მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 25


 

და შევიდა (8) (აარონ მღვდლის ძის, ელიაზარის ძე - ფინეზი) უკანა კაცისა მის ისრაიტელისა საცხობელსა კეცისასა და დაგურიმნა ორნივე იგი (10). და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ფინეეზ, ძემან ელიაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრვო რისხვაი ჩემი ძეთაგან ისრაბლისათა აღშურვებასა შურისა ჩემისასა მათ შორის და არა მოვსპენ ძენი ისრალისანი შურსა შინა ჩემსა (11).

მოკლულის სახელი იყო ზამბრი, სალმონის ძე. მან თავისი ძმებისა და მთელი საზოგადოების თვალწინ გაბედა და ბანაკში მოიყვანა მადიანელი ქალი. ეს ზამბრი, რომელიც ამ საქციელისთვის ერისმთავრებმა არ მოკლეს, სატანას გამოხატავს, რამეთუ ის ბედავდა, უსირცხვილოდ შეეყვანა ადამიანთა ძენი ცდუნებასა და ცოდვაში. ხოლო მთავრებმა რომ არ მოკლეს, ეს ნიშნავს, რომ სატანასაც ვერ სძლიეს ზეციურმა ძალებმა, მამამთავრებმა და წინასწარმეტყველებმა. ის მხოლოდ ემანუელმა დაამარცხა (რომლის წინასახეც არის ფინეზი), რომელმაც თავისი ჯვრით დაამხო და შემუსრა სატანა მთელი თავისი ძალითურთ.

და დასცხრა გუემაი იგი ძეთაგან ისრაელისათაისა (8). როგორც კი ცოდვა შეწყდა, მაშინვე დაკარგა სიკვდილმა ძალმოსილება.

(15) სახელი დედაკაცისა მის მოკლულისაი, მადიანიტელისაი - ქასბი, ასული სურისი, მთავრისა ნათესავისა სომმოთისი, სახლისა ტომთა მადიამელთაი არს.

როდესაც ქასბი მოკლეს, მადიანელ ქალებს მსგავსი სიკვდილის შეეშინდათ, აკეცეს თავიანთი კარვები და გაიქცნენ. ისრაელის ძეთათვის გაქრა ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა, რადგან მახე ნადავლს გაექცა, თავად რომ არ მოხვედრილიყო მახეში.

ლახვარმა, რომელმაც ზამბრი და ქასბი განგმირა, ბოლო მოუღო ებრაელებზე გადმოღვრილ მართლმსაჯულების რისხვას, შიში და ძრწოლვა მოჰგვარა მთელ კრებულს და მოკლულთა ოჯახები ტირილად აღძრა. მოსემ კი ლოცვას მიმართა, რათა დამშვიდებულიყო იმ მწუხარებისგან, რასაც მასში მკვდარი სხეულების ხილვა იწვევდა.



წინა - სარჩევი - შემდეგი