და ბალაამ ჰრქუა მთავართა მათ ბალაკისთა: არა მიფლო მე ღმერთმან შესლვად თქუენ თანა (13). ნაუწყები, რომ ღმერთმა არ გაუშვა ბალაამი ერის დასაწყევლად, არ ნიშნავს, რომ თუკი ბალაამი დაწყველიდა, მაშინ ერი მართლაც დაიწყევლებოდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სატანას არ შეუძლია წმინდანებისათვის ზიანის მიყენება.
(25) და იხილა ვირმან მან ანგელოზი იგი ღმრთისა, და მიიდრიკებოდა იგი ღობესა მას. (27) და სცემდა ვირსა ბალაამი. ბალაამმა სამჯერ სცემა კვერთხით სახედარს, მაგრამ ადგილიდან დაძვრა ვერ აიძულა. ადამიანთა მოდგმის სიმბოლოა ბალაამის სახედარი, რომელიც ეშმაკის ერთგვარი ეტლი გახდა. ვირმა დაინახა რა ანგელოზი, ზურგიდან გადმოაგდო ბალაამი. ასევე სულმა, რომელიც თავის გამოცხადებაში სასიძოს ხილვის ღირსი შეიქნა, ქედიდან იხსნა სხვისი უღელი და მანამდე მოწინააღმდეგეთა სიმრავლის ეტლი, ახლა უკვე ემანუელის ეტლი გახდა.
წინა - სარჩევი - შემდეგი