რომელთაც მემკვიდრეობა თანამოძმეებთან ერთად მიიღეს, გამოხატავენ წმინდა დედაკაცებს, მამაკაცებთან ერთად რომ იღებენ მემკვიდრეობას ღვთის სასუფეველში. |