მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 24


 

გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან (17), – ეს ზორობაბელია, იუდეველთა გადამრჩენელი და ქრისტეს, ყველა ერის გამომხსნელის, წინასახე. და აღდგეს მთავარი ისრაელისაგან, ესეც ზორობაბელია. და მოსრნეს გოლიათები მოაბისანი ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი, ანუ იუდეველთა მეზობელი სამეფო.

(20) დასაბამი წარმართთა ამალეკი, რადგანაც ის პირველი ჩაება ისრაელთან ბრძოლაში და ნათესავი მათი წარწყმდეს, – ეს არის ანტიოქე, ალექსანდრეს ერთ-ერთი მემკვიდრე, რომელიც მაკაბელთა დროს ავიწროებდა ებრაელებს.



წინა - სარჩევი - შემდეგი